მთავარი,სიახლეები

ბათუმში თოვლ-ჭყაპი ხვალაც იქნება, ღამით მოსალოდნელია ყინვა | ამინდი

19.01.2021
ბათუმში თოვლ-ჭყაპი ხვალაც იქნება, ღამით მოსალოდნელია ყინვა | ამინდი

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში თოვლ-ჭყაპი თითქმის სამ დღეს გასტანს.

უფრო დეტალურად, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მიერ მოწოდებული ამინდის პროგნოზი ასეთია:

დღეს, 19 იანვრის 21 საათიდან, ხვალ, 20 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა,ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში – ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა –2 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 21 იანვარს ღამით და დილით  სუბტროპიკულ რაიონებში თოვლ-ჭყაპი იქნება, მთაში კი კვლავ მოთოვს.

21 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, აჭარაში გამოიდარებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: