დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა.
ესენი არიან:
- შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე)
- მირზა კეზევაძე (გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის “ხარებას” მოადგილე)
- კოკა კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი)
- გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი)
საუბარია ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებზე. დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ზემოხსენებულმა პირებმა დაუშვეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები.






