მთავარი,სიახლეები

უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე შემოვა საქართველოში, თუ იქნება კოვიდზე აცრილი 

29.01.2021
უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე შემოვა საქართველოში, თუ იქნება კოვიდზე აცრილი 

პირველი თებერვლიდან საქართველოში შემოსვლის წესი იცვლება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ დღეს, 29 იანვარს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება:

  • მათ  შეუძლიათ საქართველოში შემოვიდნენ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით;
  • გაიარონ 8-დღიანი თვითიზოლაცია;
  • თვითიზოლაციის ნაცვლად შემოსვლიდან მესამე დღეს ჩაიტარონ კიდევ ერთი PCR ტესტი.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების, ორი სრული დოზის დამადასტურებული დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოში შემოსვლა შეეძლება ყველა ქვეყნის მოქალაქეს.

„რაც შეეხება არავაქცინირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს ამავე ქვეყნებიდან და, ასევე, ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, მათ ექნებათ შესაძლებლობა ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR ტესტი. თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმართავენ ავიაკომპანიებს, თვითმფრინავის ბორტზე არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც არ ექნებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის დამადასტურებული პასუხი ან ვაქცინაციის დამადასტურებული დოკუმენტი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: