დღეს შუახევში, ზამლეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, შუახევის მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდება. გამოკვლევებს მოსკოვის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრალური ინსტიტუტის პროფესორი სოვოლოდ გოროხოვი ჩაატარებს, რომელიც საქართველოში სამედიცინო ცენტრ „მედინას“ მოწვევით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა გოროხოვმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები უკვე ჩაატარა ქედის მუნიციპალიტეტში.
ასევე უფასო სამედიცინო გამოკვლევები დაგეგმილია ხულოსა და ქობულეთში. ხულოს მუნიციპალიტეტში არსებულ პირველად ჯანდაცვის დაწესებულებაში გამოკვლევები 19 თებერვალს ჩატარდება, 20 თებერვალს კი _ ქობულეთში, ჩაისუბნის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში.