მთავარი,სიახლეები

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეს ბათუმში და რა დარჩა

31.01.2021
რა შეზღუდვები მოიხსნა დღეს ბათუმში და რა დარჩა

2021 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

კერძოდ, ბათუმსა და აჭარაში:

  • აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა
  • სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობებში
  • გაიხსნა მაღაზიები
  • მუშაობას განაახლებენ მოლები
  • გაიხსნა ღია კაფეები 

აღნიშნული შეზღუდვები პირველი თებერვლიდან მოიხსნა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში.

თებერვლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით. 

ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები:

  • არ უქმდება კომენდანტის საათი. საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.
  • არ აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
  • მუშაობას ვერ განაახლებენ სარიტუალო დარბაზები, შესაბამისად შეზღუდვა ქორწილსა და ქელეხზე ძალაშია.
  • არ გაიხსნება საბავშვო ბაღები.
  • არ განაახლებენ შენობაში სწავლების პროცესს პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები.

მთავრობის ცნობით, ღია და დახურული ბაზრობები [გარდა აგრარული ბაზრებისა, რომლებიც ამჟამადაც მუშაობენ] გაიხსნება 15 თებერვლიდან. გარდა ამისა, მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებას, ხელსაყრელი ეპიდემიოლოგიური ვითარების შემთხვევაში, პირველი მარტიდან აანონსებს.

ძალაში რჩება ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვის, როგორც კორონავირუსისგან თავდაცვის ეფექტური საშუალების რეკომენდაცია. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: