„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

თიბისი წლებია 22 აპრილს, დედამიწის დღეს, ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივით აღნიშნავს. „გააცოცხლე“ ახალი პროექტია, რომელიც ტექსტილის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კამპანიას გულისხმობს. იდეა თიბისის ESG ელჩების მიერ არის შემუშავებული. გარემოში მოხვედრილი ტექსტილი შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში არ დაიშალოს. ამ პერიოდში ისინი ნიადაგსა და წყალს აბინძურებენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ამიტომ, ESG ელჩებმა მათი პროექტით მიზნად დაისახეს გარემოში ტექსტილის …

ბათუმის სასამართლო იძულებულია, დღეს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება განიხილოს

23 აპრილს, დღის 3 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილავენ ჟურნალისტის და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის საქმეს. საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა ის – ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, …

2025 წელს 1080 ხანდაზმულ ადამიანზე იძალადეს – ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნდა, 2025 წელს 60+ ასაკის 766 ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, 314 კი – კაცი. ამავე ანგარიშის მიხედვით, ხანდაზმულებზე ძალადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო 2024 წელს, როცა 860 ხანდაზმული ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი. კაცების შემთხვევაში კი ეს  რიცხვი 298 იყო. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ …

აჭარის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ბათუმში ცხოვრობს – სტატისტიკა

საყოველთაო აღწერის დაზუსტებული მონაცემებით აჭარაში 402 929 ადამიანი ცხოვრობს, აქედან ნახევარზე მეტი – 235 668 ადამიანი ცხოვრობს ბათუმში. ანუ აჭარის მთლიანი მოსახლეობის 58,4 პროცენტი. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, საქსტატის მიერ დაზუსტებული მონაცემები ასეთია: ქედის მუნიციპალიტეტი – 14 697 ადამიანი ქობულეთის მუნიციპალიტეტი – 74 027 შუახევის მუნიციპალიტეტი  – 11 104 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – 51 091 ხულოს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტესად წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15– 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი მოქალაქე ბათუმში დააკავეს. შსს-ს მიერ დღეს, 22 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ძებნილი ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლოებმა დააკავეს. დაკავებული თურქეთის მოქალაქეა და იგი ძალადობის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების ბრალდებით იძებნებოდა. ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 321 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 885 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 436 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 40 516 …

კორუფცია – რატომ ვერ ხედავს მერია უკანონო რესტორანს და მდიდარი სტუმრების ავტომანქანებს ბულვარში

ბათუმის ბულვარში 20 ავტომანქანით შესვლის ამბის გახმაურების შემდეგ, აჭარის მთავრობამ გამოაქვეყნა კლიპი, სადაც მოქალაქეებს უამბობენ, თუ რა სამუშაო გასწიეს ქალაქის მთავარი სარეკრეაციო სივრცის იერ-სახის მოსაწესრიგებლად. ამავე კლიპის მიხედვით, ბულვარში ამ დროისთვის ასამდე კომერციული ობიექტი დაანგრიეს: მათ შორის მცირე კომერციული ობიექტი, გასართობი სივრცეები, რესტორნები და ე.წ. ბრენდირებული სანაპიროები. დღემდე ფუნქციონირებს რესტორანი G17, მიუხედავად იმისა, რომ ისიც …

პატიმარი წამალს ითხოვს და ამის გამო კვირაზე მეტია შიმშილობს ლაითურის ციხეში – ადვოკატი

„მისთვის აუცილებელი ფსიქოტროპულ მედიკამენტის დანიშვნას მსჯავრდებული თვეზე მეტია ითხოვს… ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილი მოპყრობის გამო, მსჯავრდებული ერთ კვირაზე მეტია შიმშილობს პროტესტის ნიშნად,“ – ამბობს ადვოკატი ნესტან ანანიძე. იგი ერთ-ერთი პატიმრის ინტერესებს იცავს, რომელიც ლაითურის პირველ დაწესებულებაშია მძიმე ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობით. ადვოკატი განმარტავს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმარს საჭირო დოზით მედიკამენტებს არ უნიშნავს, პატიმარს აქვს …

„ეს არის უზნეო განცხადება“ – ინტერვიუ უსახლკარო ქალის მიმართ აჭარის მთავრობის პასუხზე

„წასასვლელი არსად მაქვს, ღია ცის ქვეშ ვარ, არ ვიცი, სად წავიდე“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი. ის უსახლკარო ქალია და მარტოხელა დედა, ნაქირავებში ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან ერთად და „ოცნების“ მთავრობისგან ბინით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ითხოვს. გუშინ, 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც მზია მეგრელიშვილი ისევ მივიდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, აჭარის მთავრობის პრესცენტრში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ „მზია მეგრელიშვილს …

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი აღარ არის, ის სახელმწიფო მინისტრი ხდება

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი აღარ იქნება. მას ამ თანამდებობაზე გეკა გელაძე ჩაანაცვლებს – შს უკვე ყოფილი მინისტრი. საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს, 21 აპრილს, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე,“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. მამუკა მდინარაძე ასევე იქნება ვიცე-პრემიერი. „სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას, შესაბამის …

სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ეს ინფორმაცია დღეს, 21 აპრილს გახდა ცნობილი ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგზე. სულხან თამაზაშვილმა თანამდებობაზე 1 წელი გაატარა. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2025  წლის 7 აპრილს დაამტკიცეს. არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობა დაამტკიცა  

„ივანიშვილი ტესტავს, რამდენად მისაღებია პროცესებში მისი შვილის ჩართვა“ – ინტერვიუ

„რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს არ უნდა მომხდარიყო“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, 18 აპრილს „ოცნების“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას. მისი თქმით, პოლარიზაციიდან გამოსავალი დიალოგი, „ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაა“. თუმცა, ამ განცხადების პარალელურად, არ შეცვლილა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა რიტორიკა განსხვავებული აზრის დევნაზე. რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ …

„მაქსიმი“: თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ტარიფების გადახედვა

„ჩვენ გავაგრძელებთ ბაზრის ცვლილებებზე ოპერატიულ რეაგირებას. თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ჩვენი ტარიფების გადახედვა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „მაქსიმში“ ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. „გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“ – ასეთია ტაქსის მძღოლების …

ბათუმში რამდენიმე ხაზზე „მარშუტკით“ მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა და 80 თეთრი გახდა

ბათუმში რამდენიმე სამარშრუტო ხაზით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა. დღეს, 21 აპრილს, მგზავრებს 70 თეთრის ნაცვლად 80 თეთრის გადახდა მოუხდათ. ამ ეტაპზე გაძვირებულია #25, #46 და #28 სამარშრუტო ხაზებით მგზავრობა. „გაძვირება უკავშირდება საწვავის გაზრდილ ფასს და სხვა ხარჯებიც მომატებულია. დიდი ხანია თავს ვიკავებთ გაძვირებაზე, მაგრამ ბოლოს მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. გაუჭირდა ხაზებს მუშაობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნუგზარ …

აყრილი იატაკი ბოლნისის სიონში – რა ხდება მე-V საუკუნის ძეგლზე

ბოლნისის სიონში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სამუშაოები მიმდინარეობს. კადრები, რომელიც გუშინ, 20 აპრილს გავრცელდა ფეისბუქში, ჩანს, რომ V საუკუნის ქართული სასულიერო არქიტექტურის საეტაპო ძეგლში აყრილია იატაკი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ განცხადება, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ძეგლზე, მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, როცა ადამიანებმა კითხვები დასვეს სოციალურ ქსელებში. დღეს, 21 აპრილს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ განაცხადა, რომ ბოლნისის …

„3-ლარიან გამოძახებაზე 100 ლარს ჯარიმას რომ მიწერ, სადაა სამართალი?“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში

დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. „გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“- ასეთია ტაქსის მძღოლების მოთხოვნა ტაქსის ოპერატორი კომპანიების მიმართ. აქციაზე შეკრებილი იყვნენ როგორც „ბოლტის“, ისე „მაქსიმისა“ და „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებული მძღოლები. მათი მოთხოვნა საერთოა – გაძვირდა ფასები საწვავზე, პროდუქტზე, მათი შემოსავალი კი …

ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 21 აპრილს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფოს ეკიპაჟები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

17-19 აპრილს “ექსპო ჯორჯიამ” სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას, Caucasus Build 2026-ს უმასპინძლა. ყოველწლიურმა ღონისძიებამ 200-მდე კომპანია გააერთიანა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. Caucasus Build-ი საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით ჩატარდა და სხვადასხვა ფორმატს მოიცავდა. თიბისის მხარდაჭერით, ღონისძიებაზე პანელური დისკუსია გაიმართა – „როგორ შენდება მსხვილი პროექტები საქართველოში – შესყიდვები და გადაწყვეტილებები“.  კონფერენციაზე მსხვილმა სამშენებლო კომპანიებმა საკუთარი გამოცდილების …

რა დაუჯდება მთავრობას წამლის ყიდვა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის – ყოფილი მინისტრი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო ურუშაძე ფეისბუქზე ეხმიანება მშობლების მიერ ბავშვებისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლების მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ ამ ბავშვების მკურნალობის დაფინანსება არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტის საკითხია.  ყოფილი მინისტრი წერს ის პრეპარატებზე, რომლითაც აღნიშნულ დაავადებას მკურნალობენ და ფასსზე, რაც შეიძლება სახელმწიფოს ამ წამლების შეძენა დაუჯდეს. „ძნელია გულგრილი დარჩე იმ ოჯახების და ბავშვების მიმართ, რომლებიც …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 320 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 884 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 429 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 40 478 …

„აქ ცხოვრება გაუსაძლისია, ტაქსიც კი არ შემოდის“ – რეპორტაჟი ბათუმის ერთი ქუჩიდან

„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია: გუბეები, ტალახი, მზეში კიდევ საშინელი მტვერია… მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევს, მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით,“ – ამბობს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები მანანა ბერიძე. ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში კარგი გზა და მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა წლებია არ აქვთ. ამ ქუჩაზე გვითხრეს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, როცა ამ ქუჩაზე …

მოქალაქემ ნანადირევის დამუშავების მოზარდებისთვის სწავლება გააპროტესტა – ის ორგანიზაციიდან გაუშვეს

„ვეგანობის ნიშნით გაგვრიცხეს სამი პირი „აისის“ მმართველმა პირებმა უსაფუძვლოდ, ასევე გენდერული და პირადი, რეპროდუქციული შეხედულებების მიზეზით,“ – ამბობს მოქალაქე ნინი ტურიაშვილი. იგი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან მას შემდეგ გაუშვეს, როცა გააპროტესტა ნანადირევის ხორცის და ტყავის დამუშავების სწავლება მოზარდებისთვის. ნანადირევის დამუშავებას მოსწავლეებს „გარისა“ ასწავლის. ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ახალგაზრდებს, მათ შორის, მოსწავლეებს ასწავლოს თვითგადარჩენა და …

ბათუმის მერია საპატრიარქოს მეორად ქვაფენილს უსასყიდლოდ გადასცემს

ბათუმის მერია საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ 3 300 კვადრატულ მეტრ ქვაფენილს გადასცემს მუდმივ სარგებლობაში. ქონების გადაცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 2026 წლის 22 აპრილს სხდომაზე განიხილავს. საკრებულოს განკარგულების პროექტი და განმარტებითი ბარათი მერიამ მოამზადა. პროექტის მიხედვით საპატრიარქოს „მეორადი ქვაფენილი“ მუდმივ სარგებლობაში გადაეცემა აჭარაში მდებარე ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოსაწყობად. კონკრეტულად: 800 კვ.მ. – სოფელ ზემო აგარის (მტირალას მთის) ჯვართამაღლების …

„სკამზე გავათენებთ, ბავშვების სიცოცხლეზეა საუბარი“ – დედის ბრძოლა შვილის წამლისთვის

თამარ კოხოძე ორი შვილის დედაა. ამჟამად მესამე შვილს ელოდება. ფეხმძიმე ქალი ქუთაისიდან უკვე ყოველდღე დადის თბილისში იმისთვის, რომ მისი 7 წლის შვილის, გაბრიელის სიცოცხლე გადაარჩინოს. 7 წლის გაბრიელს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს. მისი მკურნალობისთვის საჭიროა მედიკამენტი, რომელიც საქართველოში არ იყიდება. ასამდე მშობელი ორ წელზე მეტია სახელმწიფოს სთხოვს შემოიტანონ წამალი, რადგან მედიკამენტი ძვირადღირებულია და ოჯახები მის …

„მზიას ეფექტი – როგორ შეგვცვალა მზია ამაღლობელის საქმემ“ – შეხვედრა თბილისის წიგნის ბაზრობაზე

24 აპრილს, პარასკევს, 16 საათზე, თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი სცენა მზია ამაღლობელის შესახებ დისკუსიასა და შეხვედრას დაეთმობა. შეხვედრის ორგანიზატორი „სინათლე მედიაა“.  შეხვედრის მოდერატორია თამარ რუხაძე, მონაწილეები: ნანა კვაჭაძე [„ბათუმელები“/ნეტგაზეთი], ზურა ვარდიაშვილი და ლიკა ზაკაშვილი [„პუბლიკა“]. „მზია ამაღლობელის საქმე ცხადად აჩვენებს, როგორ ექცევა სისტემა თავისუფალ მედიას, ჟურნალისტებს და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებს. მზიას საქმე ასევე ააშკარავებს, თუ …

ანაპასთან ჩაღვრილმა ნავთობმა შესაძლოა საქართველოს სანაპიროს მოაღწიოს – კომენტარი

შავ ზღვაში 7 აპრილს ჩაღვრილი ნავთობი შესაძლოა საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს. „თუ აღმოსავლეთიდან შავი ზღვის ტიპიური დინება არ ფორმირდა და არ გაძლიერდა (ბოლო პერიოდში ის პირიქით მოძრაობდა), ლაქა საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთს მიაღწევს. ლაქის დრეიფის სიჩქარეა 3-3.5 მ/წამში, პერიოდულად – 5 მეტრი წამში, ანუ დაახლოებით 10-12 კილომეტრი საათში. საქართველომდე მოღწევას (დისტანცია 105 კილომეტრია) ამ მოცემულობით ხვალისთვის …

ბათუმის ბულვარში მანქანით მოძრაობისთვის 20 მძღოლი დააჯარიმეს

20 პირი დააჯარიმეს ბათუმის ბულვარში ავტომანქანითა და მიკროავტობუსით გადაადგილების გამო. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, დაჯარიმებულები ბულვარში დაფიქსირებული ავტომანქანების მძღოლები არიან. მძღოლები დაჯარიმდნენ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და 6/2 ნაწილით. კერძოდ, ასკ-ს 125-ე მუხლის მე-13 ნაწილი გულისხმობს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა …

ავარია ბათუმში – დაიღუპა 70 წლის კაცი

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული პირი დაახლოებით 70 წლის იყო. ის ქვეითად გადაადგილდებოდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი. საქართველოში …

რუსეთიდან საქართველოში 592 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა – სამი თვის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2026 წლის პირველ კვარტალში [იანვარ-მარტში] საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 5,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი – 4,1 მილიარდ აშშ დოლარს. 2026 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან გატანილია: ჩინეთში …

ბათუმში ორი პირი დააკავეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი. დაკავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი – უცხო ქვეყნის. „გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და დადეს ერთგულების ფიცი, ეგრეთ წოდებული „ბაიათი“, რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს. რითაც უპირობო მორჩილება …

„საწვავის ფასი გარბის და მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სამგზავრო ტარიფების გაზრდა და საკომისიოების შემცირება მოითხოვეს. აქციაში სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული ტაქსის მძღოლები მონაწილეობდნენ. „ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ტარიფების გადახედვა. საწვავი გაძვირდა, მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა. ერთი მგზავრობის საფასური ერთი ლიტრი საწვავის საფასურს მაინც უნდა გვიტოვებდეს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც „ბოლტზეც“ …

ბათუმში ახალდაგებული ასფალტი ჩავარდა – რას ამბობს მერია

ბათუმში, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში, სადაც ცოტა ხნის წინ ქვაფენილი აყარეს და ასფალტი დააგეს, გზა ჩავარდა და ავტომანქანა ჩაიყოლა. სამუშაოებს კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს. ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამაა. 26 მაისის ქუჩაზე ჩავარდნილი მანქანა ამწეს საშუალებით ამოიტანეს. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ჩავარდა ასფალტი, „ბათუმელებმა“ ეს კითხვა ბათუმის …

ჯგუფურად ცემა, დარბევა, წამება – საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 2024 წლის აქციების საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს. საია საჩივარში ამტკიცებს, რომ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა. ასევე, საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 319 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 884 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 422 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 40 396 …

„ურნები გვაქვს, მაგრამ ნაგვის გატანა არ ხდება“ – მოქალაქე ხელვაჩაურის სოფლიდან

„დიდი პრობლემაა ნაგვის მართვა – სოფელში ნაგვის ურნები განთავსებულია, თუმცა ნაგვის გატანა ფაქტობრივად არ ხდება, რის გამოც ტერიტორია  დაბინძურებულია და ეს საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობას,“ – მოგვწერეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ავგია ახალსოფლიდან. მოქალაქე, რომელმაც „ბათუმელებს“ ნაგვის ურნების მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნა, საუბრობს იმაზე, რომ „გზის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“. მისი თქმით, სოფლის …

Exit mobile version