მთავარი,სიახლეები

ბათუმელმა სტუდენტებმა უსაფრთხო მოძრაობის თემაზე კამპანია დაიწყეს

30.01.2021 • 1211
ბათუმელმა სტუდენტებმა უსაფრთხო მოძრაობის თემაზე კამპანია დაიწყეს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანია დაიწყეს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვაზე ყურადღების გამახვილების მიზნით. კამპანიის ფარგლებში სტუდენტებმა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #6-ში, მე-6 საჯარო სკოლასთან ზებრა გადასასვლელი გააფერადეს.

„თამაშის, კლასობანას სტილში მოვხატეთ ზებრა გადასასვლელი. ჩანაფიქრი იყო ის, რომ ზებრა გადასასვლელმა ყველა ასაკის ბავშვის ყურადღება მიიქციოს და სწორედ ამ გადასასვლელით ისარგებლონ. ჩვენი მიზანია მათ ქვეცნობიერში აისახოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ზებრა გადასასვლელი უნდა გამოიყენონ“, – გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა ინაიშვილმა.

მათ უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობის საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით  ფეისბუქზე სპეციალური  გვერდიც შექმნეს. ამ გვერდის საშუალებით მათ გააკეთეს ე.წ. ჩელენჯი, ანუ გამოწვევა, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების შესწავლას. აქციის ორგანიზატორები ქვეითად მოსიარულეებს მოუწოდებენ, რომ არ დაარღვიონ საგზაო უსაფრთხოების წესები და ზებრა გადასასვლელით ისარგებლონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: