„რუსეთის საგაზაფხულო კამპანია უკრაინაში ისე დასრულდა, არც კი დაწყებულა“ – ინტერვიუ გენერალთან

„უკრაინელების დარტყმების შედეგად ცენტრალურ რუსეთში განლაგებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და საწარმოების 80% გაჩერებულია,“ – ამბობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასძენს, მსგავსი საწარმოების დიდი ნაწილი ურალს აქეთაა 3 ათასი კილომეტრის ფარგლებში, უკრაინას კი უკვე შეუძლია 2 ათას კილომეტრამდე მანძილზე დაარტყას რუსეთში სამიზნეებსო. გენერლის დაკვირვებით, რუსებს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ, თუმცა ამ ტემპით რუსეთს შეუძლია კიდევ …

„ჩვენ ვრჩებით. ისევ თქვენი ხმა ვართ და თქვენ – ისევ ჩვენი ძალა“ – ეთერ თურაძე

ავტორი: ეთერ თურაძე, „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ______________________________________________________ დაუჭირეთ მხარი „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აქ.  ხულოში ახალგაზრდა ქალს ჩაგრავდა მთავრობა, რასაც ადგილობრივი საზოგადოება თვალს არიდებდა. ამ ქალის შესახებ ქვეყანას შევატყობინეთ. მისი ცხოვრება შეიცვალა. ბათუმში ობოლ ბავშვებს ვერ ხედავდა სახელმწიფო. ისინი ვაჩვენეთ საზოგადოებას. მათი ცხოვრებაც შეიცვალა. ზუგდიდში შშმ კაცს და დაუძლურებულ ქალს აბუჩად იგდებდა ის, ვისაც მათი დაცვა …

გადაარჩინე „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ თვეში 1 ლარიდან – მხარდაჭერის კამპანია

2026 წლის 26 მაისს, ჩვენი გამოცემა, „ბათუმელები“, რომელიც ორ ონლაინ მედიას, „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აერთიანებს, 25 წლის გახდა. გაზეთ „ბათუმელების“ პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოვიდა. დაარსებიდან 25 წლის შემდეგ ვიწყებთ კამპანიას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გადასარჩენად. დღეიდან ჩვენს ვებგვერდებზე ნახავთ მხარდაჭერის ღილაკს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მხარი დაგვიჭიროთ თვეში 1, 5 ან …

მარკო რუბიო დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ქართველ ხალხს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს ხალხს გილოცავთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის …

“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” – ევროკავშირი წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო …

„დინამო ბათუმის“ მატჩზე დიუშენის მქონე ბავშვების მხარდამჭერი ბანერის ჩამოხსნა სცადეს – ფანკლუბი

„დინამო ბათუმის“ ცნობილი ფანკლუბი, Black Sea Pirates-ს, აცხადებს, რომ 25 მაისს გამართულ საიუბილეო მატჩზე, რომელზეც „დინამო ბათუმი“ „რუსთავს“ ხვდებოდა, სცადეს სტადიონზე განთავსებული ბანერის ჩამოხსნა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი. საუბარია ბანერზე წარწერით – „ბავშვებს ვჭირდებით“. „სტადიონზე განთავსებული ბანერები ეძღვნებოდა როგორც საიუბილეო, მეასე მატჩს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ასევე დიუშენის სინდრომის მქონე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 357 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 954 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 615 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 42 751 …

ბათუმის მერია წელსაც ვერ იწყებს რაგბის სტადიონის ორი წლის წინ დაანონსებულ პროექტს

2 წლის წინ ბათუმის მერია სპორტსმენებს რაგბის რაგბის სტადიონის განახლებას, 2 ახალი სტადიონის მოწყობასა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობას დაჰპირდა, თუმცა დღემდე არ დაუწყია. ახლა კი მერია საკრებულოს სწერს, რომ პროექტი ბიუჯეტიდან უნდა ამოიღოს და მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცეს. წერს იმასაც, რომ პროექტი ხარვეზიანი და შესაცვლელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი განხორციელება დროში კიდევ გაიწელება. …

თურქეთში ჩაის სეზონი დაიწყო – რა ღირს წელს ჩაის კრეფაზე მუშაობა?

„ჩაის კრეფის სეზონი წელს ამინდის გამო დაგვიანდა, ახლა ძლივს დაიწყო, მაისის ბოლოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თურქეთში, დემირისარში მცხოვრები ერჰან ქოსიოღლუ. მას ჩაის პლანტაცია აქვს და მკრეფავებს წელსაც საქართველოდან ელოდება. ჩაის და თხილის საკრეფად სეზონურად ასობით მოქალაქე გადადის საქართველოდან თურქეთში. სეზონური დასაქმება ბევრისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა. როგორც ერჰან ქოსიოღლუ ამბობს, წელს ტონა ჩაის დაკრეფის საფასური 11-15 …

მასწავლებლებმა 5 416 ლარი ჩაურიცხეს დიუშენით დაავადებულ ბავშვებს ორ დღეში

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერ მარათონს მასწავლებლების ნაწილიც შეუერთდა. როგორც მარათონის მხარდამჭერი ერთ-ერთი მასწავლებელი გურიიდან, ირმა გორდელაძე ამბობს, ბავშვების დასახმარებლად პედაგოგებმა 25 მაისისთვის 5 461 ლარის გადარიცხვა მოახერხეს. დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერი მარათონი ილიაუნის სტუდენტებმა ორი დღის წინ წამოიწყეს და ორ დღეში, ორ მილიონამდე ლარის შეგროვება შეძლეს. თანხის ჩარიცხვები ბავშვების დასახმარებლად ისევ გრძელდება. …

თიბისი – 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თიბისი ტრადიციულად გამორჩეული კამპანიით აღნიშნავს და საზოგადოებას მთავარ გზავნილს უზიარებს – დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი გავიდა. თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა 1992 წელს – ბრენდი, რომლის ისტორია ქვეყნის თანამედროვე განვითარების გზას მიჰყვება და დამოუკიდებლობის იდეას საკუთარ საქმიანობაში, ინიციატივებში და …

ქობულეთის შემოვლითი გზა მსუბუქი მანქანებისთვის 26 მაისს გაიხსნება

ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისის დღის 14:00 სთ-დან აღდგება, ხოლო სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა – 28 მაისიდან. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოების გამო ქობულეთის შემოვლითი გზა 14 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ჩაიკეტა. 22 მაისს სახიდე გადასასვლელზე, სადაც სადეფორმაციო ნაკერები შეცვალეს, სამონტაჟო სამუშაოები …

რეპრესიული კანონების გამო, „სინერგია“ მოქალაქეებს უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას ვეღარ გაუწევს

„კლუბი სინერგია“, რომელიც 14-25 წლის ახალგაზრდებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა, მიმდინარე წლის ივნისიდან უფასო მომსახურებას წყვეტს. „სინერგია“ უფასო მომსახურების შეწყვეტას, იმ რეპრესიულ კანონმდებლობას უკავშირებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიიღო. „სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 2026 წლის ივნისიდან „კლუბი სინერგია“ ვეღარ შეძლებს  უფასო მომსახურების გაგრძელებას. ეს ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი რეალობაა მთელი …

TI: ბესიკ ბიწაძემ, თემურ ჟღენტმა და ნიკოლოზ თევზაძემ „ოცნებას“ მარტში 150 000 ლარი შესწირეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში „ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა. შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 521 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს, აგრეთვე 49.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები, 4 მილიონი ლარის აგროსუბსიდია, 169 ათასი კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა და წიაღისეულის მოპოვების 12 ლიცენზია მიიღეს. მაგალითად, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა …

„სოციალური დასაქმება იყო ფიქტიური, გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 300-ლარიანი სოციალური დასაქმების პროგრამა, რეალურად ფიქტიური დასაქმება იყო და არ ემსახურებოდა უმუშევრობის პრობლემების აღმოფხვრას. „დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი, ეს არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 000 ადამიანი, შეიძლება ითქვას, იყო ფიქტიურად დასაქმებული. ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, თუმცა სინამდვილეში, …

რას ითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნები – პროტესტი ბათუმში

დღეს, 25 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნებმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან აქცია გამართეს. თარჯიმნები თავიანთი ნაშრომის ანაზღაურებას მოითხოვენ. ისინი საუბრობენ შრომითი უფლებების დარღვევაზე და დამსაქმებლის მხრიდან მუქარაზე. თარჯიმნები ამბობენ, რომ კომპანია „ინტელექტ-მარკეტი“, რომელიც შსს-ს სათარჯიმნო მომსახურებას აწვდის, მათ რამდენიმე თვეა ხელფასებს არ უხდის. „მარტოხელა დედა ვარ, 7 წლის შვილი შვილი მყავს და ხშირად მიწევდა ბავშვის …

სარფში საზღვრის უკანონო კვეთისთვის ირანის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ირანის ორი მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული  თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ბრალდებულის სახით მასთან ერთად  დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე  გადაყვანას, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის „სარფის” გვერდის ავლით, უკანონოდ და მალულად ცდილობდა. პოლიციამ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 356 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 953 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 608 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 42 687 …

რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ

„ბინადრობაზე სრულიად დაუსაბუთებლად უარს გვეუბნებიან“, – ამბობენ უცხოელები, რომელსაც საქართველოში ბინადრობაზე უარს ეუბნებიან. იმიგრანტების თქმით, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობენ, სწავლობენ, ან მუშაობენ, ბინადრობის მიღება გართულდა. „ოცნების“ მთავრობა ბინადრობაზე უარს ეუბნება, მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, შვილიც საქართველოში შეეძინათ და უკვე რამდენიმე წელია ოჯახი ბათუმში ბიზნესითაა დაკავებული. ბინადრობაზე უარი უთხრეს სუდანელ …

„პუტინი ბუტბუტებს, ურას წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია, მაგრამ რაკეტებით ისევ ანადგურებს სახლებს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ უკრაინაში 24 მაისის ღამით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის დროს 90 რაკეტა, მათ შორის „ორეშნიკი“ და სხვადასხვა ტიპის 600 დრონი გამოიყენეს. „პუტინს სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია – ის ბუტბუტებს, მაგრამ მაინც ანადგურებს საცხოვრებელ …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა, შესაძლებელია ელ-ჭექიც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …

რამდენი ბინა გაიყიდა ბათუმში – 2026 წლის აპრილის მონაცემემები

2026 წლის აპრილში ბათუმში 1 292 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. მონაცემებს საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანია „კოლიერსი“ აქვეყნებს. კოლიერსის მონაცემების მიხედვით გაყიდული ბინების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა, ხოლო უძრავი ქონების ბაზრის ზომა  27.4%-ით და 85 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ფასებს:  2026 წლის აპრილში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის აპრილთან შედარებით …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 355 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 950 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 603 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 42 640 …

ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. დაშავებული 40 წლამდე კაცია. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმებიდან დაგეგმილზე ორჯერ მეტი თანხა შევიდა

სამ თვეში ჯარიმებისა და საურავების სახით ბათუმის ბიუჯეტში პროგნოზით გათვალისწინებულზე ორჯერ მეტი, 6 მილიონ 480 500 ლარი შევიდა, მერია 3 მილიონ 500 000 ლარის ამოღებას ვარაუდობდა. გეგმა 185. 2 პროცენტით შესრულდა. პირველი კვარტლის ანგარიშში არ იძებნება დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად რა ჯარიმებმა გააორმაგა თანხა, თუმცა რთული გამოსაცნობი არ არის, რომ დიდი წილი საგზაო წესის დარღვევით გამოწვეულ …

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ ასაშენებლად ადგილი ჯერ ვერ იპოვა

ბათუმის მერიაში ჯერ ისევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე დაიწყება თუ არა 2026 წელს ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობა. „2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 100 ათასი ლარი გათვალისწინებულია ე.წ. იაფი სახლის პროგრამისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისამართების შერჩევა, რის შემდეგაც განხორციელდება პროექტის შესყიდვა“ – ეს პასუხი 2026 წლის აპრილში მივიღეთ. ერთი თვის შემდეგ მერიაში ისევ არ იციან სად და …

ვლადიმერ ხუჭუა ევროპის ადმინისტრაციული მოსამართლეების ასოციაციის წევრად აირჩიეს

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ  ევროპის ადმინისტრაციული მოსამართლეების ასოციაციის [AEAJ] გენერალურმა ასამბლეამ ასოციაციის წევრად აირჩია,  ის  დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლოების საკითხებზე არსებულ სამუშაო ჯგუფს შეუერთდება. ღონისძიება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის [OSCE-ODIHR] და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით გაიმართა. ასამბლეის ფარგლებში შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამართლის ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნების მოქმედი მოსამართლეები. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 354 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 949 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 599 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 42 579 ერთეული …

როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა

ქობულეთის შემოვლითი გზა, ქობულეთისა და ჩაქვის სატრანსპორტო კვანძებს შორის 14 მაისიდან ჩაკეტილია. გზაზე სახიდე გადასასვლელის დაზიანებულ სადეფორმაციო ნაკერებს ცვლიან. გზის ჩაკეტვის გამო საცობებია ციხისძირსა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებს შორის მონაკვეთში. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა 28 მაისს უნდა გაიხსნას. სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გზის გახსნა მოესწრება, თუმცა, ყველაფერი მაინც ამინდზეა დამოკიდებული. „სპეციალური …

„წამალი ბავშვებს!“ – კამპანიაში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბიც ჩაერთო

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ კამპანიაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულთა კლუბიც ერთვება. ამის შესახებ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, ლადო აფხაზავა წერს ფეისბუქზე. „ჩვენ, მასწავლებლები ვზრდით მომავალ თაობებს – სიტყვით, ცოდნით, სიყვარულით, ოღონდ უფრო მეტად, მაგალითებით. დღეს დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა სჭირდება. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია თუნდაც მცირედ ხელის გაწვდენით, წვეთ-წვეთობით ავავსოთ სიკეთის …

მოქალაქეები მინისტრის მოადგილის ოჯახის ბიზნეს პარტნიორზე – „გვემუქრება, რომ გადაგვწვავს და აქ კორპუსს ააშენებს“

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს #63-ში, ორი ოჯახის კომერციული ფართობების შესასვლელები მერიამ ისე გაყიდა, რომ ამ შენობების მესაკუთრეებს არაფერი გაუგიათ. ამ კომერციული ფართობების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მერიამ ისინი „ოცნების“ მთავრობის მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ დაჩაგრა. კომერციული ფართობების მესაკუთრეების თქმით, ამ მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას თავადაც ცდილობდნენ, როცა პარლამენტმა დაამტკიცა კანონი თვითნებურად დაკავებული მიწის დაკანონების შესახებ, …

ხელვაჩაურის ინციდენტზე ჟურნალისტი პროკურატურაში გამოკითხეს – გამოძიება არ დაიწყო

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი სულხან მესხიძე ამბობს, რომ დღეს, 22 მაისს, აჭარის პროკურატურაში გამოკითხეს. პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება პროკურატურას არ დაუწყია ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით. რაც შეეხება სავარაუდო მუქარის და ძალადობის შემთხვევებს – ამ ნაწილში გამოძიება შსს-ს უნდა დაეწყო. ამ უწყებაში ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება რომელიმე მუხლით. საუბარია 2026 წლის 7 მაისს …

კობახიძემ საპატრიარქოს 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან

„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან. მთავრობის განკარგულების მიხედვით, ამ თანხით დაფინანსდება ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება „საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს“. სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონის გამოყოფის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 21 მაისს მოაწერა. მთავრობის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ღონისძიებები 2026 წლის პირველი ივნისიდან მიიღებს „მასშტაბურ …

„ორშაბათს, 25 მაისს ველოდებით განაჩენს“ – ბათუმელი მედროშის საქმე

„ორშაბათს, დილის 11 საათზე ველოდებით განაჩენს… წუხელ დამირეკა, ვნერვიულობ, არ ვიცი, თუ დამასწრებენ განაჩენის გამოცხადებასო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭავჭანიძის ცოლი, მარინა გორჯელაძე. ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ განაჩენი ამ საქმეზე არ მიუღია. „თავს კარგად ვგრძნობ, მხნედ ვარო, ჯანმრთელობაზე არა მიშავსო, კარგი თანამესაკნე მყავს და ვესაუბრებიო… …

გზების დეპარტამენტი ბათუმის „ჰილტონში“ თანამშრომლების კვებაზე 17 700 ლარს დახარჯავს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 29-30 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ თანამშრომლების შეკრებას გეგმავს „გამოწვევების განსაზღვრისა და სამომავლო გეგმების“ მიზნით. დაგეგმილია 100 თანამშრომლის ჩამოყვანა და განთავსება „ჰილტონში“, რისთვისაც დეპარტამენტი 17 000 ლარს ითხოვს ბიუჯეტიდან, მხოლოდ კვებისთვის. მოხსენებით ბარათში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსს მისწერა ამავე დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ხარჯების გამოყოფის თაობაზე, წერია, რომ „ჰილტონში“ 100 თანამშრომლის …

რას ამბობს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის სამშობიაროს გასხვისებაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრმა დღეს, 22 მაისს „ბათუმელებს“ წერილობით უპასუხა ბათუმის სამშობიარო სახლის აუქციონზე შესაძლოა გატანასთან დაკავშირებით. „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს „ბათუმის სამშობიარო სახლს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოიწურა. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება,“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან. ამ უწყებაში დამატებით …

Exit mobile version