ყურბან-ბაირამის ლოცვა მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ შეასრულეს

დღეს, 31 ივლისს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის ორ მეჩეთში შესრულდა.  ორთა ჯამეში მუსლიმები ისევ ქუჩაში ლოცულობდნენ, რადგან ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. მლოცველებით იყო სავსე  ბათუმის ახალი მეჩეთის ასაშენებელ ადგილას მდგარი დროებითი ხის კონსტრუქციაც.  ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლებას მუსლიმები წლებია ითხოვენ. ბათუმის ორთაჯამეში ლოცვის დასრულების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის …

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა გრძელდება – ქარტიის განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას. ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია. „დღეს, 30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. ბაჩო გურაბანიძე და გიორგი …

რა გახდა სანაპიროზე ჭარბი წყალმცენარეების გამომწვევი მიზეზები – სააგენტოს კვლევა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცნობილია საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე, უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგები. ამავე თემაზე: შავი ზღვის სანაპიროზე უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეა „კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სანაპიროზე დაფიქსირებული წყალმცენარეები, ძირითადად, გვხვდება მომლაშო წყლებსა და საზღვაო აკვატორიაში. აღნიშნულ მცენარეებს მასიური გამრავლება ახასიათებს გაზაფხულსა და ზაფხულში. ზღვის სანაპირო ზოლზე …

ქართული მაწვნის მომზადების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ქართული მაწვნის მომზადების და მოხმარების ტრადიციას“, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება დღეს, 30 ივლისს გამოქვეყნდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს, ბრძანებაში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა. სააგენტოს იურიდიულმა …

„სიცოცხლე მინდა, დამეხმარეთ“ – 45 წლის კაცი გულის გადანერგვისთვის ფულს აგროვებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში 45 წლის როლანდ ნოღაიდელი უკვე ყოველ დღე სიცოცხლისთვის იბრძვის. მას გულის გადანერგვა სჭირდება, ამისთვის კი 100 ათასი დოლარია საჭირო. ხუთსულიანი ოჯახის შემოსავალი ახლა მხოლოდ როლანდის და მისი დედის, 74 წლის ნანული თურმანიძის პენსიაა, ოპერაციისთვის საჭირო თანხა ოჯახს არ აქვს. როლანდი ამბობს, რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაწილს, 80 ათას ლარს აჭარის ჯანდაცვის …

მერია ბათუმის ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლებას 4 მილიონად ყიდის

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლების მოსაპოვებლად „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ აუქციონის გამოცხადებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ამ უფლების გადაცემა 30 წლით იგეგმება, რისთვისაც საწყისი ფასი აუქციონზე 4 მილიონი ლარი იქნება. აუქციონზე საბოლოოდ დაფიქსირებულ თანხას კი გამარჯვებული „ავტოტრანსპორტს“ ერთბაშად გადაუხდის. „საკრებულოში აუქციონის პირობებთან ერთად გადაგზავნილია სამხარაულის დასკვნაც. ყველაფერი არის დაზუსტებული, დათვლილი და ეს პირობები „ავტოტრანსპორტისთვის“ საკმაოდ მომგებიანია. შემოსული …

ბათუმის მერია ჭავჭავაძე/26 მაისის ქუჩების მიჯნაზე მიწას და შენობას უპირობოდ გაყიდის

ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N60-ში [ჭავჭავაძის ქუჩის გზაჯვარედინზე] მდებარე 58 კვ/მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 41,6 კვ/მ ფართობის შენობას მერია აუქციონზე გაყიდის. მერიის გადაწყვეტილებით, ქონებას აუქციონზე პირობების გარეშე გაიტანენ და გასაყიდი საწყისი ფასი 60 ათასი ლარი იქნება. საკითხი ბათუმის საკრებულომ 31 ივლისის სხდომაზე უნდა განიხილოს და ეს ქონება საპრივატიზებო ობიექტების ჩამონათვალში შეიტანოს. ამის შემდეგ …

მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი

ბათუმელმა მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა მესამედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. დღეს, 30 ივლისს, თბილისში დასრულდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც ნინო ბაციაშვილმა 9 შესაძლო ქულიდან 7 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა. ნინო ბაციაშვილი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის, ევროპის ვიცე-ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი რაპიდში [სწრაფ ჭადრაკში] და საფრანგეთის ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული ბლიცებში. ასევე, …

აჭარის ტელევიზიიდან 3 თანამშრომელი გაუშვეს – ჟურნალისტები საპროტესტო აქციას აანონსებენ [LIVE]

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს. შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამშრომლებს მაუწყებლის დირექტორის ხელმოწერილი ბრძანება დღეს, 30 ივლისს ჩააბარეს. „2007 წლიდან ვარ ამ ტელევიზიაში და აი, ამით დააფასა ჩემი გაღებული დრო, ენერგია, ჯანმრთელობა… ყველას და ყველაფერს …

ბათუმის ცენტრალურ პარკში ახალი სკულპტურის, „ფოსტის“ განთავსება სურთ

ხვალ, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულო აპირებს განიხილოს ბათუმის ცენტრალურ პარკში „ფოსტის“ მონუმენტის განთავსების საკითხი. ინიციატივა „გაერთიანებულ საფოსტო კავშირს“ ეკუთვნის, რომელმაც ბათუმის მერიას მიმდინარე წლის 20 იანვრს მიმართა წერილით. მონუმენტი სიმაღლეში 2.6 მეტრი იქნება. დოკუმენტში, რომელიც საკრებულომ უნდა განიხილოს, ნათქვამია, რომ მონუმენტის განთავსების საკითხზე, მერის სათათბირო ორგანომ – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც იმსჯელა [ ეს სათათბირო ორგანო …

სასცენო სამოსი ანსამბლებისთვის – აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამა

აჭარის განათლების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში მიმდინარეობს სასცენო სამოსის შესყიდვა კულტურის ცენტრებთან არსებული ანსამბლებისთვის. 7 ანსამბლი, 108 შემსრულებელი. კერძოდ: [checklist] ქობულეთის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი ,,ქობულეთი”; ქობულეთის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი ,,ქობულეთი”; ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ანსამბლი ,,კოლხეთი”; ქედის კულტურის ცენტრის …

ენმ-ს წევრი, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს, უმრავლესობამ ხელვაჩაურის საკრებულოდან გარიცხა

დღეს, 30 ივლისს, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ვაჟა თავდგირიძეს, უმრავლესობამ საკრებულოს წევრის სტატუსი შეუწყვიტა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ნადიმ ვარშანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ოპოზიციონერისთვს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი ის არის, რომ ვაჟა თავდგირიძე 6 თვის განმავლობაში საკრებულოში არ გამოცხადებულა. ის აჭარისწყლის მაჟორიტარი იყო. თავდგირიძის საკრებულოდან გაშვებით, ხელვაჩაურის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციაც დაიშალა. ფრაქციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე ამბობს, …

ჰანს კლუგე: პანდემიის ახალი რისკჯგუფი ახალგაზრდები არიან

ჯანმოს ევროპის ოფისი იუწყება, რომ შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ ევროპაში გამოიწვია არა მხოლოდ ინფიცირების ახალი კერების გაჩენა, არამედ შეცვალა ინფიცირებულთა ასაკობრივი პროფილი. ცნობილია, რომ Covid19-ის პირველმა ტალღამ ძირითადად ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დააზარალა. მაგრამ მეცნიერები შიშობენ, რომ ვირუსის ახალი სამიზნე ჯგუფი იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ახლა, ზაფხულის არდადეგებზე ისვენებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ მიზეზი ახალგაზრდების ქცევის მოდელია, …

რას ამბობს ფეხბურთის ფედერაცია გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში არსებულ შესაძლო სიყალბეზე

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 31 წლის ფეხბურთელი თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, „მოთელვის“ დროს ცუდად გახდა და კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  იმ დღეს დაგეგმილი „ზუგდიდი“ & „ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრა ჩაიშალა. ეს ფაქტი სამი წლის წინ, 2017 წლის პირველ ოქტომბერს, მცხეთის სტადიონზე მოხდა. გარდაცვლილი შოთა მამინაშვილის დედა, ლოლიტა იაშვილი დღემდე ელოდება გამოძიების გაჭიანურებულ შედეგებს. ის დარწმუნებულია, რომ …

მელამ ბერლინში 100-ზე მეტი ფეხსაცმელი მოიპარა

ბერლინის ერთ-ერთი სამეზობლოს მცხოვრებლები ფეხსაცმელების მასობრივი გაუჩინარებით ძალიან შეწუხდნენ. ფეხსაცმელების გამტაცებელი მელია აღმოჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მელამ ბერლინის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ცილენდორფის უბნის მცხოვრებთა სახლებიდან დაახლოებით 100 ფეხსაცმელი მოიპარა. აქ მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ სახლებთან დალაგებული სხვადასხვა ფეხსაცმელი, მათ შორის ჩუსტები, სანდლები და ბოტასები ნელ-ნელა გაუგებარი მიზნით უჩინარდებოდა. „ქურდი“ ადგილობრივმა მცხოვრებმა, ქრისტიან მეიერმა გამოიჭირა. ბერლინური გამოცემა Tagesspiegel-ი …

შინდისის ბრძოლის მემორიალურ შენობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა „შინდისის ბრძოლის მემორიალურ შენობებს [სადგური, პლატფორმა, სამართავი პუნქტი], რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარეობს. შენიშვნა: თავდაპირველად ინფორმაცია გამოქვეყნდა სათაურით: „შინდისის გმირების მემორიალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, ვინაიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2020 წლის …

უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესი იგივე დარჩა – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი არ შეიცვლება. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დღეს, 30 ივლისს, მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე. სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია, რომ „არ დაკმაყოფილდეს 1559-ე და 1491-ე  კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს სახალხო დამცველის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ მოსამართლის კანდიდატის შერჩევის დროს …

ტყის ხანძრის შედეგად ავსტრალიაში 3 მილიარდამდე ცხოველი დაიღუპა ან გადასახლდა – WWF

ავსტრალიაში, 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის თებერვლამდე, ტყის ხანძრის შედეგად დაახლოებით 3 მილიარდი ცხოველი დაიღუპა ან იძულებული გახდა დაეტოვებინა ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო – ამის შესახებ ველური ბუნების საერთაშორისო ფონდი WWF იუწყება. ეს თითქმის სამჯერ აღემატება იმ მაჩვენებელს, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა. Scientists have determined that Australia’s 2019-20 bushfire crisis was significantly worse on wildlife than previously …

მსოფლიოში კორონავირუსის 17 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 30 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 17 033 048 შემთხვევა. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია. იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 667 084 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 150 713 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 90 134 – …

საბიუჯეტო ორგანიზაციები 4,3 მილიონი ლარის ხსნარს, ნიღაბსა და თერმომეტრს შეისყიდიან

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ ხელის სადეზინფექციო საშუალებების, დეზობარიერების, უკონტაქტო თერმომეტრებისა და ნიღბების შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. სააგენტოს 4 ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, ჯამში, 4 372 151 ლარია. აქედან: [checklist] ხელის სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად, მაქსიმუმ, 3 394 000 ლარი დაიხარჯება; დეზობარიერების შესაძენად – 197 600 ლარი; უკონტაქტო თერმომეტრების შესაძენად – …

ხელვაჩაურში წყლის სისტემის მოწყობაზე ყალბი აქტების დამზადებისთვის 2 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორს ო.ბ.-ს და ექსპერტს ბ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. აჭარის პროკურატურამ შპს „მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი ო.ბ. და ექსპერტი ბ.მ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. პროკურატურამ ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, …

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, განიკურნა 6 პაციენტი

30 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1160 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 935 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6489 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი მძღოლი დაინფიცირდა – 30 ივლისი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ინფიცირებულია მძღოლი, რომელიც ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. მძღოლი საქართველოს მოქალაქეა. ამ დროისთვის ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 15 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. ორი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ კლინიკამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია. ქვეყნის მასშტაბით დღეს 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 პირი. __________________________________________ ბოლო ოფიციალური მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული …

ტროტუარზე პარკირებისთვის ბათუმში დღეს 9 მძღოლი დაჯარიმდა [50 ფოტო]

ბათუმში ტროტუარზე, ველობილიკებზე, ზებრა გადასასვლელებსა თუ ავტობუსების გაჩერებებზე პარკირებული ავტომანქანების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ქალაქის ყოველი ქუჩის ტროტუარზე არასწორად პარკირებულ ერთ ავტომანქანას მაინც შეხვდებით. დღეს “ბათუმელებმა” ტროტუარზე პარკირებული სულ ცოტა 50 ავტომანქანა დააფიქსირა, თუმცა ბათუმის ავტოტრანსპორტის მონაცემებით, დღეს ტროტუარზე დგომისთვის ბათუმში მხოლოდ 9 მძღოლი დააჯარიმეს. ასე გამოიყურება პარკირების წესების დარღვევის დღევანდელი ოფიციალური სტატისტიკა: პარკირების საფასურის გადახდის …

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

„დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ამ დაპირებით ავტობანის მშენებლობა მინიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით კი, უცნობია, როდის დასრულდება მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტობანის [ჩქაროსნული ავტომაგისტრალის] გარკვეული მონაკვეთები 2022 წელში …

ქვეყნების სია, სადაც საშიში ინფექციური დაავადებებია გავრცელებული – მთავრობა

საქართველოს მთავრობამ საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ეს არის ამონაწერი/ინფორმაცია მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმიდან და ეს ინფორმაცია მიღებული იქნა ცნობად“. სხვადასხვა დაავადების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნების გარკვეული ტერიტორიებიდან იზღუდება ან იკრძალება მეცხოველეობისა თუ მეფრინველეობის პროდუქტების იმპორტი. მთავრობის განცხადებით, „ამ …

აჭარა ჯგუფი, თიბისის მხარდაჭერით, მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას განახორციელებს

აჭარა ჯგუფის აკადემია, კულინარიის სკოლის ფარგლებში, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას იწყებს, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები კულინარიული ხელოვნების მათთვის სასურველ მიმართულებას შეისწავლიან: დამწყები მზარეული ან დამწყები კონდიტერი. შემოსული აპლიკაციებიდან პროგრამისთვის 30 სტუდენტი შეირჩევა. პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა და მოიცავს როგორც თეორიულ, …

ბათუმში, რუსთაველზე, ავტომანქანა ხეს შეეჯახა

ახლახან [19:30] ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მან უარი თქვა ჰოსპიტალში გადაყვანაზე. „მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და ადგილზე გაეწია დახმარება“, – გვითხრეს სასწრაფოში. ამავე თემაზე: 203 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიით საქართველოში – ექვსი თვის მონაცემები

რას ნიშნავს, როცა ცნობილი რეჟისორი ამბობს, რომ აშშ-ში ბავშვებს აწამებენ გასაახალგაზრდავებლად

„რადიო უცნობის“ ეთერში ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა ასეთ რამეს ამბობს: „ახლა რაც ამერიკაში მოხდა, ჩემთვის… მე მეჩვენება, რომ რაღაც ზღაპარი ხომ არ არის-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ, იმიტომ, რომ ამ წამების დროს ეს ბავშვი გამოყოფს რაღაც სითხეს, იღებენ ამ სითხეს და ცნობილი ვარსკვლავები თუ პიროვნებები ახალგაზრდობას ინარჩუნებენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჭამენ კიდევაც ამ …

15 წლის გოგო გაიტაცეს და გააუპატიურეს, დაკავებულია 3 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 3 პირი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ, 1995 წელს დაბადებულ ა.ო.-ს არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, ხოლო 1998 წელს დაბადებული ა.ო. და 1988 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არიან ბრალდებულნი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის …

ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიამ 320 მლრდ დოლარი დაკარგა – UNWTO

კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმის ინდუსტიის დანაკარგი მსოფლიოს მასშტაბით 320 მილიარდი აშშ დოლარია 2020 წლის იავრიდან მაისის ჩათვლით – წერს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია [UNWTO]. ორგანიზაციის ცნობით, ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს 300 მილიონით შემცირდა და ეს დანაკარგი ტურიზმის ინდუსტრიაში სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო. ტურიზმის ექსპერტები საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას ვარაუდობენ 2021 …

„ანრის“ მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრში წვრთნები განახლდა

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრში წვრთნები განახლდა შემდეგ კურსებზე: [checklist] „თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზირებული წვრთნა“ (IMO MODEL COURSE 1.05) „თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა“ (IMO MODEL COURSE 1.05) [/checklist] საწვრთნელი კურსების პროგრამები აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენოტს მიერ. კურსების თეორიული ნაწილის სწავლება ხორციელდება დისტანციურად ელექტრონული …

თბილისი FM93.5 და ციტრუსი FM97.3 ქართულ ელექტრონულ მუსიკას დაუკრავენ

1 აგვისტოდან, რადიო თბილისი FM93.5 და ბათუმში მაუწყებელი რადიო ციტრუსი FM 97.3 ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ ქართველი არტისტების როგორც დიჯეი, ასევე ლაივ სეტებს მთელი ღამის განმავლობაში 12-დან დილის 6 საათამდე. პროექტი რადიო სეტები მთლიანად ქართული ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციას დაეთმობა. ჩვენთან მოუსმენთ პიონერ არტისტებს, ასევე დამწყებ და ნიჭიერ მუსიკოსებს. პროექტის ავტორის პროდიუსერის გიო ჯაყელის თქმით, პროექტის მიზანია ქართული …

200 000 ახალი სამუშაო ადგილი არ შექმნილა – „ოცნების“ 2016 წლის შეუსრულებელი დაპირება

„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა“, – ეს ფრაზა მმართველ პარტიას 2016 წლის პარლამენტის საარჩევნო პროგრამაში უწერია. პროგრამით გაწერილი ზოგიერთი გეგმა და მნიშვნელოვანი დაპირება „ოცნებამ“ ვერ განახორციელა. ერთ-ერთი შეუსრულებელი დაპირება სწორედ სამუშაო ადგილების შექმნაა. „ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის …

ღამით წვიმა, დღისით უნალექოდ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ივლისის 21 საათიდან 30 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა. დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 28 – 33 გრადუსი ღამით: 20 – 25 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 26 – 31 …

გზების დეპარტამენტი აგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობას

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობას, ახალი ხიდების მშენებლობას, ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. ქობულეთის მუნიციპალიტეტში კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზის ორკილომეტრიან მონაკვეთზე დასასრულს უახლოვდება ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ხოლო ერთი ახალი ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ასევე დასრულებულია რკინა-ბეტონის მილების და ლითონის მილების მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხებისა და საფუძვლის …

Exit mobile version