ნეტგაზეთი • RU

მიკროავტობუსებით მგზავრობისას მგზავრები 30 თეთრს გადაიხდიან

 

ბათუმში მომუშავე სატრანსპორტო კომპანიების გადაწყვეტილებით, ავტობუსების მძღოლების გაფიცვის დასრულებამდე სამარშრუტო ტაქსები მგზავრებს 30 თეთრად გადაიყვანენ. 

 

„ჩემი კომპანიის ყველა მძღოლი გავაფრთხილე, ავტობუსის ფასად ამგზავრონ მოქალაქეები. სპეციალურ განცხადებას სამწუხაროდ ვერ გამოვაკრავთ მარშუტკებში, მაგრამ მოქალაქეების ინფორმირებას სხვადასხვა გზებით ვცდილობთ,“ – განაცხადა შპს „მწვანე შუქის“ ხელმძღვანელმა ნოდარ ფუტკარაძემ.

 

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას ოთხი კომპანია ახორციელებს. აქცია ყველა კომპანიის კუთვნილ მიკროავტობუსებით მგზავრობაზე ვრცელდება. 

 

ბათუმში შპს „ავტოტრანსპორტის“ ავტობუსის მძღოლები  მესამე დღეა გაფიცულები არიან.  ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"