სად დადის, ვის ხვდება და რატომ არ ლაპარაკობს მედიასთან სულხან თამაზაშვილი

სულხან თამაზაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად 4 აპრილს დასახელდა, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ფეისბუქით გადადგა თორნიკე რიჟვაძე. თამაზაშვილი, რომელიც იქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ 7 აპრილს დაამტკიცა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პოლიციის პოლკოვნიკი სულხან თამაზაშვილი მანამდე უჩინარი იყო სოციალურ ქსელებში. …

980 ათასი სამხედრო დაკარგა რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 980 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020] ტანკი – 10 854 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 633 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 28 269 ერთეული [+68] MLRS – 1 396 ერთეული [+1] …

„სასამართლოში არ მივალ, მათ სხვა ადგილზე დაველოდები“ – ნიკა მელია თავის დაკავებაზე

„ისინი ქარაფშუტულად ვარაუდობდნენ, რომ გამოვცხადდებოდით ამ კომისიაზე და ჩვენთვის ეს ღირსების აყრის ტოლფასი იქნებოდა“, – ამბობს პარტია „ახლის“ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა გადახდას არ აპირებს. 22 მაისს ამავე ბრალდებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს სასამართლოში. ზურაბ ჯაფარიძისგან განსხვავებით, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას არ აპირებს. „მათ …

„პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში გავხდებით მეორე ჩეჩნეთი, არავითარი ბელარუსი“ – აქტივისტები თელავიდან

როგორც ბევრ სხვა პატარა ქალაქში, თელავშიც უწყვეტი პროევროპული აქციები აქვთ მოქალაქეებს. მოთხოვნები აქაც იგივე და უცვლელია – გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები და სამართლიან გარემოში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. როგორ აქ აქციის მონაწილეებმა გვითხრეს, თელავში უწყვეტი პროტესტი 30 ნოემბრის ღამეს დაიწყო, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, როცა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს …

ბათუმის მერია „შერატონში“ გამართული ვახშმობის ხარჯებს არ ასაჯაროებს

2025 წლის ბათუმობისთვის, ქალაქის ბიუჯეტში 380 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. აღნიშნული თანხიდან 223 ათასი ლარი მომღერლების ჰონორარებსა და კონცერტის ორგანიზებაზე დაიხარჯა. ღონისძიების ფარგლებში „შერატონში“ ვახშამიც შეუკვეთეს, თუმცა რამდენი პირი მიიწვიეს და რამდენი დახარჯეს –  ბათუმის მერია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.  მომღერლების ჰონორარების ხარჯები ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა შესაბამის პლატფორმაზე ატვირთვა, თუმცა „შერატონში“ გამართული ვახშმის ხარჯებს ამ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 979 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130] ტანკი – 10 852 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 22 622 ერთეული [+47] საარტილერიო სისტემა – 28 201 ერთეული [+36] MLRS – 1 395 ერთეული [+5] …

„რუსებს კარგად რომ ჰქონდეთ საქმე, შეიარაღებას კორეას არ დაესესხებოდნენ“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსებს რომ კარგად ჰქონდეთ საქმე, კორეელებს არ დაესესხებოდნენ შეიარაღებას და პირად შემადგენლობას,“ – რუსეთ-უკრაინის ომს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. რა იცვლება „დიდი შვიდეულის“ მიერ რუსეთის მიმართ დაანონსებული სანქციებით? „იქ პუტინი ჩავიდა და განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიული ძეგლები უკრაინელებმა გაანადგურესო. ბოდიში, მაგრამ 1500 კილოიან ბომბებს რომ ჩამოაგდებ შენივე ტერიტორიაზე და მერე …

ბათუმის ბულვარის დირექტორს და მოადგილეებს უკონკურსოდ დანიშნავენ – ცვლილება

ბათუმის ბულვარის დირექტორისა და მისი მოადგილეების დასანიშნად ამიერიდან კონკურსს აღარ გამოაცხადებენ. ამ თანამდებობებზე დასანიშნად დღემდე მოქმედი წესით კონკურსები უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, ეს წესი აჭარის არალეგიტიმურმა მთავრობამ გააუქმა. შესაბამის დადგენილებას აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ხელი 2025 წლის 13 მაისს მოაწერა. დადგენილება 19 მაისიდან ამოქმედდა. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი 2022 წლის ივნისიდან დღემდე ლაშა მიქელაძეა. …

ქობულეთის პლაჟზე საშხაპეები და გასახდელები ქარს წაუღია, ახლის მონტაჟში 400 ათას ლარს დახარჯავენ

ქობულეთის მერია პლაჟზე საშხაპეებისა და გასახდელების მოსაწყობად ტენდერის გარეშე 400 ათას 500 ლარს დახარჯავს. სულ დაამონტაჟებენ 20 გასახდელს და 20 საშხაპეს, ასევე დამატებით 3 საშხაპეს ძაღლებისთვის. რაც შეეხება იმ საშხაპეებსა და გასახდელებს, რომლებიც წინა სეზონზე იყო პლაჟზე, მერიის დოკუმენტებით ირკვევა, რომ ისინი ყველა დააზიანა ქარმა 10 მაისს. ქობულეთის მერიის შპს „ქობულეთის წყალი“ მერის მოვალეობის შემსრულებელს …

„ვგმობთ ჟურნალისტზე თავდასხმას“ – ეთიკის ქარტია და მედიაკოალიცია სულხან მესხიძის სხდომიდან გაძევებაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტ სულხან მესხიძეზე ძალადობის და მისი გაძევების, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის  წარმომადგენლებისთვის მუშაობის შეზღუდვის შემთხვევებს ეხმაურება. ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. „ჟურნალისტების მიმართ ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და წარმოადგენს ღია თავდასხმას მედიის თავისუფლებაზე. საქართველოში ამჟამად არსებული სამუშაო გარემო მედიის თავისუფლებისთვის კრიტიკული და მნიშვნელოვნად შემზღუდველია. ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა …

მარიამ სიჭინავა ზუგდიდის სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  ნინო ჭაბუკიანმა დღეს, 23 მაისს, 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა – მას „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უჩივლა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. „დამაჯარიმეს 4000 ლარით“ – წერს მარიამ სიჭინავა ფეისბუქზე და იქვე დასძენს, რომ მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა დარბაზიდან გააძევა შეძახილის – „ოლეე, ოლას!“ გამო. ასევე, ზარქუას საჩივრის საფუძველზე დღეს ზუგდიდის სასამართლომ …

ზუგდიდელი აქტივისტი კერენ ესებუა სასამართლომ 3500 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდელი აქტივისტი კერენ ესებუა, დღეს, 23 მაისს, ზუგდიდის სასამართლომ 3 500 ლარით დააჯარიმა. მას და კიდევ ერთ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას, „ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. აქტივისტებს 20 მაისს, ზუგდიდში „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა სოსო ქუხილავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სოსო ქუხილავა კერენ ესებუას ფიზიკურადაც შეეხო, ხელზეც დაარტყა, რის შემდეგაც მას …

რამდენჯერმე დამარტყეს და ხელები გადამიგრიხეს – ჟურნალისტ სულხან მესხიძეზე ხელვაჩაურის საკრებულოში იძალადეს

ჟურნალისტ სულხან მესხიძის ინფორმაციით, მას ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ხელი დაარტყეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სხდომა. ამ დროს სხდომაზე იმყოფებოდნენ საკრებულოს და მერიის თანამშრომლები. არც ერთ მათგანს, არც საკრებულოს თავმჯდომარეს და არც სხვას, ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად …

„22 მაისი არის დღე, როცა დაიწყო დიქტატურა საქართველოში” – თინა ხიდაშელი

„თუკი ოდესმე ვინმე წლების შემდეგ იკითხავს როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს, იმიტომ, რომ ზურა ჯაფარიძის საქმის მსგავსი პატიმრობები მხოლოდ და მხოლოდ დიქტატურებში ხდება. სხვა არანაირი მმართველობის პირობებში ასეთი პატიმრები ქვეყნებში არ არსებობენ,“ – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი ზურა …

“უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ სასამართლოში, ჟურნალისტებს კამერებით მუშაობის საშუალება არ მიეცათ” – ქარტია

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს შსს-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თვითნებურ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას, 22 მაისს, საქალაქო სასამართლოს შენობაში არ დაეშვა ჟურნალისტები კამერებითა და მიკროფონებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს აქვთ უფლება, სასამართლოს ფოიეში კამერებით იმუშაონ და პირდაპირ ეთერშიც გავიდნენ, მათ ამ უფლებით 22 მაისს პირველად ვერ ისარგებლეს,“ – წერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გმობს …

„ქაოსური კი არა, ქოცური განაშენიანებაა. ჰაერი გაყიდულია“ – ფოტოამბები ახალი ბულვარიდან

„ქაოსური კი არა, ეს არის ქოცური განაშენიანება“ – გვითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული უბნის, ახალი ბულვარის გასწვრივ არსებულ განაშენიანებაზე ვკითხეთ. მასთან მეზობლების თხოვნით მივედით – „იგერაა, ჩვენი დომკომი და იმას კითხე, ყველაფერი იცისო.“ მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა, მხოლოდ ერთი ფრაზით შეაფასა არსებული ვითარება და კატეგორიულად მოგვთხოვა აღარ გაგვეგრძელებინა საუბარი – „არ მცალია, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 მაისის 21 საათიდან 24 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 24 – 29 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 978 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050] ტანკი – 10 841 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 575 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 28 165 ერთეული [+43] MLRS – 1 390 ერთეული [+2] …

რა იცვლება თურქეთში მოპოვებული დოკუმენტებით ბათუმელი მედროშის საქმეში?

თურქეთის სხვადასხვა ოფიციალური უწყების, მათ შორის, ორდუს სახელმწიფო პროკურატურის დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, „ბათუმელ მედროშეს“ თურქეთში დაპატიმრება ელის. „ბათუმელებს“ აღნიშნული დოკუმენტები ინფორმირებულმა პირმა მოაწოდა. უფლებადამცველის შეფასებით, ეს დოკუმენტები ახალაღმოჩენილი გარემოებაა და ამის საფუძველზე ხელახლა მიმართავენ ქართულ სასამართლოებს მედროშისთვის ლტოლვილის სტატუსი მინიჭების მოთხოვნით. დოკუმენტების თანახმად, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, თურქეთის ოფიციალური სამსახურები ამტკიცებენ, რომ …

სსრკ იურიდიულად აგრძელებს არსებობას – პუტინის მრჩეველი

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, ანტონ კობიაკოვი ირწმუნება, რომ სსრკ დაიშალა სამართლებრივი პროცედურების დარღვევით. შესაბამისად, იურიდიულად ის აგრძელებს არსებობას. „სსრკ ხომ სადღაც იურიდიულად ისევ არსებობს და აგრძელებს არსებობას, რასაც დიდი ხანია, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ამბობენ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან. ამას იმიტომ ამბობენ, რომ დარღვეული იყო სსრკ-ს ე.წ. დაშლის პროცედურა“, – თქვა …

„ველოდები, რომ დამაკავებენ, გამომკეტავენ“- ზუგდიდელი ქალი აქტივისტი

23 მაისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აქტივისტი ქალების – კერენ ესებუას და მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართება. ზუგდიდელ ქალებს „ოცნების“ პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა შეურაცხყოფისთვის უჩივის. კერენ ესებუა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აქვს მოლოდინი, რომ მას სასამართლო დარბაზშივე დააკავებენ. „ეს დაკვეთა მოდის კობახიძისგან, პაპუაშვილისგან, ზარქუასთან და პირდაპირ კალაძისგან, რადგან მათ გვითხრეს, რომ დავისჯებით სამაგალითოდ, რომ შემდგომ ვერც …

ჯაფარიძე დარბაზშივე დააპატიმრეს “წულუკიანის კომისიაზე” არ მისვლის გამო

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააპატიმრეს. გადაწყვეტილების გამოცხადებისას ის სხდომათა დარბაზში მარტო, ადვოკატების გარეშე იმყოფებოდა, რადგან მისივე თხოვნით მისმა ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა ჯაფარიძის თხოვნა მისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ და პროცესი დაცვის გარეშე გააგრძელა. ამის შემდეგ მან განიხილა პროკურორების, მარი მეშველიანისა და ნათია …

ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორი“ ქობულეთში 1,5 მლნ კუბურ მეტრ მასალას მოიპოვებს ულიცენზიოდ

ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამჯერად ულიცენზიოდ 1,5 მილიონ კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს ქობულეთის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვებს. კომპანიას 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში მხოლოდ 24 თეთრის გადახდა მოუწევს. ბათუმში კი კომპანია ტროტუარის გასწვრივ ლითონის ღობეს აწყობს, მათ შორის ქალაქის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეც. აქვს თუ არა შესაბამისი ნებართვა „ამბასადორს“? – ქალაქის მერიიდან პასუხი …

ცრუ მოწმე პოლიციელი, ვლადიმერ ჩიტაია მზია ამაღლობელის საქმეში – „მე არაფრის მეშინია“

პროკურატურის მიერ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ჩახსნილი მოწმე – პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია არ პასუხობს შეკითხვას, რომელზეც მას სასამართლოში უნდა გაეცა პასუხი. ეს ის პოლიციელია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, ჩემი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი“. ამ პატაკის საფუძველზე მზია ამაღლობელის პირადი მობილური ტელეფონი გახსნეს, თუმცა საბოლოოდ პროკურატურას თავდასხმის წინასწარ განზრახვის ვერსია …

ზუგდიდელი არტისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო კვლავ დააჯარიმეს

ზუგდიდელი არტისტი და აქტივისტი როსტევან ზარანდია [როსტო], მზია ამაღლობელის სტენსილის გამო მეორედ დააჯარიმეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „თავისუფლება“, რომელიც არტისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის კედელზე შეასრულა.  დადგენილებაში, რომელიც როსტევან ზარანდიას დღეს, 22 მაისს ჩაბარდა წერია, რომ სასამართლომ იგი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას“ …

„10 ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან“ – ლადო აფხაზავა

„ათი ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან, დამთავრდებიან ძალიან მალე. დეპრესიაში ჩავარდებით მეგობრებო და აბა, თქვენ იცით“- ასე გამოეხმაურა ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში, ახალი რუსული კანონის, ე.წ „ფარას“ ამოქმედებას, რომელიც 1 ივნისიდან შედის ძალაში. ახალი კანონი, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება ამერიკული „ფარას“ ანალოგს ეძახის, რეპრესიების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, კანონი არა მარტო …

მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. სასამართლო პროცესი თავდაპირველად 29 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა 1 დღით, 30 მაისისთვის გადადეს.  იმის გამო, რომ პროკურატურამ თავისი მოწმეების დაკითხვაზე უარი განაცხადა და 8 მოწმე საქმიდან მოხსნა, 30 მაისის პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყება. მზია ამაღლობელის საქმე მზია ამაღლობელი …

„ბრიტანეთის პრემიერმა ალბათ იმიტომ არ აწია თავი, რომ ეზიზღებოდა მისკენ [კობახიძისკენ] გამოხედვა“ – ინტერვიუ

„ივანიშვილი ამტკიცებს, კონსოლიდაციას ახდენს ამ რეჟიმის. თუმცა ვიცით, რომ „ოცნების“ ელექტორატი ბევრად ნაკლებია, ვიდრე საპროტესტო ელექტორატი. საპროტესტო ელექტორატს სჭირდება გამოღვიძება – როდესაც ადამიანი არის საპროტესტო ელექტორატში, მაგრამ ზის სახლში, იქ გამოხატავს უკმაყოფილებას, ამით არანაირ გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ პროცესზე,“ – ამბობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. „მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს“ – აცხადებს ევროკომისარი გაფართოების საკითხში მარტა …

გერმანიის ელჩი ბათუმში თავდასხმის დეტალებს იხსენებს – „მადლიერი ვარ სოლიდარობისთვის“

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ბათუმში თავდასხმის დეტალებს იხსენებს „tv პირველთან“. „ბათუმში ჩვენ თევზის ბაზრის სიახლოვეს გადავადგილდებოდით. მოულოდნელად ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და ყვირილი დამიწყო. ჩვენ ქართველებთან ერთად ვიყავით, მათ უთხრეს, რომ გაჩუმებულიყო და წასულიყო. ქართველების გვერდით დგომამ ძალიან გამახარა, მას არავინ შეუერთდა და ექვსმა-შვიდმა ადამიანმა უთხრა, რომ ადგილი დაეტოვებინა და ისიც წავიდა. მე მადლიერი ვარ სოლიდარობის …

საია „უცხოეთის აგენტების აქტს“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ამ კანონის ამოქმედება აყენებს მყისიერ საფრთხეს ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რადგან ეს ორგანიზაციები და ინდივიდები შესაძლოა უსაფუძვლოდ მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში. შესაბამისად, არსებობს იმის აუცილებელი პირობა, რომ ეს სარჩელი განხილული იყოს სწრაფად და საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები. სწორედ ამ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 977 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870] ტანკი – 10 839 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 574 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 28 122 ერთეული [+32] MLRS – 1 388 ერთეული [+0] საზენიტო …

მზიას მხრიდან სილის გაწვნა იყო რეაქცია შეურაცხყოფაზე – თამთა მელაშვილი

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით, რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ამ კითხვებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება „ბათუმელებმა“ სთხოვა მწერალ თამთა მელაშვილს. თამთა მელაშვილი: „ქართულ კულტურაშიც და ყველა კულტურაშიც, მეტ-ნაკლებად ყველა კონტექსტში, ქალისგან კაცის სილის გაწვნა, მე მგონია, რომ ერთნაირად იკითხება. როგორც წესი, …

„ყველაზე კარგი ქუთაისი ჩემთვის აქციაზე დგას“ – უწყვეტი პროტესტი ქუთაისში

„ბათუმელები“ ამ სტატიაში ქუთაისის პროტესტზე გიამბობთ. ქუთაისში მოქალაქეები რუსთაველის ქუჩაზე, მერიის წინ იკრიბებიან და ასე უერთდებიან ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეების საერთო მოთხოვნებს – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და სამართლიან გარემოში ჩატარდეს ხელახალი, საპარლამენტო არჩევნები. ქუთაისის პროტესტის აქტიური მონაწილე, საბავშვო ლიტერატურის მასწავლებელი, მიშიკო მუმლაძე ამბობს, რომ ქუთაისის პროტესტის გამორჩეულობა მისი უწყვეტობაა, რადგან პროტესტის ეს ფორმა აქამდე არ ახსოვს …

აკაკი ძნელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაუშვეს

აჭარის არალეგიტიმური განათლების მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია დღეს, 21 მაისს, „ბათუმელებს“ დაგვიდასტურეს აჭარის მთავრობაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თავად დაწერა განცხადება აკაკი ძნელაძემ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე თუ გადააყენეს? – „ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ დეტალებს დააზუსტებენ. ონლაინ გამოცემა „აჭარა თაიმსი“ წერს, რომ აკაკი ძნელაძესა და კულტურის მინისტრის მოადგილეს, ლადო მგალობლიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა …

ბათუმში მძღოლები 13 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2024 წლის მონაცემები

გასულ წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის  ბათუმის ბიუჯეტში 8 მილიონ 856 ათას 100 ლარი შევიდა. ეს თანხა არ ასახავს საპატრულო პოლიციის [ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერების] მიერ ბათუმში გამოწერილი ჯარიმების სრულ მონაცემებს, რადგან კანონის შესაბამისად ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის ბათუმის ბიუჯეტში, 40 პროცენტი კი – ცენტრალურ ბიუჯეტში. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ბათუმში …

Exit mobile version