მასწავლებლებს აჭარაში კორონავირუსზე ტესტირებას უტარებენ

აჭარაში მასწავლებლების და სკოლის მომსახურე პერსონალის ტესტირება დაიწყო კორონავირუსზე. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, 27 იანვრის მონაცემებით 2000-მდე კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგია დატესტილი სწრაფი ტესტით. „ტესტირება მიმდინარეობს აჭარის მასშტაბით, გუშინ ბათუმის რამდენიმე სკოლაში ჩატარდა ტესტირება, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები არიან ჩართული. დაიტესტება აბსოლუტურად ყველა პედაგოგი, ასევე სკოლის დამხმარე პერსონალი, იქნება ეს მძღოლი, დამლაგებელი …

ავარიული დაზიანების გამო ბათუმში სამ ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა

ბათუმში სამ ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო წყლის მიწოდება შეუწყდა ბაგრატიონის ქუჩას, ასევე სულაბერიძისა და გონიოს შესახვევის ქუჩების მონაკვეთს. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „ბათუმის წყალი“ მოუწოდებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღონ და …

ბათუმელი ვერონიკა ჰოლოკოსტსა და საქართველოში ებრაელების ცხოვრებაზე

27 იანვარი ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეა. ჰოლოკოსტის სახელით აღინიშნება 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი. გენოციდის შედეგად 6 მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა. რას ამბობენ ჰოლოკოსტზე საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ებრაელები? „ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა. 19 წლის ვერონიკა …

კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 12

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 12, გამოჯანმრთელდა – 1081. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 89, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 49, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 70, კახეთში – 75, მცხეთა-მთიანეთში – …

აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 27 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ის ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში მკურნალობდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 65 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 1 პაციენტი, კლინიკებში მკურნალობს 211 პაციენტი,  კოვიდსასტუმროშია – 121, ონლაინკლინიკაში – 317.

აჭარაში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე თებერვალში ნახევარი მილიონი დაიხარჯება 

2021 წლის პირველი თებერვლიდან  26 თებერვლის ჩათვლით პერიოდში აჭარის მუნიციპალიტეტებში სკოლის მოსწავლეებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება. აჭარის განათლების სამინისტრო თებერვლის თვეში [20 სასწავლო დღე] ტრანსპორტის დაქირავებაში 529 506 ლარს გადაიხდის – ტენდერის გარეშე. ტრანსპორტი მოემსახურება ყველა იმ მოსწავლეს, ვინც სკოლიდან არანაკლებ 2 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს – ხულოს, შუახევის, ქობულეთის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ასევე, ნაწილობრივ ბათუმში …

ღია წერილი გახარიას და სხვებს – ბულვარში 16-სართულიანი შენობის აშენება დაუშვებელია!

ღია წერილის ადრესატები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ___ წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ: საზოგადოება ბათომი და საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“ ეწინააღმდეგება და უკანონოდ მიიჩნევს ქ. ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილი 16 სართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც პროექტის თანახმად ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და სასტუმროს განთავსება იგეგმება. პროექტს კომპანია …

დეპუტატისთვის ნაგვის დაყრაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო შეუფარდა

ირაკლი ფანგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარი გირაოს გადახდა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღეს, 26 იანვარს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. გირაოს გარდა, სასამართლომ ბრალდებულს აუკრძალა დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე საზღვრის კვეთა. ირაკლი ფანგანი კვირაში ერთხელ გამომძიებელთანაც უნდა გამოცხადდეს. ირაკლი ფანგანს გამოძიება „პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის“ მუხლით [156-ე მუხლის მე-2 ნაწილი] ედავება, რაც სასჯელის სახით …

ექნებათ თუ არა სკოლებს შერეული მეთოდით სწავლების გაგრძელების უფლება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო პროტოკოლის თვალსაზრისით სკოლები მზად არიან საკლასო ოთახებში სწავლის გასაახლებლად. „ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რადგან სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ სკოლებში იქნება უსაფრთხო გარემო,“- ამბობს ჩხენკელი. მან ბრიფინგზე არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, შესაბამისად, პასუხგაუცემელია კითხვა, რომელიც ამ დღეებში …

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის ზღაპრების კითხვა – ბავშვთა ფსიქოლოგი

დღეს ხშირად მშობლებისა და ბავშვების რეალურ ურთიერთობებს სმარტფონი, ტაბლეტი და ლეპტოპი ანაცვლებს. რა გავლენა აქვს ბავშვებზე ადრეულ ასაკში უფროსებთან კომუნიკაციის ნაკლებობას, როგორ აისახება ეს გარდატეხის ასაკზე და როგორ აკავშირებს ზღაპრების ერთად კითხვის ჩვევა ბავშვებსა და მშობლებს ერთმანეთთან? – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელებთან“ ბავშვთა ფსიქოლოგი, ქეთი დევაძე საუბრობს. მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი კავშირის ჩამოყალიბება ადრეული …

„სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს“ – ავტობუსების კონტროლიორი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ლელა ჩხაიძე ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც ის აჭარის მთავრობის სახლის წინ, ე.წ. თავისუფლების კვარტალში საპროტესტო აქციებზე დააფიქსირეს. ლელა ჩხაიძე არ მალავს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. „მაგრამ ვერავინ დამიმტკიცებს, რომ სამუშაო საათებში ვიყავი აქციაზე“, – ამბობს ის. ლელას თქმით, ის 31 დეკემბერს გაუთავისუფლებიათ, თუმცა მან ამის …

6 კადრი ბათუმის ძველი ბულვარიდან | ფოტოამბავი

ბულვარის გაშენება მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო ბათუმში. ქვიშითა და ქვით დაფარულ სანაპიროზე ურმებით მოჰქონდათ მიწა და ყრიდნენ, რომ მცენარეების დარგვისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნილიყო. ბათუმის ბულვარი მალე იქცა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად და დღემდე ასეა. ბათუმის ბულვარის ბევრი ფოტო არსებობს, თუმცა ამჯერად გთავაზობთ იმ ფოტოებს, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი საზოგადოებისთვის.

პანდემიისას 48%-ით გაიზარდა განზრახ მკვლელობის რაოდენობა, კიდევ რა სახის დანაშაულმა მოიმატა

განზრახ მკვლელობის ჩადენის მაჩვენებელი [სსკ-ის 108-ე მუხლი] პანდემიის დროს ანუ 2020 წელს, საქართველოში წინა წელთან შედარებით 48.57 პროცენტით გაიზარდა. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს  განზრახ მკვლელობის 35 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020 წელს – 52, აქედან 45 საქმე გაიხსნა. 2020 წელს რამდენიმე სხვა დანაშაულის მაჩვენებელიც გაიზარდა, მაგალითად, 2020 წელს ოჯახში ძალადობის 4927 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს  – …

სწავლა იწყება, ტრანსპორტი კი არ მოძრაობს – რას პასუხობს სამინისტრო სკოლებს

როგორც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, შემდეგ კი განათლების მინისტრმაც დაადასტურა, ქვეყნის მასშტაბით პირველ თებერვალს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, გამონაკლისი სამი დიდი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი და რუსთავია. შესაბამისად, საქალაქო ტრანსპორტიც ამ ქალაქებში არა თებერვლიდან, არამედ პირველი მარტიდან ამოქმედდება. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი პედაგოგი გამოეხმაურა და იკითხა, თუ როგორ უნდა მივიდნენ სკოლაში, თუკი არ …

ბათუმში ჰაერი 16 გრადუსამდე გათბება | უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  26 იანვრის 21 საათიდან 27 იანვრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა – უნალექოდ. მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 6-11 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 3 …

საქართველოში კორონავირუსის 1006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

26 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 006 დადასტურებული ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 პაციენტი. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის სულ 254 822, მათ შორის გამოჯანმრთელდა – 244 446, აქედან ბოლო 24 საათში – 1050. საქართველოში კორონავირუსით სულ 3 096 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 17349 …

აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 26 იანვარი

26 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა; რეგიონში გამოჯანმრთელდა 72 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულია 34 395 პაციენტი . აჭარაში კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვაზეა] – 1 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 219 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 118, ხოლო ონლაინკლინიკაში – 345.

ვინ არიან ხელოვნებათმცოდნეები, რომლებმაც ბულვარში 16  სართულის აშენება დაუშვეს

როგორ გამოჩნდება 16-სართულიანი შენობა ქალაქის შემოსასვლელიდან – ძირითადად ამ საკითხზეა აქცენტირებული ხელოვნებათმცოდნეების კვლევა „ამბასადორის“ პროექტზე. სწორედ ეს კვლევაა პროექტის შეთანხმების ერთ-ერთი საფუძველი – ზაურ ახვლედიანი, ანუ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ის ეყრდნობა „კვალიფიციური ხელოვნებათმცოდნეების და არქიტექტორების დასკვნებს.“ ხელოვნებათმცოდნეების – გიორგი პატაშურისა და ვალერი კალანდაძის 9 გვერდზე მომზადებულ კვლევაში დიდი დოზით მიმოიხილავენ ბულვარის გარშემო …

სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის შესვენება სკოლაში დაიგეგმოს განსხვავებულ დროს – რეკომენდაციები

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში პირველი თებერვლიდან განახლდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლება, ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებში სწავლის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. სკოლის შენობებში სწავლის პროცესი იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული. რეკომენდაციები მოიცავს სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ვალდებულებებს, სკოლის შენობისა და ინვენტარის დეზინფექციას, თერმოსკრინინგს, პირბადის ტარებას …

ბათუმში 2020 წელს 139 უკანონო მშენებლობა გამოვლინდა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გასულ, 2020 წელს [4 დეკემბრის მონაცემებით] 134 უნებართვო მშენებლობა გამოავლინა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულმა პირმა ან კომპანიამ ისე დაიწყო მშენებლობა, რომ მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის პოლიტიკის სამსახურს პროექტი არ შეუსწავლია და არ დაუდგენია მისი კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებთან შესაბამისობა. აქედან 48 კანონდამრღვევი სააგენტომ დააჯარიმა: „გამოცემულია დადგენილებები სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დაჯარიმების, მშენებლობის …

უნდა ისჯებოდეს თუ არა დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრა – რას ამბობენ იურისტები

„ნაგვის თავზე დაყრა არ არის დანაშაული, ეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვეაა,“ – პრაქტიკოსი ადვოკატების და სამართალმცოდნეების პოზიციები ამ საკითხზე ცალსახად ერთნაირია. ისინი მიიჩნევენ, რომ ნაგვის დაყრა და ადამიანზე ფიზიკური შეხება ნებისმიერი ფორმით გამოხატვის თავისუფლება არ არის, თუმცა ეს არც დანაშაულია. ირაკლი ფანგანი გუშინ, 24 იანვარს დააკავეს სამართალდამცველებმა. მან 23 იანვარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს პროტესტის …

მგზავრის ფეხზედგომით გადაყვანისთვის ჯარიმა 100 ლარია – განახლებული რეგულაციები

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან განახლდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კი მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. ამ ეტაპზე ქვეყანაში შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება ასევე გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. მუნიციპალური ტრანსპორტის …

პროკურატურამ გაათავისუფლა დეპუტატისთვის ნაგვის დაყრაში ბრალდებული

ირაკლი ფანგანი პროკურატურამ გაათავისუფლა. ეს ის პირია, რომელმაც 23 იანვარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე  ირაკლი ფანგანი სამართალდამცველებმა გუშინ, 24 იანვარს, დააკავეს. მას პროკურატურა დევნას ედავება. ადვოკატი მალხაზ ზოიძე ამბობს, რომ პროკურატურას არ დაუსაბუთებია, რატომ გადაწყვიტა ირაკლი ფანგანის ჯერ სასწრაფო წესით დაკავება, ხოლო შემდეგ მისი გათავისუფლება. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ირაკლი …

როგორ ეზიდებოდნენ მიწას ურმებით ბათუმის ბულვარის გასაშენებლად

ბათუმის ბულვარის ისტორია მე-19 საუკუნის დასასრულს დაიწყო. ამ დროს ბათუმში ცხოვრობდა მწერალი დავით კლდიაშვილი, რომლის მოგონებებში – „ჩემი ცხოვრების გზაზე“ ვკითხულობთ, როგორ არ სჯეროდათ ბათუმში, რომ ზღვისპირას, ქვითა და ქვიშით დაფარულ ადგილას, მცენარეების გაშენება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად სანაპიროზე ბულვარი გაშენდა. „ახლად დანიშნული პოლიცმეისტერი, ვინმე პოლკოვნიკი ვოზნოსენსკი სწორედ სასურველი პიროვნება აღმოჩნდა. დიდი ენერგია …

ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა წამლების ფასია | NDI-ის გამოკითხვა

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოში მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მედიკამენტების მაღალ ფასს მიიჩნევს. გამოკითხვაში მონაწილეებს მაქსიმუმ სამი პასუხის გაცემა შეეძლოთ. გამოკითხულთა ხმები პროცენტულად ასე ნაწილდება: 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამჟამად ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია; 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა პანდემიის სხვადასხვა გამოწვევაა; 16 პროცენტი …

„განკერძოება“ და უფასო აბანო ღარიბებისთვის – როგორ ებრძოდნენ შავ ჭირს

„წარსული დღის განმავლობაში შავი ჭირით ავათ არავინ გამხდარა“ – იტყობინება გაზეთი „ბათომის ფურცელი“ 1920 წელს. ამ დროს საქართველოში შავი ჭირის მესამე ეპიდემიიდან უკვე 70 წელზე მეტია გასული, თუმცა ამდენი ხნის შემდეგაც აქა-იქ მაინც იფეთქებს ხოლმე საშინელი სენი და თუ დღე ისე ჩაივლის, ჭირი ვინმეს არ შეეყაროს, პრესა სწორედ ამას მიიჩნევს მკითხველისთვის საცნობ ამბად. საქართველოში 1803 …

დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება თებერვლიდან სავალდებულოა

2021 წლის პირველი თებერვლიდან დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება სავალდებულოა. პირველი მარტიდან კი, დამქირავებლის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციის არასწორად განსაზღვრა გამოიწვევს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს უფლება ექნება,  მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო კონტროლის დანიშვნის თაობაზე. კანონის მიხედვით, დამქირავებელი პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებპორტალზე პირადი ავტორიზებული გვერდიდან, შრომითი ურთიერთობის …

მე-16 საჯარო სკოლის დირექტორად დანიშვნისთვის ცირა ქობულაძე მინისტრს მადლობას უხდის

მას შემდეგ, რაც მე-16 საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციიდან თამთა კვარაცხელია გადადგა, ამ სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავდა. ახლახან კი მახინჯაურის სკოლის დირექტორმა, ცირა ქობულაძემ დაწერა, რომ მინისტრმა მას ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორობა შესთავაზა. „ყველას გვაბედნიერებს, როცა ჩვენი შრომის შედეგს ვხედავთ, მაგრამ ორმაგად სასიხარულოა, როცა შენს გაკეთებულ საქმეს შეაფასებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  25 იანვრის 21 საათიდან 26 იანვრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა – უნალექოდ. მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: …

დადასტურდა კოვიდის 298 შემთხვევა, გარდაიცვალა 16 პაციენტი

25 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 6 868 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 311 პირი. ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 071 პირი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა აჭარაში – 18 იმერეთში – 44 …

ბათუმში გაზი 800-მდე აბონენტს არ მიეწოდება – როდის აღდგება გაზმომარაგება

ბათუმის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. საუბარია ჩხაიძის, გოგიტიძის, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებზე. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული დაზიანება გახდა. „800-მდე აბონენტია გათიშული. გუშინ, გვიან ღამით, ავარია მოხდა, მანქანა დაეჯახა მილს და ვმუშაობთ აღდგენაზე. შუადღისთვის დავიწყებთ გაზის ჩართვას,“ – გვითხრეს „სოკარში“.  

აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 25 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა  74 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 25 იანვრის დილის მდგომარეობით, აჭარაში 2 პაციენტია მართვით სუნთქვაზე, კლინიკებში მკურნალობს – 225, კოვიდსასტუმროში – 131, ხოლო ონლაინკლინიკაში – 397 პაციენტი.

საპროტესტო აქცია აჭარის პოლიციასთან – ადგილი გვაქვს შერჩევით სამართალთან

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის თავზე დაყრის გამო დღეს, 24 იანვარს, ბათუმში ერთი პირი – ირაკლი ფანგანი დააკავეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი და აჭარის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. ირაკლი ფანგანი „ალტერნატივას“ წარმოადგენს და აჭარის მთავრობასთან მიმდნარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. „აფხაზეთიდან დევნილი. სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, ობოლი ბავშვი, მშობლები არ ჰყავს …

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციამ ერთი პირი – ირაკლი ფანგანი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ის გუშინ ერას მოედანზე „ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის“ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს. გუშინ, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს …

ორი მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 23 იანვარს მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს „ალტერნატივას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ევროპის მოედანზე ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი გადააყარა. გუშინ, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 24 იანვრის 21 საათიდან 25 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, მთაში – ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში: ღამით -1 გრადუსი ყინვა, +4 გრადუსი სითბო; დღისით 10-15 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში: ღამით 5-10, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ …

Exit mobile version