სატენდერო დოკუმენტების მიხედვით შესყიდვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებათა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის ნუგზარ შავაძის ინფორმაციით, ეს ნივთები მრავალშვილიანი დედებისთვის გადასაცემად და კულტურული პროგრამების ფარგლებში მონაწილეების დასაჯილდოებლად სჭირდებათ.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამგეობას წელს სულ ორმოცდაათი ერთეული ელექტროჭაღი, ამდენივე ტორტის თეფშების ნაკრები, 13 ერთეული ჩაის სერვიზი და 55 ერთეული სამზარეულოს მიქსერი დასჭირდება. მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ სატენდერო დოკუმენტაციაში სასურველი ნივთები ტექსტურ ნაწილშიც აღწერა: „ტორტის თეფშების ნაკრები, ექვსცალიანი ოქროსფერი ორნამენტებით“ და მეტი სიზუსტის მისაღწევად ფოტოებიც თან დაურთო.
გასულ წელს ამ პროგრამის ფარგლებში ჩამოთვლილი ნივთების გარდა მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამზარეულოს კოვზების ნაკრები და შამპანურის ჭიქები შეიძინა.