მთავარი,სიახლეები

„ქარტიის პრიზი 2020-ის” გამარჯვებულები გამოვლინდა

19.12.2020
„ქარტიის პრიზი 2020-ის” გამარჯვებულები გამოვლინდა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ  „ქარტიის პრიზი 2020-ის” გამარჯვებულები გამოავლინა. 2020 წელს ქარტიის პრიზი რვა ნომინაციაში გაიცა. საუკეთესო სტატია ან ნარკვევის ნომინაციაში პრიზი მიიღო “ინდიგომ”, ჟურნალისტებმა თამარ ბაბუაძემ და სალომე მელუამ ნაშრომისთვის აკრძალული ჰაერი.

ვიდეორეპორტაჟი პრიზი  მიიღო სტუდია მონიტორის ჟურნალისტმა  თამარ გელაშვილმა ნაშრომისთვის უშგულის ზარი.

ნომინაციაში მულტიმედია პრიზი  მიიღო  რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა თეა თოფურიამ, ნაშრომისთვის მოგიყვებით, როგორია საარსებო მინიმუმით ცხოვრება – რადიო თავისუფლების ექსპერიმენტი; ექსპერიმენტი გრძელდება: მეორე კვირა საარსებო მინიმუმზე; მესამე კვირა საარსებო მინიმუმზე;

ნომინაციაში ჟურნალისტური გამოძიება ქარტიის პრიზი მიიღო სტუდია მონიტორის ჟურნალისტმა ზურა მოდებაძემ ნაშრომისთვის სუს-ის პროტეჟეები.

ქარტიის პრიზს 2020 წელს დაემატა 4 ახალი ნომინაცია, რომელიც COVID-19-ის გაშუქებისთვის გაიცა.

პირველ ოთხ კატეგორიაში პრიზი გაიცა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო COVID-19-ის საკითხებზე პრიზი დაწესებული იყო IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.

მთავარი ფოტო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: