ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები I კვარტალში $27,6 მილიონით შემცირდა – საქსტატი

09.06.2023 • 959
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები I კვარტალში $27,6 მილიონით შემცირდა – საქსტატი

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,6 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში აჭარაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამში 58 184 100 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 30 494 600 აშშ დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში პანდემიამდე და შემდეგ:

  • 2019 წელი – 193 271 300 აშშ დოლარი
  • 2020 წელი – 78 482 000 აშშ დოლარი
  • 2021 წელი – 84 938 200 აშშ დოლარი
  • 2022 წელი – 116 542 800 აშშ დოლარი

საქასტატის ახალი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი, 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტალის მონაცემებს 53.3%-ით აღემატება.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით [2023-ის I კვარტალში]:

  • პირველ ადგილზეა ნიდერლანდები 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2%-ს შეადგენს,
  • მეორე ადგილზეა – იაპონია [63.2 მლნ აშშ დოლარი],
  • მესამეზე – აშშ [54.7 მილიონი დოლარით],
  • მეოთხე და მეხუთე ადგილებს თურქეთი და რუსეთი ინაწილებენ.

საქსტატის განმარტებით, „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით წარმოებს საწარმოთა „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის“ სტატისტიკური გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შერჩეული საწარმოების ფაქტობრივი მისამართების მიხედვით. რაც შეეხება საფინანსო სექტორს [კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სადაზღვევო კომპანიები], მონაცემები მიკუთვნებულია მთლიანად თბილისზე“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: