ბიზნესმენმა სარფში სახელმწიფო მიწა დაიკავა და სასტუმროს უკანონოდ აშენებს

ექიმი და სამედიცინო ბიზნესით დაკავებული დიმიტრი ტვილდიანი, სარფში 3008 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, სასტუმრო-კომპლექსს უკანონოდ აშენებს. სწორედ ეს მიწის ნაკვეთი გამოიტანა სახელმწიფომ ახლახანს აუქციონზე გასაყიდად. სავარაუდოდ მიწის ნაკვეთს სწორედ დიმიტრი ტვილდიანი იყიდის. მშენებლობაზე, როგორც ხელვაჩაურის, ასევე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია, თუმცა უკანონო მშენებლობისთვის მშენებელი არც დაუჯარიმებია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე …

სახელმწიფო ვალიდან რა თანხა რომელ მსხვილ პროექტებზე დაიხარჯება 2020 წელს აჭარაში

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე წარადგინა. პროექტის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მომავალი წლისთვის გამოყოფილია 2 მილიარდ 71 მილიონ 600 ათასი ლარი, რაც მთავრობის განმარტებით, 71,6 მილიონი ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. ეს თანხა ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხო ქვეყნების მთავრობებისგან მიღებული შეღავათიანი და გრძელვადიანი სესხით დაიფარება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში …

მიწად დარეგისტრირებულ 1 ჰექტარ ზღვას „ბათუმის იახტ კლუბი“ 2037 წლამდე ითხოვს

სახელმწიფომ ბათუმის იახტკლუბთან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაირეგისტრირა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნაკვეთის რეგისტრაცია შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ წერილის საფუძველზე, იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელდა. ამჯერად „ბათუმელებმა“ ოფიციალურად მოიპოვა წერილი, რომლითაც ჩანს, რომ კომპანია აღნიშნული ნაკვეთის 2037 წლის დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს. სახელმწიფო ქონების პრივატიზების …

რატომ აჭიანურებს სამინისტრო ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუცხადებია. „კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. უკვე მზად გვაქვს ტექნიკური დავალების მონახაზიც“ – ეს განცხადება „ბათუმელებთან“ მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ 7 სექტემბერს გააკეთა. მიუხედავად ამისა, სამინისტროში დღეს, 27 სექტემბერს, გვითხრეს, …

აჭარის მთავრობა ბათუმის თევზის ბაზართან მიწას ინვესტორისთვის ამზადებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ბათუმის თევზის ბაზართან ახალი შენობის დაპროექტებას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ ეს ტერიტორია აჭარის მთავრობას ინვესტორისთვის სჭირდება. „მელკი მორიასთან“, ზღვის პირას მდებარე 834 კვ/მეტრი ტერიტორიის მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. ნაკვეთი უზუფრუქტით არის გადაცემული სააგენტოსთვის. ტერიტორიაზე დასანგრევია შენობა, რომელშიც ადრე „საქნაპირდაცვა“ იყო განთავსებული. შენობის დემონტაჟისა და ახალი შენობის დაპროექტებაზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ხელშეკრულება …

დაჟანგული „პობედა“ სამინისტრომ მესამედ გაყიდა – ამჯერად 4 800 ლარად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილი „პაბედა“ დღეს, 23 სექტემბერს, 4800 ლარად გაიყიდა. ავტომანქანის გაყიდვის საწყისი ფასი ამჯერად 4 500 ლარი იყო, ბიჯი – 150 ლარი. „პაბედა“ ორი ბიჯით გაიყიდა. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „GAZ M20 POBEDA“, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი თავიდან 600 ლარი იყო, …

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს. „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: …

დარღვევები აჭარის გზების დეპარტამენტის საქმიანობაში – აუდიტმა ანგარიში გამოაქვეყნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა შენახვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის მიერ დეპარტამენტში აღმოჩენილ დარღვევებზე განცხადება, დაახლოებით ორი თვის წინ, ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ოპოზიციამ მაშინ აუდიტის პირველადი ანგარიში გაასაჯაროვა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 2016-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, …

€50 მილიონი აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციისთვის – კონსულტანტები შერჩეულია

დღეს, 20 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში“ ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების გამწმენდი პროგრამისთვის საკონსულტაციო მომსახურებას. „დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება. პირველ ეტაპზე, როგორც ადრე ალიანსში აცხადებდნენ,  შესრულდება ის სამუშაოები, რასაც ეს თანხა გაწვდება …

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათება 15 დეკემბრამდე მოეწყობა – გზების დეპარტამენტი

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები 2019 წლის 15 დეკემბრამდე ჩატარდება. „დროის აღნიშნულ პერიოდში საჭიროა საავტომობილო გზის მონაკვეთებზე სავალი ნაწილის დროებით შევიწროება ერთ მხარეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 …

ამინდი ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ორშაბათს, 15 სექტემბერს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში შენარჩუნებული იქნება მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა. 15 სექტემბრის 21 საათიდან 16 სექტემბრის 21 საათამდე კი აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით წვიმა ელვა-ჭექა. ორშაბათს დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში …

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 29 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 257 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის  აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 29 ფაქტი. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 31 სამართალდარღვევა გამოავლინეს. იმერეთში – 23, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -17, შიდა ქართლშიც – 17, მცხეთა-მთიანეთში – 9,  გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6-6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 2 ფაქტი დაფიქსირდა. თბილისში, აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 970 კუბ/მ-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 38 ფაქტი და ამოღებულია 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“  – აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ამავე დეპარტამენტის ინფორმაციით, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 სექტემბრის 21 საათიდან 14 სექტემბრის 21 საათამდე აჭარის ზღვისპირა ზოლსა და მთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 23-28 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა: …

დეპუტატები კაბინეტებს თავიანთი ხარჯით შეღებავენ – უმაღლესი საბჭოს მომავალი შენობა [ფოტო]

აჭარის უმაღლესი საბჭო ხელოვნების უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში გადასასვლელად ემზადება. ეს შენობა [ყოფილი პირველი საავადმყოფო], რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თავის დროზე მთლიანად გაარემონტეს და იქ სასწავლო უნივერსიტეტი განთავსდა. შენობის რემონტში, ექვსი წლის წინ, 6,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. დღეს კი, შეიძლება ითქვას, შენობა სავალალო მდგომარეობაშია – თითქმის ყველა მხრიდან ჩადის წყალი, ამორტიზებულია კედლები და იატაკი. დაზიანებულია მინის …

ბათუმში მომდევნო ორ დღეს დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დღეს, 11 სექტემბერს, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში, დღისით ძირითადად შენარჩუნებული იქნება მშრალი ამინდი. 11 სექტემბრის 21 საათიდან 12 სექტემბრის 21 საათამდე კი მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 23-28 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 …

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია – საქსტატი

აჭარაში 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, გასული წლის პირველ ორ კვარტალში უცხოურმა ინვესტიციებმა აჭარაში 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში კი – 48,6 მილიონი აშშ დოლარი. 2019 წლის პირველ კვარტალში აჭარაში …

აჭარაში ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს დარღვევების გამო რეგისტრაცია გაუუქმეს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადებით, აჭარის რეგიონში განხორციელებული შემოწმების ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის” მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 77 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით,  სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან, მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ  სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის …

14 მილიონი ლარი ბათუმში კომაროვის სკოლისთვის, როდის დაიწყება მშენებლობა

ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა, წინასწარი გათვლებით, დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს და დასრულდება 2020 წლის სექტემბერში – უთხრეს „ბათუმელებს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი გამოცხადდება. სკოლის მშენებლობას 14 მილიონამდე ლარი დასჭირდება. სააგენტოს ინფორმაციით, ტენდერი, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ, 2019 წლის 15-20 სექტემბერის პერიოდში გამოცხადდება დიზაინ ბილდით [ანუ, მიმწოდებელი თავად …

როგორი ამინდი იქნება მომდევნო სამ დღეს ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 29 აგვისტოს, 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით: 25-30 გრადუსი, მთიან რაიონებში ღამით: 8-13 გრადუსი, დღისით: 20-25გრადუსი სითბო; ზღვის ტალღის სიმაღლე – 7-12 დმ [2-3 ბალი]; ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი. აჭარის რეგიონალური …

სად არის დაშვებული და სად აკრძალული ზღვაში ბანაობა დღეს აჭარის პლაჟებზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 24 აგვისტოს, აჭარის პლაჟებზე წითელი ალმებია აღმართული და ზღვაში შესვლა აკრძალულია: ბათუმში, ქობულეთსა და ციხისძირში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის [14:40 სთ] აჭარის სანაპირო ზოლში ზღვაში ბანაობა დაშვებულია მხოლოდ გონიოს, კვარიათისა და სარფის პლაჟებზე, სადაც, შესაბამისად თეთრი ალმებია აღმართული. — გუშინ, 23 აგვისტოს, ზღვაში …

რა ცვლილების შეტანას გეგმავს საკრებულო „დინამო ბათუმის“ გასხვისების დოკუმენტში

აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ითხოვს შპს „დინამო ბათუმის“ კუთვნილი ქონება სარგებლობაში გადასცენ არა შპს Lamini-G-ს, არამედ შპს „ლამინი“-ს. შესაბამის დოკუმენტებში ცვლილების შეტანის საკითხი ბათუმის საკრებულომ დღეს, 22 აგვისტოს, სხდომაზე უნდა განიხილოს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან საკრებულოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ Lamini-G და „ლამინი“, ორივე არის „ლამინი ჯგუფის“ წევრი კომპანია, თავდაპირველად „დინამოს“ წილების სარგებლობაში მიღებაზე განცხადება Lamini-G-მ წარადგინა …

რას უპირებს აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმის“ ტერიტორიას ანგისაზე

აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან იმ ტერიტორიის ნაწილს ითხოვს, რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია. საუბარია ანგისაში [საწვრთნელ ბაზასთან] მდებარე 14 013 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე. „აღნიშნული ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განიკარგება სხვა საინვესტიციო პირობების განხორციელების მიზნით“, – აღნიშნულია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ბათუმის საკრებულოში შესულ წერილში. კონკრეტულად რა „სხვა საინვესტიციო პირობებზეა“ საუბარი, სამინისტრო წერილში …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადაზე 7 თვით ადრე დასრულდეს

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე დასრულდეს. „იმ გეგმისა და მუშაობის ტემპის მიხედვით, რაც სახეზე გვაქვს, ვვარაუდობთ, რომ სტადიონის მშენებლობა 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასრულდება“, – გვითხრეს შპს „სტადიონში“, რომელიც ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კურირებს. მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით კი, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადა, 2020 წლის 15 ოქტომბერია. მშენებარე …

ორშაბათიდან აჭარის სანაპიროზე და მაღალმთიანეთში აგრილდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 10-15 გრადუსი, დღისით – 18-23 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 8-13 გრადუსი, დღისით – 17-22 გრადუსი სითბო. …

ხულოსა და ქობულეთის სოფლების ტურისტულ პოტენციალს შეისწავლიან

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხულოსა და ქობულეთში ტურისტული ბილიკების/მარშრუტების კვლევისა და მარკირების პროექტის შესყიდვას გეგმავს. სააგენტოს ამისთვის 50 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული და ტენდერიც გამოცხადებულია. ტენდერში გამარჯვებულმა შემდეგი სამუშაოები უნდა ჩაატაროს: [checklist]  ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა და ხულოს ცენტრთან დაკავშირებული ტურისტული მარშრუტების მარკირების პროექტების მომზადება;  ქობულეთის სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა, ასევე, …

ბათუმში იაფფასიან სარეცხ ფხვნილს ბრენდირებული სამარკო ნიშნით აფასოებდნენ და ყიდდნენ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ორ პირს ბრალდება წარუდგინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახორციელებდნენ იაფფასიანი …

რატომ დაიკეტა პეტრას ციხე – პროექტი, რომელშიც 1 750 000 ლარი დაიხარჯება

პეტრას ციხე 2019 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის პირველ დეკემბრამდე ვიზიტორებისთვის დაიკეტა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, მიზეზი  მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი 2019 წელს მესამედ გამოაცხადა და გამარჯვებულთან – სამშენებლო კომპანია „ივერთმშენთან“ – 2019 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულებაც გააფორმა. შესყიდვის ღირებულება 1 მილიონ 750 ათასი …

ზღვის წყალი 28 გრადუსამდე გათბა – ამინდის პროგნოზი ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 13 აგვისტოს 21 საათიდან 14 აგვისტოს 21 საათამდე, აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 28-33 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 22-27 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ. …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დღეს, 12 აგვისტოს, 21:00 საათამდე, ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში – ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; აჭარის მთიან რაიონებში კი – ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 19-24 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი …

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 41 ფაქტი გამოვლინდა ივლისში

პირველი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოვლინდა. აქედან აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა 41 ფაქტი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი 251 ფაქტიდან 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 89 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, იმერეთში – …

10 და 11 აგვისტოს ბათუმის ბულვარის კოლონადებთან თაფლის ფესტივალი გაიმართება

10 და 11 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარედ, რიგით მეხუთე „თაფლის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალში საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი მეფუტკრე-ფერმერი მიიღებს მონაწილეობას. თაფლის ფესტივალი 10 აგვისტოს დღის 4 საათზე დაიწყება და გაგრძელდება საღამოს 10 საათამდე, ხოლო 11 აგვისტოს – დილის 12 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება საღამოს 7 საათამდე. [checklist] ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება „ჯარას“ ტრადიციული მეფუტკრეობა …

მაჭახელას ხეობაში მეტალურგიული კერების გამოვლენა-კვლევის სამუშაოები ჩატარდება

აჭარის მეტალურგიული კერების არქეოლოგიური კვლევის მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მდინარე მაჭახელას ხეობაში გარკვეული არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. მომსახურებას სააგენტო ტენდერით შეისყიდის. სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა 16 946 ლარია. ტენდერის პირობის მიხედვით, აჭარის მეტალურგიული კერების გამოვლენისა და კვლევისთვის უნდა ჩატარდეს შემდეგი არქეოლოგიური სამუშაოები: [checklist] მდინარე მაჭახელას ორივე სანაპიროს კლდოვანი ქანების გაწმენდა მცენარეული საფარისა და ეკალ-ბარდისაგან; …

არჩილ ვანაძის მხარდამჭერების აქცია ბათუმის სასამართლოსთან

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ამ წუთებში მორიგ აქციას მართავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, არჩილ ვანაძის ახლობლები. არჩილ ვანაძე და კიდევ 6 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს დააკავა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა დღეს, 6 აგვისტოს, დაიწყო ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა. სასამართლო დარბაზში ბევრი ადამიანი შესვლას ვერ ახერხებს უადგილობის გამო, მათ შორის, აჭარის უმაღლესი …

მომზადდა თუ არა მაჭახელას ხეობის კონცეფცია, რაშიც ბიუჯეტიდან 454 300 ლარია გადახდილი

მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის [განვითარების გეგმა-კონცეფცია] შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი 2018 წელს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 423 700 ლარი იყო. დღგ-ს ჩათვლით კი, ხელშეკრულება, კონკურსის ერთადერთ მონაწილე კომპანია „არტსტუდიო-პროექტთან“ 454 300 ლარზე გაფორმდა. კომპანიას სრული თანხა – 454 300 ლარი, სამინისტრომ ავანსად გადაუხადა. ხელშეკრულებით, „არტსტუდიო-პროექტს“ კონცეფცია [საბოლოო დოკუმენტაცია] სამინისტროსთვის 2019 წლის 21 …

სამშაბათიდან ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 21 საათიდან 6 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა: კარგი. …

სად არის ყველაზე სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე – კვლევა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე სუფთა წყალი სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის სანაპიროზეა. “შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე ბიომრავალფეროვნების კუთხით დადებითი ტენდენციები ფიქსირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის აქვატორიული წყლები, სადაც მოლუსკებისა და კიბოსნაირების არსებობა სანაპირო წყლების ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოზე მიუთითებს,” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ …

Exit mobile version