„გაბრაზებული და გულნატკენი ვარ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხატია კირთაძე. ქართველი ემიგრანტი, რომელიც 16 წელია საბერძნეთში, ათენში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ემიგრაციის მიუხედავად, ხატია არ წყვეტს სამშობლოსთან კავშირს და ცდილობს საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი უცხოეთიდანაც დაუჭიროს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ხატია საარჩევნო უბნის კომისიის წევრიც გახდა და ხმის მიცემაც შეძლო. თუმცა, მიუხედავად იმისა, …
Category Archives: სიახლეები
საზღვაო აკადემია 1,3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის გამო
ბათუმში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის ვიზიტია დაგეგმილი. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებების „უმაღლეს დონეზე ჩატარების“ მიზნით საკოფერენციო დარბაზისა და სამუშაო ოთახების რემონტს და აღჭურვას გეგმავს. საამისოდ საჭირო 1,3 მილიონი ლარის სამუშაოებს აკადემია ტენდერის გარეშე შეისყიდის. „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის“ 1 366 …
ლიეტუვამ დაასანქცირა მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებაში მონაწილე 11 პოლიციელი
ლიეტუვამ დაასანქცირა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე 11 პოლიციელი. მათ შორის არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე. სანქცირებულნი არიან მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას. სიაში არიან: გრიგოლ ბესელია …
Continue reading “ლიეტუვამ დაასანქცირა მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებაში მონაწილე 11 პოლიციელი”
ავტომანქანა მოპედს დაეჯახა – ავარია ბათუმში
დღეს, 15 აპრილს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ავარია მოხდა, ერთმანეთს ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავდა მოპედის მძღოლი. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.
ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი მესამედ არ შედგა
ბათუმში ქალაქის მერია ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლას გეგმავს იმ ადგილზე, სადაც უკვე 139 დღე უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი უკვე მესამედ დასრულდა უარყოფითი შედეგით, მორიგი ხელახალი ტენდერი კი მერიის სამმართველოს ჯერ არ გამოუცხადებია. ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება. ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლაზე პირველ …
„ბათუმობის“ ჩატარებას მერია 3-4 მაისს გეგმავს – 108 ათასი ლარი ორგანიზებისთვის
ბათუმის მერია 3 და 4 მაისს „ბათუმობა 2025“-ის ჩატარებას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 141 ათას 225 ლარია გათვალისწინებული. ამ დროისთვის უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას და ასევე, უცნობია ინფორმაცია ჰონორარების შესახებ. ღონისძიება წელსაც ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ უნდა ჩატარდეს. ბათუმის კულტურის ცენტრმა ღონისძიების ორგანიზებაზე ორი ტენდერი გამოაცხადა: ერთი ტენდერი 103 050 ლარით – დაგეგმილია …
Continue reading “„ბათუმობის“ ჩატარებას მერია 3-4 მაისს გეგმავს – 108 ათასი ლარი ორგანიზებისთვის”
ბათუმელ მედროშეს საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე ვადით გაუხანგრძლივეს
ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს (გაფფარ ილმაზი) საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე გაუხანგრძლივეს. თემურ ქათამაძე ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს დააკავეს და ის დღემდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება პატიმრობაში. თუმცა სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ქათამაძე კიდევ დარჩება პატიმრობაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა გახანგრძლივდეს დამატებით, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე, ან …
Continue reading “ბათუმელ მედროშეს საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე ვადით გაუხანგრძლივეს”
დუგინი საქართველოს ახალ მაკროსახელმწიფოში „ეპატიჟება“, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს
რუსეთი საქართველოს უნდა დაუახლოვდეს და აღადგინოს მასთან ურთიერთობა, თანაც ეს უნდა გაკეთდეს, „რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით“ – ამბობს დუგინი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი მაკროსახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ალაპარაკდა და ამ საკითხში განსაკუთრებულ როლს საქართველოს ანიჭებს. ამავდროულად, პროპაგანდისტს მიაჩნია, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ახლა კარგი პირობები შეიქმნა. დუგინმა ამის …
4 ბავშვი დაიღუპა ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო ბოლო 2 თვეში – მოუწესრიგებელი ხალვაშის გამზირი
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ცუდად დაპროექტებული გზები და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა ქალაქებს ბავშვებისთვის სახიფათო ადგილად აქცევს. ურბანული გარემოს უსაფრთხოების საკითხი ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მხოლოდ ბოლო ორ თვეში, ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო სამი ბავშვი დაიღუპა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბარცხანაში მოხდა, 8 აპრილს – მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში …
Amnesty International-ი იწყებს კამპანიას მზია ამაღლობელის საქმეზე
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International-ი, იწყებს კამპანიას მზია ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ 11 იანვრის ღამეს, როდესაც მზია ამაღლობელი დააკავეს, არაერთი კადრია გადაღებული და გავრცელებული, სადაც ჩანს, როგორ არღვევს პოლიცია, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ჩათვლით, დემონსტრანტების უფლებებს, დაკავებული და გასამართლებული კი მხოლოდ მზია ამაღლობელია სილის გაწვნის გამო, ორგანიზაცია ავრცელებს წერილს კოკა კაციტაძის, …
Continue reading “Amnesty International-ი იწყებს კამპანიას მზია ამაღლობელის საქმეზე”
აპრილის თოვლი ხულოში – ფოტოამბავი
15 აპრილს, ხულოს სოფლებში დილიდან თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 15 სანტიმეტრია. ფოტოები გადაღებულია სოფელ ქვედა თხილვანასა და ბეღლეთში.
პოლიციელ არჩილ ანთაძეს ადვოკატმა „აიძულა“ საკუთარი თავი ამოეცნო კადრებში – კიდევ 1 ცრუ მოწმე
ბათუმში ხვალიდან გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – დროგამოშვებით წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …
Continue reading “ბათუმში ხვალიდან გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 935 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180] ტანკი – 10 629 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 22 150 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 26 290 ერთეული [+68] MLRS – 1 364 ერთეული [+2] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აპრილი”
„ახალი ერეკლე მეფეები ისევ მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან დედა რუსეთს“ – სიმონიანი საქართველოზე
„ახლა დედა რუსეთი იბრუნებს თავისას… დროა ყველა სახლში დაბრუნდეს, დროა ჩვენთან მეგობრობის. მე თქვენ გარწმუნებთ, თუ რამე სრულიად გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ღმერთის დახმარებით წელს დამთავრდება ეს კონფლიქტი, რომელიც ახლა ხდება და ჩვენ კიდევ ვნახავთ, ახალი ერეკლე მეფეები, ისევ მუხლებზე დაჩოქილები, როგორ შეეხვეწებიან დედა რუსეთს, რომ დააბრუნონ ისინი სახლში“, – თქვა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა, პროპაგანდისტი …
KIABI-ს ახალი საბავშვო ფორმატის ფილიალი ბათუმში Metro City Mall-ში ვიზიტორებს 24 აპრილიდან ელის
წამყვანი ფრანგული მოდის ბრენდის KIABI-ს ახალი საბავშვო ფორმატის ფილიალი ბათუმში Metro City Mall-ში ვიზიტორებს 24 აპრილიდან ელის. ფილიალში წარმოდგენილი იქნება 0-12 წლამდე ბავშვის ტანსაცმლის, აქსესუარების, შიდა თეთრეულისა და ფეხსაცმლის უახლესი კოლექცია. თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილისგან, გამოირჩევა კომფორტითა და ხელმისაწვდომი ფასით. KIABI არის ფრანგული მოდის ბრენდი, მთელი ოჯახისთვის, 24 აპრილიდან კი, გახსნის პირველ საბავშვო …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 933 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310] ტანკი – 10 622 ერთეული [+19] ჯავშანტექნიკა – 22 130 ერთეული [+42] საარტილერიო სისტემა – 26 222 ერთეული [+59] MLRS – 1 362 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 აპრილი”
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 14 აპრილს გაგრძელდება
მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 აპრილს, დღის პირველ საათზე განახლდება. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია. წინა სასამართლო სხდომებზე აშკარად გამოიკვეთა ის, რომ პოლიციელები …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 14 აპრილს გაგრძელდება”
რატომ ჩამოხსნეს გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან მე-19 საუკუნის ჯვარი – კომენტარი
დღეს, 13 აპრილს, ფეისბუქში გავრცელდა გელათის მონასტერზე აღმართული ჯვრის ფოტო შინაარსით, რომ თითქოს მონასტერზე რუსული ჯვრის აღმართვა მიმდინარეობს. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ბათუმელებმა” გადაამოწმა და დაადგინა, რომ რეალურად არა აღმართეს, არამედ ტაძრის გუმბათიდან მოხსნეს მე-19 საუკუნეში აღმართული ჯვარი. ჯვრის მოხსნის მიზეზი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე რეაბილიტაციაა. სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ …
სუმზე სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 20-ზე მეტი და დაშავდა 80-მდე ადამიანი
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს, 13 აპრილს, სუმის ოლქი რუსული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად სუმში დაიღუპა 20-ზე მეტი და დაშავდა 80-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. სუმის დაბომბვის შესახებ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. „მტრის რაკეტები ურტყამს ქალაქის ქუჩებს, სახლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მანქანებს ქუჩაში… და ეს იმ დღეს, როცა ხალხი მიდის …
Continue reading “სუმზე სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 20-ზე მეტი და დაშავდა 80-მდე ადამიანი”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 1 …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 932 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220] ტანკი – 10 603 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 22 088 ერთეული [+33] საარტილერიო სისტემა – 26 163 ერთეული [+71] MLRS – 1 362 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აპრილი”
„ოცნებამ ამიკრძალა ვემსახურო საქართველოს“ – ციალა ქათამიძე რეზერვიდან დაითხოვეს და დააჯარიმეს
სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტირუსულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს და ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტია 2022 წლის 14 სექტემბრიდან, სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ციალა ქათამიძის თქმით, მან დღეს, 12 აპრილს, მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვითაც ის, სამხედრო რეზერვში აღარ ირიცხება. ციალა ქათამიძის რეზერვიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. …
„ერთად დავიცვათ სახელმწიფო რუსული რეჟიმისგან“ – სტუდენტების აქცია 14 აპრილს ბათუმში
14 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ – „ერთად დავიცვათ სახელწიფო“. „სტუდენტებო, 14 აპრილი არ არის უბრალოდ თარიღი – ეს არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა დაიცვა სახელმწიფო ენა! დღესაც იმავე ძალით უნდა დავდგეთ ფეხზე სტუდენტები, ახალგაზრდები, საზოგადოება – ყველა, ვისაც არ გვსურს ქვეყნის გარუსება. რუსული რეჟიმის ჩრდილი ისევ ემუქრება ჩვენს სახელმწიფოებრივობას და კიდევ …
რა მიზანი აქვს ანწუხელიძის გმირობის გაუფასურებას? – ინტერვიუ
„რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში?… ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, ანტიკონსტიტუციური და ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, სადაც აგვისტოს ომის თემას კვლავ განიხილავენ. პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეროვნული გმირობის გაუფასურება ქვეყნის ღალატის ტოლფასია. რა მიზანი აქვს ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების მცდელობას და იმის …
Continue reading “რა მიზანი აქვს ანწუხელიძის გმირობის გაუფასურებას? – ინტერვიუ”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 931 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240] ტანკი – 10 591 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 22 055 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 26 092 ერთეული [+49] MLRS – 1 362 ერთეული [+2] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 აპრილი”
„საჯარო მოხელეებმა დამირეკეს, ხელზე რომ მოგიტანოთ ფულიო? ეს შიშის გამოა“ – დაჯარიმებულები ბათუმიდან
„ბათუმელები“ კვლავ გიამბობთ ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ზებრაზე გადასვლის გამო დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ. მათ ნაწილს სასამართლო გადაწყვეტილება უკვე ჩაბარდა. სასამართლო მოქალაქეებს 5 000 ლარის გადახდას აკისრებს და ამისთვის ვადად გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთ კვირას უსაზღვრავს. დაჯარიმებულთა თქმით, 5 000 ლარის შეგროვება ისედაც დიდი გამოწვევაა მათთვის ამას კიდევ უფრო ართულებს ვადად განსაზღვრული 7 დღე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5 …
რა ჩაწერა მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეში – გადაწყვეტილება გაყალბებული ოქმით
„წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება სტიკერის გაკვრისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ მისი პოლიციის ეზოში შეყვანის ფაქტი“, – წერს გადაწყვეტილებაში მოსამართლე სალიხ შაინიძე. ამ გადაწყვეტილებაში მოსამართლე სიყალბეს აღწერს და აჯარიმებს ჟურნალისტ ქალს, რომელიც ამ სიყალბის მსხვერპლი გახდა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. რა ჩაწერა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში, რომელიც სააპელაციო …
Continue reading “რა ჩაწერა მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეში – გადაწყვეტილება გაყალბებული ოქმით”
„რუსეთმა პატიმრების რესურსი ამოწურა, კონტრაქტს უკვე არალეგალებსაც უფორმებენ“- ინტერვიუ გენერალთან
„რუსეთს რომ უჭირს, ამის ერთ-ერთი მაგალითია ახალი კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეს, არამედ რუსეთში მყოფ არალეგალებსაც და ასეთი ბევრია რუსეთში შუა აზიიდან, ჩინეთიდან და აფრიკიდან, შეუძლიათ შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმება. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, მათ შეეძლებათ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღება, თუ ცოცხალი გადარჩნენ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის …
„როდის შეგვჭამს ოცნების რეჟიმი“ – ბსუ-ს სტუდენტი წინააღმდეგობასა და პროტესტზე
2 დაუცველი სამშენებლო მოედანი ბათუმში, პროკურატურის წინ – რას ამბობს მთავრობა?
„ოცნების ქალაქში“ რაც მოხდა და 2 ბავშვი დაიღუპა, იგივე უნდა მოხდეს აქაც, ვინმემ ყურადღება რომ მიაქციოს აქაურობას?“ – გვითხრეს ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ბათუმში, იუსტიციის სახლთან ჩერდებიან. ბათუმში, იუსტიციის სახლთან, პროკურატურის წინ, შარტავას ქუჩაზე [გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] ქალაქის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ასაშენებლად ტერიტორია 2021 წლიდან შემოღობეს. ცათამბჯენები არ აშენდა, თუმცა ამ სამშენებლო მოედანზე დღეს …
Continue reading “2 დაუცველი სამშენებლო მოედანი ბათუმში, პროკურატურის წინ – რას ამბობს მთავრობა?”
რას წერს მოსამართლეებს თემურ ქათამაძეზე გერმანიაში მცხოვრები ლაზი პოეტი
„მიუღებელია, რომ სასამართლოს სურს გაფფარ ილმაზის თურქეთში ექსტრადირება,“ – წერს ქართველ მოსამართლეებს წარმოშობით ლაზი პოეტი სელმა კოჩივა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის შესახებ. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა და აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა. თემურ ქათამაძე …
Continue reading “რას წერს მოსამართლეებს თემურ ქათამაძეზე გერმანიაში მცხოვრები ლაზი პოეტი”
ბათუმსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი მარშრუტები დაამატეს
ბათუმსა და ფოთში B და BE კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის ახალი მარშრუტები დაამატეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტები 2025 წლის 14 აპრილიდან ამოქმედდება. B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა 2022 წლის აპრილიდან ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – …
Continue reading “ბათუმსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი მარშრუტები დაამატეს”
ორთაბათუმში ავარიის შედეგად 8 წლამდე ბავშვი დაიღუპა
დღეს, 11 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლამდე ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ხელვაჩაურში, ორთაბათუმში მოხდა. ავარია სოფლის სკოლასთან ახლოს მოხდა, ბავშვს ავტომანქანა ქუჩაში დაეჯახა. ორბათუმში ხელვაჩაურის მერის წარმომადგენლის, როსტომ ფაღავას თქმით, სკოლასთან მოძრაობის შემზღუდავი ბარიერები არსებობს, თუმცა ტრაგიკული ფაქტი მაინც მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …
Continue reading “ორთაბათუმში ავარიის შედეგად 8 წლამდე ბავშვი დაიღუპა”
“ბათუმელები” ევროპის ფონდის საგამოძიებო კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულებს შორისაა
ევროპის ფონდმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და შვიდი მედია საშუალება დააჯილდოვა. საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და მედიის მაკონტროლებელი ფუნქციის გამორჩეული ერთგულებით შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ გამოცემები: აი, ფაქტი ბათუმელები პუბლიკა სამხრეთის კარიბჭე საქართველოს ამბები (მთის ამბები) სტუდია მონიტორი ტელეკომპანია პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი „ეს მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვაში. ისინი აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს, ამხელენ სისტემურ …
თურქეთში აქციების დროს დაკავებული 100-ზე მეტი ახალგაზრდა გაათავისუფლეს
სტამბულის სასამართლომ გამოსცა ბრძანება საპროტესტო აქციებზე დაკავებული 102 ახალგაზრდის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა 100-მდე ახალგაზრდა კვლავ პატიმრობაში რჩება – წერს თურქული გამოცემა „ბიანეტი“. გამოცემის ცნობით, აქციაზე დაკავებულთა ოჯახების ქსელმა პირობა დადო, რომ გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს შვილების გათავისუფლებამდე. თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, როცა სტამბულის ოპოზიციონერი მერი, იმამოღლუ, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს. მის დაკავებას …
Continue reading “თურქეთში აქციების დროს დაკავებული 100-ზე მეტი ახალგაზრდა გაათავისუფლეს”