დღეს ბათუმის სამშობიარო სახლში 25 იანვარს დაღუპული 29 წლის მზევინარ შაინიძის მეუღლე და ნათესავები შეიკრიბნენ.
ისინი მზევინარ შაინიძის გარდაცვალებას მორიგე ექიმების უყურადღებობას აბრალებენ და ექიმების სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
ბათუმელები
დღეს ბათუმის სამშობიარო სახლში 25 იანვარს დაღუპული 29 წლის მზევინარ შაინიძის მეუღლე და ნათესავები შეიკრიბნენ.
ისინი მზევინარ შაინიძის გარდაცვალებას მორიგე ექიმების უყურადღებობას აბრალებენ და ექიმების სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იოსებ აბულაძემ და ქობულეთის გამგებელმა გიორგი რომანაძემ სამინისტროში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ციტრუსის მიმდინარე სეზონი წარმატებულად შეაფასეს.
დღეს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ქალაქების დამეგობრება კლიმატის დაცვისათვის“ გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალურის სააგენტოს წარმომადგენელი, ბათუმის მერი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ასოციაცია ,,კლიმატის ალიანსის“ წარმოამდგენელი მიგელ მორსილო.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტით 16 მილიონზე მეტია გათვალისწინებული. ამ ეტაპისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების საწარმოებლად გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობა დასრულებულია და პროცედურული საკითხების მოგვარება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება დაიწყება – განაცხადეს ქობულეთის გამგეობაში.
სოფელ კვირიკეს დეპუტატმა დურმიშხან ინაიშვილმა ქობულეთის სოფელ კვირიკესთან დამაკავშირებელი ხიდის შესახებ ბრიფინგი გამართა.
13 თებერვალს, ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო“, აჭარის სამთავრობო უწყებების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები და ბათუმში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადენლები ესწრებოდნენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს კონკურსს “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მომღერალი”. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 დან 23 წლამდე ასაკის სოლო შემსრულებლებს.
2014 წლის 12 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს ეწვია და აჭარაში მცხოვრები ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი 114 წლის სოფიო მიქელაძე მოინახულა.
დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიხსნა მუსიკალური ფესტივალი „ბათუმური საღამოები“, რომელიც რვა დღე გაგრძელდება.
„სოკარ ჯორჯია გაზი“ 2014 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე (ქალაქ ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა №20-ში), გამართავს ბრიფინგს მოსახლეობაში მიმდინარე ინდივიდუალური გაზიფიცირებისა და განვადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს არჩილ ხაბაძემ მთავრობის აპარატსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში შესაძლო თანამდებობრივ ცვლილებებზე ისაუბრა.
დღეს, ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველომ“ აჭარის სამთავრობო უწყებების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 140 მძღოლი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა და მუშაობა შეწყვიტა. მძღოლების მოთხოვნაა, საათობრივი ანაზღაურება 4 ლარიდან 4,5 ლარამდე გაიზარდოს.
ბათუმის საკრებულოს სხდომამდე, სადაც მერის გადადგომას კენჭი უნდა უყარონ, ერთი დღით ადრე „ბათუმელებმა“ ჯერ კიდევ მოქმედ მერს ჯემალ ანანიძეს, საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში მის უახლოეს გეგმებზე ჰკითხა.
„მილევად რეჟიმში ვარ, კონკრეტული შემოთავაზება არ მაქვს, არც ბიზნესი. მე ვფიქრობ ახლა უნდა დავისვენო და რაღაცეები გადავაფასო. თავშესაქცევად კი მაქვს უნივერსიტეტი, კვირაში სამჯერ მაქვს ლექციები“
„გადაფასების პერიოდის“ შემდეგ ჯემალ ანანიძე ბათუმის მერის თანამდებობაზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ორი ფაქტორის გათვალისწინებით არ გეგმავს.
კოთოთეატრ „აპოლოში“ ევროკავშირის კინოფესტვალის ფარგლებში დღეს 18:00 საათზე რეჟისორი ლარს ფონ ტრიერის დანიური ფილმს, „მელანქოლიას“ უჩვენებენ.
ბათუმის #16 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამთა კვარაცხელიამ დირექტორების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის, გასაუბრების შედეგების გასაჩივრების გადაწყვეტილება მიიღო.
იმ შემთხვევაში თუ საკრებულო ბათუმის მერის გადადგომის საკითხს მხარს დაუჭერს, მერის მოვალეობის შესრულება ახლად დანიშნულ ვიცემერს გიორგი ერმაკოვს დაეკისრება. ხვალ, 13 თებერვალს ბათუმის საკრებულოში მერის გადაყენებას უყრიან კენჭს. ჯემალ ანანიძემ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე დაახლეობით ორი კვირის წინ დაწერა.
დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების სასოფლო-სამეურნეო ბარათების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ფერმერებისათვის.
მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები თამთა კვარაცხელიას დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ.
მე-9, მე-10 და მე-11 კლასიის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ისწავლონ სამართლის სკოლაში. ისინი სამი თვის განმავლობაში მიიღებენ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფო სამართალსა და დემოკრატიის შესახებ.
ხვალ, 12 თებერვალს ბათუმში, იუსტიციის სახლის წინ ადვოკატების მდუმარე აქციაა დაგეგმილი.
ბათუმში პუშკინის №147-ში სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ამ წუთებში ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.
ხვალ, 12 თებერვალს, თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საქალაქო-სამარშრუტო მიკროავტობუსები საგანგებო რეჟიმში – შემცირებული ინტერვალით იმუშავებენ. ასევე, დროებით გაიზრდება მიკროავტობუსების რაოდენობა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხულოში, სოფელ ვაშლოვანში სოციალურად დაუცველი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის აშენებაზე 4 მილიონამდე ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
კოთოთეატრ „აპოლოში“ ევროკავშირის მიერ შერჩეული ფილმების ჩვენება გრძელდება.
დღეს „ჰემა-2012”-ის სისხლის სამსახური სამედიცინო საქმიანობას ახალ შენობაში განაგრძობს.
დღეს, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „მწვანე ჯგუფი“ ბათუმში „ჭაჭა თაუერთან“ მშვიდობიანი აქცია გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ქალაქში ახალგაზრდული სკვერის – „მშვიდობის პარკის“ გაშენებას მოითხოვენ, სადაც განთავსდება ახალგაზრდებისთვის ბიბლიოთეკაც.
დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურმა გაერთიანებამ მძღოლების უფლებების დასაცავად ბრიფინგი გამართა, რომელიც შპს „სინოჰიდროსა“ და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ დასაქმებული მძღოლების მოთხოვნებს შეეხებოდა. ავტობანზე დასაქმებული მძღოლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ავტობუსის მძღოლები კი საპროტესტო აქციას 12 თებერვლისთვის გეგმავენ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აჭარაში გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, მოქალაქეთა შენიშვნების გამო, ახალი ცხელი ხაზი – 27-70-10 ამოქმედდა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ქალაქის მერიამ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის 4 რეანომობილი შეიძინა. ზამთარსა და ზაფხულში, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ცენტრს ექიმთა 2-2 ბრიგადა ემატება. ამ პერიოდისთვის მედპერსონალის სახელფასო ხარჯებსაც, დანამატის სახით, მერია შეავსებს.
მომხდარი ფაქტის შესახებ, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსს, თანამშრომელმა იანვრის დასაწყისში წერილობით მიმართა. ფაქტს, „ბათუმელებთან“ საუბარში სამმართველოს უფროსი, ვახტანგ წულაძეც ადასტურებს.
კინოთეატრ „აპოლოში“ დღეს ნახავთ:
12:00 ტარზანი 3D – 7 ლარი
14:00 ტარზანი 3D – 7 ლარი
16:00 ფრანკენშტეინი 3D – 8 ლარი
18:00 უოლ სტრიტის მგელი – 8 ლარი
22:00 უოლ სტრიტის მგელი -8 ლარი
სამხატვრო ხელმძღვანელად თემურ ქორიძის დაბრუნების მოთხოვნით აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა კიდევ ერთი აქცია გამართა.
9 თებერვალს, 12:00 საათზე პრესკაფეს მიმდებარე ტერიტორიაზე „ ბათუმის ახალგაზრდული ცენტრმა“ ეკო აქცია გამართა, სახელწოდებით – „უკვე გვიანია იყო პესიმისტი“, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა სიმბოლურად შეღებეს სანაგვე ურნები.
ბათუმში მოსახლეობას ელექტროენერგიისა და სანდასუფთავების გადასახადის ერთიანი ქვითარი ბინაზე აღარ მისდის. მიზეზი “ენერგო-პრო ჯორჯიასა” და ბათუმის მერიას შორის შესაბამისი კონტრაქტის დასრულებაა. ბოლო ორ წელიწადში ერთიანი ქვითრების დასაბეჭდად “ენერგო-პრო ჯორჯიასთან” ბათუმის მერიას 574 615 ლარზე ჰქონდა ხელშეკრულებები გაფორმებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა.