მთავარი,სიახლეები

თებერვლის პირველი დღეები ბათუმში თბილი და უმეტესად უნალექო იქნება | ამინდი

31.01.2021 • 1266
თებერვლის პირველი დღეები ბათუმში თბილი და უმეტესად უნალექო იქნება | ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  31 იანვრის 21 საათიდან 1 თებერვლის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 2-3 თებერვალს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი 5 თებერვლამდე შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი 18 გრადუსს მიაღწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: