სიახლეები

პრესკონფერენცია დროული აივ/ტესტირების მნიშვნელობაზე

28.05.2014
პრესკონფერენცია დროული აივ/ტესტირების მნიშვნელობაზე

 

ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულ ავი დადებით და შიდსით დაავადებულ ადამიანთა შორის 50%-ზე მეტმა უკვე შიდსის სტადიაში შეიტყო მისი სტატუსი. ეს ამტკიცებს იმას, რომ საქართველოში გამოვლენა ჯერ კიდევ გვიანია (ადამიანები გვიან იგებენ, რომ დაინფიცირდნენ აივით), რაც ართულებს მკურნალობის პროცესს და ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.

 

პრესკონფერენციის ორგანიზატორები, მხარდამჭერები და მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ საქართველოში აივ ტესტირების ბარიერებზე და მოგვაწვდიან რეკომენდაციებს, თუ  რა შეიძლება განხორციელდეს იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა მოისურვოს და რეალურად გაიკეთოს ტესტი აივზე და გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს დროულ მკურნალობას, რაც ჯანმრთელობის  შენარჩუნების გარანტია.

პრესკონფერენციის პანელისტები: ნათია ხარატი -დირექტორი- საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ (ბათუმის ფილიალი); თამარი ქაჩლიშვილი-დირექტორი, საზღვაო ჰოსპიტალი; იულია რასკევიჩი – მედიაკომუნიკაციის ოფიცერი-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აივ დადებით ადამიანთა გაერთიანება; ლაშა თვალიაშვილი-დირექტორი-„რეალური ხალხი რეალური ხედვა“.

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.