შუახეველი პოლიტპატიმარი ციხიდან – „ჩემი აქ ყოფნა კი არა, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია“

მანუჩარ მიქელაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის „4 ოქტომბრის საქმეზე“ ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომელმაც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა. მას 2026 წლის 24 ივნისს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „მოგესალმები ჩემო უცნობო მეგობარო. მე კარგად ვარ, იმედი მაქვს თქვენც კარგად ხართ. მხნედ ვარ, ძლიერად ვარ, მჯერა გამარჯვების, მჯერა სიმართლის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილების მომავლისთვის მზად ვარ ყველაფრისთვის. ჩემი …

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 30 მოქალაქე ცხოვრობს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის 30 მოქალაქე ცხოვრობს. ხანდაზმულებს შორის ყველაზე უხუცესი შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 112 წლის ნაქიფე დავითაძეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 ივლისს აჭარაში სამ მოქალაქეს შეუსრულდა 100 წელი. ხანდაზმულებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5 000 ლარის ოდენობით გადაეცათ. 100 …

პროკურატურა ცდილობს „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ პირებს საპროცესო გაუფორმოს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ გურამიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე რამდენიმე ბრალდებულისგან თავდაპირველად იყო თანხმობა, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ესაუბრნენ, შემდეგ კი, პროკურატურასთან შეთანხმების ოქმს მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა მოაწერა ხელი. პროკურორი არ აკონკრეტებს, ბრალდებულებიდან რამდენმა განუცხადა პროკურატურას თანხმობა საპროცესო შეთანხმებაზე. დღევანდელ პროცესზე 15 ბრალდებულის საქმე განიხილებოდა ერთად. „ასე არ გამოვა, პროკურორს მარტივად უნდა საქმის მოგვარება. …

რუსეთიდან აიათოლა ალი ხამეინის დაკრძალვას მედვედევი დაესწრება

ირანის მოკლული ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთიდან ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაესწრება. ამის შესახებ დღეს, 2 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,  დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. რამდენიმე დღის წინ რუსულმა გამოცემა „მედუზამ“ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ მედვედევი ისევ ვერ მოხვდა პუტინის პარტიის, „ედინაია რასიას“ საარჩევნო სიაში, იმის მიუხედავად, რომ მედვედევი …

რესტორნებში პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდების აკრძალვა გადაიდო

2026 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება უნდა აკრძალულიყო, თუმცა, „ოცნების“ მთავრობამ თარიღი გადაავადა. „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ 2026 წლის 12 მარტის დადგენილებაში 2026 წლის პირველ ივლისს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „2031 წლის 1 თებერვლიდან …

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – რეგისტრირებულია 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი

დღეს 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები ორ სესიად ჩატარდება. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი და ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. „დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროდან საგამოცდო ცენტრებამდე, რომელთა გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე“- წერს სამინისტრო. 5 ივლისიდან …

ავგია – დასახლება ბათუმში, სადაც გზის მოწყობა 2023 წელს დაიწყო და ჯერაც ვერ დასრულდა

მოსახლეობა წუხს, რომ ბათუმთან ახლოს, ავგიას დასახლების გზას არაფერი ეშველა – დაიწყეს და ვერ დაასრულეს. ამ უბნიდან ქალი ტელეფონით დაგვიკავშირდა და გვისაყვედურა: „როდის გაგრძელდება ჩვენი გზის მოწესრიგება, ეს მაინც მოგვიკითხეთ, ჟურნალისტები ხომ ხართო“. მოვიკითხეთ, შევისწავლეთ დოკუმენტები და გავარკვიეთ, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავგიას გზის რეაბილიტაცია და ასფალტ- ბეტონით მოპირკეთება 2021 წელს დაგეგმა, 2023 წელს …

ბრალდებულები აჭარაში მოქალაქეებს მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ – თაღლითობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. უცხო ქვეყნის კიდევ ორ მოქალაქეს ბრალი წარედგინა – ერთ-ერთს დაუსწრებლად, ერთს კი პენიტენციურ დაწესებულებაში. „გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და კონკრეტული როლები გადაინაწილეს. ბრალდებულები აჭარის …

რუსეთის შეტევა კიევზე – მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა, ნგრევა 30 ადგილას დაფიქსირდა

2 ივლისის ღამეს კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ასამდე პირი. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე შეტევა პირველ ივლისს, ღამით დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იყო კომბინირებული შეტევა დრონებითა და რაკეტებით. 2 ივლისის დილის 7:00 საათის მონაცემებით, რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევის ყველა რაიონში, 30-ზე მეტ ადგილას დაზიანება და ნგრევა დაფიქსირდა. მაშველებს ნანგრევებიდან ადამიანები …

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

დღეიდან, თიბისის მობაილბანკში „საგანძურის მარათონი“ დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ყოველდღიურობა თამაშად აქციონ, მონეტები დააგროვონ, საკუთარ გუნდს დაეხმარონ და სოლიდური საპრიზო ფონდისთვის იბრძოლონ. „საგანძურის მარათონის“ დასაწყისში, მომხმარებელი გაივლის გამანაწილებელ ქვიზს, რომლის მიხედვითაც სპეციალური ჯადოსნური ბუ მის ფინანსურ ჩვევებს გამოავლენს და ოთხი საგვარეულოდან ერთ–ერთში გაანაწილებს: ბარათიშვილი, ანაბარიძე, ხარჯიანი და დოვლათია. მარათონის მთავარი ძალა გუნდურობაა – …

3 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბათუმში ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა არასრულწლოვანი შვილები სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირეს და 2025 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები ბათუმში არასრულწლოვან შვილებს, ქუჩაში და კაფე-რესტორნებში მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას ავალებდნენ, ბავშვების მიერ შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 405 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 069 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 861 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 45 168 …

„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა უფრო დამღუპველია მისთვის“ – ინტერვიუ რუსეთში კრიზისზე

„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა არის უფრო დამღუპველი: სოციალური პროტესტის ზრდა ნეგატიური შედეგებით, თუ ის, რაც შეიძლება მოიტანოს ცეცხლის შეწყვეტამ. ეს უკვე ცუგცვანგის მდგომარეობაა, როდესაც ყოველი შემდეგი სვლა ჭადრაკში აუარესებს მდგომარეობას,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი. მას რუსეთში ბენზინის დეფიციტზე ვესაუბრეთ. საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს კრიზისი მზარდია, რუსეთის რესურსები კი, კიდევ …

რატომ ანდობს ვივამედს „ოცნება“ პატიმრებს – სახიფათოა ელენე ხოშტარიასთვის ეს კლინიკა და მისი დირექტორი?

„სად არის სინდისი, რომ იმის პატიმრები იყვნენ. მებრძოლი ადამიანები მიყვარს, მაგრამ, რომ ვხედავ ეს მებრძოლი ადამიანი ტირის, მოთქვამს, ზმუის, სახსარი მტკივა, თირკმელში კენჭი მაქვს… თან „რევოლუციონერობა“ უნდათ, თან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უნდათ. რევოლუცია თუ გინდა, ამდენი მოთქმა-ტირილი, ზმუილი, ვაება… კაცო, რევოლუცია ნიშნავს ციხეზეც უნდა წახვიდე, ნარებზეც უნდა დაწვე, იქიდანაც უნდა იბრძოლო,“ – ეს განცხადება კლინიკა „ვივამედის“ …

გარდატეხა უკრაინაში: რატომ აგებს რუსეთი

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი „ატლანტიკური საბჭოს“ ექსპერტები უკრაინის დრონების წარმატებასა და რუსეთის სუსტ წერტილებზე ვაშინგტონში, „ატლანტიკურმა საბჭომ“ (Atlantic Council) 18 ივნისს უმასპინძლა პანელურ დისკუსიას, რომელზეც განიხილეს ომის დინამიკის უკრაინის სასარგებლოდ ცვლილება, რაც დრონების ტექნოლოგიამ და რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა ღრმა დარტყმებმა გამოიწვია. მომხსენებლებმა დასავლეთი თვითკმაყოფილების წინააღმდეგ გააფრთხილეს და ხაზი გაუსვეს ხანგრძლივ გეოპოლიტიკურ ბრძოლასა და აშშ-ისა …

ბათუმში 130 ტონა სახიფათო ნარჩენებს უკანონოდ ანადგურებენ – რას ამბობენ დეპარტამენტში

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურ ობიექტში, წელიწადში 130 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს ანადგურებენ, რისთვისაც 23 ტონა დიზელის საწვავი იხარჯება. სახიფათო ნარჩენების განადგურება, გარემოს ზედამხედველობის დასკვნით, კანონშეუსაბამოდ მიმდინარეობს, რის გამოც ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მიმართ სამართალდარღვევის ოქმიც შეადგინეს.  თუმცა, ამ დრომდე დაუდგენელია, რა ზიანი ადგება გარემოს სახიფათო ნარჩენების განადგურებით.  ობიექტს [სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებლების საწარმოს], …

რუსეთის მოქალაქეების კომპანია გონიოში 4000 კვ.მეტრზე ვილებს აშენებს

სარფი-გონიოს მთაზე, ისევე როგორც სანაპიროზე, ჰექტრობით მიწის ნაკვეთებს ირეგისტრირებენ „ოცნების“ მხარდამჭერები [შემწირველები] ან დეპუტატები, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები. გონიოში არაერთი მშენებელი უცხოეთის მოქალაქეა, მაგალითად ოკუპანტი რუსეთის, ან უკრაინის თუ ისრაელის. მაგალითად, გონიოში, მომაღლო ადგილზე, აფსაროსის პირველ შესახვევში, საიდანაც ზღვისა და ჭოროხის შესართავის, ასევე ქალაქის ხედები იშლება, 4000 კვ.მეტრზე შპს „ბათუმი ინვესტმენტი“ ვილებს აშენებს. კომპანია 2023 …

ხამენეის დაკრძალვაზე ყაველაშვილის დასწრებას ირანში დახოცილი ხალხის სახელების წაკითხვით აპროტესტებენ

ქუთაისის მერიის წინ, ამ წუთებში [1-ელი ივლისი, 15:00 საათი] სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ მოკლული ირანელების სახელებს კითხულობს. სამოქალაქო აქტივისტს ფეისბუქ ლაივი აქვს ჩართული და ამ ფორმით აპროტესტებს მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას, წავიდეს ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე. „მე მწამს, რომ მტერიც უნდა გვიყვარდეს, ეს არ ნიშნავს მტერს მეგობარი დავარქვათ. საქართველოს პრეზიდენტი …

უკრაინამ პენზაში „როსკოსმოსის“ საწარმოზე მიიტანა იერიში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ იერიში მიიტანეს რუსეთში, პენზის რეგიონში მდებარე „ფიზიკური გაზომვების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტზე“, საწარმოზე, რომელიც რუსეთის კოსმოსური საქმიანობის სახელმწიფო კორპორაციაში [„როსკოსმოსი“] შედის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს სტრატეგიული, რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტია, რომელიც დაკავებულია უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებული რაკეტების კომპონენტების შემუშავებითა და წარმოებით. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სამიზნე ფრონტის ხაზიდან …

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავს Tbilisi Open Air 2026–ზე წასვლა, ახლა საუკეთესო დროა გადაწყვეტილების მისაღებად. 4 და 5 ივლისს რეგიონში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე თიბისი სტუმრებს, ტრადიციულად, ინტერაქციულ სივრცეში განსაკუთრებული აქტივობებით უმასპინძლებს. ფესტივალის ორივე დღეს 16:00-დან 19:00 საათამდე, თიბისის სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მობაილბანკის საგანძურის მარათონის ბრენდირებული საჩუქრები მოიგონ, ათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვინც ჯერ …

„ქიმიის წიგნს ყდაზე დავახატავთ ღვინის დაწურვის პროცესს“ – მიქანაძე სკოლის სახელმძღვანელოებზე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, ახალ სასკოლო სახელმძღვანელოების ყდებზე „ეროვნული სიმბოლოები“ იქნება გამოსახული. „მარტივ მაგალითს მოგიყვანთ – ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. უკანა ყდაზე კი ამ პროცესის აღწერა იქნება განთავსებული. ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება – კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. …

ტურისტული კომპანიის დირექტორს 8 წელი მიუსაჯეს 1 მლნ ლარის თაღლითურად მითვისებისთვის

ტურისტული კომპანიის დირექტორი და კომპანიის თანამშრომელი თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ტურისტული კომპანია „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ამავე კომპანიის თანამშრომელთან ერთად განიზრახა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება. კომპანიამ სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნებში სამოგზაურო ტურების რეკლამები განათავსა. შესაბამისად, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, …

ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და Wimbledon-ის ძირითადი ბადის პირველი წრე წარმატებით გაიარა. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ცნობით, 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 94-ე ნომერი, ავსტრალიელი ჩოგბურთელი ანგარიშით – 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა. მარიამ ბოლქვაძე ბათუმელია. ჩოგბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 404 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 069 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 856 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 45 111 …

„ქოცები ვნახე გადაშენებული ყველა ერთად“ – გამოკითხვა ბათუმში წყევლის გამო დაჯარიმებაზე

„ჩვენს დაშინებას ცდილობენ… მაგრამ ამან არ უნდა გამოიღოს შედეგი“ – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში, სადაც მოქალაქეებს ვკითხეთ მოსაზრება წყევლის გამო 3 ათასი ლარით დაჯარიმებაზე.  

ვინ ამღერებს რუსებს ბათუმში – „სპორტიც და ხელოვნებაც პოლიტიკაა“

ბათუმის ღამის კლუბებიდან ხშირად ისმის რუსული ხმები. tkt.ge-სა და biletebi.ge-ს თუ გადახედავთ, ნათლად დაინახავთ, რომ მთელი ტურისტული სეზონი გასართობ ცენტრებს, ფაქტობრივად, რუს მომღერლებზე აქვთ აგებული. მათ შორის არიან პუტინის მხარდამჭერი მუსიკოსებიც. მაგალითად, ანი ლორაკი, რომლის კონცერტიც ბათუმის კორტებზე 14 აგვისტოს არის დაგეგმილი. რუსი მომღერლების კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 80-დან 200 ლარამდე მერყეობს. კონცერტების დიდი ნაწილი …

„4 წლის სანდრო ექიმთან ისევ მისაყვანია“ – მარტოხელა დედას ამისთვის 5000 ლარი სჭირდება

„მათ გადამირჩინეს შვილი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ კიდევ სჭირდება სანდროს მკურნალობა. რამდენიმე თვის წინ ვიყავით ექიმთან კონსულტაციაზე. საჭიროა ანალიზები, გადაღება და კვლევები, რაც არ გვიფინანსდება“, –  გვიყვება 4 წლის სანდროს დედა, მაკა ზარანდია. როცა ამბობს „სანდრო მათ გადამირჩინესო“ – გულისხმობს მოქალაქეების დახმარებას, მაკა ორ შვილს მარტო ზრდის, რადგან ბავშვების მამა პატიმარია. სანდროს შეიძლება „ბათუმელების“ მკითხველის …

როგორ აფინანსებს ხალხი ოპოზიციონერს – პოლიტიკოსი ქალი ოფისისა და პარტიის გარეშე

„ყველა ხელფასზე დაგერიცხება. მცირედია, მაგრამ გულით მოძღვნილი შეიწირების“, –  ეს მესიჯი დამოუკიდებელ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქალს, თეონა ჭალიძეს მოქალაქემ მისწერა. „მცირედი“, რომელიც მოქალაქემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის გაიღო, 5 ლარია. პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე 6 თვეა, რაც საკუთარი საქმიანობის დაფინანსებას ხალხს სთხოვს. ამ დროის განმავლობაში მან 50-55 სტაბილური მხარდამჭერის გაჩენა შეძლო. ყველაზე მცირე შენატანი, რაც მოქალაქეებმა მისი საქმიანობის დასაფინანსებლად …

საწვავის დეფიციტი რუსეთში – მესამე რეგიონში გამოაცხადეს საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი

პენზის ოლქი რუსეთის მესამე რეგიონია, სადაც საწვავის დეფიციტის გამო საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადეს. პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ სამშაბათს, 30 ივნისს, გადაწყვეტილება აუცილებლობად ახსნა „საწვავისა და ენერგეტიკის შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის“. 23 ივნისიდან პენზაში უკვე მოქმედებს საწვავის გაყიდვის შეზღუდვები – ერთ ავტომობილზე 30 ლიტრამდე ბენზინი, ფიზიკურ პირებზე. რუსული გამოცემა „მედუზას“ ცნობით, ყველაზე მკაცრი შეზღუდვა მოქმედებს ზაბაიკალკის …

“ბათუმში 38-დან 12 საბავშვო ბაღი არ მუშაობს” – რას პასუხობს “ოცნება” კითხვებს

„ბათუმის ბაღების გაერთიანებაში არის ოცდათვრამეტი ბაღი. 2025 წელს სწავლა არ მიმდინარეობდა და დღემდე არ ფუნქციონირებს ოცდათვრამეტიდან თორმეტი ბაღი. ფაქტობრივად, ბაღების მესამედი ბათუმელებისთვის და მათი შვილებისთვის არის ხელმიუწვდომელი. როცა ბავშვების კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, მე მგონი ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ, ბათუმის საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე. დღეს, 30 ივნისს გამართული ბათუმის …

კორუფციულ ფაქტებზე 2 საჯარო მოხელე დააკავეს – საგამოძიებო

კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დღეს, 30 ივნისს ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ფოთის მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი. „ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 403 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 067 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 851 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 45 040 …

ვანო ჩხარტიშვილის შვილები გონიოს მთაზე 24 ჰექტარს ფლობენ – კიდევ ვინ ინაწილებს მაღლობს ზღვის ხედით

გონიო-კვარიათისა და სარფის სანაპიროდან მალე მწვანე მთა კი არა ინტენსიურად განაშენიანებული „ბეტონის მთა“ გამოჩნდება. გამწვანებული ადგილების სამშენებლოდ ათვისება აქ ჯერ ორსართულიანი ვილების პროექტებით დაიწყეს და თანდათან მასშტაბი გაზარდეს. მილიონერი ბიზნესმენების კომპანიებმა გონიო-სარფის მთაზე სამშენებლო ტერიტორია მეტწილად კერძო სექტორში იყიდეს, თუმცა „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ რამდენიმე მათგანს სახელმწიფო ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და შესაბამისი მოლაპარაკებებიც დაუწყიათ. სარფი-გონიოს მთაზე, …

3 დღე პარლამენტში ცემა-ტყეპიდან – დაკავებული არავინაა. მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს სილის გაწვნისთვის

3 დღე გავიდა, რაც „ოცნების“ დეპუტატები – ლაშა ტალახაძე [ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი], არჩილ გორდულაძე, გენო პეტრიაშვილი [მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი], ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე ჯგუფურად თავს დაესხნენ მათსავე კოლეგას და სცემეს, მათ შორის მუშტები ურტყეს თავში. ამ დრომდე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. არც ისაა ცნობილი, საერთოდ თუ აპირებს გამოძიებას. მაშინ, როცა …

რას უპირებენ მწვანე კონცხზე პირსს, სადაც შესვლაც აკრძალულია

ბათუმში, მწვანე კონცხის პლაჟთან არსებული პირსი, რომელიც ვიზიტორთათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია და რომლის რეაბილიტაციაში რამდენიმე წლის წინ 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დღეს ჩაკეტილია. ხიდზე შესასვლელი სპეციალური ბარიერითაა გადაკეტილი და განთავსებულია წარწერები – STOP, „შესვლა აკრძალულია!“. ხიდის შუა ნაწილში კიდევ ერთი ბარიერი და წარწერაა – „ვიზიტორთა შესვლა დროებით შეზღუდულია!“. „ხიდი რამდენიმე თვეა რაც გადაკეტილია და ეს …

რუსეთში ბენზინის შავ ბაზარზე გაყიდვისთვის მინიმუმ 4 პირი დააკავეს

რუსეთში ბენზინის შავ ბაზარზე გაყიდვისთვის მინიმუმ 4 ადამიანია დაკავებული. რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების გამო, საწვავის კრიზისია, სწორედ ამან გამოიწვია შავი ბაზრის გაჩენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ირკუტსკის რეგიონის დეპარტამენტი დღეს, 29 ივნისს, ტელეგრამზე წერს, რომ  4 პირი დააკავეს ბენზინის გაყიდვისთვის შავ ბაზარზე. დაკავებულებს ბრალი წაუყენეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები უკანონო ბიზნეს …

Exit mobile version