მთავარი,სიახლეები

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ქალს ტრაილერი დაეჯახა

29.01.2021 • 5244
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ქალს ტრაილერი დაეჯახა

ბათუმში, ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების გზაჯვარედინთან, სატვირთო ავტომანქანა შუახნის ქალს დაეჯახა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქალი სხვადასხვა მძიმე დაზიანებით ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შემთხვევა დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: