ნეტგაზეთი • RU

საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნების უნივერსიტეტში

 

დღეს, 28 მაისს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო. კონფერენციის თემაა: “კულტურა და ხელოვნება: ტრადიცია და თანამედროვეობა”.  კონფერენციაში გერმანიის, ლატვიის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების  პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები მონაწილეობენ. 

 

“საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ უნივერსიტეტის, ბათუმის ისტორიაშიც, ვინაიდან დღემდე, ბათუმში გამართულ ყველა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ხელოვნება წარმოდგენილი იყო სექციის სახით, მაგრამ დამოუკიდებლად იგი  მხოლოდ წელს იმართება ხელოვნების უნივერსიტეტში,” – ნათქვამია ოფიციალურ რელიზში.

 

 

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"