„მე სამ გზას ვხედავ საქართველოსთვის“ – ინტერვიუ პეტერ ფიშერთან

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტრე ფიშერი მალე თავის მისიას დაასრულებს. ელჩი ამბობს, რომ მისი 40-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში საქართველო სხვა ქვეყნებისგან იმით განსხვავდება, რომ საქართველოს გარდა, არც ერთი ქვეყანაში, სადაც ის მუშაობდა, არ მომხდარა „უკუსვლა“. „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა პეტერ ფიშერთან. მას „ოცნების“ რიტორიკაზე, გერმანია-საქართველოს ურთიერთობაზე, უვიზო რეჟიმის შეჩერებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ. ელჩმა ფიშერმა ასევე …

უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად მინურ პაქსაძე შევა – „ოცნებამ“ სია შეცვალა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად მინურ პაქსაძე შევა. იმისთვის რომ ეს ცვლილება მომხდარიყო პარტიული სიიდან 8 დეპუტატობის კანდიდატი ამოიღეს. „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას (უსკო) მიმართა და პარტიული სიით წარდგენილი 8 კანდიდატისათვის, 19 ნომრიდან 26 ნომრის ჩათვლით, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. უსკომ პარტიას მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილა. ეს ცვლილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ „ოცნებას“ …

მასწავლებელმა სკოლის დირექტორს სასამართლოში დავა მოუგო

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე, რომელიც სკოლის დირექტორმა ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრის მიღების მოტივით სამსახურიდან გაათავისუფლა, სასამართლომ გაამართლა. ნატალია თურქაძემ დირექტორის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება 20 მაისს გამოაცხადა. „ვითხოვდი დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობას. სასამართლომ ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა. დირექტორს დაევალა ჩემი სამსახურში აღდგენა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურებაც“- ამბობს ნატალია თურქაძე …

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 3 ჰიბრიდულ მანქანას იყიდის – გამოყოფილია 223 200 ლარი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მე-III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენას გეგმავს. სამი ერთეული ასეთი მანქანის შესასყიდად მუნიციპალურმა ინსპექციამ ელექტრონული ტენდერი 223 ათას 200 ლარით გამოაცხადა. „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. …

ქრთამის აღების ბრალდებით 2 საჯარო მოხელე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით საჯარო მოხელეები დააკავეს. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეჰპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში. მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხაც“ – აცხადებს საგამოძიებო. …

დავაკავეთ აფთიაქის ხელმძღვანელი, ექიმი და ფარმაცევტი – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ორ სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან, სისტემატურად, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. აფთიაქის ხელმძღვანელს დახმარებას უწევდა ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-ნევროლოგი. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი და თანხა“ …

„სიმართლეში ბრალდებული“- სააგენტო „სუპერმარკეტმა“ D&AD-ის პრესტიჟული ჯილდო მიიღო

კრეატიულმა სააგენტო „სუპერმარკეტმა“ დიზაინისა და რეკლამის პრესტიჟული ორგანიზაციის, D&AD-ის სპეციალური ჯილდო, „ხის ფანქარი“ მიიღო ნამუშევრისთვის – „მზია ამაღლობელი – სიმართლეში ბრალდებული“, კატეგორიაში – ჟურნალ-გაზეთების დიზაინი. „სიმართლეში ბრალდებული“ არის „სუპერმარკეტის“ მიერ მომზადებული გაზეთის სპეცნომერი, რომელიც გამოცემა „ბათუმელების“ ისტორიას წლების განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების სათაურების მიხედვით ასახავს და ეხმიანება მზია ამაღლობელის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის უკანონო პატიმრობის საქმეს. …

„შავი ზღვა 2036 წლამდე გაყიდულია“ – ვინ მართავს რეალურად ფოთის ეკონომიკურ სექტორებს

„თევზჭერის ექსკლუზიური უფლება ფოთში მხოლოდ 5 კომპანიას აქვს, რომელიც მთავრობამ აუქციონის გარეშე გაუგრძელა. სანაცვლოდ მათ მმართველ გუნდს 1.4 მილიონზე მეტი შესწირეს“- ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ვინ მართავს რეალურად ფოთის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს და რა ტიპის კავშირები არსებობს მსხვილ ბიზნესსა და მმართველ პოლიტიკურ ელიტას შორის? ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“კვლევა ჩაატარა, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციისა და სახელმწიფო მონაცემთა …

„ერთი „თბილისობის“ თანხამ შეიძლება გადაარჩინოს ეს ბავშვები“ – როდის ახსენდება კობახიძეს „ხალხის ფული“

„ჩვენთვის მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მილიონი და დაგვეხარჯა. მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა გადასახადების გადამხდელთა მიმართ, რადგან ეს ხალხის ფულია“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დიუშენით დაავადებული ბავშვების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების შესყიდვაზე. რატომ გაახსენდა კობახიძეს ახლა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ხალხის ფულია და რა თქვა მან ამით რეალურად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტიკოს …

რუსეთში, სამარის ოლქში მდებარე ნავთობის ქარხანაში ხანძარია

რუსეთში, სამარის ოლქში, სიზრანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. რუსული არხები ტელეგრამზე წერენ, რომ სამარის ოლქის გუბერნატორმა რეგიონში დრონების საფრთხის შესახებ დაახლოებით დილის 4 საათზე განაცხადა, მოკლე ხანში კი რეგიონში დაიხურა საჰაერო სივრცე ფრენებისთვის. სამარის გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. თავის განცხადებაში ის ასევე წერს, რომ ქალაქში, არსებულ ვითარებაში, აკრძალულია ფოტო/ვიდეო …

მკვლელობა გურიაში – ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 352 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 943 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 591 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 42 454 ერთეული …

„დამიჭირეთ ახლა, ვთქვი სიმართლე!“ – რას ამბობს ხალხი ბათუმში ფეისბუქის გაკონტროლებაზე

რას ფიქრობს ხალხი ბათუმში „ოცნების“ ახალ ინიციატივაზე – შექმნას შს სამინისტროში სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში, მათ შორის ფეისბუქზეც, სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის მონიტორინგი და კონტროლი იქნება? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

„ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება“ – ნანუკა ჟორჟოლიანის წერილი ციხიდან

ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გუგეჩაძე ნანუკა ჟორჟოლიანის ციხეში დაწერილ წერილს ავრცელებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილს. „2018 წელს, მე და მარიამი ინდოეთში ვიყავით, კლინიკური დეპრესია მქონდა, მარიამი გამომყვა. მეგობრებმა გვირჩიეს აიურვედას პანსიონი. ინდოელების მკურნალობის ფილოსოფია დგას ასკეტურ ცხოვრებაზე და პაციენტის მაქსიმალურად გაყვანაზე კომფორტის ზონიდან. გართმევენ ყველაფერს: ტელეფონს, კავშირს გარესამყაროსთან. ჩვენი მასპინძლები და …

ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

25 მაისს ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა დაიწყება. რეჟისორის 8 ფილმის რეტროსპექტივა „კავეა გრანდ მოლში“ საქართველოს კინოინსტიტუტისა და 3003 Film Production-ის ხელშეწყობით გაიმართება. 25 მაისიდან „კავეა გრანდ მოლში” ჩვენებები გაიმართება ყოველ ორშაბათს და სამშაბათს, 16:00 საათზე. რეტროსპექტივის აფიშა კი ასე გამოიყურება: 25 მაისი – „ფერისცვალება“ 26 მაისი – „დღეს ღამე უთენებია“ 1 ივნისი – „როცა …

რკინიგზით ყველაზე მეტი ტვირთი რუსეთიდან შემოვიდა, გატანით კი ყაზახეთში გავიდა – სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.6 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე [არ მოიცავს ტრანზიტს], ხოლო 56.7 პროცენტი – ტრანზიტზე. საქსტატის მონაცემებით: 2026 წლის I კვარტალში საქართველოში რკინიგზით შემოტანილი …

„მარიუპოლმა და აზოვსტალმა მასწავლა – სიკვდილი ყველაზე საშინელი რამ არ არის“ – ვოლინა

უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მცველი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, სერგეი ვოლინა ფეისბუქზე წერს, რომ არავის აქვს უფლება დაივიწყოს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად იდგა მარიუპოლისა და უკრაინისთვის. ვოლინა ეხმიანება მარიუპოლის დაცემის 4 წლისთავს – 2022 წლის მაისში მარიუპოლის უკანასკნელმა მცველებმა, რომლებიც ალყაში იმყოფებოდნენ, უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანების საფუძველზე დატოვეს „აზოვსტალის“ ქარხნის …

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

ახალი ვიზუალური იდენტობა, გამარტივებული პირობები და გაზრდილი სარგებელი – თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათის მომხმარებლებისთვის სურვილების ასრულება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა. გართობა, კინოსა თუ კონცერტის ბილეთები, ტანსაცმელი, მოგზაურობა, ტექნიკა – ერთგული საკრედიტო ბარათით სურვილები აღარ არის შორეული, რადგან ის გაძლევს შესაძლებლობას, შენთვის სასურველი ხარჯები გაწიო მაშინ, როცა გჭირდება და აღარ დაელოდო დროს, როცა შესაბამისი …

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა. „სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზ-პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს „როიალ ფიშ ბათუმი“ (მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ N18) არაგეგმურად შეამოწმეს. აღმოჩენილია 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე“ – …

უფასო იქნება თუ არა ქობულეთში საზოგადოებრივი საპირფარეშოები – ტენდერი 180 ათასი ლარით

ქობულეთის მერია საზოგადოებრივი საპირფარეშოების რეაბილიტაციას გეგმავს. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მუნიციპალიტეტმა 180 ათასი ლარით გამოაცხადა. გარემონტებული საპირფარეშოებით სარგებლობა ფასიანი იქნება თუ უფასო? – ამ კითხვაზე ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ გვითხრეს, რომ „მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე დიდი ალბათობით უფასო იქნება. შემდეგ, განვიხილავთ და შესაძლოა საპირფარეშოების იჯარით გაცემაზე მივიღოთ გადაწყვეტილება“. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ქობულეთსა და …

ბათუმში 26 მაისს „ურსა“ და მორის მელაძე იმღერებენ – ჰონორარში 27 801 ლარი დაიხარჯება

ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში კონცერტის ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი „ურსა“ და მორის მელაძე მიიღებს. მომსახურების შესყიდვას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს და ჰონორარში 27 ათას 801 ლარს გადაიხდის. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებელი მორის მელაძე და მოწვეული ჯგუფი „ურსა“. აღნიშნული შემსრულებლები შერჩეულ იქნენ „ქალაქისა და …

მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლისთვის, საქართველოს საჯარო სკოლებში 38 693 მე-12 კლასელია რეგისტრირებული. თუმცა, რამდენი ამთავრებს აქედან სკოლას უცნობია, რადგან განათლების სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანა დატოვა სასკოლო ასაკის 3 669 ბავშვმა. რამდენია აქედან …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დაკაავეს

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 20 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული თურქეთის მოქალაქე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

პროკურატურის მიტოვებული შენობა ბათუმში – ივანიშვილის დაფუძნებულ „ქართუს“ საკუთრება

ბათუმში გრიბოედოვის #2-ში, ბანკ „ქართუს“ გაგრძელებაზე მდებარე სამსართულიანი შენობა, სადაც წლების განმავლობაში პროკურატურა იყო განთავსებული დაკეტილი და მიტოვებულია. სამსართულიანი შენობა საინტერესო ფასადით ბათუმის ისტორიული განაშენიანების ნაწილი არ არის, უფრო საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშია, თუმცა ძეგლის დაცვის არეალშია. ამ შენობასთან ახლოსაა ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. საზღვაო აკადემიის გვერდით ბანკ „ქართუს“ შენობაა, …

დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება. დღეს, 20 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტში იმსჯელეს  დავით გაბაიძისათვის, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე. მიზეზად დეპუტატის მანდატთან შეუთავსებელ თანამდებობაზე წარდგენაა. მიმდინარე წლის 30 მარტს, როდესაც დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა, მან შეინარჩუნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 352 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 943 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 586 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 42 400 ერთეული …

კავშირშია აბორტი დემოგრაფიის პრობლემასთან? – ინტერვიუ

„ეს საკითხები გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის, რადგან რეალურ პრობლემებზე არ მიდის მსჯელობა. პირდაპირ საუბრობენ აბორტის აკრძალვაზე, თითქოს ეს არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა. სინამდვილეში, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ამჟამინდელი ციფრები კარგად აჩვენებს, რომ არაფერ კავშირში არ არის აბორტის აკრძალვა დემოგრაფიის პრობლემის მოგვარებასთან,“ – ამბობს უფლებადამცველი იდა ბახტურიძე, მას „ოცნების“ მიერ დაანონსებულ აბორტის შესაძლო …

„ახლა საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, ოცნებას ამის მოხრჩობაც უნდა“ – ინტერვიუ

„ალტერნატივა მაინც რჩება პატარა კუნძულად. ეს ალტერნატივა მათ სიმახინჯეს და უზნეობას ფარდას ხდის და აი, ეს აღარ უნდათ, რომ აიტანონ. ამ ალტერნატივის ბოლომდე მოხრჩობა არის ახლა ამოცანა. მოქალაქეს არცერთი გზა აღარ უნდა დარჩეს, არცერთი ინსტრუმენტი, რომ ამ უზნეობას დაუპირისპირდეს. მოქალაქეს ეუბნებიან, თუ გაემიჯნები უზნეობას და უსამართლობას, დაგსჯი. დაერევიან იმ ადამიანებს, რომლებსაც დევნის და შევიწროების პირობებში …

კუნძულისთვის 145 810 მ³ ქვას „ამბასადორი“ ქობულეთში ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება

ხელოვნური კუნძულის მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქობულეთის სოფელ ხალასთან ულიცენზიოდ დამატებით  კუბურ მეტრ წიაღისეულს მოიპოვებს. 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში კი, „ამბასადორი“ დაახლოებით 25 თეთრს გადაიხდის. „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან …

შს სამინისტროს უნიფორმის მარაგი არ გააჩნია და 6 მილიონი ლარის ტანსაცმელს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფებისთვის უნიფორმებს, ქურთუკებს, ჟილეტებსა და საწვიმარ ლაბადებს ყიდულობს, რაშიც 6 მილიონამდე ლარს დახარჯავს. აქედან, 1,9 მილიონი ლარის უნიფორმებს ტენდერის გარეშე იყიდის, 4,1 მილიონი ლარით კი ტენდერი აქვს გამოცხადებული. სამინისტრომ 1 906 325 ლარის უნიფორმების გადაუდებელი აუცილებლობით უტენდეროდ შესყიდვის შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. შსს სააგენტოს წერს, რომ დღეისათვის შესაძლებელია ტენდერის …

რუსეთი ბელარუსის მონაწილეობით ბირთვულ წვრთნებს ატარებს

რუსეთის შეიარაღებული ძალები სამდღიან წვრთნებს ატარებენ „აგრესიის საფრთხის ქვეშ“ ბირთვული ძალების მოსამზადებლად და გამოსაყენებლად, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 19 მაისს. მანევრები მოიცავს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებას რუსეთის მასშტაბით საცდელ პოლიგონებზე. გარდა ამისა, ბელარუსთან ერთად განხილული იქნება ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენება. ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა ბირთვული საბრძოლო წვრთნების დაწყების შესახებ. …

საქართველოში წელს ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი შემოიტანეს და გაიტანეს

საქართველოში 2026 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია. მსუბუქი ავტომობილებია პირველ ადგილზე საქართველოდან გატანილ საქონელს შორისაც. მიუხედავად ამისა, მსუბუქი ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით 2026 წლის იანვარ-აპრილში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 925.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და …

კალაძე წერს, რომ გერმანია „ჭაობშია ჩაფლული“ – ზაარბრიუკენმა თბილისთან მეგობრობა შეწყვიტა

დღეს, 19 მაისს, თბილისის მერი, კახა კალაძე „სამძიმრის წერილით“ გამოეხმაურა გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ზაარბრიუკენი წყვეტს 51-წლიან მეგობრობას ქალაქ თბილისთან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ზაარბრიუკენის მერიამ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო. კალაძე თავის „სამძიმრის წერილში“ გერმანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი …

ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს ტროტუარზე დგომის გამო. გადაწყვეტილება დღეს, 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ მიიღო. “დედაჩემი დაიჭირეს სამი დღით. სასამართლო დარბაზიდან გადაიყვანეს გზა რომ აღარ გადაკეტოს.  მაინც უსაშიშესი დანაშაულია,” – დაწერა მარიამ გეგუჩაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა ტელეწამყვანის დაპატიმრების შემდეგ.  შინაგან საქმეთა სამინისტრო ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 351 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 940 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 584 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 42 340 …

ბათუმში ერთ დღეს 5 აქცია ცალ-ცალკე გაიმართა. რას ნიშნავს ეს? – ინტერვიუ

„ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ პასიურად იქნებიან, ხმას არ ამოიღებენ – არ შეეხებიან. მაგრამ მას დაავალდებულებენ კობახიძის, მდინარაძის და ივანიშვილის ქებას დილას, საღამოს და შუადღეს. აქტიურად დაავალდებულებენ ამას, ზოგ შემთხვევაში კანონით და ზოგ შემთხვევაში – ბარტერით. ეტყვიან: აი, ბიძინა უნდა აქო და მოგცემ მშენებლობის ნებართვას, თუ არ აქებ – არ მოგცემ. ასე მუშაობს სისტემა ყველა დიქტატორულ …

Exit mobile version