8-9 თებერვალს ჩაქვში, სასტუმრო OASIS -ში გაიმართება ფორუმი თემაზე: რეგიონის განვითარება და ახალგაზრდების როლი.
ბათუმელები
8-9 თებერვალს ჩაქვში, სასტუმრო OASIS -ში გაიმართება ფორუმი თემაზე: რეგიონის განვითარება და ახალგაზრდების როლი.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალრ ცენტრში, 12 თებერვლიდან 1 მარტამდე მუსიკალური ფესტივალი “ბათუმური საღამოები” გაიმართება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“ იწყებს.
ევროპის მოედანზე უკვე მესამე კვირაა უფუნქციოდ დგას ხის ჯიხურები, სადაც ახალი წლის დღეებში საშობაო ბაზრობა იმართებოდა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე- მერის კახი კალაძის მიერ ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შეფასებას გამოეხმაურა და მინისტრის ვარაუდს, რომ ბათუმის მერის გადადგომა მოსახლეობის უკმაყოფილებით იყო გამოწვეული, არ დაეთანხმა.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები აქციას მართავენ, მოთხოვნით: ანსამბლის მხატვრულ ხელმძღვანელად დარჩეს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ქორიძე. აქციის მონაწილეებმა 20-მდე მანქანისაგან შემდგარი კოლონით ჩამოიარეს ქალაქის ქუჩებში და აჭარის მთავრობასთან შეჩერდნენ, სადაც თავიანთი მოთხოვნების შესახებ ისაუბრეს.
ბათუმში მუსიკალურ კონკურს „X ფაქტორის“ შესარჩევი ტური დაიწყო. მაგთის ოფისთან ათობით კონკურსანტი დილიდანაა შეკრებილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ფულადი გზავნილების სტატისტიკის მიხედვით რუსეთის ფედერაცია ლიდერობს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარაში არსებულ სკოლებში, სასკოლო კლუბების განვითარებას. დაფინანსების მაქსიმალური თანხა 3000 ლარია.
არასამთავრობო ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ინიციატივით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები დასაქმდებიან. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ორგანიზაციასა და ბათუმის ავტოტრანსპორტს შორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გაფორმდა.
ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. სოფოკლეს „ელექტრა“ რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა დადგა. დასი სპექტაკლზე ორთვენახევარი მუშაობდა.
ჯემალ ანანიძემ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ შეცვალა თავისი ორი კვირისწინანდელი განცხადება, როცა ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა: „დავწერე განცხადება გადადგომაზე იმიტომ, რომ ყოველთვის ვამბობდი, რომ არ ვარ პარტიული და ჩემს საქმიანობას მაინც პარტიას მიაწერდნენ. გამომდინარე აქედან, საზოგადოებაც დაიბნა და მეც მინდა ვიცოდე, რა მიმართულებით წავიდე. თუ საკრებულო არ დააკმაყოფილებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ მოვძებნი იურიდიულ გზებს იმასთან დაკავშირებით, რა მიმართულებით წავიდეთ“.
<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
ყვითელი და ცისფერი სამაჯურები; უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ლარნაკები და ყვავილები; ორი ფერის მენიუ, უკრაინული კერძები; უკრაინული მუსიკა და საინფორმაციო რგოლი უკრაინაზე – უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი საღამო „პრესკაფეში“ ამ წუთებშიც გრძელდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ხელვაჩაურის ყოფილ ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებულმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი მინისტრისგან პასუხს მოითხოვდნენ, რადგან მათ დღემდე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. ამ პრობლემის მოგვარება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ 17 იანვარს დაავალა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რადგან ტერიტორია, სადაც თვითნებურად ჩასახლებული მოსახლეობა ცხოვრობს, ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა გააპროტესტა. საჩივარი უკვე განიხილა საპრეტენზიო კომისიამ.
2014 წლის შესყიდვების დოკუმენტში მერიამ სასაჩუქრე პაკეტების შესაძენად 65 000 ლარი გაითვალისწინა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერია ამ თანხით ბათუმში ოფიციალურ შეხვედრებზე ჩამოსული დელეგაციების წევრებისთვის სიმბოლურ საჩუქრებს შეიძენს.
ბათუმის ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში სასმელი წყლის შადრევნები გამოჩნდება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით გადაწყვეტილება მერიაში მოსახლეობის თხოვნით მიიღეს.
ბათუმის მერია ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის და ასევე მერიის იმ თანამშრომლებითვის, რომლებსაც ცუდ ამინდში მუშაობა ქუჩაში უწევთ, საწვიმარ ლაბადებს შეიძენს. მერიამ ლაბადების შესაძენად წელს ბიუჯეტში 800 ლარი გაითვალისწინა.
ბათუმი კლიმატის ცვლილებების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ,,ქალაქების დამეგობრება კლიმატის დაცვისათვის“ – ბათუმის მერიისა და ასოციაცია ,,კლიმატის ალიანსის“ ორგანიზებით 13 – 14 თებერვალს გაიმართება.
10 თებერვალს 17:00 საათზე ჭაჭის შადრევანის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაა დაგეგმილი. ჭაჭის შადრევანის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის გაშენების იდეით საინიციატივო ჯგუფი ბათუმის მერიას მიმართავს.
ქობულეთის დაცული ტერიტორიაზე, ისპანის ჭაობში გუშინ გაჩენილი ხანძრის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. როგორც დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ხანძარი გუშინ დაახლოებით რვა საათისთვის გაჩნდა. მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
სოფელ ბუკნარის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ერთი კვირაა წყალი არ მიეწოდებათ. სოფლის მაცხოვრებლებმა რედაქციას წერილობით მიმართეს, სადაც ვკითხულობთ:
ბათუმის ქუჩებში ბევრი ადგილია სადაც ელექტროსადენები (შესაბამისად ადამიანების უსაფრთხოება) არ არის დაცული. ელექტრობოძებს მომძვრალი აქვთ შესაბამისი დამცავი ხუფები. საიზოლაციო ლენტებით შეხვეული კაბელები კი პოლიეთილენის ბოთლებითაა „დაცული“ (ალბათ, უფრო წვიმისგან).
<!** Image 1 align="left" alt="მარიამ კოჩალიძე" sub="მარიამ კოჩალიძე" width="300" height="1365" >
ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მოკლული მარიამ კოჩალიძის ოჯახი გარდაცვლილის ნივთების დაბრუნებას ითხოვს. უზენაესი სასამართლოს განმარტებით კი, ვიდრე მკვლელობაში ბრალდებულს არ დააპატიმრებენ და გამოძიება საქმეზე სასამართლოს ყველა ინსტანციაში არ დასრულდება, პროკურატურა მარიამის ნივთებს, ტანსაცმელს, ჩანაწერების რვეულს და კომპიუტერს ოჯახს ვერ დაუბრუნებს.
დღეს ბათუმში ორგანიზაცია CAUCULT-ის აჭარის ჯგუფმა აქცია გამართა სახელწოდებით _ „ქვეითს აქვს უფლება“. ერას მოედანთან, ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში სიმბოლურად დახაზეს ქვეითთა ფერადი „სოლიდარული გადასასვლელი“.
კობალაძის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ბათუმის მერიამ 286 915 ლარად ღირებული ტენდერი გამოაცხადა.
სამინისტრო სკოლაში ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებისა და სასკოლო ცხოვრების გააქტიურების მიზნით სასკოლო კლუბების ინიციატივებს დააფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე წლისთვის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვისთვის 2 125 400 ლარი გამოიყო.
აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებისა და პოპულარიზაციისთვის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში მიმდინარე წელს 852 000 ლარია გათვალისწინებული.
2014 წელს, აჭრაში იგეგმება საშემსრულებლო ხელოვნებისა (პროგრამის ბიუჯეტი 170 000 ლარი) და ფოლკლორის ხელშეწყობის (120 000 ლარი) პროგრამების განხორციელება;
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა მოიცავს ბრიტანეთის და აჭარის თეატრების პარტნიორობას.
აჭარის განათლების სამინისტრო მიმდინარე წელს სტუდენტების დახმარებისთვის ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარს გამოყოფს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გაიზრდება უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა სტუდენტებისათვის მაღალმთიანი აჭარიდან, ობოლი, მრვალაშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
ხვალიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ხვალ საღამოდან აღნიშნულ რეგიონებში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს გადააჭარბოს და 35 მ/წმ-ს მიაღწიოს.
31 იანვარს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, შუახევის რესურსცენტრის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი – ტესტირება ჩატარდა.
გამსვლელ ქულად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 65 ქულა განისაზღვრა, რომელიც სულ ექვსმა კონკურსანტმა გადალახა.
ამ წუთებში ბათუმში, თამარის დასახლებაში სს “საქართველოს რკინიგზის” საბაჟო ტერმინალის გახსნის ცერემონიალი მიმდინარეობს.
ძველ ბათუმში „გაფართოებულ ტროტუარებს“ ქალაქის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ „ქუჩების გაფართოება“ დაუპირისპრა. დაგეგმილია ქუთაისის, მემედ აბაშიძისა (კ. გამსახურდიას ქუჩიდან ზ. გამსახურდიას ქუჩამდე) და ზვიად გამსახურდიას ქუჩის სავალი ნაწილების გაფართოება.