რა ვქნათ, როცა მოზარდს სწავლა აღარ უნდა და ,,ცუდ“ მეგობრებს იჩენს – რჩევები მშობლებს

პუბერტატული, ანუ გარდატეხის ასაკი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს მოზარდის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებია. ამას, ბუნებრივია, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილებაც თან სდევს. მშობელს არ უნდა გაუკვირდეს, როცა მოზარდი ინტერესს კარგავს ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რაც ადრე მოსწონდა. გარდატეხის ასაკში სკოლაში სწავლის ინტერესს ხშირად კარგავენ, ან ითვალწუნებენ რომელიმე კონკრეტულ საგანს. შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს სხვადასხვა სირთულე, რის …

ხულო-თაგოს საბაგიროს სადგურის რეაბილიტაციაში 113 000 ლარი დაიხარჯება

ხულო-თაგოს საბაგირო გზის პირველი სადგურის [დაბა ხულოში] ფასადის რეაბილიტაცია და ინტერიერის მოპირკეთება იგეგმება. სადგურის რეაბილიტაციისთვის ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 113 ათას 864 ლარია. სადგურის რეაბილიტაცია 2021 წლის პირველი აპრილიდან 90 კალენდარულ დღეში [ივლისამდე] უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 18 თებერვალს დაიწყება და 23 თებერვალს დასრულდება. პროექტის მიხედვით, იგეგმება საბაგირო გზის „პირველი სადგურის სახურავის …

პირველი მუსლიმი ქალი, რომელიც საქართველოში დეპუტატი გახდა და შეიარაღებული დადიოდა

„ბაბუა ბევრს მიყვებოდა ფარი ხანუმზე, როგორც ძლიერ ქალზე… ბაბუას განსაკუთრებით უყვარდა მამიდა. კაცი ფარი ხანუმს ეტყოდნენ, ასე მიმართავდნენო… როცა გაირკვა, რომ ფარი ხანუმი პირველი მუსლიმი ქალი იყო, რომელსაც დემოკრატიული არჩევნები მოუგია, ბაბუა ცოცხალი აღარ იყო,“ – გვიყვება ისმაილ სოფიევი. მისი ბაბუას მამიდა იყო ფარი ხანუმ სოფიევა – ერთ-ერთი პირველი მუსლიმი ქალი სამყაროში, რომელიც პირდაპირი არჩევნების …

სამაგისტრო, სადოქტორო და სხვა სასტიპენდიო პროგრამები უცხოეთში – განაცხადების მიღება დაიწყო

განათლების საერთაშორისო ცენტრი, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2021-2022 სასწავლო წლისათვის ექვს სასტიპენდიო პროგრამაზე აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს პროგრამებია: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში აკადემიური პროგრამები იტალიაში პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით …

ბათუმში აშშ-ის სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა. ბათუმის პორტში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. შს სამინისტროს ცნობით, ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება. COVID19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები დისტანციურად, …

მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ?

თვე-ნახევარზე მეტი დრო გავიდა, რაც ბათუმში რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე გარკვეული მონაკვეთები ცალმხრივი გახადეს და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ნაწილი [ე.წ. Bus lane] მონიშნეს. ახალი სქემა ამოქმედდა, თუმცა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა მხოლოდ პირველი თებერვლიდან განახლდა. ახალი სქემის მიუხედავად, ქალაქში ტრადიციული საცობების პრობლემა არ მოხსნილა. ჩანს, რომ მძღოლებმა, განსაკუთრებით ჭავჭავაძის ქუჩაზე, არ იციან ახალი სქემით დადენილი მოძრაობის …

300 შეტყობინებაც კი მიმიღია ერთ დღეში – ელჩის ცხოვრება თურქეთში პანდემიისას

რამდენად რთულია, როცა მსოფლიო პანდემიის დროს ასობით ადამიანის ბედი შენზე და იმ უწყების გამართულად მუშაობაზეა დამოკიდებული, რომელსაც ხელმძღვანელობ. გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, თავის გამოცდილებას „ბათუმელებს“ უზიარებს ზეპირი ისტორიების სერიისთვის  – „ადამიანები პანდემიის დროს“: პირველი შეხება კორონავირუსთან თავდაპირველად, როცა გავრცელდა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ვირუსი ამ …

საქართველოში ქალები კაცებზე საშუალოდ 8 წლით მეტხანს ცოცხლობენ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას ქალებში – 78.4 წელი, კაცებში კი – 69.8 წელია. საქსტატი ეყრდნობა 2009 -2019 წლის სტატისტიკურ მაჩვენებლებს საქართველოში ქალისა და კაცის სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგძლივობაზე. მონაცემები საქართველოს ეროვნულმა სააგენტომ სტატისტიკურ პუბლიკაციაში – „ქალი და კაცი საქართველოში“ გამოაქვეყნა. საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას აღემატება დსთ-ს მაჩვენებელს და ნაკლებია ევროპის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  5 თებერვლის 21 საათიდან 6 თებერვლის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ღამით და დილით იწვიმებს, მთაში – მოთოვს. ხვალ, 6 თებერვალს, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: …

აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 5 თებერვალი

5 თებერვლის დილის მონაცემებით აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა აჭარაში არის – 188, მძიმე პაციენტია – 45, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 6 პაციენტი. აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში 81 პირია მოთავსებული. საკარანტინო სივრცეებშია – 174. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 789 პირი. — …

საქართველოში კოვიდით 18 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 538 ახალი შემთხვევა

5 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 18 პაციენტი. stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 261 018-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 252 246, ბოლო 24 საათში – 498. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში გარდაიცვალა 3258 პირი. ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით – 16 808, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9163, PCR ტესტით – 7645. …

როცა მოზარდი ემოციებს არ გამოხატავს და სმარტფონსაა მიჯაჭვული

გარდატეხის ასაკის ბავშვების ურთიერთობა მშობლებთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ მოზარდებს მათი აღარ ესმით, შვილები აღარ უსმენენ და მეტიც, თითქოს გაურბიან მშობლებს და სძულთ კიდეც ისინი. თუმცა, სინამდვილეში, მოზარდებს აქვთ ბუნებრივი მოთხოვნილება მშობლებისგან გამოყოფის ე.წ. სეპარაციისა. ისინი ცდილობენ შეიქმნან ფსიქოლოგიური ავტონომია. ხანდახან მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვები გაჯეტებს არიან მიჯაჭვულები და …

შარშან 122 ადამიანი დაიღუპა ავარიაში რკინიგზის გადასასვლელზე

2020 წელს საქართველოში 450 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. ავტოავარიაში დაღუპული 450 ადამიანიდან 45 ავტომანქანით არ გადაადგილდებოდა, ისინი ქვეითები იყვნენ. ავტოავარიით 450 გარდაცვლილიდან 19 ბავშვია, მათი ასაკი 0-დან 16 წლამდე  იყო. სტატისტიკის თანახმად, ავტოავარიის დროს სიკვდილის ყველაზე ხშირად გამომწვევი მიზეზი რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევაა – საქართველოში გასულ წელს 122 ადამიანი დაიღუპა ამ მიზეზით. სიჩქარის გადაჭარბება …

ბოსტნეული, ხილი, ყველი, ზეთი იანვარში 4-6 %-ით გაძვირდა – საქსტატი ინფლაციაზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.1 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 2.8 % -ია. საქსტატის მიხედვით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა იქონია ფასის მატებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 %-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე: ბოსტნეული და …

გარემოს სააგენტო ახალ შენობას „მელკი მორიას“ ნაცვლად ადლიაში ააშენებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ბათუმში ადმინისტრაციულ შენობას „მელკი მორიას“ ნაცვლად ადლიის ქუჩაზე ააშენებს. მიწის ნაკვეთი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, აჭარის საკუთრებაა და ის სააგენტოს სარგებლობის უფლებით გადაეცა. სააგენტოს ახალი შენობის აშენებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 1 619 060 ლარია. ადრე სააგენტოს ახალი შენობის აშენება „მელკი მორიაზე“ [ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ], ზღვის პირას იგეგმებოდა, თუმცა სააგენტომ …

რა შემთხვევაში შემოვა რუსეთის მოქალაქე საქართველოში

2021 წლის პირველი თებერვლიდან რუსეთის მოქალაქეს შეუძლია საქართველოში შემოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით, თუ ის წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. „სახმელეთო გზით კი საქართველოში შემოსვლა [გარკვეული გამონაკლისის გარდა] არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია“, – გვითხრეს საქართველოს სამთავრობო ცხელ ხაზზე – „გამონაკლისია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ბრუნდება, უცხოელი ბიზნესმენი, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლი …

აჭარის მთავრობა: საპროტესტო აქციას არ აქვს ხალხის ნდობა

„2 თვეზე მეტია აჭარის მთავრობის სახლთან იმართება აქცია, რომელსაც არ აქვს ხალხის ნდობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ხერხით, პერიოდულად მიმართავენ დესტრუქციულ ქმედებებს…“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს, 4 თებერვალს, საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის უკანა მხარეს გადავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძეს დისკომფორტს შეუქმნიან და გადაადგილებას შეუზღუდავენ. აჭარის …

ბათუმში წყალი 8 ქუჩაზე შეწყდა – როდის აღდგება მიწოდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, ავარიული დაზიანების გამო ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს: 26 მაისის ქუჩას – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე მელიქიშვილის ქუჩას – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე ვაჟა-ფშაველას ქუჩას – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე ლუკა ასათიანის ქუჩას – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე რუსთაველის ქუჩას – მელიქიშვილის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე კლდიაშვილის ქუჩას – …

ბათუმში ოპოზიცია რიჟვაძის გადადგომას ითხოვს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციამ დღეს, 4 თებერვალს, ახალი მოთხოვნა გააჟღერა. ოპოზიციის მომხრეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომასაც ითხოვენ. დღეს დაპირისპირება მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეების მთავრობის სახლის მეორე შესასვლელთან გადანაცვლებას მოჰყვა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ თორნიკე რიჟვაძეს და მთავრობის სხვა წევრებს გადაადგილების საშუალებას. დღესვე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა ელგუჯა ბაგრატიონს „ერთიანი ნაციონალური …

ბათუმში მოპედის მძღოლი ავარიაში დაიღუპა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი მოპედით შეეჯახა სატვირთო ავტომობილს, ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ბათუმში გუშინ, 3 თებერვალს, ღამით მოხდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აქცია აჭარის მთავრობის ალტერნატიულ შესასვლელთან გადმოვიდა

“დისკომფორტს შევუქმნით, თორნიკე რიჟვაძეს აქედანაც არ შევუშვებთ,” – აცხადებენ ბათუმის აქციის მონაწილეები, რომლებმაც დღეს აჭარის მთავრობის სახლის უკან მხარეს გადაინაცვლეს. აქ მთავრობის სახლის ალტერნატიული შესასვლელია. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ წუთებში [13:50] ენმ-ს ერთ-ერთ რეგიონულ ლიდერს, ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხვდება. 2 ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბათუმში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო …

ფერიის ბავშვთა პანსიონში 25 ბავშვს და 7 ზრდასრულს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფერიის ბავშვთა პანსიონში 25 ბავშვს და 7 ზრდასრულს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვთა სახლი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ტარდებოდა ინტენსიური ტესტირება. 32-ვე კოვიდდადებითი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი. ბავშვებს მეთვალყურეობენ ეპიდემიოლოგები, პედიატრები და იზოლირებულები არიან, რადგან მაღალი რისკის კონტაქტები იყვნენ. პრესსამსახურის ცნობით, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფერიის მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონი საპატრიარქროს დაქვემდებარებაშია.

“სილქფესტი“ ინტერნეტ და სასაუბრო კომბინაციებს ულიმიტო პირობით შეთავაზებს მომხმარებლებს

5 თებერვალს, სილქნეტი აბონენტებს  ულიმიტო სასაუბრო და  ინტერნეტ პაკეტებს შეთავაზებს.  კომბინაციით *202# აბონენტი (ფიზიკური/იურიდიული) 30 დღით გაიაქტიურებს: • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + 5 GB ინტერნეტი 18 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*. • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + ულიმიტო ინტერნეტი 28 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*. პაკეტის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში 1მბ–ის ფასი შეადგენს …

კომპანია, რომელიც შეზღუდვებს არ დაემორჩილება, შეღავათებით ვერ ისარგებლებს – მთავრობა

ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამით – ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ დღეს, 4 თებერვალს, გაავრცელა. მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში შემცირდა 4%-მდე, შესაბამისად, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება. ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან – თბილისში, …

შაბათ-კვირას ვერც მაღაზიაში წახვალთ, ვერც კაფეში | შეზღუდვები

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შეამსუბუქა, ბათუმში უკვე გაიხსნა ღია კაფეები და მაღაზიები, 8 თებერვლიდან იგეგმება ბაზრობების გახსნაც, თუმცა შაბათ-კვირას ყველა არსებული შეზღუდვა ისევ ამოქმედდება, რაც ნიშნავს, რომ: შაბათ-კვირას არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი  შაბათ-კვირას არ იმუშავებენ მაღაზიები და ბაზრობები  შაბათ-კვირას არ იმუშავებენ ღია კაფეები კაფე/რესტორნები და მაღაზიები შაბათ-კვირას იმუშავებენ მხოლოდ ონლაინშეკვეთებზე. აღნიშნული …

8 თებერვლიდან ბაზრობები გაიხსნება

8 თებერვლიდან ბაზრობები იხსნება. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე. პრემიერის თქმით, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 4 პროცენტამდე ჩამოვიდა, რაც რიგი შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი გახდა. ყველა ტიპის ბაზრობის გახსნა 15 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. ბათუმში, ყოფილი „უნივერსამის“ სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისას ჯარიმა გაორმაგდება – გახარია

„დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმაზე, რომ როდესაც, მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს,“ –  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დღეს, 4 თებერვალს. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია. პრემიერის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვაც უნდა გამკაცრდეს. „ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ …

კომენდანტის საათი ძალაში რჩება | მთავრობა

მთავრობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აანონსებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით: 8 თებერვალს ქვეყანაში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა ისევ რჩება; 8 თებერვლიდან, ასევე  სრულად  ამოქმედდება ბაზრობები; 15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეში მუშაობის განახლებას შეძლებენ მთელი საქართველოს მასშტაბით; 15 თებერვლიდან სკოლები საკლასო ოთახებში სწავლებას განაახლებენ მთელს ქვეყანაში. ძალაში რჩება შეზღუდვა …

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ იმოძრავებს – გახარია

8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი საქართველოს ყველა ქალაქში ამოქმედდება, ასევე 15 თებერვლიდან სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. მანვე თქვა, რომ ჯერჯერობით არ იხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ განახლდა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, აქ ასევე არ დაწყებულა სასწავლო პროცესი სკოლებში. გიორგი გახარიას თქმით, ბოლო დღეების …

კოვიდის 583 ახალი შემთხვევა საქართველოში, 19 პაციენტი გარდაიცვალა

4 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი  შემთხვევა  დადასტურდა, ჩატარდა 16 605 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 671 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 240 პირი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია  5 466 ადამიანი. აქედან 2 341  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 529 მძიმე პაციენტია. …

ბათუმში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა, კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ბათუმის #8 საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმის რესურსცენტრის ცნობით, საუბარია უფროსკლასელზე. „ჩვენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მივაწოდეთ ინფორმაცია, შეისწავლეს კონტაქტები და მოგვცეს რეკომენდაცია, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს კონკრეტული კლასი,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ. სწავლა საკლასო ოთახებში ბათუმში პირველ თებერვალს განახლდა. ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში მიმდინარეობს,  მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის …

აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 4 თებერვალი

4 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში მკურნალობს 184 პაციენტი, მათგან 6 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 122 ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 22 პაციენტი. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით …

ალეკო ელისაშვილის პარტია ბათუმში დაიშალა

“ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “მოქალაქეები”, ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად,” – წერს ფეისბუქგვერდზე პარტია “მოქალაქეების” პოლიტსაბჭოს წევრი გენრი დოლიძე. მან პარტია “მოქალაქეები” დატოვა გიორგი გაბაიძესთან, მირიან მერცხალაძესთან და გუჯა ხაბაძესთან ერთად. “ეს არ უკავშირდება ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას… ეს უფრო იყო შიდაპარტიული დემოკრატიის საკითხი, რაზეც …

„სკოლის სევდა“ ანუ დანიელ პენაკის გზა კლასის მაჩანჩალობიდან მწერლობამდე

  კლასის მაჩანჩალა, ტყისმჭრელი, ტაქსის მძღოლი, ილუსტრატორი, სკოლის მასწავლებელი და მწერალი – მოკლედ და მშრალად ასეთია 77 წლის ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის ცხოვრების გზა. იგი ბოლო 30 წელია პარიზიდან შორს, ვერკორში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. მთაგორიანი ვერკორი ხეობებით და ქედებით შემოსაზღვრული მხარეა, სადაც მშვიდად წერისთვის დანიელ პენაკი ფიცრულ ქოხს მიაშურებს ხოლმე. მისი წიგნები ძირითადად ბავშვებზე, მოზარდებსა …

რატომ შემცირდა სეზონური გრიპის შემთხვევები?

სეზონური გრიპის ვირუსი, რომელიც ყოველწლიურად ცირკულირებს მთელ მსოფლიოში და მილიონობით ადამიანის ავადობას იწვევს, წელს გაცილებით უფრო ნაკლებად ცირკულირებს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ვიდრე გასულ წლებში. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (ჯანმო) იუწყება. “COVID 19-ის მიმდინარე პანდემიამ სხვადასხვა მასშტაბით იმოქმედა მსოფლიოში სეზონური გრიპის ვირუსის ცირკულაციის შემცირებაზე. კერძოდ SARS-CoV-2 ვირუსის გადაცემის შემცირების მიზნით, ქვეყნების მიერ …

„საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას სასამართლო არ ასრულებს“ – რატომ მალავენ განაჩენებს

გასული წლის აპრილის შემდეგ სასამართლოების ერთიან პორტალზე, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღარ ქვეყნდება. რატომ აღარ ქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილებები საჯაროდ ერთიან პორტალზე, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და არსებობს კანონის მოთხოვნა, რომ ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს საჯარო და გამოქვეყნდეს? „კანონის მოთხოვნა არ სრულდება… ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტი არ ასრულებს და არც საერთო სასამართლოები“, …

Exit mobile version