მთავარი,სიახლეები

ქობულეთში ვალერი ვერულიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

18.12.2020 • 1882
ქობულეთში ვალერი ვერულიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ედნარ მსხალაძეს, მას განზრახ მკველობას ედავება გამოძიება. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 18 დეკემბერს, გაიმართა.

საუბარია ქობულეთში 15 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – რკინიგზის სადგურთან ახლოს ვალერი ვერულიძე სანადირო თოფით მოკლეს. ბრალდებული ბიძაშვილის სახლში, სოფელ ბობოყვათში გუშინ, 17 დეკემბერს დააკავეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ედნარ მსხალაძეს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: