16 წლის ბიჭი, რომელიც ავტომანქანის გაქურდვის მცდელობაშია ბრალდებული, გირაოთი გაათავისუფლეს

ავტომანქანის გაქურდვის მცდელობაში ბრალდებულ 16 წლის მოზარდს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 500 ლარის გადახდა დააკისრა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, პირველ თებერვალს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საქმის მასალების მიხედვით, 16 წლის მოზარდი 12 და 13 წლის არასრულწლოვნებთან ერთად ავტომანქანის გაქურდვას ცდილობდა. შემთხვევა 29 იანვარს მოხდა. არასრულწლოვანს გამოძიება ქურდობის მცდელობას ედავება. ის შემთხვევის ადგილას დააკავეს. „აშკარაა რესურსების …

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა – სპეციალურად დამუშავებული ხის მორი, რომელშიც ფუტკარი თაფლს აწარმოებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, შესაბამისი ბრძანება 2021 წლის 26 იანვარს გამოსცა. სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა ჯარას თაფლის წარმოების შესახებ მონაცემების …

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები და მოძრაობის გრაფიკი

მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტებში ერთადერთი ცვლილება, რაც ბათუმში მოძრაობის ახალმა სქემამ გამოიწვია, არის N11 ხაზზე. ამ ნომრით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები აღარ ივლიან პუშკინის ქუჩაზე, ამ ქუჩის ნაწილობრივ გაცალმხრივების გამო. N11 ავტობუსი პუშკინის ნაცვლად გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე იმოძრავებს. მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა ბათუმში 1-ლი თებერვლიდან აღდგა. თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პანდემიის პრევენციის მიზნით, ავტობუსები არ ივლიან შაბათ-კვირას. ამასთან, …

ბათუმის სკოლებში მოსწავლეთა 73 % გამოცხადდა – სამინისტრო

დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესის განახლება ორი კვირით გადაიდო, რადგან 3 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების მაჩვენებელი აჭარაში ასე გადანაწილდა: ბათუმი -73.5%; ხელვაჩაური-81%; ქობულეთი-85 %; შუახევი-93%; ქედა-91%; ხულო- 95%. სამინისტროს განცხადებით, ეს …

მეწყერი ქედაში

ქედაში, სოფელ გუნდაურისა და ჭალათის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც შეფერხებულია სოფლებთან მიმოსვლა. მეწყრის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, მიმდინარეობს გეოლოგიური სამსახურის მიერ ადგილმდებარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. „მანამდე კი, ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ შემოვლითი გუნდაური-სიხალიძეების საავტომობილო გზით ისარგებლონ“-აცხადებენ დეპარტამენტში.

სილქნეტი ავტომატურად განახლებად „კოსმო“ პაკეტებს გთავაზობთ

ბევრად მეტი ინტერნეტი, უამრავი სასაუბრო დრო და ულიმიტო SMS -სილქნეტის ახალი „კოსმო“ პაკეტებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.  1 თებერვლიდან, კომპანია ავტომატურად განახლებადი პირობით შეთავაზებს ახალ პაკეტებს მობილური ქსელის მომხმარებლებს.  „კოსმოს“ ექვსივე პაკეტში, გათვალისწინებულია ყველა ნიუანსი.  მომხმარებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს: 14 და 28 დღიანი ინტერნეტ პაკეტები უპრეცედენტო ფასად; შეუზღუდავად გაიაქტიუროს შერეული პაკეტები და ინტერნეტ მოცულობა …

ბათუმში 6 თებერვლამდე არ იწვიმებს, +18 გრადუსამდე დათბება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  პირველი თებერვლის 21 საათიდან 2 თებერვლის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო …

დადასტურდა კოვიდის 240 ახალი შემთხვევა, 16 პაციენტი გარდაიცვალა

პირველი თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 9 9 056 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 194 პირი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა აჭარაში – 15 იმერეთში – 37 …

ბათუმში 200-მდე მოვაჭრე „უნივერსამში“ სავაჭრო ცენტრის გახსნას ითხოვს | LIVE

დღეს, პირველ თებერვალს, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, აქციას მართავენ ყოფილი „უნივერსამის“ შენობაში მდებარე სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები. ისინი სავაჭრო ცენტრის გახსნას ითხოვენ. დღეს ბათუმში გაიხსნა მაღაზიები და მოლები, თუმცა არა ბაზრობები. მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის თანახმად, სავაჭრო ცენტრების გახსნა 15 თებერვალს იგეგმება, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა გაიხსნა მაღაზიები, მოლები, სკოლები, სავაჭრო ცენტრების …

აჭარაში სასწავლო პროცესი მხოლოდ ერთი სკოლის შენობაში არ განახლდა

დღეს, პირველ თებერვალს, აჭარაში სასწავლო პროცესი პირველად განახლდა საკლასო ოთახებში. თითქმის ერთი წელია, რაც აჭარაში მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ. სწავლის დაწყებამდე კერძო და საჯარო სკოლების პედაგოგებს ტესტირება ჩაუტარეს კორონავირუსზე, გამოვლინდა 11 შემთხვევა. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, ყველა სკოლაში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები. „გამონაკლისი გვაქვს შუახევში, ცინარეთის საჯარო სკოლაში 3 პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი, …

აჭარაში კოვიდის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

პირველი თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან აჭარაში 59 პაციენტი განიკურნა. კოვიდკლინიკა დატოვა 19-მა პაციენტმა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 209 პაციენტი, კრიტიკულია 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

პირველი თებერვლიდან დაიწყო მოქალაქეთა 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევა, რომელიც 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. მთავრობის დადგენილებით: [checklist] თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1400-ით. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 585-ით. შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1333-ით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 150-ით. [/checklist] გაწვევას …

ტესტირების შედეგად აჭარაში 11 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარაში პედაგოგების ტესტირება კორონავირუსზე დასრულდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ტესტირების შედეგად მთლიანობაში 11 პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი. ცენტრის ინფორმაციით, პაციენტებში ვირუსი ამ ეტაპზე მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. პედაგოგები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ, მუნიციპალიტეტების სკოლებში ასწავლიან. კითხვაზე, დაიტესტა თუ არა პედაგოგების ახლო კონტაქტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ გაიდლაინის მიხედვით, ინფიცირებული პედაგოგები იზოლაციაში არიან გადასული და …

სწავლა ონლაინ, როცა სმენადაქვეითებული ხარ და არ გესმის – 16 წლის ლანას ისტორია

16 წლის ლანა დობორჯგინიძეს სმენის მეოთხე ანუ მძიმე ხარისხის დაქვეითება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, ფაქტობრივად, არ ესმის. ლანა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა, თუმცა ჟესტური ენის მასწავლებელი ამ სკოლაში მხოლოდ შარშან გამოჩნდა. ჟესტური ენის გაკვეთილების დაწყებიდან მალევე პანდემია დაიწყო და სწავლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ონლაინრეჟიმზე გადავიდა. „იქამდე ისე ესწრებოდა გაკვეთილებს, ვერ …

ავტომანქანების შეჯახების შედეგად ქვეითიც დაშავდა – ავარია ხელვაჩაურში

დღეს, 31 იანვარს, ხელვაჩაურში ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ჯიპი შეეჯახა, ავარიის შედეგად დაშავდა ქვეითიც. ამ წუთებში [17:45] ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. ________________

#ბულვარი ჩვენია – კამპანია ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად

#ნუ დათმობ ბავშვობას  #ბულვარი ჩემია შენია ჩვენია  #მე მიყვარსბათუმი – ამ და სხვა ჰეშთეგებით ფეისბუქზე სოციალური კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში ბათუმის ბულვარის შენარჩუნების და ბულვარში ცათამბჯენების შენების მოწინააღმდეგეები ბულვარში გადაღებულ საკუთარ ფოტოებს აზიარებენ იმის დასტურად, რომ ბათუმის ბულვარს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „24 საათში ატვირთეთ ბათუმის ბულვარში გადაღებული ბავშვობის ან ახალი ფოტო, დააკოპირეთ ტექსტი და …

აპირებთ თუ არა პირველ თებერვალს ბავშვის სკოლაში გაშვებას? – გამოკითხვის შედეგი

პირველ თებერვალს ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში განახლდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლება. აპირებთ თუ არა პირველ თებერვალს ბავშვის სკოლაში გაშვებას? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ მშობლებს დაუსვა.  ვებგვერდზე კითხვას 604-მა ადამიანმა უპასუხა. არა – 51.49% [311 ხმა] ამბობს, რომ პირველ თებერვალს სკოლაში შვილის გაშვებას არ აპირებს.  კი – 40.07% [242 ხმა] ამბობს, რომ პირველ თებერვალს აპირებს …

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეს ბათუმში და რა დარჩა

2021 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. კერძოდ, ბათუმსა და აჭარაში: აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობებში გაიხსნა მაღაზიები მუშაობას განაახლებენ მოლები გაიხსნა ღია კაფეები  აღნიშნული შეზღუდვები პირველი თებერვლიდან მოიხსნა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში. თებერვლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, …

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე გასვლა შეზღუდული რჩება | მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების ეტაპობრივ განახლებას პირველი თებერვლიდან დაიწყებს. პირველი თებერვლიდან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული მომსახურება. ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას. პირველი თებერვლიდან მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის …

საქართველოში კოვიდით 19 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 479 ახალი შემთხვევა

31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 12700 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი.  დღეის მონაცემებით, საქართველოში 2677 კოვიდპაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე კოვიდით დადასტურებულად ინფიცირდა 258 111 ადამიანი, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 3178 პაციენტი.

თებერვლის პირველი დღეები ბათუმში თბილი და უმეტესად უნალექო იქნება | ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  31 იანვრის 21 საათიდან 1 თებერვლის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი …

აჭარაში კოვიდის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა

31 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 61 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10-მა პაციენტმა კოვიდკლინიკა დატოვა. დღეს მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 196 პაციენტი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში, კოვიდსასტუმროში იმყოფება 103 ინფიცირებული.

პოლიციამ საკუთარი დედის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  პოლიციამ მარტვილში დააკავა  1992 წელს დაბადებული ო.ბ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ დედას – 1970 წელს დაბადებულ რ.თ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან …

რა ახალ ვალდებულებას აკისრებს ბიზნესს ხელისუფლება ვირუსის შესაკავებლად

პირველი თებერვლიდან ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობის განახლებასთან ერთად, ბიზნესს ახალი ვალდებულების შესრულებაც მოუწევს – ორგანიზაციებმა თანამშრომლებს პერიოდულად ტესტირება უნდა ჩაუტარონ. ბათუმში PCR ტესტის ფასი მათთვის 80 ლარი, ხოლო ანტიგენის ფასი 30 ლარი იქნება. 2021 წლის პირველ მარტამდე ტესტირების ხარჯს სახელმწიფო აანაზღაურებს, მარტიდან კი – თავად ბიზნესი. „ეკონომიკური საქმიანობის განახლების მიზნით, სავალდებულო ტესტირების პერიოდულობისა და პირობების დაცვის …

რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა

ბათუმში, კოსტავას ქუჩის 13-ში დაგხვდებათ აბრა, რომელსაც აწერია: „1921 წელს აქ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, თუმცა ამ შენობაში ისტორიიდან შემორჩენილი აღარაფერია. დოკუმენტების მიხედვით, პირველი კონსტიტუცია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, სწორედ აქ, ნესტორ ხვინგიას სახლის სარდაფში დაბეჭდეს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავარი დოკუმენტი ნაჩქარევად დაიბეჭდა, თუმცა ამ მოვლენით დაინტერესებული ნებისმიერი მკვლევარი ადასტურებს, რომ პირველი …

ზუგდიდში, ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვისა და მისი დედის დევნილობის ისტორია

10 წლის გოგო, რომელიც დღეს, 30 იანვარს, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, ავარიული შენობის ერთ ოთახში დედასთან, ვიოლა გვაძბაიასთან ერთად ცხოვრობდა. დაშავებულია დედაც. ორივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვიოლა გვაძბაიას დეიდის, სოფიო კეკუას თქმით, ბავშვს გამოკვლევები უკვე ჩაუტარეს, ის შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იგივე მდგომარეობაშია დედაც. …

ქობულეთის საკრებულო 2 ოპოზიციონერისთვის სტატუსის შეწყვეტას გეგმავს

ქობულეთის საკრებულო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ორი წევრის, ბონდო თედორაძის და მამული სურმანიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საქმის წარმოებას იწყებს. თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება მისი დასრულების ვადამდე შეიძლება შეუწყდეს თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მჭედლიძე განმარტავს, ისინი ექვსი თვეა რაც სხდომებზე არ გამოჩენილან …

ბათუმელმა სტუდენტებმა უსაფრთხო მოძრაობის თემაზე კამპანია დაიწყეს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანია დაიწყეს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვაზე ყურადღების გამახვილების მიზნით. კამპანიის ფარგლებში სტუდენტებმა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #6-ში, მე-6 საჯარო სკოლასთან ზებრა გადასასვლელი გააფერადეს. „თამაშის, კლასობანას სტილში მოვხატეთ ზებრა გადასასვლელი. ჩანაფიქრი იყო ის, რომ ზებრა გადასასვლელმა ყველა ასაკის ბავშვის ყურადღება მიიქციოს და სწორედ ამ გადასასვლელით ისარგებლონ. ჩვენი მიზანია მათ ქვეცნობიერში აისახოს, რომ …

მოძრაობა ,,დაიცავი ბათუმის ბულვარი” პეტიციას ავრცელებს

მოძრაობა ,,დაიცავი ბათუმის ბულვარი” პეტიციას ავრცელებს ბულვარში დაგეგმილი 16 სართულიანი სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ. პეტიციის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ: ბათუმის ძველი ბულვარში, რომლის განაშენიანებაც ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში დაიწყო და კულტურული მემკვიდრეობის საბაღე–საპარკო ხელოვნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, შპს „ამბასადორი ბათუმი“ 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ 16-სართულიანი სასტუმრო სრულიად შეუსაბამოა ბულვარისთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, …

კორონავირუსი აჭარაში – 44 ახალი შემთხვევა

30 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 42 პაციენტი;  კლინიკა დატოვა 23-მა პაციენტმა, კრიტიკულ მდგომარეობაშია – 3 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს – 188 პაციენტი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 110, ონლაინ კლინიკაში – 276. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში დღემდე კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულდა 34 632 პაციენტი.

საქართველოში კოვიდით 11 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 676 ახალი შემთხვევა

stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ბოლო 24 საათში კიდევ 676 პირს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 11 პაციენტი. 30 იანვრის დილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა ჯამში – 257632, მათათ შორის გამოჯანმრთელებული – 248 537, ხოლო ვირუსს სულ 3 159 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით – 19 989, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13126, PCR ტესტით – 6863 ქვეყანაში …

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მშენებლობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, 35 წლამდე კაცი მშენებლობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია TV 25 -მა გაავრცელა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მშენებლობა, საიდანაც მუშა ჩამოვარდა, კომპანია “სუპერ გრუპს” ეკუთვნის. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კომპანია “სუპერ გრუპს” სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ერთხელ თავადაც მიუთითა, თუმცა, საქმისწარმოება გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორების შემდგომ …

ხოშტარია და სხვები – ქალი პოლიტიკოსები, ვისაც ყველაზე ხშირად ესხმოდნენ თავს სოცმედიაში – კვლევა

რა ნიშნით ესხმოდნენ თავს სოციალურ მედიაში ქალ პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო პერიოდში, დარღვევების რა სისტემური თავისებურებები გამოვლინდა, ვინ მიმართავდა ყველაზე ხშირად სექსისტური სიძულვილის ენას და რომელი ქალი პოლიტიკოსები ხდებოდნენ უმრავლეს შემთხვევაში მორალური, გონებრივი თუ გარეგნული ნიშნით თავდასხმის სამიზნეები. ამ და სხვა კითხვებს ამომწურავად პასუხობს წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში: „სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში“. 28 იანვარს სწორედ ამ …

ყველა, ვინც რივიერას მშენებლობას ასაჩივრებს, ბაჟის სახით 100 ლარს გადაიხდის – მოსამართლე როხვაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო როხვაძემ 13 მოქალაქისა და ორგანიზაცია „ბათომის“ საჩივარი „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო იქამდე, ვიდრე თითოეული მოსარჩელე არ გადაიხდის ბაჟის მოსაკრებლის სახით 100-100 ლარს. სარჩელით სასამართლოს 14-მა მოქალაქემ მიმართა. განჩინების მიხედვით, ბაჟი თოთხმეტივე მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს, რადგან  სარჩელის მიხედვით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ზიანი თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ადგება. „სარჩელში მიუთითებენ, …

„ვინ უპასუხებს IV-კლასელს, რატომ არ უშვებენ სკოლაში?“ – დაწყებითის მასწავლებლის მოსაზრება

ავტორი: მინდია ფუტკარაძე, ბათუმის მეორე საჯარო და ქართულ-ამერიკული სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი __________________________ „რატომ? რატომ? რატომ არ მიშვებენ სკოლაში?“ – მომწერა სოციალური ქსელის საშუალებით ჩემმა მეოთხეკლასელმა მოსწავლემ. ერთი თვეც და 1 წელი გახდებოდა, რაც ონლაინგვიწევს მოსწავლეებთან ურთიერთობა. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ყველაფერი რა რთული იყო, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. დამერწმუნეთ, ეს …

თუ მასწავლებელი ონლაინგაკვეთილებს დამატებით ჩაატარებს, საათები აუნაზღაურდება – სამინისტრო

„თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ“, – განაცხადა დღეს, 29 იანვარს, განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ. მინისტრის მოადგილემ დღეს იმაზე ისაუბრა, რომ მშობლებს უფლება ეძლევათ აირჩიონ, ონლაინში გააგრძელებენ მათი შვილები სწავლას, თუ სკოლის შენობაში. მისი თქმით, ბავშვები ონლაინფორმატში სწავლას იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუკი ამისთვის რაიმე მიზეზი არსებობს. მასწავლებლებს …

Exit mobile version