მთავარი,სიახლეები

გახარიამ პარლამენტს მინისტრობის კანდიდატები წარუდგინა

18.12.2020 • 929
გახარიამ პარლამენტს მინისტრობის კანდიდატები წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა.

კანდიდატების სია, ფაქტობრივად, უცვლელია. სიახლე მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს შეეხო, სადაც ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის ნაცვლად მისი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძეა წარდგენილი მინისტრობის კანდიდატად.

მინისტრობის კანდიდატები არიან:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;
  • თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;
  • იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: