„განიხილავენ და ჩვენ დავნიშნავთ მდივანს რომელიც იმუშავებს მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის კოორდინაციისათვის. ეს იქნება კადრი, რომელიც ყოველდღიურად ითანამშრომლებს ამ ორ უწყებას შორის.
ამას გარდა ვგეგმავთ და თვეში ერთხელ უმრავლესობასთან გვექნება შეხვედრები. გავივლით პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარე საკითხებს, რაც რეგიონში ხორციელდება, გვექნება საერთო პოზიცია და ერთად განვახორციელებთ ამ საქმიანობას,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით საპარლამენტო მდივანი პარმენ ჯალაღონია იქნება, რომელიც ამჟამად აჭარის მთავრობის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ამასთან ერთ კვირაში გახდება ცნობილი რამდენ ადამიანს შეეხება აჭარის მთავრობაში დაწყებული რეორგანიზაცია.
„თებერვლის ბოლოს დაეგზავნა ყველა თანამშრომელს აპარატში გაფრთხილება შესაძლო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ამას აქვს ერთთვიანი ვადა, ჩვენ როგორც კი გავა ერთი თვე, ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს სქემას, ჩვენს გეგმას რეორგანიზაციისა. ნაწილი დეპარტამენტებისა შეიძლება გაერთიანდეს, ნაწილი გაუქმდეს, შეიქმნას ახალი. ეს გამოწვეული არის სხვადასხვა მიზეზებით და რაც მთავარია აპარატის ეფექტური სწორი ფუნქციონირებისათვის. რამდენიმე დეპარტამენტია, რომლის ფუნქციები სხვა სტრუქტურებთანაა გაორებული, სამინისტროები მაქვს მხედველობაში. შესაბამისად ის სამსახურები, რომელიც გაორებულია, ანუ აპარატშიც არის და სამინისტროს ფუნქციებშიც შედის გვინდა გაერთიანდეს და ერთიან სტრუქტურად ჩამოყალიბდეს. ასე უფრო ეფექტური იქნება,“ – აცხადებს არჩილ ხაბაძე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით რეორგანიზაციის პროცესი მარტის ბოლოსთვის დასრულდება.