საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში დარეგისტრირებულ კანდიდატების სიას აქვეყნებს.
ბათუმელები
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში დარეგისტრირებულ კანდიდატების სიას აქვეყნებს.
აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრს თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით შეხვდნენ. როგორც უმაღლესი საბჭოს წევრი ანზორ თხილაიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, ძირითადი საკითხი, რომელიც პრემიერთან განიხილეს, კოალიციაში შემავალი პარტიების კვოტები იყო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით შექმნილი კომისია უკვე მუშაობს ეკომიგრანტების სტატუსის შესახებ კანონპროექტის მომზადებაზე. კომისია დღესაც შეიკრიბა.
<!** Image 2 align="left" width="500" height="532" >
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის თოჯინების თეატრის მმართველს მედეა ჩარკვიანს ბრალი წარუდგინეს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ბათუმში ავტობუსის მძღოლებმა შიმშილობა დაიწყეს. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დირექტორის, გია ლორიას თანამდებობიდან გადადგომაა. ლორია საკრებულოს გადაწყვეტილებით უკვე მეშვიდე წელია ამ თანამდებობას იკავებს. სავარაუდოდ, ამ კვირაში საკრებულო იმსჯელებს შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორის თანამდებობაზე დარჩენის საკითხზე. „ბათუმელების” კითხვებს უპასუხა გია ლორიამ, რომელიც საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მაჭახლის თემს სამგზავრო ავტობუსი ექნება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მაჭახლის თემის სოფლებისთვის სამგზავრო ავტობუსის შეძენის მიზნით მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა.
აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ პროკურატურა ამ წუთებში დატოვა. მისი დაკითხვა აჭარის პროკურატურაში რამდენიმე საათს გაგრძელდა.
დაკითხვიდან გამოსულმა ლევან ვარშალომიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
საქართველოს მთავარი პროკურატურა ლევან ვარშალომიძის დაკითხვაზე დაბარების მიზეზს „ბათუმელებთან“ განმარტავს:
„აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება ბათუმში მდებარე მილიონ-ნახევარ ლარად შეფასებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებისა და დაზიანების ფაქტს, მოწმის სახით დასაკითხად 2014 წლის 17 თებერვალს დაბარებულია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე.
ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ ქალაქში მუნიციპალური ავტობუსების გაჩერების გამო მგზავრებს, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან, 40 თეთრის ნაცვლად 30 თეთრად მოემსახურებიან.
ამ წუთებში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აჭარის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, მდებარე ყოფილი აბანოს შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით კითხავენ.
გაფიცული მძღოლების პრობლემის მოსაგვარებლად კომისია ოფიციალურად ხვალიდან დაიწყებს მუშაობას.
მომზადებულია 18-წევრიანი კომისიის პროექტი, რომელშიც შედიან საკრებულოს თავმჯდომარე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოსა და მერიის სხვა ათი წევრი, პროფკავშირების თავმჯდომარე ილია ვერძაძე.
„ბათუმის ტრანსპორტის“ პრეფესიული გაერთიანებიდან, კომისიაში იქნებიან გაერთიანების თავმჯდომარე ემზარ გოგიტიძე და „აჭარის ტრანსპორტის“ პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის თანაშემწე, სიმონ სიხარულიძე. კომისიაში ასევე შედიან ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში უმაღლესი საბჭოს წევრმა, რობერტ ჩხაიძემ, ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით შპს „მეგა პალასის“ მფლობელები, რომლებსაც აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით მიწა გადასცა, არჩილ ხაბაძის მეგობრები არიან.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, დღეს ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს შეხვდა.
როგორც სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, მიმინოშვილმა მეთორმეტე კლასელებთან ეროვნულ გამოცდებში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა.
მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები მესამე დღეს შიმშილობენ. ქალაქში ყვითელი ავტობუსების მოძრაობა კვლავ შეჩერებულია. როგორც მძღოლები აცხადებენ, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მძღოლები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ და ქალაქის ხელმძღვანელობისგან დროულ რეაგირებას ელოდებიან
<!** Image 2 align="" width="400" height="1504" >
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები შიმშილობენ. მძღოლებმა კარვები შპს „ავტოტრანსპორტის“ შენობის წინ გაშალეს და დირექტორის გადადგომას ითხოვენ.
ბათუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები პროტესტს აგრძლებენ. ისინი ანსამბლის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე თემურ ქორიძის დაბრუნებას ითხოვენ.
დღეს ორგანიზაცია „ბორჯღალმა“ სემინარების ციკლი „ვსაუბრობთ დემოკრატიაზე“ დაიწყო. პირველი ლექციის თემა „ დემოკრატია – მისი კლასიკური და თანამედროვე აღქმა“ იყო. ლექცია ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორმა ბაქარ ბერეკაშვილმა წაიკითხა.
მზიანი იანვრის ბოლო კვირა ჩემთვის უცნაური სიტყვით დასრულდა. ვიყავი თითქოს ერთ-ერთ უწყინარ შეხვედრაზე, სადაც თანამდებობის პირმა ორგანიზაციების დაინტერესება რეკრეაციული ზონითა (გონიო, ჭოროხის დელტა) და ფრინველების გადაფრენით პარადოქსულად შეაფასა. ალბათ, იმიტომ, რომ 100-ნომერიანი სასტუმროს, 95-პროცენტი ადგილობრივი კადრის დასაქმების თუ გასართობი ცენტრის ნაცვლად ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარება, ჭოროხის დელტის უნიკალური ბუნების დაცვა და შენარჩუნების წინადადებები განიხილებოდა. მისმა სიტყვებმა თითქოს ახსნა ის პოლიტიკა, რომელიც იყო, მიმდინარეობს თუ იგეგმება ჩვენს რეგიონში (თუ ქვეყანაში) – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ გარემოს დაცვის მიმართულებით.
<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >
15 თებერვალი სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნის დღეა. დღეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები გმირთა სკვერში შეიკრიბნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ბათუმში დღეს დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები:
აჭარის სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ. ფედერაციის პრეზიდენტებმა არჩილ ხაბაძეს სპორტის სახეობებში არსებული პრობლემები გაცნეს.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში, მუსიკალურ ფესტივალ ”ბათუმური საღამოების” ფარგლებში 15 თებერვალს რიშარ კოჩანტეს თეატრალიზებული კონცერტის პრემიერა „Notre-Dame de Paris“ გაიმართება.
ბათუმში მომუშავე სატრანსპორტო კომპანიების გადაწყვეტილებით, ავტობუსების მძღოლების გაფიცვის დასრულებამდე სამარშრუტო ტაქსები მგზავრებს 30 თეთრად გადაიყვანენ.
კორუფციის წარმოქმნის რისკები და მისი აღმოფხვრის რეკომენდაციები – ამ საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორი კვლევის პრეზენტაცია გამართეს.
ბათუმის მერია და შპს ,,ბათუმის წყალი“ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას იწყებს. ყველა აბონენტის საცხოვრებელ ბინაში ინდივიდუალური წყლის მრიცხველი დამონტაჟდება.
14 თებერვალს, საღამოს 7 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა შედგება. სოფოკლეს „ელექტრა“ რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა დადგა. დასი სპექტაკლზე ორ თვე-ნახევარი მუშაობდა. „ბათუმელები“ მიშა ჩარკვიანს ესაუბრა.
დღეს შუახევში, ზამლეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, შუახევის მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდება. გამოკვლევებს მოსკოვის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრალური ინსტიტუტის პროფესორი სოვოლოდ გოროხოვი ჩაატარებს, რომელიც საქართველოში სამედიცინო ცენტრ „მედინას“ მოწვევით იმყოფება.
დღეს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Tourest-2014 იწყება. მასში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იღებს მონაწილეობას.
შუახევის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარემ სოსლან ზოიძემ განაცხადა, რომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ბინების გადაცემა კორუფციული სქემით ხდება. მისი განცხადებით, ამ სქემაში მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის დანაშაულებრივი საქმიანობა იკვეთება.
დღეს, 13 თებერვალს, გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე იმ საცხოვრებელი ფართობების გამოყენების წესი განიხილეს, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და რომლითაც სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები სარგებლობდნენ. შემდეგ კი ქონება აჭარის მთავრობას გადმოეცა.
სამსახურიდან წასვლის წინადადებაზე საკრებულოს თანხმობის შემდეგ უკვე გათავისუფლებულ მერს, ჯემალ ანანიძეს, საკრებულოს თავმჯდომარემ „რომელიმე პარტიაში“ შესვლა და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ურჩია.
ბათუმის საკრებულომ ქალაქის მერის, ჯემალ ანანიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილა. 14 ხმით ერთის წინააღმდეგ ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მერის გათავისუფლების წინააღმდეგ ერთი ხმა საკრებულოს წევრს, გენო თებიძეს ეკუთვნოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელ ორ ქარხანასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
რეზო ხარაზის თქმით, ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საწარმოდან კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს, სადაც სუბსიდირებისთვის განსაზღვრული თანხა, ჩაბარებული ციტრუსის რაოდენობა და სხვა სახის მონაცემები ინახებოდა. ამის გამო ჭიანურდება სუბსიდირებისთვის განკუთვნილი თანხის მოსახლეობაზე გაცემა.
ამ წუთებში აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე 10 საკითხი განიხილება.
ხვალ 14 თებერვალს, ახალშენის თემში შემავალ სოფლებს, ასევე შარაბიძეების თემის სოფლებს, ერგეს, ზედა და ქვედა ჯოჭოს დილის 11 საათიდან 16 საათამდე სარემონტო სამუშაოების გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მერაბ ჯინჭარაძემ თამარ მეფის სანაპიროზე შტორმის შემდეგ დაბინძურებული ზღვის სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს.