რა შემთხვევაში შეიძლება მოითხოვო ონლაინში სწავლის გაგრძელება

განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ სამინისტრო პირველ თებერვალს საკლასო ოთახებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით ბავშვებს დამატებით შესაძლებლობასაც სთავაზობს. კერძოდ, 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. „თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების …

საქართველომ TIMSS-ის 2019 წლის კვლევებში საერთაშორისო ქულა მცირედით გაიუმჯობესა

2019 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS)-ის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, თუმცა მაინც ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო – 500 ქულას. მეოთხეკლასელების მიღწევები: მათემატიკა – 482 ქულა; ბუნებისმეტყველება – 454 ქულა; მერვეკლასელების მიღწევები: მათემატიკა – 461 ქულა; საბუნებისმეტყველო საგნები – 447 ქულა. ეს მონაცემები ნიშნავს, რომ 2017-2018 წელს გამოქვეყნებული PISA-ს კვლევების შემდეგ …

სანდერსმა $1,8 მილიონი შეაგროვა ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტოს გამოყენებით

ამერიკელმა სენატორმა ვერმონტის შტატიდან, ბერნი სანდერსმა 1,8 მილიონი დოლარი შეაგროვა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტოს გამოყენებით, რომელზეც სანდერსს ნაქსოვი, თბილი ხელთათმანები უკეთია. კერძოდ, ამ ფოტოს გამოსახულებით სანდერსმა თავისი ვებგვერდის საშუალებით ზედატანები გაყიდა. ზედატანების ფასი 27 და 45 დოლარი იყო. მედიის ცნობით, გაყიდვიდან მიღებულ 1,8 მილიონ დოლარს სანდერსი ვერმონტის შტატის რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს. …

„ეს არ არის ბულვარი“ – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ბულვარში 16 სართულის მშენებლობაზე

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს,  29 იანვარს, ბათუმის საკრებულოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებდა, რომ მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში, სადაც შპს „ამბასადორი ბათუმი“  16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებას გეგმავს, ბულვარის შემადგენლობაში არ შედის. როგორც ჩანს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს არც ისე კარგად აქვს შესწავლილი საკითხი, რომელიც ბათუმში საზოგადოებას აღელვებს და პროტესტს აქციაზე აფიქსირებს. ბათუმის …

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ქალს ტრაილერი დაეჯახა

ბათუმში, ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების გზაჯვარედინთან, სატვირთო ავტომანქანა შუახნის ქალს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქალი სხვადასხვა მძიმე დაზიანებით ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევა დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. ადგილზე იმყოფება პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.

კოვიდით გარდაიცვალა ბათუმელი მოზარდი, რომელსაც თანმხლები დაავადება ჰქონდა

ბათუმში მეათეკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ, 28 იანვარს, გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალებას ადასტურებს იმ სკოლის დირექტორიც, სადაც ბიჭი სწავლობდა. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მოზარდს კორონავირუსი ჰქონდა. მას ასევე ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადებაც, რაც, სავარაუდოდ, გართულდა კორონავირუსის გამო. დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, კრიტიკულია …

უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე შემოვა საქართველოში, თუ იქნება კოვიდზე აცრილი 

პირველი თებერვლიდან საქართველოში შემოსვლის წესი იცვლება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ დღეს, 29 იანვარს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება: მათ  შეუძლიათ საქართველოში შემოვიდნენ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით; გაიარონ 8-დღიანი თვითიზოლაცია; თვითიზოლაციის ნაცვლად შემოსვლიდან მესამე დღეს ჩაიტარონ კიდევ ერთი PCR ტესტი. რაც შეეხება უცხო ქვეყნის …

ნატალია ზოიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

დღეს, 29 იანვარს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის მოადგილედ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აქამდე ლაშა სირაბიძე იყო, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით. ნატალია ზოიძის ამ თანამდებობაზე არჩევას საკრებულოს 17-მა წევრმა მისცა ხმა. ნატალია ზოიძე აქამდე ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  29 იანვრის 21 საათიდან 30 იანვრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა – ზოგან დროგამოშვებით წვიმა. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა და ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით  შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22მ/წმ-დე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე რიჟვაძის მრჩევლად დანიშნეს

ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დანიშნეს. მუხრან ვახტანგაძე ამბობს, რომ ის სპორტის მიმართულებით მისცემს რჩევებს თორნიკე რიჟვაძეს. ამ დრომდე აჭარის მთავრობის რომელიმე თავმჯდომარეს, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძეს, სპორტის მიმართულებით მრჩეველი არ ჰყოლია. „ახალი წლიდან დავინიშნე, დამირეკეს და მითხრეს, რომ გვინდა, აქ იყოო… ჩემი ხელფასი დაახლოებით 1800 ლარია, თუ რაღაც ეგრე, პირველი ხელფასი …

შეიმუშავეთ სკოლებში სპეციალური პროგრამა – EMC ბუკნარში რელიგიურ დაპირისპირებაზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ვრცელ მიმოხილვას და რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოფელ ბუკნარში კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია, ნაწილი – მუსლიმი. მუსლიმებმა სოფელში სალოცავი გახსნეს. დაპირისპირება გასული წლის დეკემბრის ბოლოს სწორედ სალოცავის  გახსნას მოჰყვა. ბუკნარში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ სოფელში …

აჭარაში კოვიდის 40 ახალი შემთხვევა დადასტურდა

29 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 51 პაციენტი, ხოლო 12-მა პაციენტმა კლინიკა დატოვა. დღეისათვის აჭარაში კრიტიკულია 3 პაციენტის მდგომარეობა. აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 192 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში კი – 100.

იაპონიის საელჩომ 4 რეგიონს, მათ შორის რაჭას, რეანომობილები აჩუქა

იაპონიის საელჩომ საქართველოს სასწრაფო დახმარების 4  რეანომობილი აჩუქა. რეანომობილები კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებს მოემსახურება. გრანტის მოცულობა 290 500 აშშ დოლარია. იაპონიის საელჩო მადლობას უხდის ექიმებს , „რომლებიც ყოველდღიურად დიდ სირთულეებს და საფრთხეებს უმკლავდებიან. თქვენი ძალისხმევა იმსახურებს უდიდეს პატივისცემას და აღფრთოვანებას,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში. 2019 წლის ივლისში „რეანომობილის“ გაუმართაობის გამო რაჭაში, ამბროლაურში, 16 …

საია შოთა გუჯაბიძის ინტერესებს დაიცავს, საბჭოდან მის გათავისუფლებას 25 ორგანიზაცია ეხმიანება

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ძეგლების საბჭოდან საბჭოს წევრის, შოთა გუჯაბიძის თავისუფლებას და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს მიმართავენ. „ქალბატონო მაია, მოგახსენებთ, რომ შოთა გუჯაბიძე არის ბათუმის ისტორიის მკვლევარი, ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების, როგორიც არის „ICOMOS საქართველო“  და  „ბათომის“ წევრი. შოთა გუჯაბიძე წლების მანძილზე იბრძვის ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის. იმ ფონზე, …

ბათუმის მერია თანახმაა „სანრემოს“ რეკონსტრუქციის დაწყება მესამედაც გადაავადოს

ბათუმის მერია თანახმაა ზღვისპირა პირსის [რესტორანი „სანრემო“] რეკონსტრუქციის დაწყება კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ გადაავადოს. მერიის დოკუმენტებით ირკვევა, რომ შპს „ხიდი 2006“-მა მერიას მიმართა წერილით, „რომელშიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიური ვითარების გამო ვერ შეძლო სამშენებლო მასალების მიღება, რამაც ხელი შეუშალა სამშენებლო სამუშაოების დაწყებაში“. კომპანია ითხოვს მშენებლობის დაწყების ვადად განისაზღვროს 2022 წლის პირველი ნოემბერი, ხოლო დასრულების …

ტესტირების შედეგად აჭარაში 7 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

28 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა სკოლის მასწავლებლებში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის დატესტილია 4 ათასამდე პედაგოგი, კორონავირუსი კი 7 პედაგოგს დაუდასტურდა. ცენტრის ინფორმაციით, სწრაფი ტესტირებით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები PCR ტესტით ხელმეორედ გადამოწმდება. აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლის განახლება პირველ თებერვალს იგეგმება, ამიტომ მასწავლებლების მასობრივი ტესტირება საჯარო და კერძო სკოლებში ორი …

ბათუმის მერია რესან კონცელიძეს ორ ოთახს ბიუროსთვის 1 800 ლარად მიაქირავებს

პარლამენტარ რესან კონცელიძის ბიურო ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იმუშავებს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთვის 2 ოთახის გამოყოფაზე მერიისთვის თანხმობის მიცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 29 იანვარს განიხილავს. დოკუმენტების მიხედვით, რესან კონცელიძემ მერიას წერილით 13 იანვარს მიმართა, რომლითაც „პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირებისათვის ითხოვს ფართობის გამოყოფას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში“. „ქალაქ …

ბათომი: გუჯაბიძის ძეგლების საბჭოდან დათხოვნა ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას უკავშირდება

ორგანიზაცია „ბათომი“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ძეგლების საბჭოს წევრის, შოთა გუჯაბიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენებას უკავშირდება. მშენებლობას „ამბასადორი ბათუმი“ გეგმავს, შოთა გუჯაბიძე კი ამ პროექტს აკრიტიკებს. „ბათომის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა, „საზოგადოება ბათომის“ წარმომადგენელს, შოთა …

შოთა გუჯაბიძე ძეგლების საბჭოდან დათხოვნაზე: ახვლედიანმა და რიჟვაძემ გული მოიფხანეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ძეგლების საბჭოდან დღეს დათხოვნილი შოთა გუჯაბიძე იხსენებს, რომ ასეთი მცდელობა სააგენტოს სხვა დირექტორებსაც ჰქონდათ, ზაურ ახვლედიანმა კი ეს მოახერხა და ამით რიჟვაძესთან ერთად „გული მოიფხანა“. ზაურ ახვლედიანი შოთა გუჯაბიძეს სააგენტოს დისკრედიტაციაში სდებს ბრალს. როგორ აფასებს ამ გადაწყვეტილებას თავად რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც ძეგლების საბჭოში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა და როგორია მისი …

საღამოს რომელ საათამდე იმუშავებენ მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში 1-ლი თებერვლიდან

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში საღამოს 9 საათამდე იმუშავებენ. ავტობუსების [ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსების] მოძრაობა ბათუმში 1-ლი თებერვილად განახლდება, თუმცა ძალაში რჩება გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. სამარშრუტო მიკროავტობუსები საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ავტობუსებმა 9 საათზე [მაქსიმუმ 8:50 სთ-ზე] მოძრაობა უნდა დაასრულონ, ამიტომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტობუსები 9-ის წუთებამდე, …

ზაურ ახვლედიანმა შოთა გუჯაბიძე სააგენტოს ძეგლების საბჭოდან დაითხოვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა ძეგლების საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე, რომელიც სააგენტოს მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა, საბჭოდან დაითხოვა. შოთა გუჯაბიძეს შესაბამისი ბრძანება დღეს, 28 იანვარს, ჩაბარდა. სააგენტოს დირექტორი საბჭოს წევრს, შოთა გუჯაბიძეს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრეტიდაციაში ადანაშაულებს და სწორედ ამით ხსნის მისი დათხოვნის მიზეზს. ბრძანებაში, რომელსაც ხელს ზაურ ახვლედიანი აწერს, ნათქვამია: „სააგენტოს დირექტორის მიერ არაერთხელ …

იქმნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 28 იანვარს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილება დააანონსა. გახარიას განცხადებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოფა კულტურა და სპორტი და შეიქმნება ახალი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. „უკვე ყველა სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. …

საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 19 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსით ამავე პერიოდში გარდაიცვალა 19 პაციენტი. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 850 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 132 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  256 …

აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 28 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 28 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში გამოჯანმრთელდა 79 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი არის – 34 539. ამავე პერიოდში კლინიკა დატოვა 10-მა პაციენტმა. აჭარაში ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაშია  (მართვით სუნთქვიაზეა) 3 პაციენტი; კლინიკაში მკურნალობს – 203 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – …

ქობულეთის შემოვლით გზაზე გვირაბში მოძრაობა 29 იანვარს 2 საათით ნაწილობრივ შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე  კილომეტრებზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2021 წლის 29 იანვარს, 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინი“ შეასრულებს.

ფირფიტების კოლექციონერი, რომელიც უნიკალურ არქივს ქმნის Youtube-ზე

ციფრული ინდუსტრიის ხანაში ვინილის ჟღერადობა დავიწყებასაა მიცემული. იშვიათად იპოვით ადამიანს, ვისაც შინ ფირსაკრავი შემორჩა და ისევ ფირფიტებზე უსმენს მუსიკას. ვინილის ჟღერადობის მოყვარულებისთვის უკვე წელიწადზე მეტია შეიქმნა სპეციალური იუთუბ-არხი ,,ქართული მუსიკა ვინილზე“, სადაც კარგი ხარისხით გაციფრებული ფირფიტების მოსმენაა შესაძლებელი. აქ მოისმენთ ჩანაწერებს უიშვიათესი ქართული ფირფიტებიდან – სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ ანსამბლებს, საგალობლებს, 50, 60, 70-იანი წლების ქართულ …

„ამბასადორის“ ტყუილები – როგორ იქცა 4 სართული 16 სართულად ბათუმის ბულვარში

ნამდვილად 16 სართულის აშენებას გეგმავს „ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში, თუ მომავალში ისევ მოითხოვს პროექტში ცვლილებას რამდენიმე სართულის დამატების მოთხოვნით? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი დღეს არ გვაქვს და რომც გვქონდეს, ის მაინც არ იქნებოდა სარწმუნო, რადგან „ამბასადორის“ პროექტთან დაკავშირებით ბათუმში დაინტერესებული მოქალაქეები ბევრჯერ მოატყუეს. ეჭვები, რაც ამ კომპანიის ბულვარში საქმიანობის მიმართ ბოლო წლებში ხმამაღლა გამოითქვა, ფაქტობრივად, …

ქედაში ადაპტირებულ ელექტრომიკროავტობუსს შეიძენენ – იაპონიის საელჩოს გრანტი

ქედის მუნიციპალიტეტი იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში გრანტს მიიღებს და შშმ პირთათვის ადაპტირებულ ელექტრომიკროავტობუსს შეიძენს. „ქედის მუნიციპალიტეტი გრანტს 77 235 აშშ დოლარის ოდენობით მიიღებს, რათა მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ინკლუზიური ელექტრომობილობა ქედის მუნიციპალიტეტში, რაც გულისხმობს დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი დაბალემისიური გადაადგილების უზრუნველყოფას. პროექტის ბიუჯეტით შესყიდული იქნება უახლესი, შშმ პირთათვის ადაპტირებული ელექტრო მიკროავტობუსი. გათვალისწინებულია …

ჯანდაცვის სამინისტროს გაუგებარი პასუხი დეფიციტურ მედიკამენტებზე

სახელმწიფოს, კონკრეტულად კი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს განმარტებით, შეუძლებელია გაიგო, რატომ აქვს სახელმწიფოს კვოტები დაწესებული იმგვარად, რომ ადამიანები სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ. დადასტურებული ფაქტია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზოგიერთი წამალი აფთიაქებში არ იშოვება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს „ბათუმელებმა“ 18 იანვარს კონკრეტულ, დეფიციტურ მედიკამენტთან დაკავშირებით მიმართა. საუბარია პრეპარატ „ციკლოდოლზე,“ რომელიც პარკინსონით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს აუცილებლად …

ბულვარში „ანბანის კოშკის“ მოიჯარემ ტერიტორია შემოღობა – რას ფიქრობენ მერიაში

ბათუმში „ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორია ობიექტის მფლობელმა რკინის ღობით შეღობა. კოშკის დაცვის სამსახურის განმარტებით, რკინის ღობის შემოვლების მიზეზი ის არის, რომ შემაღლებულ ადგილს ბავშვები სკეიტბორდით სასრიალოდ იყენებენ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ანბანის კოშკს“ მართავს კომპანია შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტი“, რომლის დირექტორი და 33%-ი წილის მფლობელი ზურაბ ნასყიდაშვილია. „ანბანის კოშკის“ წინ, როგორც ხედავთ, დამონტაჟებულია ერთი …

სადაა მგზავრი? – „მარშუტკის“ მძღოლი პანდემიის დროს

„პირველივე თვეებში დავაყენე „მარშუტკაში“ დეზობარიერიც და ხსნარიც, მაგრამ ზოგს კიდევ არ სჯერა. მე გაკვირვებული ვარ,“ – გვიყვება თამაზ ლომინაძე. მას მიკროავტობუსი აქვს და სამარშრუტო ხაზის მძღოლად მუშაობს. პანდემიამდე ქობულეთის სოფელ კვირიკედან მოჰყავდა მგზავრები ბათუმში. ამბობს, რომ გასული წლის თებერვლიდან ამ დრომდე განსაკუთრებულად იცავს ჰიგიენის წესებს და სხვებსაც იმავეს სთხოვს, ვისთანაც ურთიერთობა აქვს. „მესამე დღეა ვმუშაობ, …

ბათუმში უახლოეს დღეებში წვიმაა მოსალოდნელი, თებერვლის პირველი დღეები კი თბილი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  27 იანვრის 21 საათიდან 28 იანვრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა – უმეტესად უნალექოდ. ხვალ, 28 იანვარს, სანაპირო ზონაში დღის ბოლოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა, მთებში კი – ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით  შესაძლებელია გაძლიერება 17-22მ/წმ-დე. ჰაერის ტემპერატურა …

აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია და სასამართლო ისევ დისტანციურად იმუშავებენ

„აჭარის მთავრობა შერეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სამსახურში მენეჯმენტი აუცილებლად იქნება და ის თანამშრომლები, ვის ყოფნასაც საჭიროდ ჩათვლის მენეჯმენტი,“ – გვიპასუხეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ: რა იცვლება პირველი თებერვლიდან აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში? პირველი თებერვლიდან უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი უქმდება: მაგალითად, ბავშვები და მასწავლებლები სკოლებში ივლიან, ამუშავდება კაფე-რესტორნების ღია ნაწილი, იმოძრავებს მუნიციპალური …

ინფიცირებულია 100 მილიონზე მეტი ადამიანი – კოვიდის მსოფლიო სტატისტიკა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 27 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 100 331 251 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 2 159 523 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 425 227 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 218 878 – ბრაზილიაში და 153 724 – ინდოეთში. კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია კვლავ აშშ, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 25 …

პატიმარი ითხოვს, რომ მოსამართლემ განაჩენი გამოუტანოს

მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის დროულად მიღებას სთხოვს. ის მსჯავრდებულიცაა და ბრალდებულიც. მისთვის ერთ-ერთ საქმეზე ბრალის წარდგენიდან [2017 წლის 14 აგვისტო] 3 წელი და 5 თვე გავიდა, თუმცა განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია. ლეონიდე მიქაბერიძე სასჯელს სხვა საქმეზე მე-2 დაწესებულებაში იხდის. ლეონიდე მიქაბერიძის ოჯახი ფიქრობს, რომ მსჯავრდებულს უახლოეს დღეებში ამნისტია …

აპირებთ თუ არა პირველ თებერვალს ბავშვის სკოლაში გაშვებას? | მშობლების გამოკითხვა

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში პირველი თებერვლიდან განახლდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლება. მშობლების მოსაზრება სწავლის განახლებაზე ორად იყოფა – ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში სწავლა სკოლებში არ უნდა განახლდეს, ზოგიერთი მშობელი კი სწავლის საკლასო ოთახებში განახლების მომხრეა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. თქვენი აზრით, შესაძლებელი იქნება თუ არა სკოლებში კორონავირუსთან …

Exit mobile version