გუშინ, 12 იანვარს, სოფელ ბუკნარში ერთმანეთს მუსლიმი და ქრისტიანი მეზობლები დაუპირისპირდნენ რელიგიურ ნიადაგზე. დაძაბულობა სოფელში დღესაც გაგრძელდა. ქართველ მუსლიმთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, ევროპული საქართველოს წევრის, ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ გატარებული მრავალწლიანი დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგი: „სოფელ ბუკნარში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) ადგილობრივ მუსლიმ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, იმ მიზნით, …
Category Archives: სიახლეები
რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე
გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკნარი რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ადგილად იქცა. სოფელში დღეს, 13 იანვარს, დილიდანვე პოლიცია და სპეცრაზმიცაა მობილიზებული. დილიდან ბუკნარის ქრისტიანი მოსახლეობა სოფლის ცენტრში იყო შეკრებილი, მუსლიმი მოსახლეობა კი იმ სალოცავის ეზოში, რომლის გამოც დაპირისპირება დაიწყო. ბუკნარში მცხოვრებ ადგილობრივ მუსლიმებს დღეს აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდების ერთი ჯგუფიც შეუერთდა. სოფელში დილიდან ელოდნენ როგორც გურიის გუბერნატორს, …
Continue reading “რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე”
ფირუზ წულუკიძის თქმით, ჩოხატაურში ათობით ადამიანი მუსლიმების სოლიდარობისთვის ჩავიდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანი და მუსლიმი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ეს ამბავი გუშინ, 12 იანვარს მოხდა – ქვების სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ორი საავადმყოფოში მოხვდა – ორივე მუსლიმი. კონფლიქტის მონაწილე ერთი პირი შს სამინისტრომ წუხელ დააკავა. დღეს სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის „სოლიდარობის მიზნით“ აჭარიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა. ერთ-ერთი მათგანი, ფირუზ წულუკიძე აცხადებს, …
სილქფესტის სადღესასწაულო შეთავაზებები გრძელდება!
სილქფესტის აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით. მხოლოდ 14 იანვარს, კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: [checklist] 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად; 8 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 8 ლარად; 700 ლოკალურ წუთს – 9 ლარად; 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 10 ლარად; …
Continue reading “სილქფესტის სადღესასწაულო შეთავაზებები გრძელდება!”
მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან – ტიკარაძე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, კორონავირუსისი მესამე ტალღა შესაძლოა თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს საქართველოში. ეკატერნიე ტიკარაძის თქმით, მსოფლიოში უკვე დაიწყო მესამე ტალღა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. „ეს ყველაფერი არის ვარაუდები. ვინაიდან ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია, ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას. აქედან გამომდინარე სავარაუდო მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე …
Continue reading “მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან – ტიკარაძე”
რომელ ბიზნესს გადაუხდის დენის ფასს სახელმწიფო ნაწილობრივ – რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 12 იანვრის დადგენილებით, „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები“ დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით, სახელმწიფო, 2021 წლის განმავლობაში, თითოეულ თვეში [ლიცენზიატის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში] მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს იმ მეწარმე …
Continue reading “რომელ ბიზნესს გადაუხდის დენის ფასს სახელმწიფო ნაწილობრივ – რეგისტრაცია დაიწყო”
წვიმა და თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო; მთაში ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი …
Continue reading “წვიმა და თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში”
აჭარაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 13 იანვარი
13 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 352 პაციენტი, მათ შორის მძიმე პაციენტია – 68; ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პირი. კოვიდ სასტუმროშია 314 პაციენტი, ონლაინ კლინიკაში – 636. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 13 იანვარი”
1 618 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – კორონავირუსი საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 13 იანვრის მდგომარეობით, ანალოგიურ პერიოდში გარდაიცვალა 26 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 403 პირი. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან …
Continue reading “1 618 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – კორონავირუსი საქართველოში”
მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდები 1-ელი თებერვლიდან განახლდება – მომსახურების სააგენტო
შსს-ს მომსახურების სააგენტო ყველა სერვისი, რომელიც შეზღუდული იყო, 1-ელი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას. შესაბამისად მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას. ასევე აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება. 1-ელ თებერვლამდე დროებით შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება ახალქალაქისა და ამბროლაურის …
ავარია მეჯინისწყალზე, დაშავდა 2 პირი
მეჯინისწყლის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მსუბუქი ავტომანქანა მაღაზიაში შევარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით კი, დაშავებული ორი პირი კლინიკა BMC-ში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება პოლიციაც.
