საქართველოს მოსახლეობის 1% იმ ლინგვისტურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელთა ენაც ნაციონალური ნიშნით არ არის განსხვავებული. ეს სმენის არმქონე ან სმენადაქვეითებული ადამიანები არიან, რომლებიც ერთიან ქართულ ჟესტურ ენაზე საუბრობენ. ენაზე, რომელსაც ინდივიდუალური გრამატიკული სისტემა აქვს და რომელიც სამეტყველო ენის პარალელურად, მუდმივად ვითარდება. ქართული ჟესტური ენის პირველ ლექსიკონში, რომელიც ერთი წლის წინ გამოიცა, 4000 ჟესტია შესული. ამ ლექსიკონის …
Category Archives: კვირის ამბები
“უფრო ახლოს” ბათუმში, ახალ სცენაზე
8 აპრილს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩის #2-ში მდებარე თეატრში, „ახალი სცენაზე”, პრემიერა გაიმართება. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივ პროექტს, რეჟისორ ნინი ჩაკვეტაძის სპექტაკლს – “უფრო ახლოს”, ბრიტანელი სცენარისტის, პატრიკ მარბერის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. „პიესა იმ ოთხ ადამიანზეა, რომელთაც ცხოვრებაში დაუდგათ ეტაპი, რომელთან გამკლავებაც …
ახალი პოლიტიკური ბალანსი ბათუმის საკრებულოში
მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციისგან დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე განაცხადეს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციურ ფრაქციებს იმედი მიეცათ, რომ მათი ოცნებაც შეიძლება ახდეს. ისინი ვარაუდობენ, რომ კონკრეტულ საკითხებზე კენჭიყრისას შესაძლოა დაფიქსირდეს კონფიგურაცია: 14 ხმა („რესპუბლიკელების“ ჩათვლით) 11 ხმის წინააღმდეგ – ზუსტად ამდენი წევრი ჰყავს სახელისუფლებო გუნდს საკრებულოში. მივდივართ, მაგრამ ვრჩებით, – დაახლოებით ასეთი იყო „რესპუბლიკელების“ …
Continue reading “ახალი პოლიტიკური ბალანსი ბათუმის საკრებულოში”
37 სტუდენტი ინდოეთიდან ბათუმში
აშიშ გულია და ვაიბჰავ ბაბელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები არიან, ინდოეთიდან. მათ კურსზე სულ 37 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. ისინი ბათუმში დაახლოებით ერთი თვის წინ ჩამოვიდნენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რატომ აირჩიეს ეს უნივერსიტეტი ინდოელმა ახალგაზრდებმა. აშიშმა და ვაიბჰავმა ინფორმაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მეგობრისგან მიიღეს, რომელიც უკვე აქ …
რატომ არის რთული პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები
პედაგოგთა ბოლო საგნობრივ გამოცდაზე დაწესებული ბარიერი 6 477 პედაგოგიდან 5 376-მა ვერ გადალახა. პედაგოგები მათ მიმართ კრიტიკას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ, სადაც ისინი ტესტების სირთულეზე წერენ. არის თუ არა პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები დაუძლეველი, როგორც ამას პედაგოგთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, თუ პრობლემა დროის მენეჯმენტშია? პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეც. …
Continue reading “რატომ არის რთული პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები”
ვის აწყობს 2 არჩევნების 1 დღეში მოთავება
ყველას აწყობს. ძალაუფლებაში მყოფი, თუ ოპოზიციური პარტიები ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ძირითადად იმით ამართლებენ, რომ ამ გზით ამომრჩეველს ნაკლებად აწუხებენ. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ორი არჩევნების – საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს, = ჩატარება ყველაზე მეტად სწორედ ამომრჩეველს აზარალებს, რომელიც პოლიტიკური მოცემულობის გამორკვევის, ანუ პრაქტიკულად, არჩევანის გარეშე რჩება. ორი ორგანოს არჩევნების ერთ დღეს არჩატარებაზე …
“მსოფლიო მოქალაქის” მოგზაურობა ველოსიპედით
„გაუზიარე ველოსიპედით“ [share by bike] – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მარტის დასაწყისში საქართველოში ბელგიელი ფლორეან გოფინი ჩამოვიდა. ის თავს მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყანა“ მისთვის მხოლოდ სახელწოდებაა. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც ფლორეანი ველოსიპედით მოგზაურობს, ცდილობს ადამიანებს ესაუბროს გარემოსდაცვით პრობლემებზე და შესთავაზოს გამოსავალი, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად პოულობს. 28 წლის ფლორეანს ხარისხი აქვს დაცული …
Continue reading ““მსოფლიო მოქალაქის” მოგზაურობა ველოსიპედით”
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა ძველი ბათუმის ნგრევის ფონზე
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა აჭარაში არათანმიმდევრულია და აზიანებს როგორც სახელმწიფოს, ისე ცალკეულ მოქალაქეებს – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკას შესაბამისი სააგენტო განსაზღვრავს, სადაც ცვლილებები იგეგმება. აჭარის მთავრობის 23 თებერვლის დადგენილებით, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ამიერიდან მხოლოდ არქიტექტორი, ეკონომისტი ან იურისტი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტოს დირექტორის, მირანდა ჩარკვიანის მოადგილე ვეღარ იქნება ბიძინა აფხაზავა – …
Continue reading “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა ძველი ბათუმის ნგრევის ფონზე”
დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარედ, რუსუდან მიქელაძე – წევრად?
არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობისა და უსკოს წევრობის კანდიდატურები უმაღლეს საბჭოს 28 მარტს წარუდგინა – უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად – დავით კვაჭაძე, ხოლო კომისიის წევრის თანამდებობის დასაკავებლად – რუსუდან მიქელაძე და მამუკა ჯაში. არჩილ ხაბაძემ ერთხელ უკვე წარუდგინა დავით კვაჭაძე უმაღლეს საბჭოს, მაგრამ მის კანდიდატურას უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. ამის მიუხედავად, მთავრობის თავმჯდომარემ იგივე კანდიდატურა …
Continue reading “დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარედ, რუსუდან მიქელაძე – წევრად?”
საქონლის ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება
საქართველოს მთავრობამ „ტექნიკური რეგლამენტი – საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ დაამტკიცა, რომელიც „განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.“ ხორცის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხორცისა და ხორცის პროდუქტის ეტიკეტირება განახორციელოს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. სავალდებულო …
Continue reading “საქონლის ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება”
რუსეთის მოქალაქე თურქეთიდან არადეკლარირებული ოქროს შემოტანისთვის დააჯარიმეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დეკლარირების წესის დარღვევით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა. „პუნქტის კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე ზ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 270,21 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის დიდი ნაწილი მგზავრს დამალული ჰქონდა სხეულზე, ხოლო მცირედი ნაწილი ხელჩანთაში ჰქონდა მოთავსებული. საქონლის საბაჟო …
Continue reading “რუსეთის მოქალაქე თურქეთიდან არადეკლარირებული ოქროს შემოტანისთვის დააჯარიმეს”
ქალის ცემაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულის საქმე
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს მ.დ.-ს საქმეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ედება ბრალი. ვინაიდან მძიმე ბრალდებებს შორის ერთ-ერთი გაუპატიურებაა, სხდომები დახურულია. საქმის მასალების მიხედვით, მ.დ-მ ქალს ჯერ თავისუფლება აღუკვეთა, შემდეგ გააუპატიურა, სცემა და ბოლოს გაძარცვა. ბრალდებული წარდგენილი ბრალდებებიდან მხოლოდ ცემის ფაქტს აღიარებს. „დანარჩენ ბრალდებებზე პროკურატურის მტკიცებულება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და ექსპერტიზის …
Continue reading “ქალის ცემაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულის საქმე”
„ერთადერთი, რაც იმედს იძლევა, სტუდენტური მოძრაობებია“
ილია ურუშაძე, ბსუ-ს მაგისტრანტი: სტუდენტური მოძრაობები თსუ-ში [და არამარტო] ხშირად აპროტესტებდნენ რიგ საკითხებს, აყენებდნენ მოთხოვნებს, თუმცა ამჯერად პირველად დაადასტურა სტუდენტთა ეჭვები უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ და აღიარა, რომ უნივერსიტეტში დღემდე მუშაობს ე.წ. „ოდეერი“, რომელთან ახლო ურთიერთობაშიც იმყოფება თსუ-ს უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი [გიორგი გაფრინდაშვილი]. გარდა ამისა, დასტურდება, რომ იგი 2011 წელს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს, რომლებიც სტუდენტებს ფიზიკურად …
Continue reading “„ერთადერთი, რაც იმედს იძლევა, სტუდენტური მოძრაობებია“”
ქალები ხელოვნებაში თუ ქალების ხელოვნება
ხელოვნების, ისევე როგორც მეცნიერების ისტორიაში, ქალები ნაკლებად ჩანან, რის გამოც ქალისა და კაცის თანასწორობაზე საუბრისას, ხშირად ისმის კითხვა – რატომ არ შემორჩნენ ხელოვნების ისტორიას გენიოსი ქალები? რამდენად სათანადოდ არიან ქალები წარმოდგენილი დღეს მეცნიერებაში,ხელოვნებაში და რამდენად სწორად ფასდება მათი შემოქმედება? “ბათუმელების” კითხვებს ხელოვნებათმცოდნემ, ფემინისტმა თეო ხატიაშვილმა უპასუხა. თეო, რეალურად რამ განაპირობა ის, რომ ხელოვნების ისტორიაში ნაკლებად …
21 წლის ბრალდებული განზრახ მკვლელობაში
ბათუმის საქალაქო სასამართლო განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის – რ.ნ.-ს საქმეს განიხილავს. მკვლელობა გასული წლის ზაფხულში, ქობულეთის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, 21 წლის რ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს მოკლა 26 წლის ა.ტ. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. „ორივე დასასვენებლად იყო ჩასული ქობულეთში, მაგრამ მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ განზრახ გამოიყენა დანა …
ჭაბურღილი არის, წყალი – არა
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით შვიდ სოფელში ჰიდროლოგიური ჭების მოსაწყობად 169 827 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯა. თუმცა, ამან შუახევის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა ვერ გადაჭრა, რადგან ზოგი ჭაბურღილი არ მუშაობს, ზოგან კი წყალი საერთოდ გაქრა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასმელი წყლის პრობლემის გადასაჭრელად ზამლეთის, ოლადაურისა და ჭვანის თემის შვიდ სოფელში წყლის ჰიდროლოგიური ჭაბურღილები …
350 000 ლარი ბათუმის რუსეთში რეკლამირებისთვის
ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საკურორტო სეზონის წინ რეკლამის განთავსებაზე მუშაობს, წელს რუსეთი დაამატეს. ამ ქვეყნიდან ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო სააგენტოებს სარეკლამო ბილბორდებსა და სხვა აქტივობებს დაუკვეთავს, რისთვისაც 350 000 ლარი გაითვალისწინეს. ჯამში კი სამიზნე ქვეყნებში რეკლამის განსათავსებლად, რამდენიმე ივენთის მოსაწყობად და ონლაინრეკლამირებისთვის წელს ბიუჯეტიდან სამ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავენ. აჭარის ტურიზმის …
Continue reading “350 000 ლარი ბათუმის რუსეთში რეკლამირებისთვის”
მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი – ზეწოლა ძალაშია
თუკი მოწმე უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე, მას საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავს – ახალი წესი 20 თებერვლიდან მოქმედებს, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერჯერობით ასეთი დაკითხვა არ შემდგარა. ადვოკატების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ სასამართლომდე მოწმეები არც მივლენ, რადგან პარლამენტმა „მკვდარი ნორმა“ მიიღო. ვიდრე პარლამენტარები მესამე სექტორისგან „ჰიბრიდად“ შეფასებულ მოდელს დააკანონებდნენ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ …
Continue reading “მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი – ზეწოლა ძალაშია”
ჩაის პლანტაციების აღდგენის მცდელობა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ჩაის პლანტაციების აღსადგენად წელს მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან თანადაფინანსებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და იურიდიული სტატუსის მქონე პირები მიიღებენ. პროგრამის განსახორციელებლად 3 500 000 ლარია გამოყოფილი. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა წელს აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში განხორციელდება. პროგრამა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და გაველურებული ჩაის აღსადგენად მცენარის უცხო სხეულებისგან …
პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე
ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს შორის. რაც შეეხება ამ ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებს „ჭაობში“ და ასევე სხვა ქუჩებს, მათი სრული რეაბილიტაცია 2018 წლის 4 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. გრიბოედოვის ქუჩაზე სამუშაოები გრაფიკით 29 მარტს უნდა …
Continue reading “პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე”
უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ახალი სია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „მარჩიელები“ კიდევ ერთხელ უწოდა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ არჩილ ხაბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ისევ სამთავრობო კანდიდატად გამოცხადებულ დავით კვაჭაძეს წარადგენს. აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველთა სია უკვე გამოაქვეყნა. ამ სიაში ყოფილ გამგებელსაც ნახავთ და უმაღლესი საბჭოს იმ წევრის შვილსაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ უსკოს თავმჯდომარის ექვსი დეპუტატის მხარდაჭერით …
Continue reading “უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ახალი სია”
რას ელიან „ქართულ ოცნებაში“ ბათუმის ორგანიზაციის ახალი ლიდერისგან
პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ირაკლი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. მან ლაშა სირაბიძე ჩაანაცვლა, რომელიც ახლა უკვე ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ აჭარაში ბოლო სამი წლის განმავლობაში არ არსებობდა. რატომ შეიძლება დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გააქტიურება და ორწლიანი პაუზის შემდეგ ამოქმედებული პარტიული ოფისი პარტიის განვითარებას ემსახურება და არა მოახლოვებული …
Continue reading “რას ელიან „ქართულ ოცნებაში“ ბათუმის ორგანიზაციის ახალი ლიდერისგან”
როცა ქვიშა ფულად იქცევა – მასალები პროკურატურას გადაეცა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი ორი თვის განმავლობაში პროტესტის ნიშნად არ დადიოდა სამსახურში. ამის მიუხედავად, ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ მოხელეს არათუ ხელფასს, არამედ სახელფასო დანამატსაც უხდიდნენ. დოკუმენტი, რომელიც „ბათუმელების“ რედაქციაში ინახება და რომელშიც ბევრი საჯარო მოხელისა თუ ბიზნესის წარმომადგენლის სახელი ფიგურირებს, ადასტურებს ამ უწყების თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებას ბიზნესთან. იმავე დოკუმენტზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, …
Continue reading “როცა ქვიშა ფულად იქცევა – მასალები პროკურატურას გადაეცა”
სამი მინუსით – ადმინისტრაციას, ორი პლუსით – უნივერსიტეტის თვითმმართველობას
ათბალიანი სისტემით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადმინისტრაციის მუშაობა 5.98 ქულით, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობისა – 5 ქულით შეაფასეს. სკოლაში არსებული ძველი ნიშნების სისტემას თუ შევადარებთ, ეს „3-“-ით და „2+“-ით ნიშნების ექვივალენტია. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის -„ბსუ კულისებში“ – წევრებმა უნივერსიტეტის სწავლებისა და მომსახურების ხარისხის კვლევა ჩაატარეს. კვლევა ინტერნეტის მეშვეობით ანკეტირებული მეთოდით …
Continue reading “სამი მინუსით – ადმინისტრაციას, ორი პლუსით – უნივერსიტეტის თვითმმართველობას”
დაისჯება თუ არა ვახტანგ წულაძე „თვითნებობისთვის“
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ყველა ინსტანციის სასამართლო წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ, დაახლოებით ორი წლის წინ გაათავისუფლა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს „ბრალდებები“ ვახტანგ წულაძის გამოცემულ ბრძანებაში წერია. ეს ბრძანება უზენაესმა სასამართლომ გააბათილა და სამმართველოს უკანონოდ გათავისუფლებული მ.მ.-ს აღდგენა დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ წულაძის უწყებამ დაზარალებულს …
Continue reading “დაისჯება თუ არა ვახტანგ წულაძე „თვითნებობისთვის“”
ცვლილება კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, თუ დავით კვაჭაძის ასარჩევად?
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევისა და ხელახალი კონკურსის დაანონსების შემდეგ, კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი ჯაშმა კანონპროექტი მოამზადა და უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ მეთოდით არჩეული უსკოს თავმჯდომარის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას უკვე ორჯერ ჩავარდნილი დავით კვაჭაძის ასარჩევი პირობები. ირაკლი …
920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის
ხულოს მუნიციპალიტეტი კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 920 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. კურორტის შიდა მთავარ გზებზე ძირითადად ასფალტის საფარი დაიგება. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ქუჩების, გზების, გზატკეცილების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) …
Continue reading “920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის”
ლარის კურსი, სამშენებლო ბიზნესი და ფასები
უძრავი ქონების რეგისტრაცია წინა წლის ბოლოს არსებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა – ეს საჯარო რეესტრის ინფორმაციაა. შესაბამისად, შემცირებული გაყიდვების შემდეგ სამშენებლო ბიზნესის შესაძლო კრახის შესახებ დაანონსებული ინფორმაცია შედარებით პოზიტიური ინფორმაციით უნდა შეცვლილიყო. არის თუ არა ეს ასე? – „ბათუმელები“ დეველოპერებს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და განწყობები ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. დეველოპერებსა და მომხმარებელს შორის შუამავალი …
Continue reading “ლარის კურსი, სამშენებლო ბიზნესი და ფასები”
სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში
ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სადაც 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი მინისტადიონებს აშენებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებით ამ დროისთვის მხოლოდ ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. „თავისუფალი ტურისტული ზონა, ზოგადად, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებას – სტადიონები, ბილიკები, პარკინგები, გაზის, წყლის, ელექტროენერგიის შეყვანა – ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. …
Continue reading “სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში”
ერთიანი ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩაატარებს. „ბათუმელების“ კითხვებს გამოცდების ახალ ფორმატთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ უპასუხა. ბატონო ივა, რას გულისხმობს გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი? როდესაც აბიტურიენტი/გამოსაცდელი შევა საგამოცდო სექტორში, მას მაგიდაზე დახვდება კომპიუტერი და პასუხების ფურცელი. კომპიუტერით მიწოდებული იქნება კითხვები, ხოლო პასუხების ფურცელზე შეეძლებათ, როგორც …
Continue reading “ერთიანი ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით”
მოსწავლეების ცხოვრება მუსლიმურ პანსიონებში
900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში – ეს არის ის ციფრები, რასაც ასახელებენ ამ სფეროში ჩართული ადამიანები. თუმცა ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი სტატისტიკა იმ გოგონებისა და ბიჭების შესახებ, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებში ცხოვრობენ და სწავლობენ. მუსლიმური პანსიონები ციფრებში „მსოფლიო მუსლიმთა კავშირი“, „ახალგაზრდებზე დახმარების ასოციაცია“, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და „მიზანი“ – ეს ის ძირითადი ორგანიზაციებია, …
Continue reading “მოსწავლეების ცხოვრება მუსლიმურ პანსიონებში”
უხმო ხმოსნები ბათუმის საკრებულოდან
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ზოგიერთი წევრის მოსაზრების გაგება მხოლოდ იმით შეიძლება, თუ რის ნიშნად წევს ის ხელს მაღლა საკითხის დამტკიცებისას – წინააღმდეგია თუ მომხრე. სხვა შემთხვევაში ისინი ჩუმად არიან ან მხოლოდ რეპლიკით შემოიფარგლებიან. საკრებულოს სხდომებზე თითქმის არ ლაპარაკობს საკრებულოს წევრი, პროფესიით ექიმი, თემურ ორაგველიძე. მას არასდროს გამოუთქვამს პოზიცია რომელიმე საკითხზე, რაც საკრებულოს სხდომაზე გავიდა და ბათუმელი …
გარდაცვლილი 4 თვის ჩვილი და შერჩევითი დასჯა „უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის“
4 თვის გაბრიელ ხალვაში იანვარში „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ გარდაიცვალა. მას ექიმებმა მწვავე მენინგო-კოკცემიის დიაგნოზი დაუდგინეს. შეეძლოთ თუ არა ჩვილის გადარჩენა ექიმებს – შემთხვევას „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ სწავლობს, თუმცა ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია. დასკვნის დადებამდე სააგენტომ ამ კლინიკის პირველადი გადაუდებელი დახმარების განყოფილების – „ემერჯენსის“ ექიმი ლ.ა. უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში …
Continue reading “გარდაცვლილი 4 თვის ჩვილი და შერჩევითი დასჯა „უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის“”
ბათუმი ნისლში [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებული ბათუმში, 29 თებერვალსა და პირველ მარტს.
ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა სასამართლო დავა მოიგო
„ეს იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“, – ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის შეფასებაა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გამგებლის გადაწყვეტილება – სამსახურიდან დაეთხოვა ორსული ქალი – უკანონოდ შეფასდა. უფლებადამცველებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „პრეცედენტულია“. ქალი, ვინც ყოფილ ხელმძღვანელს საქმე მოუგო, სამსახურში ჯერ არ დაბრუნებულა. ხელვაჩაურის გამგებელი „ანომალიური მოვლენის“ …
Continue reading “ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა სასამართლო დავა მოიგო”
როდის შეიძლება ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა პოლიციას
გასულ კვირას ბათუმში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნარკოტესტის ჩატარების მიზნით ნიმუშის ჩაბარებაზე. ისინი დაკავებიდან 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. დაუშვებელია, ადამიანს აიძულო ნიმუშის ჩაბარება – ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი პაატა დიასამიძე, რომელიც დაკავებულთა უფლებებს იცავდა. გასულ კვირას …
Continue reading “როდის შეიძლება ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა პოლიციას”