“ჯერ საქართველო” – დაფუძნდა ახალი ოპოზიციური პარტია

დღეს, 28 ივნისს, თბილისში, ახალი პოლიტიკური პარტია “ჯერ საქართველო” დაფუძნდა. „ჯერ საქართველოს თანამესაკუთრეობა უნდა დავიბრუნოთ, შემდეგ ლიდერის როლი რეგიონში. საქართველოს ჯერია!“ – ასეთია ახალი პოლიტიკური პარტიის გზავნილი. სადამფუძნებლო ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩია. ვიქტორ ყიფიანი არის ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე. ის ასევე იყო მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. ახალი პარტიის, “ჯერ საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრები არიან: …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივნისის 21 საათიდან 29 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17  – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 400 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 063 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 844 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 44 920 …

“გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება” – რა იცვლება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება. აეროპორტის მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას, ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის  ტერმინალის არსებულ 8,000 მ²-ს დახლოებით 1000 მ² ფართობის ახალი სივრცეები ემატება. ეს სივრცეები მოიცავს, როგორც საოპერაციო ასევე ადმინისტრაციულ ზონებს. ამ სივრცეების ხარჯზე აეროპორტის გამტარუნარიანობა ჯამში 22-25%-მდე გაიზრდება. „სარეგისტრაციო ზონაში არსებული დახლების რაოდენობა 14-დან 18-მდე …

“დაგმეთ რუსეთის ანექსიური ნაბიჯები საქართველოში” – სამოქალაქო საზოგადოება პარტნიორებს მიმართავს

“არსებობს მაღალი რისკი, რომ მოსკოვმა საკუთარი შემცირებული გავლენის კომპენსირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს,” – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ღია წერილით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ. წერილში საუბარია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებაზე. მიმართვის ადრესატები არიან: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN), ევროპის კავშირი (EU), ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), ეუთო(OSCE), ნატო …

“ოპოზიციაში ყოფნა საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს” – გახარია ჩხუბის შესახებ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საკუთარი თანაპარტიელების ცემას „ოცნების“ დეპუტატების მიერ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ჩვენ პარლამენტში შევედით არა იმისთვის, რომ მოქალაქეები – მათ შორის ისინიც, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა – თავიანთი საჭიროებებისა და პრობლემების პირისპირ მარტო დაგვეტოვებინა. ჩვენი მიზანი იყო პარლამენტის ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენება ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და იმისთვის, …

„რუსებმა ქალების გაწვევა დაიწყეს დრონების ოპერატორებად“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთში ქალების გაწვევა დაიწყეს – 35 წლამდე ქალბატონები დრონების ოპერატორებად მიჰყავთ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსებს ადამიანური რესურსების კუთხით „საგრძნობი პრობლემები“ გაუჩნდათ: „აღარ მიდის ხალხი – დაინახეს, როგორ მთავრდება ჯარში წასვლა. ტუვასა და ბურიატიაში გამოილია ხალხი, ხოლო სანქტ-პეტერბურგიდან და მოსკოვიდან არავის უნდა ფრონტზე წასვლა. რუსებს დაეცალათ ციხეები, საიდანაც მსჯავრდებულები მიჰყავდათ …

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დავაკავეთ – შსს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში შემოტანისა  და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით შს სამინისტრომ 8 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები. „სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 399 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 060 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 835 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 44 857 …

დრონების თავდასხმა რუსეთში, ქალაქ სოჭში – ავიარეისები შეჩერდა

რუსული მედიის ცნობით, 27 ივნისის ღამეს კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სოჭში, დრონების თავდასხმის საფრთხის შესახებ გამოცხადდა. კრემლის ახალი ამბების სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ამის შესახებ ქალაქის მერმა, ანდრეი პროშუნინმა განაცხადა. „ქალაქ სოჭის ტერიტორიაზე გამოცხადდა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე“ – ციტირებს სააგენტო ქალაქის მერს. ტელეგრამზე ვერიფიცირებული გვერდი ЧП Сочи წერს, რომ სოჭის ხელისუფლებამ მიმართა თვითმხილველებს, სოციალურ …

„ბათუმელები|ნეტგაზეთის“ ანგარიშებს ინკასო მოეხსნა – მხარდაჭერის კამპანია გრძელდება

დღეს, 26 ივნისს, ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გადასარჩენად მხარდაჭერის კამპანია დავიწყეთ და მკითხველებს მოვუწოდეთ, თუნდაც თვეში ერთი ლარით გახდნენ ჩვენი დონორები. ერთი თვის თავზე გვინდა მკითხველებს კამპანიის პირველი შედეგების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია: მხარდაჭერის პლატფორმის გახსნიდან რამდენიმე დღეში, ჩვენი მკითხველებიდან მიღებული ყოველთვიური და ერთჯერადი შემოწირულობის დამსახურებით, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” საბანკო …

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

აზერბაიჯანის ერთ–ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა – PASHA Bank OJSC, პირველადი საჯარო განთავსება (IPO) წარმატებით განახორციელა. ფინანსურმა ინსტიტუტმა აქციები ინვესტორთა ფართო წრეს შესთავაზა და განვითარების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო. წარმატებული IPO კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი კაპიტალის მზარდ როლს რეგიონულ საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში და ადასტურებს მის შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს …

„ოცნების“ დეპუტატები გახარიას თანაპარტიელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ჩხუბი პარლამენტში

დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიის 2 დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ინციდენტი, სავარაუდოდ, გახარიას თანაგუნდელს, გიგა ფარულავასა და „ოცნების“ წევრ ირაკლი ხელაძეს შორის დაიწყო. ხელაძეს თანაგუნდელები, მათ შორის ყოფილი სპორტსმენები, მიეხმარნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კადრებში ჩანს, რომ ოპონენტს მსოფლიოსა …

მოქალაქის თქმით, პატრულმა იმის გამო დააკავა, რომ მანქანის არასწორად გაჩერებაზე მიუთითა

მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელს არასწორად გაჩერებულ მანქანაზე მიუთითა, რის შემდეგაც პოლიციამ იგი, მისივე თქმით, უსაფუძვლოდ დააკავა. „ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ჩავიარე ავტომანქანით და პატრულს არასწორად ჰყავდა გაჩერებული პოლიციის მანქანა. „პატრული, მოძრაობას აფერხებთ-მეთქი“, – გადავძახე ავტომანქანიდან და გზა გავაგრძელე. განვაგრძე გზა და სარკეში გავიხედე: პატრული მომყვება,“ – ამბობს იოსებ დავითაძე. მისი თქმით, სამართლიანი შენიშვნის გამო გაღიზიანებულმა პატრულმა …

„არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს ეთქვას, სკოლაში ღირებულებები არ ისწავლებაო“- მასწავლებელი კობახიძის განცხადებაზე

„მოხდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა. პროგრამაც და სახელმძღვანელოებიც დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რაც მანამდე, სამწუხაროდ, არ იყო“- თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას. სახელმძღვანელოებში არ იყო მოცემული ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებები? ტყუის თუ არა კობახიძე ამ საკითხზე საუბრისას? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქეთევან გიორგაძეს. „ამ ბოლო დროს, …

1 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარაში პროკურატურის ოფისისა და აპარტამენტების რემონტისთვის

აჭარისა და ბათუმის პროკურატურის „ადმინისტრაციული შენობის“, ასევე აჭარის პროკურატურის „ბალანსზე რიცხული ფართობების“ [ბინების/აპარტამენტების] სარემონტო სამუშაოებისთვის ჯამში 1 მილიონ 169 ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს პროკურატურას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. აჭარის და ბათუმის პროკურატურის „ადმინისტრაციული შენობის“ რემონტისთვის ტენდერი 926 ათასი ლარითაა გამოცხადებული. ეს უწყებები ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის N7-ში მდებარე იუსტიციის სახლშია განთავსებული …

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის დრო იზრდება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 01:00 საათამდე მოემსახურება.  

რატომ აწყობს ივანიშვილს მოსამართლეების დეფიციტი – ინტერვიუ ადვოკატთან

„ძალიან რთულია, ენდო ადამიანს. სადაც უფრო ბევრი ხალხია, სადაც უფრო ბევრი აზრია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონკრეტულ ლიდერებთან,“ – მიიჩნევს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი, რომელსაც სასამართლოში წლობით გაჭიანურებულ საქმეებზე ვესაუბრეთ. სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემაზე სახალხო დამცველიც საუბრობს და ბოლო საპარლამენტო ანგარიშში საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს ადარებს: …

მერაბ ტურავა კობახიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გაათავისუფლა. ბრძანებას ირაკლი კობახიძემ 25 ივნისს მოაწერა ხელი. ბრძანებაში არაა განმარტებული, რის გამო გაათავისუფლეს მერაბ ტურავა. მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020-2025 წლებში. იგი „ოცნების“ მთავრობაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2025 წლის 28 აპრილიდან იკავებდა. მერაბ ტურავას თავმჯდომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის …

გამოვლინდა ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილია ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო. ისინი სისტემატურად ამზადებდნენ სარეცხ ფხვნილებს, რომელთა რეალიზაციასაც ცნობილი ბრენდების – „ABC“-ს, „Ariel“-ის, „Tide“-ისა და „Persil“-ის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებით ახდენდნენ. ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქეა დაკავებული. ამოღებულია სარეალიზაციოდ …

ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა – „მხოლოდ ჯაჭვები შეცვალეს და ისიც ნაწილობრივ“

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ გვერდით არსებულ სკვერში, ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფაქტს გვიდასტურებენ ბათუმის მერიაში, თუმცა ამბობენ, რომ სკვერში ატრაქციონები გამართულია და არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ბავშვის დაზიანება. „ბათუმელები“ ესაუბრა ბავშვის დეიდას, რომელიც ამბობს, რომ საქანელა, რომელზეც მისი დისშვილი დაშავდა, არაერთხელ ყოფილა დაზიანებული და მშობლები თავად ცდილობდნენ შეკეთებას. …

რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის საფრთხე? – ინტერვიუ

„თუ რუსეთი ცხინვალის რეგიონს შეუერთებს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია, მაშინ რუსეთის ფედერაცია იურიდიულად სამხრეთ კავკასიაშიც გადმოვა. რა თქმა უნდა, ეს ეგზისტენციალური საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის და სომხური სახელმწიფოსთვისაც, რეალურად“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი „ბათუმელებთან“. რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხე? – გიორგი ტუმასიანს თემაზე ვესაუბრეთ. ბატონო გიორგი, ბოლო დროს …

ბათუმში გაავდრდება – როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ივნისის 21 საათიდან 27 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა. შესაძლებელია ელვა-ჭექა, დღისით დროგამოშვებით ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, დღისით ზოგან 17-22 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო ღამით: …

ბათუმსა და ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს

ბათუმსა და ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას დღეს, 26 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდნენ. სამართალდამცველებმა მსჯავრდებულები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა დროს ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დააკავეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 398 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 059 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 823 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 44 799 …

ხელოვნური კუნძულისთვის მოპოვებულ ქვებს „ამბასადორი“ ბათუმში გადაამუშავებს – სკრინინგი

სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის განცხადებით ხელახლა მიმართა. საწარმო ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული. სკრინინგის პროცედურა კომპანიამ 2026 წლის თებერვალში დაიწყო [მაშინ განაცხადში ბეტონის ქარხანაც იყო], თუმცა იმავე წლის აპრილში სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და „ამბასადორს“ აცნობა, რომ უწყება საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა, თუ კომპანია …

ეკა ჩავლეიშვილი კირა ნაითლისთან ერთად ითამაშებს ბრიტანელი რეჟისორის ფილმში

ბათუმელი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი ბრიტანელი რეჟისორის, საიმონ ვუდსის ფილმში – The Worst – ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ეკა ჩავლეიშვილმა გააზიარა ფეისბუქზე. უცხოური გამოცემების მიხედვით, გადაღებები უკვე დაწყებულია. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ალისია ვიკანდერი, კირა ნაითლი და ერინ კელიმანი. ფილმის გადაღებები სამხრეთ საფრანგეთში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, The Worst შავი კომედიაა. როგორც ეკა ჩავლეიშვილი AT-თან კომენტარში …

აშშ-ის მხარდაჭერით ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომი აშენდება

ფოთის პორტი ახალი ნავმისადგომის მშენებლობის მეორე ფაზას იწყებს. მშენებლობის განსახორციელებლად საჭირო თანხები კი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) გამოჰყო სესხის სახით. დღეს, 25 ივნისს, ფოთში გაიმართა მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი …

„ოზთურქის ბინებს“ სოცდაუცველებს გადასცემენ – ბათუმის მერია სპეციალურ საცხოვრებელ ზონას ქმნის

ბათუმის მერიამ საკრებულოში განკარგულების პროექტი წარადგინა, რომლითაც იმ ტერიტორიას, სადაც „ოზთურქის ბინებია“ განთავსებული, სტატუსს უცვლის. საკრებულომ ამ ადგილს საცხოვრებელი ზონის სტატუსი უნდა მიანიჭოს, ვინაიდან, როგორც პროექტშია აღნიშნული, ეს ბინები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უნდა გადაეცეს. ტერიტორია გიორგი ცაბაძის [ყოფილი ნიკოლოზ გოგოლის] ქუჩაზე, რომელზეც 7 კორპუსი დგას, თურქ ბიზნესმენს ჩამოართვეს და ბათუმის მერიას გადასცეს. საუბარია იმ კორპუსებზე, …

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რისთვისაც ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება [ფოტო]

25 ივნისს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბათუმში მომავალი მეზღვაურების ტრადიციული მსვლელობა მოეწყო, რომელშიც წელს მხოლოდ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტები მონაწილეობდნენ. აკადემიის სტუდენტებმა მსვლელობით გაიარეს მემედ აბაშიძის გამზირი და მსვლელობის დასასრულს გვირგვინით შეამკეს იუნკერების მემორიალი. მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 576 …

ხელვაჩაური ბათუმისგან ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს – საკრებულოები საზღვრის შეცვლაზე მუშაობენ

ბათუმისა და ხელვაჩაურის საკრებულოები ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას განიხილავენ. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომლითაც ბათუმის მერია ამ საკითხზე სამუშაოდ სპეციალურ ჯგუფს ქმნის, მოსამზადებელია შუამდგომლობა, რომლითაც პარლამენტს უნდა მიმართონ. ცვლილების შემდეგ შესაძლოა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცეს ქალაქ ბათუმის ტერიტორიის ნაწილი. შესაბამისი კომისია ხელვაჩაურის საკრებულოს უკვე შექმნილი აქვს. მას შემდეგ რაც ორი სამუშაო ჯგუფი ინფორმაციას დაამუშავებს, უნდა მოამზადონ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 397 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 057 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 818 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 44 731 …

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, „ოცნების“ მთავრობამ არაბული ინვესტიციის განხორციელება დააანონსა. აღნიშნული ტერიტორია შედის ზურმუხტის ქსელის „ჭოროხის დელტას“ ტერიტორიის [საიტის] საზღვრებში და მას ბერნის კონვენცია იცავს. საქართველოს ასოცირების შეთანხმებითაც აქვს ვალდებულება შექმნას და დაიცვას ზურმუხტის ტერიტორია. საინვესტიციო პროექტის გამო კი მთავრობა, „საჭიროების შემთხვევაში“, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის საზღვრის კორექტირებასაც განიხილავს. „მე შემიძლია გითხრათ „ზურმუხტის ქსელის“ …

იზრდება ჯარიმები – ძაღლების და კატების მოვლის წესს მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს

ბინადარი ცხოველების მოვლის წესს ბათუმში მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები გააკონტროლებენ. შესაბამისი განკარგულების პროექტი, მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა. უფლებამოსილი პირის განსაზღვრის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როცა ადმისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსს დაემატა ახალი მუხლები, [103 პრიმა2 – 103 პრიმა 4] რომელთა შესრულებაზეც რეაგირება მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ. რეაგირებაზე უფლებამოსილების მქონე პირთა  განსაზღვრა აუცილებელია იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა …

„კანონსაც არღვევენ და პრინციპსაც“ – მასწავლებელი სახელმძღვანელოების შექმნის დახურულ პროცესზე

„ის, რომ ივნისის ბოლოს ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ პროცესი არსებითად არასწორად წავიდა და ეს კარგზე არაფერზე მეტყველებს“, – ამბობს გიორგი უგულავა, თსუ-ს პროფესორი, მასწავლებელი „ბათუმელებთან“. რა დახვდებათ მასწავლებლებს სექტემბერში სკოლაში? – ამ თემაზე ვესაუბრეთ მას. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი არაგამჭვირვალედ მიმდინარეობს. ბატონო გიორგი, თქვენ გაქვთ გამოცდილება სახელმძღვანელოებზე მუშაობის, …

“ეს გამარჯვება მოქალაქეს უბრუნებს რწმენას” – კაცი ბათუმიდან, რომელმაც “ოცნებას” სტრასბურგში საქმე მოიგო

„ადამიანები მეკითხებიან თუ რა სარგებელი გვაქვს ჩემი საქმის სტრასბურგში მოგებით და მინდა ამ სივრცეში თქვენს ამ მნიშვნელოვან და სწორ კითხვას პასუხი გავცე რამდენიმე სიტყვით. უპირველეს ყოვლისა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი ეს გადაწყვეტილება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი კონკრეტული სამართლებრივი დავის დასრულება. ეს არის ფუნდამენტური პრეცედენტი რომელიც პატარა თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი სახელმწიფოებრივი …

Exit mobile version