Batumelebi | მაია მიმინოშვილი ბათუმში მოსწავლეებს შეხვდა მაია მიმინოშვილი ბათუმში მოსწავლეებს შეხვდა – Batumelebi
RU | GE  

მაია მიმინოშვილი ბათუმში მოსწავლეებს შეხვდა

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, დღეს ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს შეხვდა.   

როგორც სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს,  მიმინოშვილმა მეთორმეტე კლასელებთან ეროვნულ გამოცდებში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა. 

 

„როგორც იცით, ეროვნული გამოცდებისთვის მე-12 კლასელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო, უცხო ენის გამოცდას დაემატა სმენითი ნაწილი და ამ საკითხზე იყო საუბარი მოსწავლებთან. ცვლილებები შეეხო  ზოგადი უნარების გამოცდასაც, სადაც  ბარიერი გაიზარდა. მაია მიმინოშვილმა ისაუბრა ამ ცვლილებების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე“.

 

 

მარიზა აბაშიძის თქმით, მეთორმეტე კლასელებს ეროვნულ გამოცდებში განხორციელებული ცვლილებების გამო შენიშვნები არ გამოუთქვამთ.   

 

 „როგორც ქალბატონი მაია აცხადებს, ამ ცვლილებებით უფრო გაადვილებულია გამოცდების ჩაბარების პროცესი, ვიდრე გართულებული“. _ გვითხრა მარიზა აბაშიძემ.

 

დირექტორი ამბობს, რომ ინგლისურ ენაში  სმენითი ნაწილის გაუმჯობესების მიზნით, სკოლას მოსასმენი დისკები გადასცეს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე