გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 18 – …
Category Archives: სიახლეები
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 973 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130] ტანკი – 10 832 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 557 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 27 980 ერთეული [+38] MLRS – 1 387 ერთეული [+1] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 მაისი”
„ოცნებამ“ ჯერ წააქეზა საპატრიარქო, შემდეგ იგივე იარაღი მას შეუტრიალა – ინტერვიუ თეოლოგთან
„რუსეთშიც თავიდან ზუსტად სექსუალური უმცირესობების დევნის სეზონი გამოაცხადეს. ამ რეპრესიებს მოჰყვა რელიგიური უმცირესობების დევნა და ახლა უკვე პოლიტიკურ დისიდენტებსაც კი იჭერენ…“ – პარალელს რუსეთთან ავლებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რის დემონსტრირებას ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობით „ოჯახის სიწმინდის“ სახელით? 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ხელისუფლება ჰომოფობიასთან გამიჯვნის და ადამიანების დაცვაზე ზრუნვის …
„ამ ქალმა ქართველ პოლიციელს აწყენინა… მზიას ციხეში გამომწყვდევის ეპიზოდი ფაშისტურია“ – ალეკო შუღლაძე
მწერალი ალეკო შუღლაძე „მზია ამაღლობელის საქმეს“ ფეისბუქპოსტით ეხმაურება: „ფილმში „მოდი, ნახე“, არის ასეთი ეპიზოდი, სადაც გერმანელ ნაცისტს სავარძლიან მოტოციკლზე ნაწამებისა და ჩამოხრჩობილის გვამი აქვს თოკებით დაკრული და ასე დაატარებს მთელ სოფელში, ისმის სახალისო მუსიკა, ცხედარს კი აწერია: „ამ კაცმა გერმანელ ჯარისკაცს აწყენინა“. ციხეში ცუდია, ხანდახან გაუსაძლისიც. პროცესი, სადაც განიხილება სამართალდამცავის აწითლებული ლოყა – და თან …
საღამოს აჭარაში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი – შტორმული გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 17 მაისს საღამოს [უფრო 22.00 საათიდან] და 18 მაისს ღამის საათებში აჭარაში მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის ქარის გაძლიერება 20-25 მეტრ წამამდე. ამავე სააგენტოს ინფორმაციით 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; 19 და 20 მაისს კი – ხანმოკლე წვიმა.
საია: „ოცნება“ ცდილობს, ოჯახის დაცვა და თანასწორობა დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს“
„ქართული ოცნება“ ცდილობს ოჯახის დაცვა და თანასწორობა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს, რაც არსებითად მცდარია და ძირს უთხრის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია ცდილობს ჰომოფობიური კანონები ბავშვების ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს, მაშინ როდესაც იგი სინამდვილეში ბავშვებს ძალადობის და ბულინგის მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდიდ. აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიური კანონის მიღებაზე უარის თქმისკენ ქართულ ოცნებას …
„უპირობო სოლიდარობა ქვიარ თემს“ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
„მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, 17 მაისი ქვიარ თემის მიმართ ნებადართული და წახალისებული ძალადობის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მეხსიერებად ჩამოყალიბდა. წელს ამ დღეს საქართველოში ლგბტქ თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები ვხვდებით მძიმე და უწყვეტი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, სადაც “ქართული ოცნება” მიტაცებული არჩევნების ფონზე ცდილობსერთპარტიული მმართველობის დამყარების გზით ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას. ანტიჰუმანური კანონების ამოქმედების ფონზე …
Continue reading “„უპირობო სოლიდარობა ქვიარ თემს“ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი”
„თუ იზიარებ პრინციპს – ყველა რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ თანმიმდევრულობაა საჭირო“ – ინტერვიუ
თბილისში, საპროტესტო აქციაზე, სადაც საზოგადოება პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციას მართავდა, 9 მაისს, მცირე ინციდენტი მოხდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს, გალაქტიონის ხიდის მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი მიუახლოვდა, რომლებმაც თავიანთი პლაკატები გაშალეს მარშის წინ. როგორც მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გოტა ჭანტურია ამბობს „ბათუმელებთან“, მათ სააკაშვილის მხარდამჭერებს ორჯერ სთხოვეს არ გადაეფარათ მათი ბანერები სააკაშვილის პლაკატით, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 972 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910] ტანკი – 10 831 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 22 553 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 27 942 ერთეული [+34] MLRS – 1 386 ერთეული [+1] საზენიტო …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 მაისი”
დგებუაძის ლოყის სიწითლის განხილვა გრძელდება – რეპორტაჟი ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან
„სიწითლეზე მეკითხებით?- სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, მე ვაფასებ ობიექტურ ნიშანს“ – უთხრა მოწმემ, სამედიცინო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა პროკურორ თორნიკე გოგეშვილს მას შემდეგ, როცა პროკურორი მას ჩაეკითხა – იყო თუ არა გამოხატული დაზიანება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის სახეზე სილის გაწვნის შემდეგ. მანამდე კი ექსპერტმა სასამართლოს უთხრა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს დაზიანების რაიმე ობიექტური …
პროკურატურა 8 მოწმე პოლიციელის დაკითხვას აღარ აპირებს – მზია ამაღლობელის საქმე
პროკურატურა თავისი მოწმეების დაკითხვაზე უარს ამბობს – ბრალდების მხარე მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 სამართალდამცველის დაკითხვას აპირებდა, თუმცა დღეს, 16 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, სასამართლო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ირაკლი დგებუაძეს ჯანმრთელობის დაზიანება არ …
Continue reading “პროკურატურა 8 მოწმე პოლიციელის დაკითხვას აღარ აპირებს – მზია ამაღლობელის საქმე”
„სადაც არ წავედი საქართველოში, ხალხი მეუბნება: გვინდა, ჩვენს პასპორტზე ეწეროს – European Union, Georgia“ | ინტერვიუ
„მთავრობა ამბობს, გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ჩვენ ვპასუხობთ: იმ მოქმედებებით, იმ კანონებით, რაც მიიღეთ, იმ რიტორიკით, რასაც იყენებთ – თქვენივე დეკლარირებული მიზნის საპირისპიროს აკეთებთ. „აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა: რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება?“ – პროპორციულობაზე ამახვილებს ყურადღებას გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი „მზია ამაღლობელის საქმეზე“. გერმანიის ელჩი დღეს, 16 იანვარს, …
გერმანიის, ესტონეთისა და შვედეთის ელჩები მზია ამაღლობელის სასამართლოს ესწრებიან ბათუმში
დღეს, 16 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების ელჩები საქართველოში. ბათუმის სასამართლოში დღეს მივიდნენ: პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი, შვედეთის ელჩი საქართველოში და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დღეს ასევე ესწრება ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა მზია ამაღლობელის პროცესზე …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მაისის 21 საათიდან 17 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 6 – …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
გერმანიის კანცლერი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, მე-17 პაკეტს 20 მაისს განიხილავენ. „სანქციების ახალი პაკეტი მზადაა. გადაწყვეტილებას სამშაბათს, ბრიუსელში მივიღებთ“, – წერს მერცი სოციალურ ქსელ X-ზე. მერცი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე სტამბოლში ჩასვლაზე უარის თქმით თავი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაიგდო. „ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი …
Continue reading “გერმანიის კანცლერი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 971 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100] ტანკი – 10 825 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 22 546 ერთეული [+32] საარტილერიო სისტემა – 27 908 ერთეული [+36] MLRS – 1 385 ერთეული [+1] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 მაისი”
ცნობილია უკრაინის დელეგაციის წევრების ვინაობა სტამბოლის მოლაპარაკებებზე
რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, რომლის მთავარი თემაც ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს, სტამბოლში 16 მაისს გაიმართება. 15 მაისს, საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. ცნობილია, რომ უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტამ უმეროვი. 12-კაციან დელეგაციაში შედიან სერგეი კისლიცა – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის …
Continue reading “ცნობილია უკრაინის დელეგაციის წევრების ვინაობა სტამბოლის მოლაპარაკებებზე”
სილა რეჟიმს, რომელიც გვგუდავს – ზვიად რატიანი მზია ამაღლობელზე
რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით, რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ეს და კიდევ რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ დაუსვა პოეტ ზვიად რატიანს. იგი მიიჩნევს, რომ სინდისის პატიმრები ივანიშვილისთვის ტყვეებია, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობას აპირებს. ზვიად რატიანი: „არც კი ვიცი, რამდენად დროული და …
Continue reading “სილა რეჟიმს, რომელიც გვგუდავს – ზვიად რატიანი მზია ამაღლობელზე”
უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა გირაო? – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს პატიმრობა ემუქრებათ. „ლელოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს გირაო, რომელიც სასამართლომ კომისიაზე მიუსვლელობის გამო დააკისრა მათ. გირაოს გადახდას ჯერჯერობით არ აპირებენ: ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია. საზოგადოების ნაწილი მომხრეა იმის, რომ პოლიტიკოსებმა გირაოს გადახდის სანაცვლოდ აირიდონ პატიმრობა, ნაწილი კი წინააღმდეგია. უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა …
Continue reading “უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა გირაო? – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან”
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ევროპარლამენტარი დაესწრება – „ევროპა გიყურებთ“
16 მაისს ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩამოდის ავსტრიელი ევროპარლამენტარი „მწვანეთა პარტიიდან“, ლენა შილინგი. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შემდეგ ლენა შილინგი პრესკონფერენციას გამართავს ჟურნალისტებისათვის. „ხვალ ჩავდივარ ბათუმში, ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. მისი დაკავება საქართველოში არსებული რეპრესიების სიმბოლოა. მზია სასამართლოშია იმის გამო, რომ ის კრიტიკული ჟურნალისტია და ეს თითოეულ ჩვენგანს უნდა აწუხებდეს. …
ყველაზე მეტი თანხა საქართველოში აშშ-დან და იტალიიდან გადმოირიცხა – აპრილის სტატისტიკა
2025 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოირიცხა. შემდეგ ადგილებზეა: იტალია, რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი და სხვა ქვეყნები. ფულადი გზავნილების შესახებ სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში: აშშ-დან საქართველოში გადმოირიცხა 53 987 300 აშშ დოლარი, რაც 7,6 მილიონი დოლარით მეტია 2024 წლის აპრილში ჩამორიცხულ თანხასთან შედარებით; იტალიიდან საქართველოში …
„ქოლცენტრების საქმე“ – აჭარაში ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ტექნიკა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წერს, რომ აჭარაში ე.წ. „ქოლცენტრი“ აღმოაჩინა და ტექნიკა ამოიღო. სამსახურის ინფორმაციით წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით თბილისსა და აჭარის რეგიონში. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, …
ვერ შევწყვეტთ პროტესტს, „ოცნებას“ ვერ მივცემთ ჩვენს მომავალს – ემიგრანტი ქალი მოლდოვიდან
„ჩვენ ვერ შევწყვეტთ პროტესტს, ვერ მივცემთ ჩვენს მომავალს მათ. მარტო ჩვენს შვილებზე არ არის აქ საუბარი, ჩვენც ხომ ვართ ჯერ ცოცხლები. ვერ მივცემთ იმის უფლებას, უარესობისკენ შეცვალონ და 30 წლის წინათაც რომ არ ვიყავით, იმ მდგომარეობაში დაგვაბრუნონ. ამის საშუალებას ვერ მივცემთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ სიგუა, ქართველი ემიგრანტი, რომელიც ამ დროისთვის მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში ცხოვრობს და …
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 მაისს გაგრძელდება
ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 16 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე. ამ ეტაპზე ისევ პროკურატურის მოწმეების დაკითხვა გრძელდება. წინა სხდომაზე, 8 მაისს, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. ის ამ საქმეში სილის გაწვნის გამო დაზარალებულად არის ცნობილი. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლესაც უთხრა, რომ …
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას 2 პირი დააკავეს – შსს
შს სამინისტროს ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული ჰ.თ. და 1980 წელს დაბადებული ფ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ჰ.თ. მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით ცდილობდა …
Continue reading “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას 2 პირი დააკავეს – შსს”
როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და აჭარის მთელ ტერიტორიაზე ხვალ, 16 მაისს, გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მაისის 21 საათიდან 17 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 8 – …
Continue reading “როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი”
პუტინი სტამბოლის მოლაპარაკებებს არ დაესწრება
მედიის ცნობით, დღეს, 15 მაისს, თურქეთში, სტამბოლში, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, რომლის მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს. რუსეთის დელეგაციაში არ არის რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი და არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლავროვი. რუსეთის დელეგაციაში მყოფი პირების ვინაობა წუხელ, 14 მაისს გახდა ცნობილი. დელეგაციის ხელმძღვანელი პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკია, რომელსაც პუტინის იდეოლოგს უწოდებენ. …
Continue reading “პუტინი სტამბოლის მოლაპარაკებებს არ დაესწრება”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 970 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220] ტანკი – 10 812 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 22 514 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 27 872 ერთეული [+45] MLRS – 1 384 ერთეული [+2] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 მაისი”
„მთავარი პატიმარი საქართველოა” – როგორია უწყვეტი პროტესტი გორში
„ბათუმელებმა“ უკვე გიამბოთ უწყვეტ, პროევროპულ პროტესტზე ჩხოროწყუში,ზუგდიდში, ახალციხეში, გურჯაანსა და მარტვილში. ამჯერად გიამბობთ, როგორია პროტესტი გორში. დღეს, 14 მაისს, საქართველოში უწყვეტი პროტესტის 168-ე დღეა, ხოლო გორში 95-ე დღეა, რაც უწყვეტად აპროტესტებენ საქართველოს პროევროპული კურსის ცვლილებას, ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. გორში პროტესტის მთავარი ადგილი გორის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაა. „უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, ჩვენ …
Continue reading “„მთავარი პატიმარი საქართველოა” – როგორია უწყვეტი პროტესტი გორში”
ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწვნა არ იწვევს ტანჯვას – ექსმოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე
„აჩვენეთ ეს კადრი ნებისმიერს და ჰკითხეთ, განიცადა პოლიციელმა ტკივილი?“ – ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის კადრზე გვესაუბრება ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე. „მზია ამაღლობელის საქმეზე“ საუბრის დროს, ადვოკატი, პირველ რიგში, საზოგადოების რეაქციაზე ამახვილებს ყურადღებას: „ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწნა არ არის იმ დონის დამაზიანებელი, რომ ამან გამოიწვიოს ფიზიკური ტანჯვა… ამის შეფუთვა ახლა ექსპერტიზებით და იმით, …
ქობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს
ქობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს. ის ამ დრომდე ქობულეთის ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობდა. ირაკლი ცეცხლაძე პროფესიით ეკონომისტია, 2005 წლიდან 2024 წლის 30 ივლისამდე ის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, 2024 წლის ივლისში კი ქობულეთის მერის მოადგილედ დანიშნეს. ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს, 14 მაისს, დილით, ფეისბუქის საკუთარ …
Continue reading “ქობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს”
„პოლიციელი მერები იქნებიან უფრო მკაცრი, განსხვავებული აზრი რომ არ გააჭაჭანონ“ – ინტერვიუ
ბოლო ორ დღეში, 13-14 მაისს, ერთი მეორის მიყოლებით თანამდებობა დატოვეს ჯერ ბათუმის, შემდეგ კი ქობულეთის მერებმა. თანამდებობის წასვლის შესახებ ბათუმის და ქობულეთის მერებმა საზოგადოებას ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით, თითქმის იდენტური ტექსტებით აცნობეს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი კი ძალოვანი სისტემიდან მოიყვანეს [ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე სასამართლო ექსპერტიზაში მუშაობდა, მანამდე კი იგი პროკურატურის გამომძიებელი იყო]. რაზე …
26 მაისისთვის ბათუმი 65 ათას ლარს დახარჯავს – დეტალები შეთანხმებულია ცენტრალურ კომიტეტთან
26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები ბათუმში წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება. ღონისძიების ჩასატარებლად ბათუმის კულტურის ცენტრი 65 ათას ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. ბათუმის კულტურის ცენტრის განმარტებით, ღონისძიების დეტალები შესათანხმებელი იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამიტომ მომსახურების ტენდერით შესყიდვა დროში ვეღარ მოესწრება. „გადაწყდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩატარდეს …
ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენა ბათუმის მთავარ მეჩეთში
ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ პარასკევს, 16 მაისს, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენას გამართავს. ფოტოგამოფენა მეჩეთში დაიწყება პარასკევის ნამაზის შემდეგ, 14:00 საათიდან, ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მთავარ მეჩეთში და დღის ბოლომდე გაგრძელდება. „შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ხით ხუროობის უნიკალური ნიმუშები – ხის მეჩეთები”, – აღნიშნულია „სოლიდარობის თემის“ ფეისბუქგვერდზე, ღონისძიების ანონსში. ________________ ფოტოზე: მეჩეთი მაღალმთიან აჭარაში. ფოტო: …
Continue reading “ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენა ბათუმის მთავარ მეჩეთში”
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი თაობის ცხოვრებაში, ბოლო ზარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღეა. ბოლო ზარი – ეს მხოლოდ ცხოვრების დასრულებული ეტაპი კი არა, უპირველესად, ახლის დასაწყისია. წინ მთელი ცხოვრებაა – სავსე გამოწვევებით, შანსებით, თავგადასავლებით, სირთულეებითა და გამარჯვებებით. გვჯერა, რომ ეს ის მომენტია, როცა ყველაზე მთავარია საკუთარი თავისა და ძალების რწმენა, რადგან არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა …
Continue reading “შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას”
ქობულეთის მერმა დაწერა, რომ გადადგა
ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა. “მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხემძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა. მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამინებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის …