Batumelebi | აჭარაში კოვიდის 286 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში კოვიდის 286 ახალი შემთხვევა დადასტურდა – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში კოვიდის 286 ახალი შემთხვევა დადასტურდა

15 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 286 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 548 პაციენტი, რეანიმაციაშია 53 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 765 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 1000-ზე მეტი ინფიცირებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com