მთავარი,სიახლეები

აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 115 წლისაა

18.01.2021 • 2602
აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 115 წლისაა

აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 115 წლისაა. 1905 წელს დაბადებული ფიქრიე ირემაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ირემაძეებში ცხოვრობს.

„ბათუმელებმა“ ფიქრიე ირემაძე 2017 წელს ჩაწერა. მაშინ იგი 111 წლის იყო. მან  „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იკვებება მხოლოდ ნატურალური საკვებით, არ ჭამს ნახევარფაბრიკატებს და უარს ამბობს ისეთ ტანსაცმელზე, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან არ არის დამზადებული.

ამ დროისათვის აჭარაში ას წელს გადაცილებული 48 მოქალაქეა, მათ შორის 46 ქალი და 2 კაცია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000 ლარს გადასცემს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ბოლომდე აჭარაში 100 წელი კიდევ 14 ადამიანს შეუსრულდება და ისინი თანხას საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მიიღებენ.

___________________

ფოტოზე: ფიქრიე ირემაძე. ფოტო: Maria Che

გადაბეჭდვის წესი


ასევე: