Batumelebi | ინფიცირებულია 100 მილიონზე მეტი ადამიანი – კოვიდის მსოფლიო სტატისტიკა ინფიცირებულია 100 მილიონზე მეტი ადამიანი – კოვიდის მსოფლიო სტატისტიკა – Batumelebi
RU | GE  

ინფიცირებულია 100 მილიონზე მეტი ადამიანი – კოვიდის მსოფლიო სტატისტიკა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 27 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 100 331 251 შემთხვევა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 2 159 523 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 425 227 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 218 878 – ბრაზილიაში და 153 724 – ინდოეთში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია კვლავ აშშ, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 25 443 700 ადამიანი, ასევე, ინდოეთი –10 689 527 ინფიცირებული და ბრაზილია – 8 933 356 ინფიცირებული.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, იანვრიდან დღემდე კორონავირუსისგან განიკურნა 55 465 728 ადამიანი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com