მთავარი,სიახლეები

კოვიდის 1550 ახალი შემთხვევა საქართველოში | 19 იანვარი

19.01.2021 • 1556
კოვიდის 1550 ახალი შემთხვევა საქართველოში | 19 იანვარი

19 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1550 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 17 398 ტესტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი. 

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 647
  • აჭარა – 58
  • იმერეთი – 249
  • ქვემო ქართლი – 93
  • შიდა ქართლი – 95
  • გურია – 53
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 145
  • კახეთი – 106
  • მცხეთა-მთიანეთი –  41
  • სამცხე-ჯავახეთი – 49
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14

ამჟამად ქვეყანაში ინფიცირებულია 11 336 ადამიანი.  3 656 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, 7 117 – საცხოვრებელ ბინაზე.

დღეისათვის საქართველოში კოვიდინფიცირებული 775 მძიმე პაციენტია. 

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 21 865 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: