როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 930 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210] ტანკი – 10 580 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 048 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 26 043 ერთეული [+61] MLRS – 1 360 ერთეული [+1] …

ერთი კაცის აქცია გურჯაანში – თორნიკეს პროტესტი სიღარიბის და უსამართლობის წინააღმდეგ

„პირველ რიგში სოლიდარობა მზიას, რომელიც ყოველთვის იბრძოდა ამ ქვეყანაში მოქალაქეების და მედიის თავისუფლებისთვის. ჩემი აზრით, ეთიკური, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია მოქალაქეების ხმაა და „ბათუმელები“, რომელიც არის მზიას დაფუძნებული, ყოველთვის იყო არა მარტო ბათუმელების, არამედ საქართველოს ხმა. ჩემი, ერთი რიგითი მოქალაქის ხმაც იყო ტერორის წინააღმდეგ ყველა ხელისუფლების დროს. დიდი მადლობა მზიას და დიდი მადლობა „ბათუმელებს“ – …

სახიფათო ლიანდაგი ბათუმში, სადაც 13 წლის მოზარდი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა

„სანამდე უნდა შევწიროთ შვილები მსხვერპლად? ულამაზესი, უკარგესი ბავშვი გამოასალმეს სიცოცხლეს. დღეს სხვისი იყო, ხვალ შეიძლება ჩვენი იყოს, არაფრისგან ვართ დაზღვეული და დაცულები“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები ნონა ფარტენაძე. ბარცხანაში, 8 აპრილს, მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ლიანდაგი, სადაც დათუნა დაიღუპა, შემოსაზღვრული არ არის, აქ …

„დედა დაბრუნდა იტალიიდან და მე წავედი ამერიკაში“ – ემიგრანტი

„გთხოვთ, თუ არის შესაძლებელი ჩემი ინტერვიუ ამით დაიწყოს – თავისუფლება ქალბატონ მზიას და რეჟიმის პატიმრებს, ცეცხლი ოლიგარქიას, რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია.  ერთობით თუ შევცვლით. ცალ-ცალკე ვერაფერს შევძლებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიბრძვით. ყველა სადღაც წევს უღელს, ერთი მიმართულებით თუ არ გავწიეთ, ეს სხვა საკითხია. ეს მინდა იყოს ჩემი მთავარი გზავნილი“ – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი …

ბრიტანეთის საელჩოს განცხადება „ოცნების“ 4 მაღალჩინოსნის მიმართ დაწესებული საქნციებზე

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების 4 მაღალჩინოსნის დაასანქცირებაზე ინფორმაცია დღეს გაავრცელა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კვალდაკვალ განცხადება გაავრცელა ბრტანეთის საელჩომ საქართველოში: „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამამისად, დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი თანამდებობის პირის წინააღმეგ სანქციების პაკეტი გამოაცხადა, აღნიშნული პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 …

თურქეთში აქციებზე დაკავებულ 139 ადამიანს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ 23 მარტს სტამბოლის მერიასთან საპროტესტო აქციის შედეგად დაკავებული 139 პირის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა წარადგინა. აქციაზე დაკავებულებს, რომელთა უმრავლესობაც სტუდენტია, ბრალად ედებათ კანონის დარღვევა შეხვედრებისა და დემონსტრაციების შესახებ, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თურქული გამოცემა „ბიანეტის“ ცნობით, ბრალდებაში ნახსენებია დემონსტრაციის აკრძალვა, რომელიც მოქმედებდა სტამბოლში მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია ტარდებოდა და პოლიცია დემონსტრანტებს …

დიდმა ბრიტანეთმა „ოცნების“ მთავარი პროკურორი და კიდევ 3 მაღალჩინოსანი დაასანქცირა

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა. ესენი არიან: შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე) მირზა კეზევაძე (გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის “ხარებას” მოადგილე) კოკა კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი) გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი) საუბარია ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებზე. დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ზემოხსენებულმა პირებმა დაუშვეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები.

კომპენსაცია თვითნებურად დაკავებულ მიწებზეც გაიცემა – სარფისა და ქობულეთის ავტობანის პროექტები

საავტომობილო გზების დეპარტამენტს უფლება აქვს ბათუმი-სარფის და ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობის პროექტების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების კომპენსაცია გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად გადაიხადოს. „ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 7 აპრილის განკარგულებით კომპენსაცია გაიცემა თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზეც, რომლებსაც ეს ორი პროექტი შეეხება. „ნება დაერთოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მოახდინოს ბათუმის შემოვლითი …

რუსეთმა უკრაინას 145 დრონით შეუტია, დაზარალდა 6 ოლქი

10 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას 145 „შაჰედის“ და სხვადასხვა ტიპის დრონით შეუტია. საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 85 დრონი, თუმცა რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა უკრაინის ექვსი 6 რეგიონი – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ხმელნიცკის, პოლტავას და მიკოლაევის ოლქები. უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ 10 აპრილის …

150 000 დოლარის გამოძალვის ბრალდებით აჭარაში 3 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1995 წელს დაბადებული ნ.ც., 1993 წელს დაბადებული ლ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს. გ.ლ. – ს და ნ.ც. – ს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა და იძულება. ხოლო ლ.ა. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული. შსს-ს გამოძიების ვერსიით, გ.ლ. – …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 929 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420] ტანკი – 10 579 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 22 033 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 25 982 ერთეული [+70] MLRS – 1 359 ერთეული [+0] …

„თავისუფლებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია. ან გადავრჩებით ან ამით დასრულდება“ – ემიგრანტი

„24 წლის ვიყავი, როცა გერმანიაში ჩამოვედი. განათლება მივიღე ციფრული მეცნიერების განხრით და ოჯახიც აქ შევქმენი, თუმცა ის, რომ სხვა ქვეყანაში გადმოვედი საცხოვრებლად, არ ნიშნავს იმას, რომ სამშობლო შევიცვალე და მე არ მეხება ის, რაც დღეს საქართველოში ხდება. პირიქით, უფრო მძიმეა ამის ყურება შორიდან. ბევრად მტკივნეულად განიცდი. ცხრა წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი, მაგრამ როცა მეორედ …

9 აპრილი საქართველოში – რუსთაველის გამზირი, ზუგდიდი, ბათუმი

9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა ხეებზე ლექსები გააკრეს. ასეთივე აქტით მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას მოქალაქეებმა და პოეტებმა 1989 წელს, როცა სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი ლექსები, გააკრეს ჭადრის ხეებზე. ამჯერად რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა გააკრეს ლექსები ძველი და ახალი თაობის პოეტების სიტყვებით, ასევე ქუჩაში გაჟღერებული ლოზუნგებით. „ეს აქტი ნიშნავს, რომ მოქალაქეებს გვახსოვს და …

,,ბათუმელების”/,,ნეტგაზეთის” დირექტორის მოვალეობას თამარ რუხაძე შეასრულებს

„ბათუმელების”/,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ისევ რჩება საპატიმრო დაწესებულებაში. ორგანიზაციისთვის ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენს გამოცემებში დირექტორის მოვალეობას ჟურნალისტი თამარ რუხაძე შეასრულებს. თამარს სხვადასხვა ბეჭდურ თუ სატელევიზიო მედიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი ბოლო სამუშაო ადგილიც მედიის მხარდაჭერას ითვალისწინებდა – 2022-2025 წლებში თამარ რუხაძე აირექსში USAID მედიაპროგრამის კონტენტისა და ტრენინგების მენეჯერად მუშაობდა. ___ რა ხდება? …

„ოცნება“ 9 აპრილს ისე ეხმაურება, რუსეთს არ ახსენებს

დღეს, 2025 წლის 9 აპრილს, თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ ლიდერები არ მისულან. მემორიალთან 8 აპრილს, საღამოს, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, „ოცნების“ წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება პატივი მიაგონ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარისკაცებმა რუსთაველზე ნიჩბებით აჩეხეს და გაზით მოწამლეს. 36 წლის წინ, 1989 …

რუსეთმა ფაქტობრივად დაიწყო შეტევა სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაიწყო შეტევა უკრაინაში სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე. მან მედიასთან განაცხადა, რომ უკვე თითქმის ერთი კვირაა გაორმაგებულია რუსეთის შეტევების რაოდენობა ყველა ძირითადი მიმართულებით. სირსკის კომენტარს ამ თემაზე წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრისას. კერძოდ, ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, …

ქობულეთში ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთი გზიდან გადავარდა

დღეს, 9 აპრილს, ქობულეთში, ავტობანზე ასასვლელთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ავტომანქანა გზიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია. ინფორმაცია განახლდება.

ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან აქცია მიმდინარეობს

დღეს, ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები მივიდნენ და პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ. დილის 8 საათიდან აქ შეიკრიბნენ პროევროპული აქციების მონაწილეებიც. მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მისცემენ მემორიალთან მისვლის უფლებას, რადგან „ოცნება“ დღეს ემსახურება ოკუპანტი რუსეთის ინტერსებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 927 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270] ტანკი – 10 576 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 021 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 25 912 ერთეული [+52] MLRS – 1 359 ერთეული [+0] …

„მე ხმა ვერ მივეცი“ – როგორ დაიკარგა ემიგრანტი ქალების ხმა საბერძნეთში

ლელა არაბული 22 წელია ემიგრაციაშია. საბერძნეთში ცხოვრობს და მუშაობს. ის საქართველოსთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს. ბოლო წლებში საქართველოში ჩამოსვლასაც ახერხებს და ქვეყანაში არსებულ პრობლემებთანაც ხშირად უწევს შეჯახება. ლელა არაბულის თქმით, მისთვის საზღვარგარეთ არჩევნებზე წასვლის მთავარი მოტივაციაც მშობლიურ მუნიციპალიტეტში დანახული პრობლემები იყო. ამბობს, რომ უნდოდა ცვლილებები და იმედი ჰქონდა, რომ ამჯერად მაინც შეიცვლებოდა რამე ქვეყანაში. ლელა არაბულმა …

ბათუმში მატარებლის დაჯახების შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დღეს, 8 აპრილს, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. „სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

„ქალი გეძახით ბოზებო და ვერ აკავებთ, რატომ? – ამაღლობელის ადვოკატი ცრუ მოწმე პოლიციელ ბჟალავას | ვიდეო

ცრუ მოწმე პოლიციელმა, გიორგი ბჟალავამ, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს, სასამართლოს 7 აპრილს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელებს ეძახდა „ბოზებს“ და „მონებს“. „გაიმეორეთ, როგორ გაგინებდით, მინდა ვიცოდე, როგორ ხედავთ საკუთარ თავს“ – უთხრა მზია ამაღლობელმა პოლიციელს სასამართლო სხდომაზე. გიორგი ბჟალავამ ასევე განაცხადა, რომ 11-12 იანვრის აქციაზე ნიღბით იმყოფებოდა. „მციოდა და გავიკეთე …

რას ითხოვს გერმანიის მოქალაქე ბათუმის სასამართლოსთან

დღეს, 8 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გერმანიის მოქალაქე ოიგენ გარდვიგი საპროტესტო ბანერით მივიდა. ის მოსამართლე ლევან ყოლბაიას მიმართავს და მოითხოვს, რომ ჩაინიშნოს მისი საქმის განხილვა, რომელიც თაღლითობას ეხება.  „მოსამართლე ბატონო ლევან ყოლბაია! ამიხსენით რა მიზეზით არ ატარებთ სისხლის სამართლის საქმის განხილვას, სადაც მე ვარ დაზარალებული“ – წერია ბანერზე. 68 წლის ოიგენ გარდვიგი ამბობს, რომ ფერწერის …

პოლიციელ გოგმაჩაძის ჩვენება: პატაკში წერია დგებუაძის შეურაცხყოფაზე და არა თავდასხმაზე – ვიდეო

„თავიდან საიდან გაჩნდა არ ვიცი“ – უპასუხა გამომძიებელმა ლევან გოგმაჩაძემ ადვოკატ კახა წერეთელს, რომელმაც მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულ „მზია ამაღლობელის საქმის“ გამომძიებელს – ლევან გოგმაჩაძეს ჰკითხა: რამ გადაგაწყვეტინათ ეს კვალიფიკაცია [პოლიციელზე თავდასხმა]? ძალადობის რა ხარისხი დაინახეთ თქვენ ქალბატონი მზიას ქმედებაში? რამ გადაგაწყვეტინათ ეს კვალიფიკაცია და არა, მაგალითად, 126-ე მუხლი [ძალადობა], ან ადმინისტრაციული? გამომძიებელმა თქვა, რომ …

ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან დილის 8 საათზე შეიკრიბებიან – „არ დავუთმოთ ეს დღე რუსულ მთავრობას “

9 აპრილს ბათუმში „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები აჭარაში, მოქალაქეებთან ერთად აპირებენ, რომ ადრიანი დილიდან შეიკრიბონ 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში და ასე სოლიდარობა გამოუცხადონ პოლიტპატიმრების ოჯახებს.„მთელი დღის განმავლობაში ვიქნებით მემორიალთან და არ ვაპირებთ, ფარისევლებს და რუსული მთავრობის წარმომადგენლებს დავუთმოთ ეს ისტორიული დღე. გთავაზობთ ყველა მსურველს, დილის 8:00 საათიდან შემოგვიერთდეთ მემორიალთან და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება. ჩვენ შევძლებთ …

ბათუმში ქალს ზებრაზე მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა

ბათუმში, ზებრა გადასასვლელზე მიმავალ ქალს მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა. ამ დროს ავტობუსს უკან მიმავალი კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა. დაშავებული ქალი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 8 აპრილს მოხდა პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან. თვითმხილველის თქმით, ქალი ზებრაზე გადასვლას ვერ ახერხებდა, რადგან ის მსუბუქ ავტომანქანას ჰქონდა ჩახერგილი, სწორედ ამ დროს შეეჯახა ავტობუსი ზებრასთან ახლოს მყოფ ქვეითს. …

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და ბრიტანულ კომპანია ARUP-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობას ბათუმის ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ კუნძულზე აშენებული შენობების მოცულობის, ფასადის დიზაინის, სტილისა და ურბანული დაგეგმარების არქიტექტურის კონცეფციის შემუშავებისთვის. ინვესტორების მიერ საპროექტო ტერიტორიაზე შენობების დაგეგმარება და მშენებლობა განხორციელდება წინასწარ შემუშავებული სტილისტიკისა და სახელმძღვანელო ნორმების დაცვით. ეს სტრატეგიული პარტნიორობა უზრუნველყოფს პროექტის განვითარების თანმიმდევრულ და მდგრად …

ერთ კვირაში „ოცნება“ ადამიანების უსასყიდლოდ დახმარებას აკრძალავს – საბა ბრაჭველი

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი, იურისტი საბა ბრაჭველი ფეისბუქზე ეხმიანება „ქართული ოცნების“ ახალ რეპრესიულ ცვლილებას კანონში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული. „ოცნების“ მთავრობა ამჯერად მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს. „პაპუაშვილი გრანტების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დონორების შეზღუდვად ასაღებს. სინამდვილეში, ამით ქართველ ხალხს ეკრძალება უსასყიდლო დახმარების მიღება. მაგალითად, აქამდე ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემაზე შეგეძლო რომელიმე …

ტრამპი უკმაყოფილოა, რომ რუსეთი „გიჟივით ბომბავს უკრაინას“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში არსებული ვითარების გამო, კერძოდ, უკრაინის ქალაქებზე რუსულ სარაკეტო თავდასხმებზე. ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას განაცხადა 7 აპრილს. ტრამპმა თქვა, რომ არ იცის „რა ხდება იქ, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა“. „არ მომწონს ის, რაც ხდება დაბომბვასთან დაკავშირებით, რადგან ისინი …

ბათუმში 9 აპრილს თავისუფლების მარში გაიმართება

2025 წლის 9 აპრილს ბათუმში თავისუფლების მარში გაიმართება. ანონსის თანახმად, მოქალაქეები 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან, იქიდან კი დაიწყება მსვლელობა. „ვიკრიბებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან! იქ, სადაც კანონმა ხმა დაკარგა, ჩვენ ავიმაღლებთ ხმას – რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! დავიძვრებით მარშით 9 აპრილის მემორიალისკენ და გმირებს მივაგებთ პატივს, არა მხოლოდ ყვავილებით, არამედ ცოცხალი მეხსიერებით და ბრძოლის მზადყოფნით! გზა, რომელიც …

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 8 აპრილს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა თელავივი-ბათუმის რეისს, პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა. თვითმფრინავი ამ წუთებში [12:21 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტში ნისლის გამო ვერ დაჯდა, ამასთან ამ დროისთვის მიღებული არ არის გადაწყვეტილება, თვითმფრინავი ბათუმში დაჯდება, თუ სხვა აეროპორტში. განახლება: თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 12:48 საათზე დაჯდა მთავარი ფოტო: …

13-15 ივნისი – ZEG Storytelling Festival             

როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორები და არტისტები? მზად ხარ დაუვიწყარი ისტორიების მოსასმენად და ინსპირაციის მისაღებად? ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, უკვე მეხუთედ ბრუნდება და წელს 13-15 ივნისს კვლავ თბილისში ჩატარდება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დაახლოებას ევროპასთან და …

აქციაზე დაკავებულები საუბრობენ პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფაზე – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 7 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანი დააკავეს. დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს. სახალხო დამცველის ცნობით, ორმა დაკავებულმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრა. „სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“-აცხადებს …

Exit mobile version