სასტუმროების მენეჯერების ინფორმაციით, წელს ბათუმში ყველაზე მეტი დამსვენებელი შვიდ ივნისს ჩამოვა. ამ დღეს ბათუმში ცნობილი ამერიკული ბენდის – Maroon 5 -ის კონცერტია დაგეგმილი. საკურორტო სეზონისთვის ნომრები სხვა დღეებისთვისაც უკვე დაჯავშნილია. რომელი ქვეყნიდანაა უფრო მეტი დაკვეთა – ამ ინფორმაციას სასტუმროები ასაიდუმლოებენ. ტურიზმის დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ ამაზე, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ფლობენ. სასტუმრო „გალოგრეს“ მენეჯერის ინფორმაციით, სასტუმროს …
Category Archives: კვირის ამბები
რატომ ეწევიან საჯარო მოხელეები სიგარეტს ტუალეტებში
ოთხსართულიან შენობაში, სადაც აჭარის სამინისტროებია განთავსებული, თითქმის ყველა სართულზე წააწყდებით გაფრთხილებას – „მოწევა აკრძალულია“. ნიშნების სიმრავლის მიუხედავად, სამი სამინისტროს დერეფნებსა და საპირფარეშოებში საჯარო მოხელეები სიგარეტს ეწევიან. ბათუმის მერიის შენობაში კი ე.წ. „მოსაწევი კუთხე“ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან, ჰოლშია მოწყობილი. დადგენილი წესის მიხედვით, საჯარო მოხელეები ღია სივრცეში, ამოსასვლელი კიბეების კუთხეში უნდა ეწეოდნენ, სადაც ერთი სანაგვე ურნა და …
Continue reading “რატომ ეწევიან საჯარო მოხელეები სიგარეტს ტუალეტებში”
უცნობი ყადირ შერვაშიძე
სულხან სალაძე დღეს 2016 წლის 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ვინმეს რომ ვკითხო, 1897 წლის 24 აგვისტოს შესახებ რამე ხომ არ ახსენდება, ალბათ პასუხი იქნება – არა. არადა, 1897 წლის 24 აგვისტოს აჭარაში სტუმრად მყოფმა თედო სახოკიამ ქედიდან ბათუმისაკენ აიღო გეზი. ბათუმისკენ ცხენით მიმავალ ეთნოგრაფს ოთხი თანამგზავრი ახლდა თან. ორი თუფან ბეგის შვილი იყო, ორიც …
დამოუკიდებელი ქვეყნის 25 წელი
26 მაისს შესრულდება 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადებიდან. როგორ იცვლებოდა საზოგადოება ამ წლების განმავლობაში – კითხვებს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ უპასუხა. ზვიად, თქვენი შეფასებით, 25 წლის მანძილზე, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რა შეიცვალა ყველაზე მნიშვნელოვანი და რა არ შეიცვალა? პირველ რიგში, არის ერთი ძალიან საინტერესო კაზუსი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ 26 მაისს და არა …
პოლიტიკური სიუჟეტი რეკლამის ნიშნის გარეშე „25-ე არხის“ ეთერში
„ტელეარხი 25“-ის ეთერში რამდენიმე სიუჟეტი გავიდა ოლიგარქ ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გეგმების შესახებ [გასულ პარასკევს მისმა შტაბმა პოლიტიკური აქტიურობის შეჩერებაზე გაავრცელა განცხადება], ასევე გავიდა ორი ვრცელი ინტერვიუ, რომელთაგან ერთ-ერთი ჩაწერილია 2013 წელს გადაცემაში „В гостях у дмитра гордона“. არც ერთ მათგანს არ აქვს მითითებული, რომ ეს რეკლამაა, როცა ტელეარხის დირექტორი გია სურმანიძე ამბობს, რომ ოლიგარქთან სარეკლამო …
Continue reading “პოლიტიკური სიუჟეტი რეკლამის ნიშნის გარეშე „25-ე არხის“ ეთერში”
სასტუმრო WYNDHAM-ი და კაზინო „პრინცესა“ ძველი ფოსტის ადგილზე
სასტუმროსა და კაზინოს გახსნა ბათუმში ყოფილი ფოსტის შენობაში აგვისტოში იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. შენობის მეპატრონემ მოლაპარაკება თითქმის დაასრულა Wyndham Hotel Group-თან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელია. შენობის დასრულების სამუშაოების პარალელურად, კომპანიის მეპატრონეები სასტუმროში მუშაობის მსურველთა მონაცემებს აგროვებენ და გრანდიოზული პრეზენტაციისთვის ემზადებიან. Wyndham Hotel Group-ი 1981 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანიაა, …
Continue reading “სასტუმრო WYNDHAM-ი და კაზინო „პრინცესა“ ძველი ფოსტის ადგილზე”
16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი
როგორია საქართველოში არასრულწლოვან გოგონებზე ქორწინების სტატისტიკა, რას ითვალისწინებს სასჯელი და ვინ და როგორ უნდა უზრუნველყოს ნაადრევი ქორწინების პრევენცია ქვეყანაში? – ამ თემაზე დისკუსია 26 აპრილს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა. ეთერ თურაძე, ჟურნალისტი, დისკუსიის მოდერატორი: 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ისჯება, რაც 7-დან 9 წლამდე …
მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?
ახალი საბაგირო გზა სანაპიროდან ყოფილი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიამდე, სასტუმრო კომპლექსი, ახალი ადმინისტრაციული შენობა ბოტანიკურ ბაღში – არის თუ არა ეს „პანორამა ბათუმი“? რა მიზნით სტუმრობენ ბიძინა და ადიკო ივანიშვილები მწვანე კონცხს და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდი „ქართუ“? „ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე იყო მოსული, ეს ადგილები დაათვალიერა, ზოგ ადგილზე თქვა საინტერესოაო, ზოგზე …
ახალი აგრარული ბაზარი ხელვაჩაურში არ ფუნქციონირებს
ახალი აგრარული ბაზარი ხელვაჩაურში, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯა, დაკეტილია. გასული წლის ივლისში ამ ბაზრის გახსნის იდეა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ სოფლის მოსახლეობის საჭიროებით დაასაბუთა. გამგებელი ამბობდა, რომ მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას საკუთარი პროდუქციის ბათუმში გადატანის პრობლემა ჰქონდა. გარდა ამისა, გლეხს ხელვაჩაურის აგრარულ ბაზარში პროდუქციის რეალიზაციისთვის გადასახადების გადახდა არ მოუწევდა. ნადიმ ვარშანიძე ვარაუდობდა, რომ ახალი …
Continue reading “ახალი აგრარული ბაზარი ხელვაჩაურში არ ფუნქციონირებს”
ძროხები, რომელთა შესაძენად ნახევარი მილიონი დაიხარჯა, კეტოზით დაავადდნენ?
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯიშთა გაუმჯობესების მიზნით მაღალპროდუქტიული ძროხების შესასყიდად გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 913 ლარი დახარჯა და ძროხები ფერმერებსა თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანადაფინანსებით გადასცა. ასოციაცია „მომავლის ფერმერი“ ამბობს, რომ ჯერსის ჯიშის ძროხებს წინასწარი დიაგნოზით კეტოზი სჭირთ და იმ შემთხვევაში, თუ ძროხებს დროულად არ უმკურნალეს, მათ შესაძლოა გამრავლების ფუნქცია დაკარგონ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო …
Continue reading “ძროხები, რომელთა შესაძენად ნახევარი მილიონი დაიხარჯა, კეტოზით დაავადდნენ?”
სამი წელი 17 მაისიდან – ინტერვიუ ნათია ფანჯიკიძესთან
„საზოგადოების ბრალი არ არის, რომ მას არავინ ეუბნება სიმართლეს“, – ასე გვიპასუხა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ შეკითხვაზე: რა ისწავლა საზოგადოებამ საქართველოში 2013 წლის 17 მაისიდან, როცა რამდენიმე ადამიანმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სცადა. მისი აზრით, პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი იყენებს პროპაგანდისთვის ჰომოფობიური განწყობების გააქტიურებას, რადგან მათ საზოგადოებისთვის სხვა შეთავაზება აღარ აქვთ. ნათია ფანჯიკიძე: მგონია, რომ …
Continue reading “სამი წელი 17 მაისიდან – ინტერვიუ ნათია ფანჯიკიძესთან”
ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის ბედი
გვეშველება! კარს მოგვადგა არჩევნები და კვლავ დაიწყო მარათონი პარლამენტში ადგილების დასაკავებლად. სამწუხაროდ, კვლავ ვერ ვხედავთ ძალას, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამჟამად არსებული „მოჯადოებული წრიდან“. ჩვენს მიერ „არჩეულ“ პარლამენტარებს 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისათვის გარდა იმისა, რომ თავიანთი „მოღვაწეობით“ „ვანოს შოუს“ ძალიან საინტერესო მასალას აწვდიდნენ. თუ პარტიების მიერ წარმოდგენილ პროგრამებში ხალხმა ვერ დაინახა ქვეყნის გადარჩენის გზა, …
Continue reading “ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის ბედი”
კერძო თუ საჯარო სკოლა – მასწავლებლების არჩევანი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი აპრილიდან საჯარო სკოლების პედაგოგებს ხელფასები გაუზარდა. ხელფასების ზრდა 2017 წლის იანვარშიც იგეგმება. რა მდგომარეობაა ბათუმში მოქმედ კერძო სკოლებში და შეიცვალა თუ არა იქ დასაქმებულ პედაგოგთა ხელფასები? იმ მასწავლებელთა და დირექციის წარმომადგენელთა შორის, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, კონკრეტული ციფრები – ხელფასის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა, – მხოლოდ „მომავლის სკოლის“ დირექტორმა ცირა …
Continue reading “კერძო თუ საჯარო სკოლა – მასწავლებლების არჩევანი”
რატომ მცირდება მოსახლეობა საქართველოში
საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4 371.535 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 13 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 657 731 ადამიანით შემცირდა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქართველოში შობადობა გაიზარდა, თუმცა მიგრაციის დონე ისევ მაღალია. აჭარაში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მაღალმთიანი აჭარა …
რა სჭირდებათ ხელოვნების პედაგოგებს
სერგი მესამე კლასში სწავლობს ერთ-ერთ კერძო სკოლაში. ის ამბობს, რომ ხელოვნების გაკვეთილი არ უტარდება. როცა ეკითხები, თუ რას აკეთებენ ხელოვნების გაკეთილზე, ამბობს, – „აი, ასე ვსხედვართ“ და ხელს ნიკაპქვეშ იდებს. პედაგოგების აზრით კი, ხელოვნება, როგორც საგანი, სრულიად უყურადღებოდ აქვს სახელმწიფოს მიტოვებული. მშობლების უმეტესობა საერთოდაც არ ინტერესდება, როგორ ასწავლიან მის შვილს ხელოვნებას სკოლაში. ხელოვნების მიმართულებით უფროსი …
რას აჩვენებენ ტურისტს ბათუმში
რას აჩვენებენ ტურისტს ბათუმში, თუ ის ქალაქში სულ რამდენიმე საათით ჩამოვიდა და ქალაქგარეთ გასასვლელად დრო არ რჩება? – ათეულში, რომელიც ტურისტულმა სააგენტოებმა ჩამოთვალეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი სახლები არ შედის. კულტურული მეკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაცია არც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ სარეკლამო ჟურნალებსა და ბროშურებში იძებნება. ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ქალაქის ფარგლებს თუ არ გავცდებით, ბათუმში …
როდის დაიცავენ ქვეყანაში მშენებელი მუშების უფლებებს
ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე სახლის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა დაიღუპა. ეს უკვე 359-ე უბედური შემთხვევაა ბოლო 10 წლის განმავლობაში მშენებლობიდან ადამიანის ჩამოვარდნის და დაღუპვის. მხოლოდ წელს ბათუმში უკვე სამი ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა მშენებარე კორპუსის სხვადასხვა სართულიდან გადმოვარდნის შედეგად. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არავის აქვს უფლება აკონტროლოს არის თუ არა დაცული შრომის უსაფრთხოების პირობები მშენებლობის …
Continue reading “როდის დაიცავენ ქვეყანაში მშენებელი მუშების უფლებებს”
ახალი ბულვარი ძველი პრობლემებით
59 230 ლარი გამოყო მიმდინარე წელს ახალი ბულვარის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად „ბათუმის ბულვარმა“. რას გააკეთებს და რის გაკეთებას ვერ წყვეტს „ბათუმის ბულვარი“ საკუთარ ტერიტორიაზე? როგორც `ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, ახალი ბულვარის საზღვრები ამფითეატრამდეა. „ამის იქით, ბათუმის მერიაა პასუხისმგებელი“, – ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში. თუმცა პრობლემები ორივე მხარესაა. სამი წლის წინ შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დღესაც იმავე მდგომარეობაშია. …
რა მოეთხოვება პატრულს ფიზიკურ მომზადებაში – შსს ნორმატივებს არ ასაჯაროებს
ფოტოზე ერთ-ერთი პატრულია ბათუმიდან, რომელიც არ არის ერთადერთი და რომლის დანახვაც აჩენს კითხვას – რამდენად არის იგი მზად, მაგალითად, დაედევნოს სავარაუდო დამნაშავეს, ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება სხვადასხვა დარღვევაზე? ფიზიკური მომზადება და მისი რეგულარული დაცვა კანონით განსაზღვრული, აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ იყო პოლიციელი. „პოლიციის შესახებ“ კანონში წერია, რომ პიროვნული და საქმიანი თვისებების, ასევე განათლებისა და ჯანმრთელობის გარდა, …
Continue reading “რა მოეთხოვება პატრულს ფიზიკურ მომზადებაში – შსს ნორმატივებს არ ასაჯაროებს”
რაზეა დამოკიდებული კარგი მეხსიერება – ინტერვიუ ექიმთან
რა ასაკიდან იწყება მეხსიერების გაუარესება, შეიძლება თუ არა მეხსიერების გაუმჯობესება, რა გავლენა აქვს სტრესს და რა საკვების მიღება სჯობს მეხსიერების გასაუმჯობესებლად? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი ესაუბრა. რა ასაკიდან იწყება მეხსიერების გაუარესება? ამ პროცესის მართვა შესაძლებელია? დღეს ძალიან გაახალგაზრდავდა ეს პრობლემა. გაუარესებულ მეხსიერებას უჩივიან 30-35 წლამდე ადამიანებიც კი. ეს შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს …
Continue reading “რაზეა დამოკიდებული კარგი მეხსიერება – ინტერვიუ ექიმთან”
განსაზღვრავს თუ არა ღვინის ფასი ხარისხს
რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინოები და რა განაპირობებს ღვინის მაღალ ხარისხს? ამ და სხვა კითხვებზე, ენოლოგმა და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრმა, ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონის“ ტრენერმა კახა ჭოტიაშვილმა გვიპასუხა. ბატონო კახა, რომელი ქართული ღვინოები მიიჩნევა ყველაზე ძვირადღირებულად? ქართული ყურძნის ჯიშებიდან, ყველაზე დიდი პოტენციის მქონე ყურძნის ჯიში და, შესაბამისად, ღვინოც არის საფერავი. საფერავი აუცილებლად მშრალი, განსაკუთრებით ქვევრის …
გვიმრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში
პირველი აფთიაქის შენობის ფანჯრებიდან გვიმრები მოჩანს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმის ცენტრში დგას და საგულდაგულოდ არის ჩაკეტილი. მცენარეები შენობაში დაგროვილ სამშენებლო მტვერში იზრდებიან და როგორც ჩანს, არც მორწყვა აკლიათ – ალბათ უფრო სახურავიდან ჩასული წყლით. ინვესტორს, რომელიც შენობას არ უვლის, მთავრობამ შეუსრულებელი ვალდებულებები ბევრჯერ აპატია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ პოლიტიკა აჭარის მთავრობას საზოგადოებამ არაერთხელ დაუწუნა. რიგითმა ბათუმელებმა …
არჩილ ხაბაძის პოლიტიკური ფასი
„დაძანძურება“ – ეს სიტყვა ალბათ დიდხანს გაახსენებს ბევრს არჩილ ხაბაძეს, იმის მიუხედავად, ვინ როგორ აფასებს მის მმართველობას და კიდევ იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა იგი პოლიტიკაში. „ქართულ ოცნებაში“ ახლა ყველაზე აქტიურად ეს საკითხი განიხილება – ვინ უნდა მოხვდეს სიაში. არ არის გამორიცხული, უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი სწორედ არჩილ ხაბაძე იყოს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა …
„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში [ვიდეო]
25 აპრილს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ პირველი და მეორე მეოთხედფინალური თამაშები ჩატარდა. მონაწილე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ: მიხეილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“; ილია ჭავჭავაძე – „კაცია ადამიანი?!“; რიჩარდ ბახი – „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“; ალბერ კამიუ – „უცხო“; ბერტოლტ ბრეხტი – „კავკასიური ცარცის წრე“. პირველი …
Continue reading “„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში [ვიდეო]”
სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ
„არ შეიძლება სამსახურში მიდიოდნენ გოგოები და ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცის საწოლზე გადის მათი კარიერის გზა. მე დავკარგე კარიერა, დავკარგე სამსახური და მიუხედავად ყველაფრისა, ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო,“ – ამას თათია სამხარაძე ამბობს, ტელეკომპანია „იმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომელი, პირველი ქალი, ვინც სექსუალური შევიწროება ღიად გააპროტესტა და სასამართლოს მიმართავს. ის ყოფილ უფროსს, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს უჩივლებს. უფლებათადამცველები დარწმუნებული არიან, …
Continue reading “სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ”
რა წერია ისტორიის სახელმძღვანელოში 9 აპრილისა და აგვისტოს ომის შესახებ
„მიზერული და არასრულფასოვანი“, – ასე აფასებენ საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემულ მასალებს სკოლის პედაგოგები. მათი აზრით, დღეს არსებულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ქვეყნის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტებისა და ამბების დიდი ნაწილი უგულებელყოფილია. ბათუმის #16 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ჯანელიძე გვეუბნება, რომ საქართველოს ისტორია სკოლაში მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლება, მე-11 კლასის სახელმძღვანელოში კი რამდენიმე თემაა შეტანილი. „ავიღოთ …
Continue reading “რა წერია ისტორიის სახელმძღვანელოში 9 აპრილისა და აგვისტოს ომის შესახებ”
17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად
ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლია დეკანაძე ერთ-ერთია იმ 80 ქართველ მოსწავლეს შორის, რომლებიც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის [FLEX] ფარგლებში აშშ-ში ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთი აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში. 17 წლის ლია იხსენებს, რომ პირველად ბედი ამ პროგრამაში მეცხრე კლასში სცადა, თუმცა მეორე ეტაპიდან გამოეთიშა კონკურსს. …
Continue reading “17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად”
პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში
„პენიტენციურ დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა, როგორც სისტემური დანაშაული, აღმოფხვრილია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს,“ – წერია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილში, რომლითაც უწყება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაზე, ანუ ბათუმის ციხეზე, სახალხო დამცველი საპირისპიროს ამტკიცებს და ადასტურებს იმას, რასაც აქამდე არაერთი პატიმარი „ბათუმელებს“ წერდა. „პირობები, რომელიც არის „ანტივანდალურ საკანში“ …
Continue reading “პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში”
უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის 200-მდე სტუდენტისთვის, რომლებიც გრიშაშვილის #5-ში მდებარე შენობაში სწავლობენ, წლებია ელემენტარული პრობლემები მოუგვარებელია. მოუწესრიგებელია ლაბორატორიები, გასარემონტებელია შენობა, დაძველებულია ლიტერატურა, გაუმართავია გათბობის სისტემა, თვალსაჩინოებები, არ აქვთ სასადილო და სასმელი წყალი – ეს სტუდენტების ყოველდღიურობაა. ლაშა მელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის აგრონომიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. მას ლექციები …
Continue reading “უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში”
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შხამქიმიკატების შეძენისას
445 მაღაზიას, სადაც შხამქიმიკატები და ბიომინერალური სასუქები იყიდება, ფიტოსანიტარიის ინსპექტორები მთელი წლის მანძილზე გააკონტროლებენ. თავად გლეხებმა შხამქიმიკატების შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციონ, აქვს თუ არა შეფუთვას ეტიკეტი ქართულ ენაზე, მითითებულია თუ არა ვადა და რეგისტრირებულია თუ არა პრეპარატი. კანონში შესული ცვლილებით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბიზნესოპერატორებმა ეს წესები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის …
Continue reading “რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შხამქიმიკატების შეძენისას”
დისკრიმინაციული ბრძოლა ნარკომომხმარებელთა წინააღმდეგ
კანონი, რომლისთვისაც პარლამენტარებმა ჯერ ვერ მოიცალეს, ნარკოტიკების მომხმარებლებს, რესოციალიზაციის ნაცვლად, გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ნარკოტიკის მომხმარებელს სასჯელის შეფარდებისთანავე ერთმევა კონკრეტული უფლებები, მათ შორის: ავტომანქანის მართვის, საჯარო დაწესებულებაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის, საადვოკატო, საექიმო, პედაგოგიური საქმიანობის, ასევე პასიური საარჩევნო (როცა პირი კენჭს იყრის არჩევით თანამდებობაზე) უფლებები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ კანონი „ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ …
Continue reading “დისკრიმინაციული ბრძოლა ნარკომომხმარებელთა წინააღმდეგ”
რას ედავება მთავრობა ინვესტორებს
ყოველი წლის ბოლოს და ზოგჯერ კვარტალურადაც კი, მთავრობა რეგიონში ინვესტიციის გაზრდაზე საუბრობს და შესაბამის სტატისტიკასაც აქვეყნებს. ამას მოყვება ხელის ჩამორთმევის ან საძირკვლის ჩაყრის სატელევიზიო კადრები მთავრობის მონაწილეობით. „ბათუმელებმა“ შეისწავლა, თუ როგორ გრძელდება ამბავი პომპეზური დასაწყისის შემდეგ, რაზეც უმეტეს შემთხვევაში არ საუბრობენ და არც ინფორმაციას აქვეყნებენ. ამ დროისთვის აჭარის მთავრობას 30-მდე კომპანიასთან აქვს სასამართლო დავა. მიზეზი …
გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება გადაიდო
2016 წლის პირველ აპრილამდე ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებს სავალდებულო შემოწმება უნდა გაევლოთ, თუმცა ეს პროცედურა ერთი წლით კიდევ გადაწიეს. რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა ბუნებრივ აირზე გადაყვანის შემთხვევაში, არის თუ არა მგზავრების უსაფრთხოება დაცული და რა მოხდება მაშინ, თუკი ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის? მთავრობის დადგენილებით, აირბალონზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება „აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის“ მოვალეობა იყო. …
Continue reading “გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება გადაიდო”
როგორია მასწავლებლობა გერმანიაში
ვერიკო მაღულარია 16 წელია გერმანიაშია. ბოლო წლებია იგი დიუსელდორფში ცხოვრობს და გერმანულსა და საზოგადოებათმცოდნეობას ასწავლის. წელს მან დუისბურგ-ესსენის უნივერსიტეტი, სადაც დოცენტად მუშაობდა, დატოვა და სკოლაში გადავიდა სამუშაოდ. როგორია მასწავლებლის პროფესია გერმანიაში – ამ თემაზე ვერიკო „ბათუმელებს“ ესაუბრა. ვერიკო, რატომ არჩიეთ უნივერსიტეტში მუშაობას სკოლაში მუშაობა? უნივერსიტეტში კერძო დოცენტად ვმუშაობდი. ვასწავლიდი გერმანულს იმ სტუდენტებს, რომლებიც ინგლისურენოვან ფაკულტეტებზე …
როდის არის საჭირო გლანდების ამოკვეთა
ტონზილექტომია, იგივე გლანდების ამოკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა ბავშვებში. ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად 500 000 ასეთი ოპერაცია უტარდება ბავშვებს. ოტორინოლარინგოლოგი ნინო ჯანგავაძე ამბობს, რომ ხშირია ტონზილიტის, ანუ ე.წ. ანგინის ჰიპერდიაგნოსტიკაც, როცა მშობლები ბავშვის ხშირ ავადმყოფობას ანგინას აბრალებენ და მიიჩნევენ, რომ გლანდები ამოსაკვეთია. ქალბატონო ნინო, რა ფუნქცია აკისრია გლანდებს? ტონზილები (გლანდები) იმუნიტეტის ერთ-ერთი რგოლია და როცა …
როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა
კბილის პასტის შერჩევისას მომხმარებლის მთავარი მოთხოვნა მისი ეფექტურობაა, რასაც არაერთი რეკლამირებული პროდუქტი გვპირდება. თუმცა სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ ხმაურიან სარეკლამო კამპანიებზე მეტად კბილის პასტის შეფუთვაზე დატანილ წარწერას მივაქციოთ ყურადღება, სადაც შემადგენლობაა მითითებული და პასტაც ამის მიხედვით შევარჩიოთ. კბილის პასტები სხვადასხვა სახისაა: სამკურნალო-პროფილაქტიკური ან მხოლოდ სამკურნალო, ჰიგიენური თუ მათეთრებელი. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კბილის პასტის შერჩევისას? „კბილის …