რა ხდება შარაბიძეებში, სადაც პოლიციაა მობილიზებული
შარაბიძეების დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული. „ბათუმელებს“ ადგილზე მოსახლეობა ეუბნება, რომ ეს გუშინ მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაა – გუშინ კი პოლიციას აქ მცხოვრები რევაზ შარაბიძე დაუკავებია. „მოვიდა პოლიცია, გაჩხრიკეს სახლი და სახლის უკანა მხრიდან ერთი პარკით იარაღი ამოიღეს. ოჯახი – ცოლი და შვილები გარეთ გამოყარეს, ჩხრეკას არ დაასწრეს“, – ეს არის აქ მცხოვრებთა …
Continue reading “რა ხდება შარაბიძეებში, სადაც პოლიციაა მობილიზებული”
ადიდებულმა მდინარემ წონიარისის ხიდი წაიღო – ფოტო
ქედაში, სოფელ წონიარისში, მდინარე აჭარისწყალზე გადებული ხიდი წყალმა წაიღო. ხიდის ერთი ნაწილი ჩაინგრა და მასზე გავლა შეუძლებელია. “აჭარისწყალი ადიდდა და წაიღო ერთი ბოძი. ადგილზე მისულია აჭარის გზების დეპარტამენტის თანამშრომლებიც. სოფლები გარესამყაროს არაა მოწყვეტილი, შემოვლითი გზით შეუძლია მოსახლეობას სარგებლობა,” – უთხრა “ბათუმელებს” ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ. მერის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ, კიდევ ერთ ადგილას შექმნა პრობლემები. ე.წ. …
Continue reading “ადიდებულმა მდინარემ წონიარისის ხიდი წაიღო – ფოტო”
კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი – 12 იანვარი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 993 პირი და ჩატარდა 17 795 კვლევა – მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით. 1 857 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა აჭარა – 97 იმერეთი – 334 ქვემო …
კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა აჭარაში, 2 გარდაცვლილი – 12 იანვარი
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 2 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პაციენტი და დღემდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 32 921-ია. რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულად (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 10 პაციენტი. კლინიკებში მკურნალობს 358 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 295 და სახლში მკურნალობს 643 ადამიანი.
ბათუმში პოლიციამ დააჯარიმა კოვიდინფიცირებული პირი, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა
ბათუმში 2000 ლარით დააჯარიმეს კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, კოვიდინფიცირებული მოქალაქე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. „ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად …
Continue reading “ბათუმში პოლიციამ დააჯარიმა კოვიდინფიცირებული პირი, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა”
ხმა ბათუმის მესამე დაწესებულებიდან – „4 კაცი ვშიმშილობთ“ [ვიდეო]
„ოთხი კაცი ვშიმშილობთ“, – ისმის ვიდეო ჩანაწერში, რომელიც დღეს უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ გაავრცელა. ის და პატიმრების ოჯახის წევრები დღეს ბათუმის მესამე დაწესებულებასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ, ამნისტიის კანონის დამტკიცებამდე. „მე შევთავაზე ოჯახის წევრებს, რომ სხვა კუთხიდან მივსულიყავით შენობასთან. სწორედ მაშინ დაგვიძახეს, რომ ცუდად არიან, შიმშილობენ და არავინ ყურადღებას არ აქცევთ“, – აცხადებს თამაზ ბაკურიძე. იუსტიციის სამინისტროს …
Continue reading “ხმა ბათუმის მესამე დაწესებულებიდან – „4 კაცი ვშიმშილობთ“ [ვიდეო]”
სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა 18 იანვარიდან განახლდება
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 18 იანვარს განახლდება. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის არდადეგები სკოლებში 15 იანვრამდე გრძელდება. თუმცა სკოლები არც მომდევნო 16, 17 იანვარს იმუშავებს [შაბათ-კვირას]. შესაბამისად, სწავლის დაწყების თარიღი გადაიწევს 18 იანვრამდე. ჯერ უცნობია, სად, როგორ და რა ფორმით განახლდება სწავლა. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ აჭარის რეგიონში მთლიანად და საქართველოს დიდ …
Continue reading “სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა 18 იანვარიდან განახლდება”
რიგები მანდარინის მიმღებ ქარხანასთან ქობულეთში – ფოტო
ქობულეთში, მანდარინის მიმღებ ქარხანასთან მანდარინით დატვირთული ავტომანქანების რიგები დგას. ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის ჩასაბარებლად რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ რიგში დგომა. წელს ქობულეთში მანდარინს მხოლოდ ერთი ქარხანა Georgian Industrial Asset Management Group იღებს. ერთი კილოგრამი არასტანდარტული მანდარინი 20 თეთრი ღირს. აქედან 10 თეთრს ქარხანა იხდის, 10 თეთრი კი სახელმწიფოს სუბსიდიაა. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, მანდარინით დატვირთული მისი მანქანა …
Continue reading “რიგები მანდარინის მიმღებ ქარხანასთან ქობულეთში – ფოტო”
ვის შეხვდება მოტობლოკები, ნერგები, სკა – სამინისტრო პროგრამას თებერვლიდან იწყებს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზუსტად 1 მილიონ ლარს დახარჯავს პროგრამაზე, რომელსაც საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა ჰქვია. ამ პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ ფერმერებს შეეძლებათ მოითხოვონ ნერგები, ტექნიკური აღჭურვილობა, სკა… მოკლედ, ის ყველაფერი, რაც საკუთარი მეურნეობის განვითარებისთვის სჭირდებათ. ფერმერმა ეს საჭიროება სამინისტროს უნდა დაუსაბუთოს. როგორ შეიძლება პროგრამაში ჩართვა? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე …
Continue reading “ვის შეხვდება მოტობლოკები, ნერგები, სკა – სამინისტრო პროგრამას თებერვლიდან იწყებს”
კორონავირუსის ვაქცინის შესანახი მაცივარი 3 ქალაქში გვაქვს – ჯანდაცვის სამინისტრო
„ჩინური ვაქცინის შემოტანა არ განიხილება,“ – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე განიხილავს მხოლო პფაიზერის ვაქცინას, მოდერნას და ასტრაზენეკას. „რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მზაობას, დღესაც რომ გვქონდეს პფაიზერის ვაქცინა, სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, – 80 გრადუსზე ტემპერატურის მქონე …
Continue reading “კორონავირუსის ვაქცინის შესანახი მაცივარი 3 ქალაქში გვაქვს – ჯანდაცვის სამინისტრო”
თებერვლამდე ისევ შეზღუდული იქნება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება. აქამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 16 იანვრიდან შეზღუდვების გაუქმებას აპირებდნენ და ეს ასევე შეეხებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. მინისტრ ნათია თურნავას თქმით, შეზღუდვები ძალაში დარჩება, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. „მივიღეთ დღეს გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი …
Continue reading “თებერვლამდე ისევ შეზღუდული იქნება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა “
ვის მიწას დახნავენ და დაფარცხავენ აჭარაში
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, გიორგი სურმანიძის ინფორმაციით, 2021 წლის გაზაფხულიდან აჭარაში ისევ ამოქმედდება მიწის დახვნის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 150 ათასი ლარით არის გაზრდილი. გიორგი სურმანიძე: ჩვენ ამ ნაწილში ბიუჯეტი გავზარდეთ. წინა წელს განხორციელებული პროგრამა თავიდან არ იყო დაგეგმილი და პანდემიის პიროებებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ახლა, როდესაც ვუყურებ ციფრებს, საკმაოდ კარგი …
Continue reading “ვის მიწას დახნავენ და დაფარცხავენ აჭარაში”
კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა აჭარაში – 11 იანვარი
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება მთლიანად ქვეყანას 11 იანვარს ვირუსის ახლადდადასტურებული შემთხვევა 551-ია. აჭარის რეგიონში გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 100 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა ოდენობა კი 32 826-ია. კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა – 62 იმერეთი – 84 ქვემო ქართლი – 24 …
Continue reading “კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა აჭარაში – 11 იანვარი”
კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი – 11 იანვარი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 226 215-მდე. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების …
Continue reading “კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი – 11 იანვარი”
ივანიშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის
პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. „მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები,“ – წერს ივანიშვილი ვრცელ წერილში, რომელსაც პარტია ავრცელებს. ——————————————————————————————————— ივანიშვილის წერილს “ბათუმელები” სრულად გთავაზობთ: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი …
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 9-14 გრადუსი მთაში ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 2-7 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: …
კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი – 10 იანვარი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 143 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. ასევე ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 617 ადამიანი და ჩატარდა 11 155 ტესტი, მათ შორის 6 758 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 397 PCR ტესტით. ახალი 1 143 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა: თბილისი – 488 შემთხვევა, აჭარა – 88, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი …
Continue reading “კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი – 10 იანვარი”
კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა აჭარაში – 10 იანვარი
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 126 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 32 726 პაციენტია. რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) 8 პაციენტი. დადასტურებული აქტიური შემთხვევებიდან კლინიკაში მკურნალობს 3 60 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 266, ხოლო ბინაზე 689. კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი – 10 იანვარი
ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემა 10 იანვარს დაიწყება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. „კუთვნილი პროდუქტის ერთი თვის მარაგს მუნიციპალური სასადილოს ძირითადი და დამატებითი სიის ყველა ბენეფიციარი მიიღებს“ – აცხადებს მერია. 2020 წლის ბოლოს ბათუმის მუნიციპალიტეტების სასადილოებს 6000-მდე ბენეფიციარი ჰყავდა, ხოლო დამატებით სიაში 500-მდე პირი. კანონის თანახმად, უფასო სასადილოთი სარგებლობენ ის სოციალურად …
Continue reading “ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემა 10 იანვარს დაიწყება “
გადაამოწმეთ ხართ თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სიაში
შემოსავლების სამსახურმა განაახლა პროგრამა, რომლითაც მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში. ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა სიაში, ამის გადასამოწმებლად გადადით ბმულზე „დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ …
Continue reading “გადაამოწმეთ ხართ თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სიაში”
ქობულეთის სათბურებს აჭარის მთავრობა ამჯერად 47 ათასით ნაკლებ ფასად ასხვისებს – აუქციონი
ქობულეთში მდებარე სასათბურე მეურნეობას აჭარის მთავრობა ამჯერად, წინა აუქციონთან შედარებით, 47 ათას 60 ლარით ნაკლებ ფასად ასხვისებს იჯარით. წინა აუქციონი, სადაც საწყისი წლიური საიჯარო თანხა 235 300 ლარი იყო, არ შედგა. მიმდინარე აუქციონზე კი, წლიური საწყისი საიჯარო თანხა 188 240 ლარია. ბიჯი 3 530 ლარი. მიმდინარე აუქციონზეც სასათბურე მეურნეობა 25 წლით გაიცემა სარგებლობაში, ოღონდ ამჯერად …
200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების წარდგენა დაიწყო – ბოლო ვადა 20 იანვარია
200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. 2020 წლის დეკემბრის თვის კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 20 იანვარის ჩათვლით. იმ დასაქმებულის შესახებ მონაცემებს, რომელსაც ეკუთვნის კომპენსაცია – 200 ლარი, შემოსავლების სამსახურს აწვდის დამსაქმებელი. ანუ, განაცხადს ელექტრონულად ავსებს დამსაქმებელი[კომპანია/ორგანოიზაცია] და არა კომპენსაციის მიმღები პირი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის …
სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, ნავმისადგომი – რას ცვლის გრიგოლეთში ახალი კონცეფცია
ახალი კონცეფცია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა, ურეკიდან ფოთამდე მონაკვეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, წარმოდგენილია გრიგოლეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო საავტომობილო გზის მონაკვეთის პრობლემის გადაჭრის ორი ვარიანტი: ა) სატრანზიტო მოძრაობა გრიგოლეთის მონაკვეთში აიკრძალება და ავტომომობილები ბათუმიდან ფოთამდე [და პირიქით] ლანჩხუთი-სამტრედია-სენაკის გავლით ივლის, არსებული გზა კი [გრიგოლეთი-მალთაყვის მონაკვეთი] მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადავა; ბ) გრიგოლეთში …
Continue reading “სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, ნავმისადგომი – რას ცვლის გრიგოლეთში ახალი კონცეფცია”
კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 22 ადამიანი – 9 იანვარი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარდა 18 149 კვლევა, აქედან 11 095 კვლევა ანტიგენის და 7 054 PCR ტესტით. კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 363, ქვემო ქართლი – 150, შიდა ქართლი – 165, გურია – …
Continue reading “კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 22 ადამიანი – 9 იანვარი”
კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა აჭარაში
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 122 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში კორონავირუსისგან სულ 32 600 პაციენტია გამოჯანმრთელებული. გასულ 24 საათში 1 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 9 იანვრის მონაცემებით აჭარის რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 11 პაციენტი. ასევე რეგიონის მასშტაბით კლინიკაში მკურნალობს 357 პაციენტი, კოვიდ …
Continue reading “კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა აჭარაში”