ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ფეისბუქის ყალბი ანგარიშებით ხალხს ფულს სძალავდა

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქგვერდი“ შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა. შსს-ს თანახმად, დაკავებულმა, ჯამში, 8 000 ლარი მიითვისა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური …

2017 წელი ბათუმის წყალმა 2.6-მილიონიანი მოგებით დაასრულა

შპს „ბათუმის წყლის“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელში კომპანიის მიერ მოპოვებული სასმელი წყლის 72% იყო დანაკარგი. ამ წელს კომპანიამ მოპოვებული სასმელი წყლის მხოლოდ 28%-ი გაყიდა, შემოსავალის სახით კი 13 მილიონ 242 ათასი ლარი მიიღო. ამავე დოკუმენტის მიხედვით,  ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებელი კომპანიის წმინდა მოგება 2 მილიონ 633 ათასი ლარი იყო. „ბათუმის წყალმა“ იმავე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან სუბსიდიის …

თენგიზ ქოქოლაძის შვილის კომპანიამ აჭარის მთავრობისგან 27-მილიონიანი დაკვეთა მიიღო

შუახევი-ხულოს მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი დაიხარჯება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი 33 797 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული, რაც დაფარული კონკურენციის წესს გულისხმობს [კომპანიები ელექტრონული ვაჭრობისას ვერ ხედავენ, თუ ვინ არის მათი კონკურენტი და რა ფასი დააფიქსირა]. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე …

იყიდე, წაიკითხე, აჩუქე… ჩაერთე „ბათუმელების“ & „ნეტგაზეთის“ გაძლიერების კამპანიაში

რატომ უნდა გააძლიეროთ პირადად თქვენ „ბათუმელები“ & „ნეტგაზეთი“? – იმიტომ, რომ ჩვენ უკვე არაერთი წელია ვიძიებთ, ვამოწმებთ ინფორმაციებს და თქვენ გაწვდით ამბებს, ისტორიებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე, ადამიანებზე, რომელთა უფლებები ირღვევა და პირებზე და სისტემებზე, რომლებიც მოქალაქეების უფლებებზე ახდენენ გავლენას. ამ პროცესში ჩვენ სრულიად დამოუკიდებლები ვართ – ჩვენი გამოცემების მფლობელები არ არიან მილიონერი, მილიარდერი ბიზნესმენები …

ხულოში თიბისი ბანკის ბანკომატი გაქურდეს

დაბა ხულოში, 11 ივნისს, ღამის საათებში, თიბისი ბანკის ჩასარიცხი აპარატი გაქურდეს. შემთხვევა 11 ივნისს, ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკომატიდან წაღებულია თანხა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით.

კომპანიები ბათუმში, რომელთა შემოსავალი 17-დან 35 მილიონამდე ლარია

ამჯერად გთავაზობთ იმ კომპანიების ათეულს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბათუმში ან მათი საქმიანობა ბათუმთანაა დაკავშირებული და რომელთა შემოსავლები, 2017 წელს 17 მილიონიდან 35 მილიონამდე ლარი იყო. ამ კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა კი 245 მილიონ ლარს გადააჭარბა. მონაცემები აღებულია კომპანიების 2017 წლის ანგარიშგებებიდან, რომლებიც საჯაროა. ამ დოკუმენტების შესაბამის სამსახურში წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს. …

4 დღის განმავლობაში ბათუმისა და ხელვაჩაურის გარკვეულ უბნებს დენის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ იწყებს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ბათუმი 1“-ის რეკოსტრუქცია-რეაბილიტაციას. სამუშაოების პირველი ეტაპი 4 დღის განმავლობაში განხორციელდება, რის გამოც, გარკვეულ დასახლებებსა და უბნებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. მუშაობის პროცესში, 9 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, დილის 05:00 საათიდან 09:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: დაბების – მახინჯაურისა და ჩაქვის აბონენტებს, ასევე, მიმდებარე სოფლებს; თამარის, ბარცხანის, ბონისა …

10 კომპანია ბათუმში, რომელთა წლიური შემოსავალი მინიმუმ 36 მილიონი ლარია

იმ კომპანიებიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბათუმში ან მათი საქმიანობა ბათუმთანაა დაკავშირებული, ყველაზე მეტი შემოსავალი 2017 წელს „მეტრომ“ მიიღო, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი. შემდეგ მოდის კომპანია „ანაგი“ – 208 მილიონი ლარის შემოსავლით, მესამე ადგილზე კი „ელიტ ელექტრონიქსია“ – 184 მილიონი ლარით. გთავაზობთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების [საფინანსო ორგანიზაციების გარდა] პირველ ათეულს, რომელთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვებულია. ამ …

60%-იანი ფასდაკლება: მიწა ფიჭვნარის პლაჟთან 4.5 მილიონის ნაცვლად 1.8 მილიონ ლარად 

ქობულეთის ფიჭვნარში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამჯერად 60%-იანი ფასდაკლებით ყიდის. 11 235 კვ.მ ტერიტორია პირობებიან აუქციონზე სამინისტრომ მეოთხედ გამოიტანა [20-40 და უკვე 60%-იანი ფასდაკლებით]. პირველი აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს უშედეგოდ დასრულდა. ბოლო აუქციონი კი, 7 ივნისს დასრულდება. ნაკვეთს, რომელსაც სამინისტრო აპრილში 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 …

როგორია ზღვის წყლის ხარისხი 2019 წლის სეზონის წინ – შემოწმების შედეგები

აჭარის სანაპიროს გასწვრივ ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი, ისევე როგორც გასულ წელს, ახლაც ნორმის ფარგლებშია. ჩატარებული კვლევების ოფიციალური მონაცემებით, წყლის დაბინძურება ბაქტერიებითა თუ პათოგენებით არ ფიქსირდება. ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპირო ზოლში უკვე +19 გრადუსია, ჰაერი კი უახლოეს დღეებში დღისით +28 გრადუსამდე გათბება. სპეციალისტების თქმით, ბანაობისთვის ყველაზე ოპტიმალურია, როცა ზღვის წყლის ტემპერატურა +20-დან +25-გრადუსამდეა. ზღვის წყალი, ტრადიციულად, …

აჭარის მთავრობის ახალი შენობის აშენებას 28 მილიონი ლარი დასჭირდება – პროექტი

აჭარის ბიუჯეტიდან 2018 წელს 542 800 ლარია გადახდილი პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში აჭარის მთავრობის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო. მშენებლობისთვის თანხა კი არც მიმდინარე წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და არც 2020 წლის ბიუჯეტის მუშა პროექტში დევს. ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარია საჭირო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ შესაბამისი თანხა ამ ეტაპზე არ აქვთ. …

პოლიციამ აჭარაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 385 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოკითხვის დროს, თ.მ.-მ …

კირნათი ჰესის პროექტის გამო მარადიდში კერძო საკუთრებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჰესის მშენებელ კომპანიას, „აჭარ ენერჯი-2007“-ს ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა კერძო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც პროექტის განხორციელების არეალშია მოხვედრილი. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა სოფელ მარადიდში მდებარე მიწის ნაკვეთები: 985 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 346 კვ.მ და ნარგავები – თანამესაკუთრეები: ზეინაბ დიდმანიძე, სერვეთ …

ნაგავსაყრისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთებისთვის 1,8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ცეცხლაურის ნაგავსაყართან მისასვლელი და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთების სამუშაოებისთვის აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ 2 მილიონამდე ლარი გამოყო. ქობულეთში, ოჩხამურის ტერიტორიაზე, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 1 855 739 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი დამუშავებულია 2014 წელს, მაგრამ ქობულეთის შემოვლითი …

ვინ რამდენი ხმა მიიღო ხულოს მერობის 14 კანდიდატიდან – ცესკოს მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პოსტს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე დაიკავებს. მან ხმების 70,91 % მიიღო. ხულოში 1%-იანი ბარიერი სულ ოთხმა კანდიდატმა გადალახა: ვახტანგ ბერიძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო  – 70,91 % [9 909 ხმა]; ირაკლი ჯორბენაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 23,74% [3318 ხმა]; ვახტანგ ბერიძე …

15:00 საათისთვის ხულოში ამომრჩეველთა 40,6 პროცენტმა მისცა ხმა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღის 3 საათისთვის, ხულოს საარჩევნო ოლქში ხმა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40,6 პროცენტმა მისცა. ცესკოს მონაცემებით ხულოში სულ 24 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან, დღის 3 საათისთვის, არჩევანი 9 782-მა ამომრჩეველმა გააკეთა. 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტიურობა ყველაზე მაღალია საგარეჯოში [56,4%], ხოლო ყველაზე დაბალი – თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [21%]. დღეს, 19 მაისს, …

საოლქო კომისია: ხულოში 54-ვე საარჩევნო უბანი გახსნილია

ხულოში, დილის 8 საათისთვის, 54-ვე საარჩევნო უბანი გახნილია. ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ პროცესს პრობლემები არ მოჰყოლია და კანონმდებლობის დაცვით ჩაიარა. დღეს, 19 მაისს ხულოში, მერს ირჩევენ. ხულოს მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. ამომრჩეველთა აქტივობა ხულოში, დილიდანვე მაღალია. ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა. დღეს, …

ხულოს სოფელ ვაშლოვანში ქურდობისა და სხეულის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს 9 წელი მიუსაჯეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 3 აგვისტოს გ.ა.-მ უკანონოდ შეაღწია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე ი.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონს.  დაზარალებულმა …

სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი რამდენიმე ადგილზე იმდენადაა დაზიანებული, რომ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანების მოძრაობას. ამ ადგილებში, სავარაუდოდ, ადიდებული მდინარე აჭარისწყლის მიერ გამორეცხილია ფერდობი, დაზიანებულია სპეციალური რკინის მოაჯირები, მდინარის კალაპოტი კი თითქმის გზის [ასფალტის საფარის] ზოლიდან იწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის მოვლა-შენახვაზე ხელშეკრულება [სხვადასხვა მონაკვეთზე – ანგისიდან ხულომდე] ორ უცხოურ …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი აჭარაში

დღეს, 12 მაისის 21:00 საათიდან, 13 მაისის 21:00 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა. დღისით კი – უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით – 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით …

აჭარაში ბოლო 5 წელში 3972 კუბური მეტრი ხე მოიჭრა სხვადასხვა პროექტის გამო

აჭარაში გზების, ჰესების, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის და სხვა სპეციალური დანიშნულებით 2015-2019 [იანვარ-მარტში] ჯამში 3972 კუბური მეტრი ხე მოიჭრა. მათ შორის წითელ ნუსხაში შეტანილი ხე-მცენარეებიც. სპეციალური დანიშნულებით ხეებს ჭრიან როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კომპანიები და საჯარო უწყებები. იმ კომპანიების პირველი ოთხეული, რომლებმაც ბოლო ოთხ წელში სპეციალური ჭრებით ყველაზე მეტი ხე მოჭრა აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული …

შუახევში ვეტერინარულ კლინიკას ააშენებენ

დაბა შუახევში ვეტერინარული კლინიკა აშენდება. მშენებლობისთვის 55 131 ლარია გამოყოფილი. ტენდერი კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა[ა]იპ აგროსერვისცენტრმა გამოაცხადა. კლინიკა დაბა შუახევში მშენებარე ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაზე დაშენდება. პროექტის თანახმად ვეტერინარული კლინიკა მოეწყობა „აგროსერვისცენტრის“ დაპროექტებული საჩითილე მეურნეობის დამხმარე შენობის ავტოპარკინგის ტერიტორიაზე. არსებულ ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაზე დააშენებენ ფართობს, სადაც მოეწყობა ვეტერინალური კლინიკა და ჩითილების სარეალიზაციო პუნქტი. ვეტერინარული …

სოკარი: ბათუმისთვის გაზის მიწოდებას დღის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურში აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღის მეორე ნახევრიდან იგეგმება. „მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და გაზის მიწოდებას დღის 4 საათიდან ვგეგმავთ. ვფიქრობთ, დღეს, 9 მაისს, დღის ბოლომდე გაზის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც გუშინ, მილის დაზიანების გამო, გაზის მიწოდება შეწყდა,“ – გვითხრეს „სოკარ ჯორჯია გაზის“ …

ბათუმში მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ აუქციონზე 37 მილიონ ლარად იყიდება

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. საწყისი გასაყიდი ფასი 36 750 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 490 ათასი,  საგარანტიო თანხა კი – 2 450 000 ლარი. ქონება ელექტრონულ აუქციონზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ [თბილისის სააღსრულებო ბიურომ] გაიტანა. 2019 წლის 15 აპრილს აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის, რომელმაც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე „ბაბილონ …

მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სამინისტრო მილიონიან ხელშეკრულებას ამზადებს

ხულოში, მწვანე ტბასთან, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ამზადებს. შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას კომპანია „მარდი“ სამინისტროს 1 036 363 ლარად სთავაზობს. ხელშეკრულება მას შემდეგ გაფორმდება, რაც კომპანია დამატებით დოკუმენტაციას წარადგენს. 2019 წლის 18 მაისამდე კომპანიამ სატენდერო კომისიაში უნდა წარადგინოს 51 498 ლარის საბანკო გარანტია, რის შემდეგაც ხელშეკრულებაც უნდა გაფორმდეს. …

შუახევში გოგინაურიჰესის მშენებლობაზე სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა

შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის [გოგინაურიჰესის] მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. გოგინაურიჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სამინისტროში შპს „ალტერ ენერჯიმ“ წარადგინა. საქართველოს კანონმდებლობით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. თუ  საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 5 მაისის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსი სითბო, ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსი. 6, 7, 8 და 9 მაისს ბათუმში და მთლიანად აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან ხანმოკლე წვიმა, იქნება. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით …

ბათუმში 422 აბი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-მ  აჭარაში 422 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. “ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი – 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ.დააკავეს. სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი …

ტურისტული ავტობუსი ბათუმში ახალი ბულვარიდან მწვანე კონცხამდე იმოძრავებს

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტურისტული ავტობუსი ახალი ბულვარიდან მწვანე კონცხამდე [ბოტანიკურ ბაღამდე] იმოძრავებს. ამ მარშრუტზე სულ 5 ტურისტული ავტობუსი ივლის. მერია თავდაპირველად გეგმავდა, რომ ახალი მარშრუტი თამარ მეფის ქუჩაზე, ხელოვნების ცენტრამდე იქნებოდა, თუმცა საკრებულოში განხილვის დროს გადაწყდა, რომ მარშრუტი მწვანე კონცხამდე გაგრძელებულიყო. ტურისტული ავტობუსის მარშრუტი – მოძ­რაო­ბის სქემა: ახალი ბულვარი – შ. ხიმშიაშვილის ქუჩა [აკვა-პარკი] – რუსთაველის ქუჩა …

შუახევიჰესის გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების 30% დასრულებულია

მდინარე აჭარისწყალზე აშენებული „შუახევიჰესი“ ექსპლუატაციაში 2017 წელს მიიღეს. იმავე წელს, წყლის გაშვების შემდეგ, ერთ-ერთი გვირაბი დაზიანდა. ჰესის გვირაბის გამაგრება ამ დრომდე გრძელდება. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტია, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების მხოლოდ 30%-ია დასრულებული. „გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 18 თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვირაბის …

ბათუმის ზოგ უბანს და ზემო აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება

ბათუმის ზოგიერთ უბანს და მაღალმთიან აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, რომ ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. „მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ეტაპობრივად აღდგება რეგიონებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. ზუსტ დროს ვერ დაგისახელებთ,“ – გვითხრეს საქართველოს ელექტროსისტემაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით კი, ზემო აჭარისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე დაიწყო, …

რატომ ვერ ხსნის კომპანია „ალიანსი“ სასტუმროს დათქმულ ვადაში

კომპანია „ალიანსის“ მიერ აღებული ვალდებულებით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე სასტუმრო 2020 წლის იანვრამდე უნდა გახსნილიყო, თუმცა აჭარის მთავრობამ კომპანიას ეს თარიღი შვიდი თვით გადაუვადა. იუსტიციის სახლის მიმდებარედ სასტუმრო „COURTYARD BY MARRIOTT“-ი ახალი შეთანხმებით, 2020 წლის აგვისტომდე უნდა გაიხსნას. რატომ ვერ ასრულებს ვალდებულებას კომპანია ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათთან მიმდინარე წლის მარტსა …

168 ათასი ლარი შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის

30 აპრილს შეწყდება წინადადებების მიღება ტენდერში, რომლითაც შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი უნდა შეირჩეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 27 აპრილს დაიწყო. სატენდერო თანხა 168 985 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაუწიოს შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს. ამ მილსადენის …

რატომ შეწყვიტა სააგენტომ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერი

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 750 ათასი ლარი იყო, სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სავარაუდო ღირებულება და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი ხელახლა გამოცხადებული ტენდერით არ შეცვლილა. პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმ პროექტის მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომელიც სააგენტოს დაკვეთით ააიპ „ქართულმა სახლმა“ 2017 წელს …

სამინისტრო ფიჭვნარში მიწას განმეორებით აუქციონზე 917 ათასი ლარით ნაკლებად ყიდის

ქობულეთში, პლაჟის მიმდებარედ, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმეორებით აუქციონზე 20%-იანი ფასდაკლებით ყიდის. თავდაპირველად გამოცხადებულ აუქციონზე მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ამჯერად კი, საწყისი გასაყიდი ფასი 3 668 000 ლარია. პირობებიანი აუქციონი 2019 წლის 2 მაისს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 90 ათასი ლარია. აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია: …

ეკომეგობრული მცირე ჰესის პროექტი სოფელ ქედქედში

მაჭახლის ხეობის სოფელ ქედქედში კომპანია “ბიჯი თრეიდი” მცირე სიმძლავრის ეკომეგობრულ ჰესის აშენებას გეგმავს. რა თქმა უნდა, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ბუნებრივია ჩნდება არაერთი კითხვა იმასთან დაკავშირებით ემუქრება თუ არა საფრთხე ეკოსისტემას, სოფელს ან რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა? სწორედ, ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოსახლოება სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდეს ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ჰესის …

Exit mobile version