ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აგროსერვისცენტრებს აჭარის მთავრობა ამჯერად ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი

25.05.2023
აგროსერვისცენტრებს აჭარის მთავრობა ამჯერად ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი

აჭარაში აგროსერვისცენტრები ამჯერად ისევ ცალ-ცალკე, ოღონდ ფასდაკლებით იყიდება. საწყისი გასაყიდი ფასი ჯამში 691 ათასი ლარითაა შემცირებული.

ქონების გასხვისებაზე პირობებიანი აუქციონი რამდენჯერმე გამოაცხადეს, თუმცა ქონება არც ერთ ლოტად გაიყიდა და არც ცალ-ცალკე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი აუქციონები ამჯერად ფასდაკლებით და ფაქტობრივად იმავე პირობებით გამოაცხადა. პირობების სანახავად გადადით ამ ბმულზე.

ელექტრონული აუქციონები დაწყებულია და 2023 წლის 7 ივნისს დასრულდება.

ქონების საწყისი გასაყიდი ფასი თითოეული აგროსერვისცენტრისთვის ამჯერად ასეა განსაზღვრული:

  • ბათუმის აგროსერვისცენტრი – 1 040 000 ლარი, ნაცვლად 1 300 000 ლარისა
  • ქობულეთის აგროსერვისცენტრი – 700 000 ლარი, ნაცვლად 875 000 ლარისა
  • ქედის აგროსერვისცენტრი – 392 000 ლარი, ნაცვლად 490 000 ლარისა
  • შუახევის აგროსერვისცენტრი – 264 000 ლარი, ნაცვლად 330 000 ლარისა
  • ხულოს აგროსერვისცენტრი – 368 000 ლარი, ნაცვლად 460 000 ლარისა

გასაყიდი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 3 055 კვადრატული მეტრია, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი – 5 661 კვადრატული მეტრი.

მომავალ მყიდველ[ებ]ს, სხვა პირობებთან ერთად, აგროსერვისცენტრებისთვის „ლოჯისტიკური ცენტრების პროფილისა და დანიშნულების შენარჩუნება არანაკლებ 10 წლის ვადით ევალება, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

განახლება: არცერთი ეს აუქციონი არ შედგა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: