„ხომ არ გიფიქრიათ, რომ კონტროლიორები გაჩერებაზე კი არ ამოწმებდნენ ბარათებს, არამედ ერთი გაჩერებიდან მეორემდე მაინც იმგზავრონ და პარალელურად შეამოწმონ? დილით ყველას გვაგვიანდება, ამ დროს კი დანიშნულების ადგილამდე ორჯერ მაინც ჩერდება ავტობუსი ბარათების შესამოწმებლად“, – ეს ერთ-ერთ ბოლო ინფორმაციაზე დაუკომენტარეს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მათსავე ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. „ავტოტრანსპორტს“ კომენტარზე პასუხი არ გაუცია. კონტროლიორები კი, რომლებსაც მგზავრები ანალოგიურ კითხვებს …
Category Archives: ბათუმი
7 მილიონი თუ მილიარდი? – რამდენით დააფინანსებენ აჭარის უმაღლეს საბჭოს
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა და საკუთარი დაფინანსება სამომავლოდ, 7 მილიონ 25 ათას 800 ლარით განსაზღვრა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ ხარვეზს არ გავითვალისწინებთ, ვინაიდან, უკვე დამტკიცებულ დადგენილებაში არა 7 მილიონი, არამედ 7 მილიარდია ჩაწერილი: ამ ჩანაწერში „ათასი“ ზედმეტია. ანალოგიური მცდარი ჩანაწერი იყო დადგენილების პროექტშიც, რომელიც უმაღლესი საბჭოს ბიუროს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ …
Continue reading “7 მილიონი თუ მილიარდი? – რამდენით დააფინანსებენ აჭარის უმაღლეს საბჭოს”
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული პროცედურა სააგენტომ შეაჩერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვა შეაჩერა და კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა. „ამბასადორმა“ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით/ანგარიშით 2023 წლის 29 მაისს მიმართა, თუმცა, „წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები“, – მიწერეს კომპანიას სააგენტოდან. წერილში აღნიშნულია, რომ სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობა …
Continue reading “ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული პროცედურა სააგენტომ შეაჩერა”
ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი
გასულ, 2022 წელს, აჭარის ბიუჯეტიდან 56,1 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე თავიდანვე იყო დაგეგმილი. სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ხარჯების ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ მუხლთან, სადაც აუთვისებელი დარჩა 38,7 მილიონი ლარი. მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 38 მილიონ 5 ათას 700 ლარი.“ აუდიტის მონაცემების მიხედვით, …
Continue reading “ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი”
აჭარის 40 სოფელში წყლისა და კანალიზაციის სისტემას მოაწყობენ – ტენდერი
აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობს, აქედან ოთხი კომპანია უცხოურია. „კომპანიებმა წარმოადგინეს ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე გახსნილია მხოლოდ ტექნიკური და მიმდინარეობს შეფასება, რასაც, ალბათ, ორი-სამი კვირა მაინც დასჭირდება. შემდეგი ეტაპი იქნება ფინანსური დოკუმენტაციის გახსნა. გაიხსნება იმ კომპანიების წინადადებები, რომელთა …
Continue reading “აჭარის 40 სოფელში წყლისა და კანალიზაციის სისტემას მოაწყობენ – ტენდერი”
ბათუმში ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ. „საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, 15 ივნისიდან ხანგრძლივდება ავტობუსების სამუშაო დრო“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“. განახლებული ინფორმაცია სამარშრუტო ხაზების სამუშაო საათებთან დაკავშირებით [დაწყება-დასრულება, 15 ივნისიდან]: განახლება: აღნიშნული გრაფიკი „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეცვალა თავის ვებგვერდზე. მანამდე გამოქვეყნებულ გრაფიკზე ზოგიერთმა მგზავრმა კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ეს გრაფიკი კარგა ხანია …
Continue reading “ბათუმში ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ”
ბეშუმის განვითარება და გაქვავებული ტყე – რა უნდა გაითვალისწინოს აჭარის ფინანსთა სამინისტრომ
ხულოში, კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობს. სამინისტრომ სკოპინგის განცხადებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის მარტში მიმართა. სააგენტომ უკვე მოამზადა სკოპინგის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სგშ-ს მომზადებისთვის სამინისტროს არაერთი საკითხი ექნება შესასწავლი და დასაზუსტებელი. „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, …
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოძრაობა განახლდა – სამუშაოები გრძელდება
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავტომანქანების მოძრაობა მთლიანად განახლდა, თუმცა გზაზე პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებიც. გამზირის რეაბილიტაციაზე კომპანია „ერ ტე დე“-სთან გზების დეპარტამენტს ხელშეკრულება 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული. ამ თანხის ნახევარზე ოდნავ მეტი – 9 778 106 ლარი, კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებელ კომპანია „ერ ტე დეს“ შორის გაფორმებული …
Continue reading “ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოძრაობა განახლდა – სამუშაოები გრძელდება”
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები I კვარტალში $27,6 მილიონით შემცირდა – საქსტატი
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,6 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში აჭარაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამში 58 184 100 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 30 494 600 აშშ დოლარი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში პანდემიამდე და შემდეგ: 2019 …
2023-24 წლებში საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწას ქულების მინიჭებისას არ გაითვალისწინებენ
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის დადგენილებით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას. შესაბამისი ცვლილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებაში …
კონკურსი აჭარაში პარტნიორი საჯარო სკოლების შესარჩევად
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო ქსელის მეშვეობით აჭარაში“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს აჭარის რეგიონში დამატებით 10 პარტნიორი საჯარო სკოლის შესარჩევად. სკოლები შეირჩევა აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში: ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში. თითოეული მუნიციპალიტეტიდან 2 საჯარო სკოლა. შერჩეული სკოლის ბაზაზე შეიქმნება ან/და გაძლიერდება მოქმედი სამოქალაქო კლუბი, …
Continue reading “კონკურსი აჭარაში პარტნიორი საჯარო სკოლების შესარჩევად”
შუახევისა და მახოს სკოლების მშენებლობა სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი უჯდება
დაბა შუახევში ახალი სკოლისა და სოფელ მახოში სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი დაუჯდება, ვიდრე თავიდან იყო გათვლილი. ეს შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე პასუხები კი „ბათუმელებმა“ სამინისტროდან ამ დრომდე ვერ მიიღო. ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიკასთან“ სამინისტროს ხელშეკრულებები ჯამში 3 968 474 ლარზე ჰქონდა გაფორმებული, საიდანაც …
Continue reading “შუახევისა და მახოს სკოლების მშენებლობა სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი უჯდება”
ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ამბასადორმა პროცედურა დაიწყო
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მიღებამდე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გზშ-ს მოამზადებს, რისთვისაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით მიმართა. სააგენტომ უნდა გასცეს სკოპინგის დასკვნა, რაც „ამბასადორისთვის“ სავალდებულო იქნება გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას. სკოპინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს. სააგენტოში წარდგენილია ასევე სკოპინგის ანგარიში, რომლის …
Continue reading “ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ამბასადორმა პროცედურა დაიწყო”
932 ათასი ლარი ფრინველებზე სათვალთვალო კოშკის ასაშენებლად ქობულეთში
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე, ფრინველებზე დაკვირვების სათვალთვალო კოშკის მშენებლობა იგეგმება. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა 932 ათას 940 ლარით. სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას. „შემუშავებული სრული პროექტიდან სააგენტო გეგმავს მხოლოდ გადამფრენი …
Continue reading “932 ათასი ლარი ფრინველებზე სათვალთვალო კოშკის ასაშენებლად ქობულეთში”
პროფესიული სასწავლებლების პირველი სტუდენტური ფესტივალი ბათუმში
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ივნისს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი ჩაატარა. ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, მონაწილეობდნენ ესტონეთის „ვალგას“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები. ფესტივალზე დასწრება შეეძლოთ როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებმა სხვადასხვა ინტერაქციულ ფორმატში ფესტივალზე წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია მათი პროგრამებისა …
Continue reading “პროფესიული სასწავლებლების პირველი სტუდენტური ფესტივალი ბათუმში”
როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის გამზირი – გზის ჩაკეტვის მორიგი ვადაც ამოიწურა
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებში მთლიანად გადაკეტილია, ჯერ 22 მაისს უნდა გახსნილიყო, შემდეგ 5 ივნისი დაასახელეს, თუმცა გამზირზე მოძრაობა სრულად ივნისის შუა რიცხვებამდე თუ ვერა, შესაძლოა ივლისამდე არ განახლდეს. მეტიც, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებელ კომპანია „ერ ტე დეს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბოლო ცვლილებით, 31 მაისს უნდა დასრულებულიყო. ამ …
Continue reading “როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის გამზირი – გზის ჩაკეტვის მორიგი ვადაც ამოიწურა”
რატომ აკერებენ ასფალტს ახალდაგებულ გზაზე, რაშიც 8,8 მილიონია გადახდილი
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე იმ მონაკვეთში, რომლის შეკეთებაც 2022 წლის ბოლოს დასრულდა, ასფალტს აკერებენ. სამუშაოები ამჟამად ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს – სოფელ ერგედან [ე.წ. მახოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან], სოფელ დოლოგნამდე მონაკვეთში. დაახლოებით 13 კილომეტრი გზის შესაკეთებლად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერში გამარჯვებულ შპს „სამკუთხედისთვის“ ჯამში 8,8 მილიონი ლარი აქვს გადახდილი. ამაში შედის ის მონაკვეთიც, რომელსაც ახლა …
Continue reading “რატომ აკერებენ ასფალტს ახალდაგებულ გზაზე, რაშიც 8,8 მილიონია გადახდილი”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ივნისის 21 საათიდან 5 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი”
სარფში 21,6 კილოგრამი ვერცხლის ნაკეთობები მალულად შემოჰქონდათ – შემოსავლები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილისა და მისი მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, 41 540,67 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ვეცხლის საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ვერცხლის ნაკეთობების საერთო წონა 21,635 კილოგრამი იყო. „საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – აცხადებს …
Continue reading “სარფში 21,6 კილოგრამი ვერცხლის ნაკეთობები მალულად შემოჰქონდათ – შემოსავლები”
„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარი ქანდაკების მონტაჟის ფასს ადგენს
„სიყვარული მძიმეა“ – ამ ქანდაკების დადგმის პროცედურა „მძიმე“ აღმოჩნდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისთვის, რომელსაც დამზადება-მონტაჟისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა არ მისცა. მაშინ ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქანდაკების დადგმაზე გრძელდებოდა მსჯელობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რა გზით წავიდოდნენ – კონკურსის თუ ტენდერის, ჯერ მიღებული არ იყო. როგორც ჩანს, …
Continue reading “„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარი ქანდაკების მონტაჟის ფასს ადგენს”
მაჭახელას რკინის ხიდს და რიყეთის საგზაოს სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა მდინარე მაჭახელას რკინის ხიდსა და სოფელ რიყეთის საგზაოს სახლს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2023 წლის 24 მაისიდან ამოქმედდა. ბრძანების მიხედვით: მდინარე მაჭახელას რკინის ხიდი – მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მაჭახლისპირი; სახეობა: საინჟინრო; თარიღი: XIX საუკუნის დასაწყისი სოფელ რიყეთის საგზაოს სახლი – მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტი, სოფელი …
Continue reading “მაჭახელას რკინის ხიდს და რიყეთის საგზაოს სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
აგროსერვისცენტრებს აჭარის მთავრობა ამჯერად ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი
აჭარაში აგროსერვისცენტრები ამჯერად ისევ ცალ-ცალკე, ოღონდ ფასდაკლებით იყიდება. საწყისი გასაყიდი ფასი ჯამში 691 ათასი ლარითაა შემცირებული. ქონების გასხვისებაზე პირობებიანი აუქციონი რამდენჯერმე გამოაცხადეს, თუმცა ქონება არც ერთ ლოტად გაიყიდა და არც ცალ-ცალკე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი აუქციონები ამჯერად ფასდაკლებით და ფაქტობრივად იმავე პირობებით გამოაცხადა. პირობების სანახავად გადადით ამ ბმულზე. ელექტრონული აუქციონები დაწყებულია და 2023 …
Continue reading “აგროსერვისცენტრებს აჭარის მთავრობა ამჯერად ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი”
ახალი ხიდი ჭოროხზე და 7,6 კმ სიგრძის გვირაბი სარფამდე – ავტობანის პროექტი
მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ახალი გზის პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ხიდის აშენება ჭოროხზე, ასევე, გვირაბის მშენებლობა, რომლის სავარაუდო სიგრძე 7,6 კილომეტრი იქნება. მდინარე ჭოროხიდან [„გონიოს ხიდიდან“] თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე [სარფის გამშვებ პუნქტამდე] პირდაპირი მანძილი დაახლოებით 9,2 კილომეტრია. გამოდის, რომ ახალი გზა – მდინარე ჭოროხიდან სარფის გამსვლელ პუნქტამდე მონაკვეთში ძირითადად გვირაბში გაივლის. „დასრულდა E-70 ავტომაგისტრალის ბათუმის …
Continue reading “ახალი ხიდი ჭოროხზე და 7,6 კმ სიგრძის გვირაბი სარფამდე – ავტობანის პროექტი”
აჭარის სამინისტრო ახალშენში 4 ოჯახის გამოსახლების პირობით ქვის მოპოვების ლიცენზიას ყიდის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას, დამატებითი პირობებით, აუქციონზე ყიდის. აუქციონში გამარჯვებულს უფლება ექნება შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით 219 564 კუბური მეტრი ფლეთილი ქვა [„ტუფობრექჩია“] მოიპოვოს 5 წლის განმავლობაში. თუმცა სამუშაოების დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელს დამატებითი პირობების შესრულებაც მოუწევს. კონკრეტულად: ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემიდან წიაღისეულის …
საჯარო რეესტრისთვის აჭარაში აღარ გამოიდარა – როდის დაიწყებენ მიწის უფასოდ აზომვას
ხულოში, სხალთის თემში და ქობულეთის სოფელ დაგვაში მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის პროცესი 2023 წლის თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა არჩატარების მიზეზად საჯარო რეესტრში „ცუდი კლიმატური პირობები“ დაასახელეს. ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ სხალთასა და დაგვაში რეგისტრაცია [მიწის აზომვითი სამუშაოები] მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩატარდებოდა, თუმცა 23 მაისის მდგომარეობით, ამ სოფლებში საველე სამუშაოები, ანუ მიწის ნაკვეთების აზომვა, …
Continue reading “საჯარო რეესტრისთვის აჭარაში აღარ გამოიდარა – როდის დაიწყებენ მიწის უფასოდ აზომვას”
ბათუმში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება – შტორმული გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 23 მაისს, 14 სთ-დან 21 სთ-მდე პერიოდში, აჭარაში მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-დე. სინოპტიკოსების ცნობით, 23 მაისის 21 საათიდან 24 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო; …
Continue reading “ბათუმში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება – შტორმული გაფრთხილება”
ფრიდონ ხალვაშის გამზირი 5 ივნისამდე არ გაიხსნება – რა მიზეზს ასახელებს დეპარტამენტი
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, რომელიც 22 მაისს უნდა გახსნილიყო, კვლავ გადაკეტილია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების დასრულება „უამინდობის გამო ვერ მოესწრო“ და მოძრაობა 5 ივნისამდე არ აღდგება. „ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ0-კმ4 მონაკვეთზე (ფრიდონ ხალვაშის ქუჩა) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, აღნიშნული გზის კმ1-კმ3 მონაკვეთი ჩაკეტილია, ხოლო კმ3-კმ5 მონაკვეთზე ჩაკეტილია მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი (ბათუმიდან …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 მაისის 21 საათიდან 20 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო ღამით: 5 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას – უახლოესი დღეების პროგნოზი”
ახალ ბულვართან ნაპირს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ, პლაჟზე ჩასასვლელად კი, კიბეები იქნება
ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეულ სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ. შპუნტების ზედა ნაწილზე მოაწყობენ რკინა-ბეტონის სარტყელს, ხოლო ამ სარტყელზე – ტალღამრეკლს. ტალღამრეკლი ბლოკებიც რკინაბეტონის იქნება, რომლებსაც პლაჟის მხარეს ოვალური ფორმა ექნებათ [ტალღების ასარეკლად], სასეირნო ბილიკის მხარეს კი – სკამის, ისე, რომ მასზე ჩამოჯდომა იყოს შესაძლებელი. …
ოქროს მონეტებისა და ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის მცდელობა სარფში – შემოსავლები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 34 206.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 239.64 გრამი) აღმოაჩინეს. ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის სალონის დეტალური დათვალიერების შედეგად. არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების (წონა: 224.26 გრამი) საერთო საბაჟო ღირებულებამ …
Continue reading “ოქროს მონეტებისა და ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის მცდელობა სარფში – შემოსავლები”
„ოცნებას“ სულ 8 შემწირველი ჰყავს, მათგან 6 ბათუმელი ბიზნესმენია – „გამჭვირვალობა“
2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იმდენივე შემოწირულება მიიღო, რამდენიც ყველა სხვა პარტიამ ჯამურად, თუმცა ეს დონორების სიმრავლის ხარჯზე არ მომხდარა – აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. „მმართველ პარტიას სულ 8 დონორი ჰყავდა, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ მსხვილი თანხა გაიღეს. 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი …
Continue reading “„ოცნებას“ სულ 8 შემწირველი ჰყავს, მათგან 6 ბათუმელი ბიზნესმენია – „გამჭვირვალობა“”
ბათუმის მერია გონიო-კვარიათის პლაჟებს საზაფხულოდ ასხვისებს – აუქციონები დაწყებულია
გონიო-კვარიათის პლაჟებზე საპლაჟე ინფრასტრუქტურის განსათავსებლად ბათუმის მერია ნაკვეთებს ოთხთვიანი იჯარით გასცემს, რისთვისაც აუქციონები გამოაცხადა. მერიას იჯარით გასაცემად ამჯერად 61 ნაკვეთი აქვს გამოტანილი ელექტრონულ აუქციონზე. ამ ნაკვეთების ფართობები განსხვავებულია და 240 კვადრატული მეტრიდან 754 კვადრატულ მეტრომდე მერყეობს. შესაბამისად, განსხვავებულია თითოეული ნაკვეთის 4 თვით სარგებლობის საიჯარო გადასახადიც. მაგალითად: 240 კვ.მ ფართობის ნაკვეთის სარგებლობის საწყისი საიჯარო საფასური 2 …
8,6 მილიონი ლარი შუახევში, ჭვანის ხეობაში ტურისტული კომპლექსის მოსაწყობად
შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობაში, „ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის მიხედვით ხაბელაშვილების ხიდიდან ცოტა მოშორებით აშენდება ახალი სამანქანე ხიდი, ადმინისტრაციის შენობა – ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და სასტუმრო, მოეწყობა მისასვლელი გზები, „წისქვილების სოფელი“, ოდა, ამფითეატრი; წყლის სისტემები, გარეგანათება; არსებულ ბილიკებს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, მოეწყობა ახალი …
Continue reading “8,6 მილიონი ლარი შუახევში, ჭვანის ხეობაში ტურისტული კომპლექსის მოსაწყობად”
როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მაისის 21 საათიდან 15 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით უმეტეს რაიონებში, ხოლო დღისით ზოგან წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 12 …
Continue reading “როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან”
ბეშუმი, 4-სეზონიანი კურორტი – კონცეფცია, რომლის რეალიზებაც სახელმწიფოს $47 მილიონი დაუჯდება
ხულოს მუნიციპალიტეტმა კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფცია გამოაქვეყნა. გენგეგმის მთავარი გამოწვევა ბეშუმის 4-სეზონიან კურორტად გარდაქმნაა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი, კერძო ინვესტიციების გარდა, ახლანდელი გათვლებით, 47 მილიონი აშშ დოლარის გაღება სახელმწიფოსაც მოუწევს. დაგეგმილია ბეშუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სამთო-სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების მშენებლობა-მოწყობა, კომუნალური ინფრასტრუქტურული პროექტები – კანალიზაცია, წყალი, გზები, საზოგადოებრივი სივრცეები და …
ბათუმის ავტობუსებში გაჩერებას გამოაცხადებენ – ამისთვის 88 ათასი ლარია გამოყოფილი
ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ. ამ ახალი სისტემის დანერგვისთვის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 88 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. „მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ავტობუსებში, გაჩერების ტექსტის [ხმოვანი] გამოცხადების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვასა და შემდგომი ყოველთვიურ მხარდაჭერაზე“ ტენდერი ავტოტრანსპორტმა უკვე გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, „მუნიციპალურ ავტობუსებში შიდა საინფორმაციო ხმოვანი სისტემის დანერგვა მოიცავს სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ავტობუსის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მარშრუტის …
Continue reading “ბათუმის ავტობუსებში გაჩერებას გამოაცხადებენ – ამისთვის 88 ათასი ლარია გამოყოფილი”