ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ პროპაგანდისტულ მედია „ტასსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ აფხაზეთი არ აპირებს საქართველოსთან რესპუბლიკის სტატუსის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ აფხაზეთი საქართველოსთან მშვიდობიან თანაარსებობას ცდილობს. „საქართველო, რა თქმა უნდა, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთმა აღადგინა დამოუკიდებლობა და ამ გაგებით ჩვენ არ გვაქვს არანაირი გეგმა ჩავატაროთ მოლაპარაკებები ჩვენი …
Category Archives: სიახლეები
„აქედან გამოსვლა ძალიან რთული იქნება „ოცნებისთვის“ თვითდაზიანების გარეშე“ – ინტერვიუ
„ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა“- განაცხადა 26 მაისს სამმა ევროპელმა ლიდერმა „ოცნების“ პოლიტიკაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის – ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის – დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის – ფრიდრიხ მერცის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს განცხადება გზავნილია ქართველი ხალხისათვის. რა იკითხება მაკრონის, მერცისა და ტუსკის ერთობლივქ განცხადებაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა …
ვინ არის ახალი შს მინისტრი, რომელიც ენმ-ის დროს სოდის გამომძიებელი იყო
შინაგან საქმეთა მინისტრად დღეს, 28 მაისს, გელა გელაძე დაინიშნა. მას ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფნის დროიდან აქვს. გელა გელაძე ამ დრომდე სუსის უფროსის მოადგილე იყო. ამ პოსტზე გელაძე სუსის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა 2025 წლის 5 აპრილს. 2023 – 2024 წლებში კი გელა გელაძე განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. 2018-2023 წლებში გელა …
Continue reading “ვინ არის ახალი შს მინისტრი, რომელიც ენმ-ის დროს სოდის გამომძიებელი იყო”
მოსკოვთან ახლოს დრონებმა უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას შეუტიეს
მოსკოვის ოლქში დრონები თავს დაესხა უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას – ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ წყაროებში ვრცელდება. მოსკოვის მერი, სერგეი საბიანინი ტელეგრამზე წერს, რომ „წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული ნგრევა ან მსხვერპლი არ არის“ და „ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 27 მაისს და 28 მაისს, დილის 7:00 საათამდე, საჰაერო …
Continue reading “მოსკოვთან ახლოს დრონებმა უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას შეუტიეს”
„ფეხზე ჰკიდიათ სამართლებრივი პრინციპები“ – კობახიძე კვლავ გერმანიის ელჩს აკრიტიკებს
„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს აკრიტიკებს, რომელიც 16 მაისს, ბათუმში დაესწრო მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს. ამის შესახებ კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა 28 მაისს. ამავე დროს, კობახიძემ ისაუბრა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, როცა გერმანიის ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და გამოირჩევა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროევროპული აქციების …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 983 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050] ტანკი – 10 864 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 644 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 28 355 ერთეული [+18] MLRS – 1 397 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მაისი”
„სილის გაწნა დანაშაული რომ იყოს, რამდენი ქალი აღმოჩნდება ციხეში?“ – ინტერვიუ ადვოკატთან
„სილის გაწვნა… არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს ზურაბ ცინცაძეს მზია ამაღლობელის საქმეზე. მას, როგორც დიდი გამოცდილების მქონე იურისტს ვკითხეთ: სილის გაწვნა არის თავდასხმა? მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი ოთხ თვე-ნახევარია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, …
ვისზეც მოუნდებათ, იმაზე გაავრცელებენ – როგორ იმუშავებს „ოცნების ფარა“
31 მაისს „ოცნების“ მორიგი რეპრესიული კანონი ამოქმედდება, რომელსაც „ოცნება“ ამერიკული კანონის ანალოგს, „ფარას“ უწოდებს. ვისზე შეიძლება გავრცელდეს „ოცნების ფარა“ და რა ფორმით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტ ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა. ბატონო ნიკა, თითქოს ბევრი განმარტება იყო „ოცნების“ მეორე რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც „ოცნება“ ამერიკულ „ფარას“ ეძახის, თუმცა გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსახლეობას, რა ფორმით აპირებს …
Continue reading “ვისზეც მოუნდებათ, იმაზე გაავრცელებენ – როგორ იმუშავებს „ოცნების ფარა“”
ვინ არის მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, რომელმაც ლუკა ნაცვლიშვილი მეორედ დააპატიმრა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, რომელმაც დღეს, 27 მაისს, სტუდენტ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2022 წლიდან მუშაობს. ამ მოსამართლემ წელს უკვე მეორედ შეუფარდა 19 წლის სტუდენტს, ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ლუკა ნაცვლიშვილის საქმე გულიკო კაჟაშვილმა პირველად 2025 წლის 14 იანვარს განიხილა კიდევ ერთ სტუდენტ, ელიზბარ ჩხიკვაძის საქმესთან ერთად. მაშინ …
Continue reading “ვინ არის მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, რომელმაც ლუკა ნაცვლიშვილი მეორედ დააპატიმრა”
გუნბა რუსულ ძალებს აფხაზეთში „მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“ უწოდებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ პროგანდისტულ მედია „ტასსთან“ ინტერვიუში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეშვიდე სამხედრო ბაზა, ისევე როგორც რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, არის „ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დამატებითი გარანტია“. „მართლაც, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის …
Continue reading “გუნბა რუსულ ძალებს აფხაზეთში „მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“ უწოდებს”
ბათუმის კონცხთან ჭარბი მასალა შტორმის დროს ზღვაში დაცურდა – „ბუნებრივად განიტვირთა“
ბათუმის კონცხთან პლაჟზე რისკების შესამცირებლად აჭარის მთავრობას აქ დაგროვილი ჭარბი მასალა უნდა გაეტანა, თუმცა ვიდრე მთავრობა შესაბამის დოკუმენტაციას გარემოს სააგენტოსთან ათანხმებდა, ჭარბი მასალა, მთავრობისვე ინფორმაციით, შტორმის დროს სიღრმისკენ „დაცურდა“ და კონცხი „ბუნებრივად განიტვირთა“. 43 000 კუბური მეტრი ჭარბი მასალა ბათუმის კონცხზე სახიფათო იყო, ვინაიდან მის ჩაზვავებას წყალქვეშა კანიონში შესაძლოა პლაჟის მოწყვეტაც გამოეწვია. იმის მიხედვით, თუ …
არჩევნების წელს აჭარის მთავრობამ ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასებში 3 მლნ ლარით მეტი დახარჯა
2024-ში, საპარლამენტო არჩევნების წელს, აჭარის მთავრობამ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებში 9 მილიონამდე ლარით მეტი დახარჯა ვიდრე წინა, 2023 წელს. მათ შორის 2024 წელს ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 3 მილიონ 600 ათასი ლარით მეტი გადაიხადეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საჯარო სამსახურებში ხელფასები 10-პროცენტით იზრდება ყოველ წელს, რიცხვები ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ნაწილში საარჩევნო წელს მაინც მკაფიოდ მზარდი …
ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
დღეს, 27 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ლუკა ნაცვლიშვილის საქმე განიხილა. მოსამართლემ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „ვერც მივხვდი, რა ხდებოდა… პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა არანაირი მოწოდება“,- უთხრა მოსამართლეს სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა. ლუკა ნაცვლიშვილი გუშინ, 26 მაისს, ღამით დააკავეს ბათუმში პროევროპული მარშის შემდეგ. მარშის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოიყარეს …
Continue reading “ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა”
მკვლელობა ბათუმში – ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურა ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე წერს. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბათუმში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ‘’ვ’’ …
Continue reading “მკვლელობა ბათუმში – ერთ პირს ბრალი წარუდგინეს”
ქობულეთში კაცი დაიღუპა საწარმოში მუშაობის დროს – დაწყებულია გამოძიება
ქობულეთში, საწარმო „თეთროსანში“ დასაქმებული შუახნის კაცი დაიღუპა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის მამაკაცი სამუშაოს წარმოების დროს დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა …
Continue reading “ქობულეთში კაცი დაიღუპა საწარმოში მუშაობის დროს – დაწყებულია გამოძიება”
აჭარის ტელევიზია მალავს კადრებს, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავებამდე და შემდეგ გადაიღო
აჭარის ტელევიზიამ უარი უთხრა „ბათუმელებს“ კადრების მიწოდებაზე, რომელიც ასახავს 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებისთანავე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. „გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი კადრები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რადგან შეიცავს პერსონალურ მონაცემებს,“ – ასე ასაბუთებს აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი თავის უარს, გადასცეს „ბათუმელებს“ კადრები. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის …
ბათუმში დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილი სასამართლოში არ გადაუყვანიათ, ის იზოლატორში რჩება
სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც ბათუმში 26 მაისს, ღამით, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მისი საქმის მასალები შსს-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის ამ დრომდე არ გადაუცია. ლუკა ნაცვლიშვილს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე მუხლებით [პოლიციელის შეურაცხყოფა, პოლიციელის კანონის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენას ედავება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის …
ვითხოვთ, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი „ბათუმელების“ დაარსების თარიღს, 26 მაისს ეხმიანება და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. „24 წლის განმავლობაში, „ბათუმელები“ აშუქებს ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციას და მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ და მაღალხარისხიან ჟურნალისტიკას. გაზეთმა გაუძლო ოთხ პოლიტიკურ რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჟურნალისტები და რედაქტორები არაერთხელ გამხდარან თავდასხმის, მუქარის, შანტაჟისა და დაკავების …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მაისის 21 საათიდან 28 მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ბათუმის ცენტრალურ პარკში ტუალეტი არც ამ სეზონზე იქნება – რა უნდა გაკეთდეს 345 ათას ლარად
ბათუმის ცენტრალურ პარკში დაგეგმილია არსებული საპირფარეშოს შენობის რემონტი, პარკის შესასვლელში [კოლონადებთან] მდებარე ხის შენობის დაშლა და ახლის, ლითონისა და სენდვიჩ-პანელების კონსტრუქციით აშენება, პარკში არსებული ერთ-ერთი ჯიხურის რემონტი და დამატებით ერთი კონსტრუქციის, საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობა. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 345 ათას 269 ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2025 წლის 12 …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 982 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990] ტანკი – 10 860 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 642 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 28 337 ერთეული [+17] MLRS – 1 397 ერთეული [+0] საზენიტო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მაისი”
შსს ამბობს, რომ ლუკა ნაცვლიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 2 მუხლით
26 მაისს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული მუხლებით დააკავეს – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, ლუკა ნაცვლიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 [პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა] და 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] მუხლებით. ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების ვიდეოკადრები აქციაზე მყოფმა მოქალაქემ გადაიღო. „რის გამო მაკავებთ?“ – კადრებში ჩანს, როგორ ეკითხება დაკავებისას ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებს, თუმცა იგი პასუხს ვერ …
Continue reading “შსს ამბობს, რომ ლუკა ნაცვლიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 2 მუხლით”
„რის გამო მაკავებთ?“ – ბათუმში აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს
26 მაისს, ღამით, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავა. მისი დაკავების ვიდეოკადრები აქციაზე მყოფმა მოქალაქემ გადაიღო. „რის გამო მაკავებთ?“ – კადრებში ჩანს, როგორ ეკითხება დაკავებისას ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებს, თუმცა იგი პასუხს ვერ იღებს, ისე აიძულებენ პოლიციის მანქანაში ჩაჯდომას. „ბათუმელები“ შს სამინისტროდან ელოდება ინფორმაციას, რის საფუძველზეა დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილი. ამჟამად ბათუმის …
Continue reading “„რის გამო მაკავებთ?“ – ბათუმში აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს”
„თუ გაიწელა ეს პროცესი, მეტი დანაკარგებით მოგვიწევს გამოსვლა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„ყველა მეგობარი „ქართულმა ოცნებამ“ მოიმდურა. არათუ მოიმდურა, არამედ პრაქტიკულად ერთ დონეზე დააყენა ოკუპანტ ქვეყანასთან… ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ, ჩვენი რეალური მეგობრებისგან სრულიად „დამოუკიდებლები“ ვართ,“ – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რეალურად როგორ უქმნის „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებლობას. „ჩვენ არათუ სუსტი, არამედ ფორმალური დემოკრატია ვართ. სერიოზული ნიშნებია იმის, …
ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი. უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან. ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში. და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების – ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი …
Continue reading “ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს”
„წერილი მზიას“ – თბილისში მზია ამაღლობელისათვის წერილებს აგროვებენ
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ორგანიზაცია „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ცისფერი გალერეის წინ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი ინიციატივით წარსდგა. „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი კუთხე მოაწყო, სადაც მოქალაქეები მზია ამაღლობელისათვის გასაგზავნ წერილებს წერენ. დღეს, 26 მაისს, გაზეთი „ბათუმელები“ 24 წლის გახდა. „ბათუმელების“ პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს გამოვიდა. …
Continue reading “„წერილი მზიას“ – თბილისში მზია ამაღლობელისათვის წერილებს აგროვებენ”
როგორ გამოეხმაურა პაპუაშვილი მერცის, მაკრონისა და ტუსკის განცხადებას
„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის – დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის – ფრიდრიხ მერცი ერთობლივ განცხადებას „სამარცხვინო თავდასხმას“ უწოდებს. „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“ – წერს პაპუაშვილი ფეისბუქზე. დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკმა და გერმანიის …
Continue reading “როგორ გამოეხმაურა პაპუაშვილი მერცის, მაკრონისა და ტუსკის განცხადებას”
საქალაქო ავტობუსების მარშრუტი ისევ შეიცვალა
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩის მონაკვეთის [მელიქიშვილის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩამდე] გახსნის გამო, ავტობუსების: №1, №1ა, №7, №7ა, №10, №10ა, №11 და №15 მარშრუტი კვლავ შეიცვალა და აღნიშნულ მონაკვეთში იმოძრავებენ. კერძოდ: №1 იმოძრავებს: ხიმშიაშვილის – გორგილაძის – მელიქიშვილის – რუსთაველის – გოგებაშვილის ქუჩები №1ა: გოგებაშვილის – რუსთაველის – მელიქიშვილის – გორგილაძის – ხიმშიაშვილის ქუჩები №7: გრიბოედოვის …
Continue reading “საქალაქო ავტობუსების მარშრუტი ისევ შეიცვალა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 981 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000] ტანკი – 10 858 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 641 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 28 320 ერთეული [+51] MLRS – 1 397 ერთეული [+1] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 მაისი”
„დაიცავი დამოუკიდებლობა!“ – 26 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ხვალ საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია მასშტაბური საპროტესტო აქციები. 26 მაისთან დაკავშირებული აქტივობები დაგეგმილია ბათუმშიც. 3 საათზე (კარფურთან ხიდზე) გადმოიფინება ბანერი – „დაიცავი დამოუკიდებლობა“. 19:00 საათიდან დაიწყება შეკრება საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც 20:00 საათისთვის გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ისტორიულ ასპექტებზე. დაგეგმილია ასევე მსვლელობა „ბათუმელების“ რედაქციისკენ, სადაც აქციის მონაწილეები გამოხატავენ …
Continue reading “„დაიცავი დამოუკიდებლობა!“ – 26 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება”
„მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის“ – ინტერვიუ საკონსტიტუციოს ყოფილ მოსამართლესთან
„მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ არის,“ – მკაფიო პოზიცია აქვს სილის გაწვნის თავდასხმად შეფასებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლე ბესიკ ლოლაძეს. ყოფილ მოსამართლეს მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ. მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. ყოფილი მოსამართლის აზრით, თუ მოსამართლემ მკაფიოდ ვერ დაინახა სილის გაწნა დანაშაულია თუ სამართალდარღვევა, …
ბათუმში მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
ბათუმში ერთი პირი დააკავეს მკვლელობის ბრალდებით. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 2 ადამიანს, „რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი კაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს.
მზია ამაღლობელის ინტერვიუ „ლე მონდთან“: „სილის გაწვნისათვის“ 7 წელი რომ მომისაჯონ, მოულოდნელი არ იქნება
„მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი პრესაზე რეჟიმის უპრეცენდენტო თავდასხმის სიმბოლოა,“ – ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ ვრცელ სტატიას, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეს ეძღვნება. სტატიაში აღწერილია მზია ამაღლობელის დაკავების და შემდგომ უკანონო პატიმრობის დეტალები. „ლე მონდმა“ კითხვები ქალთა კოლონიაში გაუგზავნა პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერს. „მტრობა და ჟურნალისტების მიმართ ასეთი სიძულვილი. ასეთი რამ აქამდე არც ერთ მთავრობას …
„ივანიშვილს უნდა ახალგაზრდებმა შევწყვიტოთ ბრძოლა, მაგრამ ბრძოლა იქნება ბოლომდე“
„ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა ამ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა შევწყვიტოთ რადგან ხელი არავინ შეუშალოს ამ ქვეყნის იქეთ წაყვანისკენ, საითკენაც მიჰყავს“-ამბობს მოძრაობა „ახალგაზრდული ძალას“ ხელმძღვანელი, სტუდენტი თედო ზოიძე „ბათუმელებთან“. ის ბათუმში შეხვედრებს მართავს პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან. „ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება როგორც არასდროს, ისეა დასაცავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა წინაპრებმა ამ თავისუფლებისთვის ბევრი სისხლი დაღვარეს. …
Continue reading “„ივანიშვილს უნდა ახალგაზრდებმა შევწყვიტოთ ბრძოლა, მაგრამ ბრძოლა იქნება ბოლომდე“”
ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაფუჭდა
მგზავრების ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაჩერდა. მგზავრების თქმით, თითქმის ერთი საათია ელოდებოდნენ მატარებლის დაძვრას. „გაფუჭებულ მატარებელს სხვა ელმავალი ჩააბეს და ასე გაიყვანეს“- ეუბნება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.
როგორი ამინდი იქნება 26 მაისს ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 მაისის 21 საათიდან 26 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 24 – 29 გრადუსი სითბო ღამით: 8 …