Batumelebi | დადასტურდა კოვიდის 240 ახალი შემთხვევა, 16 პაციენტი გარდაიცვალა დადასტურდა კოვიდის 240 ახალი შემთხვევა, 16 პაციენტი გარდაიცვალა – Batumelebi
RU | GE  

დადასტურდა კოვიდის 240 ახალი შემთხვევა, 16 პაციენტი გარდაიცვალა

პირველი თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 9 9 056 კვლევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 194 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა
  • აჭარაში – 15
  • იმერეთში – 37
  • ქვემო ქართლში –19
  • შიდა ქართლში – 21
  • გურიაში – 3
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 28
  • კახეთში –17
  • მცხეთა-მთიანეთში – 6
  • სამცხე-ჯავახეთში – 12
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 5 422 ადამიანი. აქედან 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 569 მძიმე პაციენტია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com