მთავარი,სიახლეები

იაპონიის საელჩომ 4 რეგიონს, მათ შორის რაჭას, რეანომობილები აჩუქა

28.01.2021
იაპონიის საელჩომ 4 რეგიონს, მათ შორის რაჭას, რეანომობილები აჩუქა

იაპონიის საელჩომ საქართველოს სასწრაფო დახმარების 4  რეანომობილი აჩუქა. რეანომობილები კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებს მოემსახურება. გრანტის მოცულობა 290 500 აშშ დოლარია.

იაპონიის საელჩო მადლობას უხდის ექიმებს , „რომლებიც ყოველდღიურად დიდ სირთულეებს და საფრთხეებს უმკლავდებიან. თქვენი ძალისხმევა იმსახურებს უდიდეს პატივისცემას და აღფრთოვანებას,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.

2019 წლის ივლისში „რეანომობილის“ გაუმართაობის გამო რაჭაში, ამბროლაურში, 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მაშინ სოციალურ ქსელში პეტიციაც მომზადდა რაჭისთვის რეანომობილის გადაცემის მოთხოვნით.

იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, კოვიდპანდემიასთან უკეთ გამკლავების მიზნით, იაპონიის მთავრობამ ასევე გამოყო 3 მილიონი დოლარი საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად.

ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მეშვეობით, იაპონიის მთავრობამ საქართველოსთვის გამოყო 2.5 მილიონი დოლარი. ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) არსებული COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით, იაპონიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ვაქცინაციის პროცესში.

 

იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: