განათლება,მთავარი,სიახლეები

გარედაკვირვება 2 778-მა პედაგოგმა გაიარა – მასწავლებლის სახლი

18.01.2021 • 2285
გარედაკვირვება 2 778-მა პედაგოგმა გაიარა – მასწავლებლის სახლი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარედაკვირვება ვერ გაიარა გარედაკვირვებაზე დარეგისტრირებულმა 82-მა მასწავლებელმა. გარედაკვირვების გავლა აუცილებელი აქტივობაა იმისთვის, რომ პედაგოგმა სტატუსი აიმაღლოს.

გასულ წელს გარედაკვირვებაზე  საჯარო სკოლის 2 999 მასწავლებელი დარეგისტრირდა, თუმცა გარედაკვირვება მხოლოდ 2778-მა პედაგოგმა გაიარა, დისტანციურად  საჯარო სკოლის 1868 მასწავლებელმა, პირისპირ კი – 992-მა მასწავლებელმა.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

  •  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას
  • მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს:
  • გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილისშემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
  • სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

ცენტრის განმარტებით, სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

ოფიციალური ინფორმაციით,  2021 წლის იანვრისთვის უფროსის სტატუსი 500-მა მაძიებელმა პედაგოგმა მიიღო, წამყვანის სტატუსი კი – 2900-მა უფროსმა მასწავლებელმა.

უფროს მასწავლებელს საათობრივ ანაზღაურებაზე დაემატება სტატუსისთვის განკუთვნილი 470 ლარი, წამყვან მასწავლებელს კი – 850 ლარი. მენტორი მასწავლებლისთვის სტატუსის დანამატი 1150 ლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: